Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფეისბუქის" მომხმარებლებს მეგობრების ხმა არ ახსოვთ
"ფეისბუქის" მომხმარებლებს მეგობრების ხმა არ ახსოვთ

სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­სა" და "ტვი­ტერ­ზე" ადა­მი­ა­ნის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იზ­რდე­ბა და ყო­ვე­ლი 10 მომ­ხმა­რებ­ლი­დან 7 - დღე­ში მი­ნი­მუმ სამ­ჯერ მა­ინც ამოწ­მებს კო­მენ­ტა­რებ­სა და ე.წ. "ლა­ი­ქებს". თუმ­ცა, მეც­ნი­ე­რე­ბი ში­შო­ბენ, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის უფრო მე­ტია, ვიდ­რე თა­ვი­სუ­ფალ დროს გარ­თო­ბის მარ­ტი­ვი ხერ­ხი.

ფსი­ქო­ლო­გე­ბი ჩი­ვი­ან, რომ მსოფ­ლი­ოს უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნი "ფე­ის­ბუქ­ში" სა­უ­ბარს ისე შე­ეჩ­ვია, რომ მე­გობ­რე­ბის ხმა აღარც კი ახ­სოვთ. ბრი­ტა­ნე­ლი ფსი­ქო­ლო­გე­ბი­სა და კომ­პა­ნია Goodfella’s Extra Thin-ის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ ექ­სპე­რი­მენ­ტში გა­მო­კი­თხუ­ლი 2000 ადა­მი­ა­ნი­დან ნა­ხე­ვარ­ზე მეტ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ კვი­რა­ში რამ­დენ­ჯერ­მე წერს სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარს "ფე­ის­ბუქ­ში", მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე თვეა, მას არ შეხ­ვედ­რია. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რე­ბელ­თა დიდ ნა­წილს მე­გობ­რე­ბის ხმა აღარ ახ­სოვთ, მაგ­რამ დაწ­ვრი­ლე­ბით მოყ­ვე­ბი­ან რა ხდე­ბა მის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, რად­გან სის­ტე­მა­ტუ­რად ამოწ­მე­ბენ მის ფო­ტო­სუ­რა­თებ­სა და პოს­ტებს. ამას­თან, კვლე­ვის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აღი­ა­რე­ბენ, რომ ხში­რად იმა­ტე­ბენ უც­ნობ ადა­მი­ა­ნებს, მათ­თან მი­მო­წე­რა აქვთ, მაგ­რამ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში პა­ე­მან­ზე "ფე­ის­ბუ­ქის მე­გო­ბარ­თან" არ და­დი­ან.

ამას­თან, მეც­ნი­ე­რე­ბი გვირ­ჩე­ვენ, Facebook-ის მე­გობ­რე­ბის სი­ი­დან ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი და ქმრე­ბი ამოვ­შა­ლოთ. ლონ­დო­ნის Brunel-ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ Facebook-ის მომ­ხმა­რე­ბელ­თა ნა­ხე­ვარ­ზე მეტი სა­კუ­თარ თავს სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას უქ­მნის, რო­დე­საც მე­გობ­რე­ბის სი­ა­ში ყო­ფილ პარტნი­ორს ტო­ვებს. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის და­ახ­ლო­ე­ბით მი­ლი­არ­დზე მეტი მომ­ხმა­რე­ბე­ლი სა­იტს ყო­ფი­ლი პარტნი­ო­რე­ბის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სათ­ვალ­თვა­ლოდ იყე­ნებს; ეს ჯა­შუ­შო­ბა კი პი­როვ­ნე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ა­ზე ნე­გა­ტი­უ­რად აი­სა­ხე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ყო­ფილ პარტნი­ო­რი­სა და მისი ახა­ლი საყ­ვარ­ლის ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს აღ­მო­ა­ჩენთ, ან სა­სიყ­ვა­რუ­ლო ში­ნა­არ­სის სტა­ტუსს იხი­ლავთ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

"ფეისბუქის" მომხმარებლებს მეგობრების ხმა არ ახსოვთ

"ფეისბუქის" მომხმარებლებს მეგობრების ხმა არ ახსოვთ

სოციალურ ქსელ "ფეისბუქსა" და "ტვიტერზე" ადამიანის დამოკიდებულება იზრდება და ყოველი 10 მომხმარებლიდან 7 - დღეში მინიმუმ სამჯერ მაინც ამოწმებს კომენტარებსა და ე.წ. "ლაიქებს". თუმცა, მეცნიერები შიშობენ, რომ სოციალური ქსელი ადამიანებისთვის უფრო მეტია, ვიდრე თავისუფალ დროს გართობის მარტივი ხერხი.

ფსიქოლოგები ჩივიან, რომ მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანი "ფეისბუქში" საუბარს ისე შეეჩვია, რომ მეგობრების ხმა აღარც კი ახსოვთ. ბრიტანელი ფსიქოლოგებისა და კომპანია Goodfella’s Extra Thin-ის მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტში გამოკითხული 2000 ადამიანიდან ნახევარზე მეტმა განაცხადა, რომ კვირაში რამდენჯერმე წერს საუკეთესო მეგობარს "ფეისბუქში", მაგრამ რამდენიმე თვეა, მას არ შეხვედრია. სოციალური ქსელის მომხმარებელთა დიდ ნაწილს მეგობრების ხმა აღარ ახსოვთ, მაგრამ დაწვრილებით მოყვებიან რა ხდება მის პირად ცხოვრებაში, რადგან სისტემატურად ამოწმებენ მის ფოტოსურათებსა და პოსტებს. ამასთან, კვლევის მონაწილეები აღიარებენ, რომ ხშირად იმატებენ უცნობ ადამიანებს, მათთან მიმოწერა აქვთ, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში პაემანზე "ფეისბუქის მეგობართან" არ დადიან.

ამასთან, მეცნიერები გვირჩევენ, Facebook-ის მეგობრების სიიდან ყოფილი შეყვარებულები და ქმრები ამოვშალოთ. ლონდონის Brunel-ის უნივერსიტეტის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ Facebook-ის მომხმარებელთა ნახევარზე მეტი საკუთარ თავს სერიოზულ პრობლემას უქმნის, როდესაც მეგობრების სიაში ყოფილ პარტნიორს ტოვებს. სოციალური ქსელის დაახლოებით მილიარდზე მეტი მომხმარებელი საიტს ყოფილი პარტნიორების პირადი ცხოვრების სათვალთვალოდ იყენებს; ეს ჯაშუშობა კი პიროვნების ფსიქოლოგიაზე ნეგატიურად აისახება. განსაკუთრებით, თუ ყოფილ პარტნიორისა და მისი ახალი საყვარლის ერთად გადაღებულ ფოტოს აღმოაჩენთ, ან სასიყვარულო შინაარსის სტატუსს იხილავთ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს