სამარ ჩოკუტაევი ავღანელი აიტი სპეციალისტების ერთ-ერთი ტრენერი იყო

სამარ ჩოკუტაევი ავღანელი აიტი სპეციალისტების ერთ-ერთი ტრენერი იყო

სამარ ჩოკუტაევი, ცენტრალური აზიის ქვეყნების აიტი სპეციალისტების კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ერთ-ერთი ტერენერი იყო. შესაბამისი ინფორმაცია და ფოტოები საიტზე http://www.it.kg არის გავრცელებული.

კურსი 2012 წლის 6 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით ყირგიზეთში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ აიტი სპციალისტები ყაზახეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან და ასევე 3 აიტი სპეციალისტი ავღანეთიდან.

ე.წ "ჯიჰადის" ვიდეოს საქმეზე ბრალდებული სამარ ჩოკუტაევი, სოციალურ ქსელში "ვკონტაქტე" და "ფეისბუქში" იძებნება. ჩოკუტაევს პროფილზე სამუშაო ადგილად მითითებული აქვს კომპანია "აქუაფონი" , რომელიც აფხაზეთის მობილური კავშირგაბმულობის კომპანიაა.

დაბადების თარიღად მითითებულია 1989 წლის 6 მარტი, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ მონაცემებს ემთხვევა.

ჩოკუტაევი სოხუმში ცხოვრობს და მას სოციალურ ქსელში სამსახურში ადგილზე გადაღებული ფოტოებიც აქვს გავრცელებული.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ