პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იქნება პრემიერის მემკვიდრე? (ფსიქოანალიზი)
ვინ იქნება პრემიერის მემკვიდრე? (ფსიქოანალიზი)

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მო­მა­ვა­ლი პრე­მი­ე­რის კან­დი­და­ტუ­რას ჯერ საბ­ჭოს წა­რუდ­გენს, შემ­დეგ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბას და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გახ­დე­ბა იგი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი. თუმ­ცა, მო­ი­აზ­რე­ბა და პრე­მი­ერ­მაც მი­ა­ნიშ­ნა, რომ მისი მემ­კვიდ­რე სა­ვა­რა­უ­დოდ მი­ნის­ტრე­ბის ამ სა­მე­უ­ლი­დან და­სა­ხელ­დე­ბა: ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი და­ვით სერ­გე­ენ­კო, შსს მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი. და მა­ინც, რო­მე­ლი - ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, კვი­რი­კაშ­ვი­ლი თუ სერ­გე­ენ­კო? რა ფორ­მით და­სა­ხელ­დე­ბა მო­მა­ვა­ლი პრე­მი­ე­რი? რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით იქ­ნე­ბა შერ­ჩე­უ­ლი? რა ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბი აქვს თი­თო­ე­ულ მათ­განს? რა­ტომ არ ფი­გუ­რი­რებს პრე­მი­ე­რო­ბის შე­საძ­ლო კან­დი­დატ­თა სი­ა­ში ირაკ­ლი ალა­სა­ნია? ეს ის კი­თხვე­ბია, რო­მელ­თა მი­მართ ინ­ტე­რე­სი ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ერ­თობ დი­დია და რო­მელ­ზეც კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხე­ბი ჯერ არ მოგ­ვის­მე­ნია. ამ სა­კი­თხზე "კვი­რის პა­ლიტ­რას" ფსი­ქო­ლო­გი­ის პრო­ფე­სო­რი ნო­დარ სარ­ჯვე­ლა­ძე ესა­უბ­რა:

- ბა­ტო­ნო ნო­დარ, ერთი წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვი­და. პრე­მი­ე­რო­ბის სამ­მა პო­ტენ­ცი­ურ­მა კან­დი­დატ­მა ჩა­ი­ბა­რა ისე­თი სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სფე­რო­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა ჯან­დაც­ვა, ეკო­ნო­მი­კა და უსაფრ­თხო­ე­ბა. ერთი წლის შემ­დეგ, უკვე შე­იძ­ლე­ბა მათ მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის შე­ჯა­მე­ბა. რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა თი­თო­ე­უ­ლი მი­ნის­ტრი მის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ის მო­თხოვ­ნებს? ამ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­ნე­ჯე­რუ­ლი უნა­რე­ბის რა ძლი­ე­რი და სუს­ტი მხა­რე­ე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნეს?

-ამ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ორ­ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბაა, ბუ­ნებ­რი­ვია, მი­ნის­ტრებს გა­უ­ჭირ­დათ, თა­ვი­ან­თი პო­ლი­ტი­კა თა­მა­მად წა­რე­მარ­თათ. ყვე­ლა მათ­გა­ნი მუ­შა­ობ­და ქა­ო­ტურ და ინ­ტრი­გე­ბით სავ­სე სამ­ყა­რო­ში; მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, თი­თო­ე­ულ­მა მათ­გან­მა, პრინ­ციპ­ში, თა­ვის ჭა­პა­ნი გა­წია ნორ­მა­ლუ­რად. მაგ­რამ, მე მგო­ნია, რომ მე­ნე­ჯე­რუ­ლი კუ­თხით, ყვე­ლა­ზე არა­სა­ხარ­ბი­ე­ლოდ კვი­რი­კაშ­ვი­ლის მოღ­ვა­წე­ო­ბა წარ­მო­ჩინ­და.

-ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლის გამო ხომ არ არის კვი­რი­კაშ­ვი­ლი სუს­ტი რგო­ლი ამ ტრი­უმ­ვი­რატ­ში?

-ეკ­რან­ზე იქ­ნე­ბო­და, სა­ლა­პა­რა­კოდ თუ შე­ქე­ბის თე­მად, სერ­გე­ენ­კო და გან­სა­კუთ­რე­ბით, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ცალ­სა­ხად ჩან­დნენ, რო­გორც წარ­მა­ტე­ბუ­ლი მი­ნის­ტრე­ბი და ამა­ზე ხაზ­გას­მე­ბიც იყო. კვი­რი­კაშ­ვილ­ზე კი ასე­თი ხაზ­გას­მე­ბი და თავ­ზე ხე­ლის გა­დას­მე­ბი არ ყო­ფი­ლა. ცნო­ბა­დო­ბა­ცა და პო­პუ­ლა­რო­ბაც კვი­რი­კაშ­ვილს გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი აქვს, ვიდ­რე იგი­ვე ღა­რი­ბაშ­ვილს ან სერ­გე­ენ­კოს. ეკ­რან­ზეც კი იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბო­და და მის ფუნ­ქცი­ებ­სა თუ ტი­პაჟ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თით­ქმის არა­ვინ ლა­პა­რა­კობ­და.

-ცნო­ბი­ლი ამე­რი­კე­ლი სო­ცი­ო­ლო­გის, ემო­რი ბო­გარ­დუ­სის ტი­პო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით, არ­სე­ბობს ლი­დე­რე­ბის ოთხი ტიპი: ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, გულ­მოდ­გი­ნე და რეფ­ლექ­სურ-ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი. ამ ტი­პო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით, რა და­ხა­სი­ა­თე­ბას მის­ცემ­დით პრე­მი­ე­რო­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლურ კან­დი­და­ტებს?

- ტი­პო­ლო­გი­ე­ბის მი­მართ თა­ვი­სე­ბუ­რი სკეპ­სი­სი მაქვს, იმი­ტომ რომ სუფ­თა ტიპი ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს. მა­გა­ლი­თად, ავი­ღოთ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი. თუ ის პრე­ზი­დენ­ტი გახ­და და ფი­ლო­სო­ფო­სო­ბა და­ი­წყო, მა­შინ რი­გი­ა­ნი პრე­ზი­დენ­ტი ვერ იქ­ნე­ბა. და თუკი პრე­ზი­დენ­ტო­ბას "მი­აწ­ვე­ბა", მა­შინ ფი­ლო­სო­ფო­სო­ბას და­კარ­გავს. ერთი მე­ო­რეს ვერ ეწყო­ბა. თი­თო­ე­უ­ლი ეს პო­ზი­ცია, რო­გო­რი­ცაა მი­ნის­ტრი, პრე­ზი­დენ­ტი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ესე­ნი არი­ან "ჰომო ფა­ბე­რე­ბი", ანუ მოქ­მე­დი პი­როვ­ნე­ბე­ბი, ანუ მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნე­ბი და არა მო­აზ­როვ­ნე­ე­ბი. მო­აზ­როვ­ნე­ე­ბი მათ ცალ­კე უნდა ჰყავ­დეთ, მრჩევ­ლე­ბის სა­ხით და ა.შ. თუკი ბო­გარ­დუ­სის ტი­პო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით ვიმ­სჯე­ლებთ, მე მგო­ნია, რომ სა­მი­ვე კან­დი­და­ტი უფრო გულ­მოდ­გი­ნე შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი არი­ან, ვიდ­რე კრე­ა­ტი­უ­ლი მო­აზ­როვ­ნე­ე­ბი.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად Kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ვინ იქნება პრემიერის მემკვიდრე? (ფსიქოანალიზი)

ვინ იქნება პრემიერის მემკვიდრე? (ფსიქოანალიზი)

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მომავალი პრემიერის კანდიდატურას ჯერ საბჭოს წარუდგენს, შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობას და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება იგი საზოგადოებისთვის ცნობილი. თუმცა, მოიაზრება და პრემიერმაც მიანიშნა, რომ მისი მემკვიდრე სავარაუდოდ მინისტრების ამ სამეულიდან დასახელდება: ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, შსს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. და მაინც, რომელი - ღარიბაშვილი, კვირიკაშვილი თუ სერგეენკო? რა ფორმით დასახელდება მომავალი პრემიერი? რა კრიტერიუმებით იქნება შერჩეული? რა ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს თითოეულ მათგანს? რატომ არ ფიგურირებს პრემიერობის შესაძლო კანდიდატთა სიაში ირაკლი ალასანია? ეს ის კითხვებია, რომელთა მიმართ ინტერესი ჩვენს საზოგადოებაში ერთობ დიდია და რომელზეც კონკრეტული პასუხები ჯერ არ მოგვისმენია. ამ საკითხზე "კვირის პალიტრას" ფსიქოლოგიის პროფესორი ნოდარ სარჯველაძე ესაუბრა:

- ბატონო ნოდარ, ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კოალიცია "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა. პრემიერობის სამმა პოტენციურმა კანდიდატმა ჩაიბარა ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სფეროები, როგორიცაა ჯანდაცვა, ეკონომიკა და უსაფრთხოება. ერთი წლის შემდეგ, უკვე შეიძლება მათ მიერ ჩატარებული მუშაობის შეჯამება. რამდენად შეესაბამება თითოეული მინისტრი მის მიერ დაკავებული პოზიციის მოთხოვნებს? ამ ერთი წლის განმავლობაში მენეჯერული უნარების რა ძლიერი და სუსტი მხარეები გამოავლინეს?

-ამ რთულ ვითარებაში, როდესაც საქართველოში ორხელისუფლებიანობაა, ბუნებრივია, მინისტრებს გაუჭირდათ, თავიანთი პოლიტიკა თამამად წარემართათ. ყველა მათგანი მუშაობდა ქაოტურ და ინტრიგებით სავსე სამყაროში; მიუხედავად ამისა, თითოეულმა მათგანმა, პრინციპში, თავის ჭაპანი გაწია ნორმალურად. მაგრამ, მე მგონია, რომ მენეჯერული კუთხით, ყველაზე არასახარბიელოდ კვირიკაშვილის მოღვაწეობა წარმოჩინდა.

-ეკონომიკური ზრდის დაბალი მაჩვენებლის გამო ხომ არ არის კვირიკაშვილი სუსტი რგოლი ამ ტრიუმვირატში?

-ეკრანზე იქნებოდა, სალაპარაკოდ თუ შექების თემად, სერგეენკო და განსაკუთრებით, ღარიბაშვილი ცალსახად ჩანდნენ, როგორც წარმატებული მინისტრები და ამაზე ხაზგასმებიც იყო. კვირიკაშვილზე კი ასეთი ხაზგასმები და თავზე ხელის გადასმები არ ყოფილა. ცნობადობაცა და პოპულარობაც კვირიკაშვილს გაცილებით ნაკლები აქვს, ვიდრე იგივე ღარიბაშვილს ან სერგეენკოს. ეკრანზეც კი იშვიათად ჩნდებოდა და მის ფუნქციებსა თუ ტიპაჟზე საზოგადოებაში თითქმის არავინ ლაპარაკობდა.

-ცნობილი ამერიკელი სოციოლოგის, ემორი ბოგარდუსის ტიპოლოგიის მიხედვით, არსებობს ლიდერების ოთხი ტიპი: ავტოკრატიული, დემოკრატიული, გულმოდგინე და რეფლექსურ-ინტელექტუალური. ამ ტიპოლოგიის მიხედვით, რა დახასიათებას მისცემდით პრემიერობის პოტენციალურ კანდიდატებს?

- ტიპოლოგიების მიმართ თავისებური სკეპსისი მაქვს, იმიტომ რომ სუფთა ტიპი ბუნებაში არ არსებობს. მაგალითად, ავიღოთ მარგველაშვილი. თუ ის პრეზიდენტი გახდა და ფილოსოფოსობა დაიწყო, მაშინ რიგიანი პრეზიდენტი ვერ იქნება. და თუკი პრეზიდენტობას "მიაწვება", მაშინ ფილოსოფოსობას დაკარგავს. ერთი მეორეს ვერ ეწყობა. თითოეული ეს პოზიცია, როგორიცაა მინისტრი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, ესენი არიან "ჰომო ფაბერები", ანუ მოქმედი პიროვნებები, ანუ მოქმედი ადამიანები და არა მოაზროვნეები. მოაზროვნეები მათ ცალკე უნდა ჰყავდეთ, მრჩევლების სახით და ა.შ. თუკი ბოგარდუსის ტიპოლოგიის მიხედვით ვიმსჯელებთ, მე მგონია, რომ სამივე კანდიდატი უფრო გულმოდგინე შემსრულებლები არიან, ვიდრე კრეატიული მოაზროვნეები.

იხილეთ სტატია სრულად Kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა