პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამა თეოდორე: ჯარისკაცი რომ ვიყო, მეჩეთში არ შევიდოდი და მოლას თავს არ დავალოცინებდი
მამა თეოდორე: ჯარისკაცი რომ ვიყო, მეჩეთში არ შევიდოდი და მოლას თავს არ დავალოცინებდი

ISAF-ის მი­სი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე, ქარ­თვე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, "ჯუმა მე­ჩეთ­ში" მი­ვიდ­ნენ. მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე სამ­ხედ­რო­ე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს სრუ­ლი­ად მუს­ლიმ­თა კავ­ში­რის შე­იხს, ვა­გიფ აქპე­როვს შეხ­ვდნენ. შეხ­ვედ­რის მი­ზა­ნი მუს­ლი­მუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი­სა და ადათ-წე­სე­ბის უკე­თე­სად გაც­ნო­ბა იყო. "ანა­ლო­გი­უ­რი შეხ­ვედ­რე­ბი, ჩვენს სამ­ხედ­რო­ებს ხელს შე­უ­წყობს, უფრო ეფექ­ტუ­რად მო­ი­პო­ვონ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის კე­თილ­გან­წყო­ბა" - გა­ნა­ცხა­დეს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში.

შე­იხ­მა სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის III ქვე­ი­თი ბრი­გა­დის 31-ე ბა­ტა­ლი­ო­ნის სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს ის­ლა­მის შე­სა­ხებ ლექ­ცია წა­უ­კი­თხა და ავ­ღა­ნე­თის ის­ლა­მურ რეს­პუბ­ლი­კა­ში არ­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი, ასე­ვე ავ­ღა­ნე­ლი ხალ­ხის ადათ-წე­სე­ბი გა­აც­ნო. ლექ­ცი­ის ბო­ლოს, შე­იხ­მა სამ­ხედ­რო­ე­ბი და­ლო­ცა და მი­სი­ის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და სამ­შობ­ლო­ში მშვი­დო­ბით დაბ­რუ­ნე­ბა უსურ­ვა. აღ­ნიშ­ნულ ფაქტს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა მოჰ­ყვა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა კი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­მო­ხა­ტეს. ჩვენ ამ თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ მამა თე­ო­დო­რე გიგ­ნა­ძეს ვეწ­ვი­ეთ.

მამა თე­ო­დო­რე გიგ­ნა­ძე:

- ასე­თი შეხ­ვედ­რა შე­საძ­ლე­ბე­ლია, რო­დე­საც მი­დი­ან ისეთ მი­სი­ა­ზე, სა­დაც ის­ლა­მუ­რი გა­რე­მო და წე­სე­ბია, იმის­თვის, რათა სამ­ხედ­რო­ებს იქ არ­სე­ბულ გა­რე­მო­ზე წარ­მოდ­გე­ნა შე­უქ­მნან. თუმ­ცა, სი­ტყვა­ზე, მე თუ ვიცი, რომ იქ მი­ვალ და მუს­ლი­მე­ბის სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა უნდა დამ­ლო­ცოს, ეს ცოტა გა­უ­გე­ბა­რი და არას­წო­რი საქ­ცი­ე­ლია ქრის­ტი­ა­ნის მხრი­დან.

- რა­ტომ?

- იმი­ტომ, რომ თუ ადა­მი­ან­მა იცის და გა­აზ­რე­ბუ­ლი აქვს, რომ ის ქრის­ტი­ა­ნია და ეს არის ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, ის სხვის და­ლოც­ვას არ სა­ჭი­რო­ებს. თუ სხვა რე­ლი­გი­უ­რი აღმსა­რებ­ლო­ბის ადა­მი­ანს შემ­თხვე­ვით შევ­ხვდი და მან სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით დამ­ლო­ცა, ამას კე­თილ ნე­ბად მი­ვი­ღებ. ათე­ის­ტმაც რომ დამ­ლო­ცოს, - ჯან­მრთე­ლად იყა­ვიო, - მა­გა­საც კი მი­ვი­ღებ, აბა, რა­ტომ დამ­ლო­ცეო, ხომ არ ვე­ტყვი. ანუ გა­აჩ­ნია სი­ტუ­ა­ცი­ას, - ჩვენ ძალ­ზე ხში­რად ერთი შე­ხედ­ვით ვა­ფა­სებთ ამა თუ იმ მოვ­ლე­ნას. თუკი ეს იყო ტრე­ნინ­გი, ან სწავ­ლე­ბა, ამა­ში ახა­ლი არა­ფე­რია, ვი­ნა­ი­დან საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს, ავ­ღა­ნეთ­ში ჯა­რის­კა­ცებს რომ გზავ­ნიდ­ნენ, მა­ში­ნაც ტარ­დე­ბო­და სპე­ცი­ა­ლუ­რი ტრე­ნინ­გი, იმა­ზე, თუ რა ხდე­ბო­და ავ­ღა­ნეთ­ში. მაგ­რამ თუ ადა­მი­ანს იქა­უ­რი ყოფა-ცხოვ­რე­ბა აინ­ტე­რე­სებს, ინ­სტრუქ­ტორ­მა უნდა ას­წავ­ლოს და ვერ ვხვდე­ბი, რა სა­ჭი­როა სა­სუ­ლი­ე­რო პირი?!.

- იმის თქმა გინ­დათ, რომ ეს ცოდ­ვაა?

- ვი­მე­ო­რებ, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ავ­ღა­ნეთ­ში ჯა­რე­ბი რომ შეჰ­ყავ­და, მა­თაც უტა­რებ­დნენ ტრე­ნინ­გებს, მაგ­რამ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და არა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია kvirispalitra.ge-ზე

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

მამა თეოდორე: ჯარისკაცი რომ ვიყო, მეჩეთში არ შევიდოდი და მოლას თავს არ დავალოცინებდი

მამა თეოდორე: ჯარისკაცი რომ ვიყო, მეჩეთში არ შევიდოდი და მოლას თავს არ დავალოცინებდი

ISAF-ის მისიაში გამგზავრებამდე, ქართველი სამხედროები, საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში პირველად, "ჯუმა მეჩეთში" მივიდნენ. მისიაში მონაწილე სამხედროები, საქართველოს სრულიად მუსლიმთა კავშირის შეიხს, ვაგიფ აქპეროვს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი მუსლიმური ტრადიციებისა და ადათ-წესების უკეთესად გაცნობა იყო. "ანალოგიური შეხვედრები, ჩვენს სამხედროებს ხელს შეუწყობს, უფრო ეფექტურად მოიპოვონ ადგილობრივი მოსახლეობის კეთილგანწყობა" - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.

შეიხმა საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს ისლამის შესახებ ლექცია წაუკითხა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში არსებული შეზღუდვები, ასევე ავღანელი ხალხის ადათ-წესები გააცნო. ლექციის ბოლოს, შეიხმა სამხედროები დალოცა და მისიის წარმატებით განხორციელება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. აღნიშნულ ფაქტს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. განსაკუთრებული უკმაყოფილება კი ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენლებმა გამოხატეს. ჩვენ ამ თემაზე სასაუბროდ მამა თეოდორე გიგნაძეს ვეწვიეთ.

მამა თეოდორე გიგნაძე:

- ასეთი შეხვედრა შესაძლებელია, როდესაც მიდიან ისეთ მისიაზე, სადაც ისლამური გარემო და წესებია, იმისთვის, რათა სამხედროებს იქ არსებულ გარემოზე წარმოდგენა შეუქმნან. თუმცა, სიტყვაზე, მე თუ ვიცი, რომ იქ მივალ და მუსლიმების სასულიერო პირმა უნდა დამლოცოს, ეს ცოტა გაუგებარი და არასწორი საქციელია ქრისტიანის მხრიდან.

- რატომ?

- იმიტომ, რომ თუ ადამიანმა იცის და გააზრებული აქვს, რომ ის ქრისტიანია და ეს არის ჭეშმარიტება, ის სხვის დალოცვას არ საჭიროებს. თუ სხვა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანს შემთხვევით შევხვდი და მან საკუთარი სურვილით დამლოცა, ამას კეთილ ნებად მივიღებ. ათეისტმაც რომ დამლოცოს, - ჯანმრთელად იყავიო, - მაგასაც კი მივიღებ, აბა, რატომ დამლოცეო, ხომ არ ვეტყვი. ანუ გააჩნია სიტუაციას, - ჩვენ ძალზე ხშირად ერთი შეხედვით ვაფასებთ ამა თუ იმ მოვლენას. თუკი ეს იყო ტრენინგი, ან სწავლება, ამაში ახალი არაფერია, ვინაიდან საბჭოთა კავშირის დროს, ავღანეთში ჯარისკაცებს რომ გზავნიდნენ, მაშინაც ტარდებოდა სპეციალური ტრენინგი, იმაზე, თუ რა ხდებოდა ავღანეთში. მაგრამ თუ ადამიანს იქაური ყოფა-ცხოვრება აინტერესებს, ინსტრუქტორმა უნდა ასწავლოს და ვერ ვხვდები, რა საჭიროა სასულიერო პირი?!.

- იმის თქმა გინდათ, რომ ეს ცოდვაა?

- ვიმეორებ, საბჭოთა კავშირის ავღანეთში ჯარები რომ შეჰყავდა, მათაც უტარებდნენ ტრენინგებს, მაგრამ სპეციალისტები და არა სასულიერო პირები.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია