ინდიელმა ფერმერებმა ფერადი სიმინდის ჯიში გამოიყვანეს

ინდიელმა ფერმერებმა ფერადი სიმინდის ჯიში გამოიყვანეს

აშშ-ში ინდიელმა ფერმერებმა  ფერადი სიმინდის ჯიში გამოიყვანეს. ერთი შეხედვით, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ფოტოზე ფერადი მძივებია გამოსახული, თუმცა ეს სიმინდის ტაროა. უნიკალური სიმინდის შეძენა ინტერნეტითაც შეიძლება. მებაღეებში ის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

უცნაური სიმინდის პირველი მოსავალი ოკლაჰომას შტატში ფერმერმა კარლ ბარნსმა მიიღო, მისი წინაპრები ინდიელები იყვნენ. მამაკაცს მრავალი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ სიმინდის ტაროზე სხვადასხვა ფერის მარცვლები მიეღო.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ბერნსმა სიმინდის გამოყვანის საიდუმლოება თავის მეგობარს, გრეგ შენს გაანდო და სთხოვა, მისი საქმე გაეგრძელებინა.

2010 წელს შენმა, იმის გამო, რომ თავად ვერ ასრულებდა მეგობრის თხოვნას, თესლი ბილ მაკ დორმანს გადასცა, რომელიც არიზონაში მცირე კომპანიის მფლობელია. "შოკირებული ვიყავი, როდესაც პირველი მოსავალი ავიღე",- აცხადებს დორმანი.

მამაკაცი უცნაური სიმინდის თესლს საკუთარ საიტზე 7.95 დოლარად ყიდის. სიმინდი იმდენად პოპულარულია, რომ ზოგჯერ ორგანიზაცია მიწოდების მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. რეკომენდებული არ არის ამ სიმინდის პირდაპირ ტაროდან ჭამა. ის შეიძლება ფქვილის ან პოპკორნის დასამზადებლად გამოვიყენოთ. კლიენტების უმეტესობა სიმინდს, როგორც სუვენირს, ისე ყიდულობს, რომლის საშუალებითაც ეზოს გალამაზება შეიძლება.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია fototelegraf.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს