ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სოზარ სუბართან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.
"რით ვერ გაიგეთ, რომ სოზარი ნერვიულობს! მორჩით მის კრიტიკას:)
შექება ყვარებია. შექების მერე იწყებს, თურმე, კარგად მოქცევას:)
როგორც ჩანს სუბარი არ ეუბნება, რომ უძილობის მიზეზი ქურდებმა რომ
მოხსნეს, ის არის:)", - წერს ჟორჟოლიანი.
2 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელებთან და თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე პრემიერმა სამი მინისტრი დაასახელა, რომლებიც განსაკუთრებით განიცდიან მედიაში მათ შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას, მათ შორის სოზარ სუბარი, გიორგი კვირიკაშვილი და დავით ნარმანია.