მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Forbes - "საქართველოს პოლიტიკამ ქვეყნის ეკონომიკას ფეხებში ესროლა"
Forbes - "საქართველოს პოლიტიკამ ქვეყნის ეკონომიკას ფეხებში ესროლა"

"სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კამ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კას ფე­ხებ­ში ეს­რო­ლა", - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს გა­მო­ცე­მა Forbes კა­ტია სოლ­და­კის სტა­ტი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ზე. რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ნიუ-იორკში, გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ა­ზე მგზნე­ბა­რე, ან­ტი­რუ­სუ­ლი სი­ტყვით წარ­სდგა.

"მან გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებ­ში არ შე­დის ძლი­ე­რი, მშვი­დო­ბი­ა­ნი მე­ზობ­ლე­ბის ყოლა. მათი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ზრდას­თან ერ­თად, მცირ­დე­ბა პუ­ტი­ნის ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში მათი გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შან­სი", - ცი­ტი­რებს კა­ტია სოლ­და­კი პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლი­დან ამო­ნა­რიდს.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ გა­ე­რო-ს ასამ­ბლე­ა­ზე ეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ბოლო გა­მოს­ვლა იყო, რამ­დე­ნა­დაც ოქ­ტომ­ბერ­ში მისი საპ­რე­ზი­დენ­ტო ვადა იწუ­რე­ბა. კა­ტია სოლ­და­კი წერს, რომ პრე­ზი­დენ­ტის ეს გა­მოს­ვლა ასე­ვე მი­მარ­თუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ჟა­მინ­დე­ლი მთავ­რო­ბის­კენ, რო­მელ­საც ქვეყ­ნის უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

"ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ქო­ნე­ბა ძი­რი­თა­დად რუ­სეთ­ში სა­ბან­კო საქ­მი­ა­ნო­ბი­თა და ლი­თო­ნე­ბის ვაჭ­რო­ბით და­აგ­რო­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს ძლე­ვა­მო­სი­ლი სლა­ვი მე­ზობ­ლის მი­მართ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მიდ­გო­მი­თაა ცნო­ბი­ლი", - წერს Forbes-ის ჟურ­ნა­ლის­ტი.

რო­გორც კა­ტია სოლ­და­კი გან­მარ­ტავს, სა­ა­კაშ­ვი­ლის საპ­რე­ზი­დენ­ტო ვადა იმ დროს იწუ­რე­ბა, როცა სა­ქარ­თვე­ლო პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ურ­კვევ­ლო­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის ფა­ზა­ში შე­დის. მი­სი­ვე თქმით, უკა­ნას­კნე­ლი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიღ­წე­უ­ლი პროგ­რე­სის შემ­დეგ, ამ მხრივ მკვეთ­რი უკუს­ვლა და­ი­წყო.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი წერს, რომ 2003 წელს, მშვი­დო­ბი­ა­ნად დას­რუ­ლე­ბუ­ლი "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ას" სა­ა­კაშ­ვი­ლის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბა მოჰ­ყვა, რის შემ­დე­გაც სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­უმ­ჯო­ბეს­და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, მოხ­და ქა­ლა­ქე­ბის მო­დერ­ნი­ზა­ცია, სა­ქარ­თვე­ლო სა­ცხოვ­რებ­ლად უსაფრ­თხო და კომ­ფორ­ტუ­ლი ად­გი­ლი გახ­და. მი­სი­ვე თქმით, ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც მდი­და­რია სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი ად­გი­ლე­ბით - კავ­კა­სი­ის მთე­ბით, შავი ზღვით, ღვი­ნის ტუ­რე­ბით, უძ­ვე­ლე­სი ეკ­ლე­სი­ე­ბით - მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კუ­თხი­დან იზი­დავს ტუ­რის­ტებს.

კა­ტია სოლ­და­კი ხაზს უს­ვამს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა ცნო­ბი­ლი გახ­და კო­რუფ­ცი­ი­სა და ბი­უ­როკ­რა­ტი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბით.

"თუმ­ცა, დიდი ეკო­ნო­მი­კუ­რი იმე­დე­ბი, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენტს ჰქონ­და, არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მიმ­დი­ნა­რე წელს სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა შე­ნელ­და, რამ­დე­ნა­დაც ივა­ნიშ­ვი­ლის კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ უცხო­ურ­მა კა­პი­ტალ­მა იკლო. ფრუსტრა­ცია და კლე­ბა ყვე­ლა ინ­დუსტრი­ას შე­ე­ხო, და­წყე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბი­დან, დამ­თავ­რე­ბუ­ლი სა­ბან­კო სექ­ტო­რით. 2013 წელს პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის პროგ­ნო­ზი და­ახ­ლო­ე­ბით ერთი მი­ლი­არ­დი დო­ლა­რით შემ­ცირ­და, მთლი­ა­ნი შიდა პრო­დუქ­ტის ზრდა კი 2013 წლის მე­ო­რე კვარ­ტალ­ში 1,4%-მდე შე­ჩერ­და, როცა გა­სულ წელს ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 8,2% იყო", - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი და დას­ძენს, რომ შე­საძ­ლოა ვინ­მემ ეკო­ნო­მი­კუ­რი კლე­ბა პო­ლი­ტი­კურ ცვლი­ლე­ბებს და­აბ­რა­ლოს, თუმ­ცა მომ­ხდა­რი რამ­დე­ნი­მე მი­ზეზს უკავ­შირ­დე­ბა.

კა­ტია სოლ­და­კი ცი­ტი­რებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ყო­ფი­ლი მრჩე­ვე­ლი­სა და კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვა­რის კავ­კა­სი­ის სა­კი­თხებ­ში, ლინ­კოლნ მიტ­ჩე­ლის კო­მენ­ტარს, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეკო­ნო­მი­კის შე­ნე­ბას ძი­რი­თა­დად ფუ­ლის სეს­ხე­ბი­თა და უცხო­უ­რი დახ­მა­რე­ბე­ბის ხარ­ჯზე მიღ­წია. ლინ­კოლნ მიტ­ჩე­ლის­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ა­ლუ­რად არ ყო­ფი­ლა ეკო­ნო­მი­კის მდგრა­დი ზრდა.

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყვე­ლა წუხს ეკო­ნო­მი­კა­ზე, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად არ იცი­ან, რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ", - ცი­ტი­რებს Forbes-ის ჟურ­ნა­ლის­ტი ლინ­კოლნ მიტ­ჩე­ლის სი­ტყვებს.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი წერს, ზო­გი­ერ­თი მი­იჩ­ნევს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბას ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც აკის­რია პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იმა­ში, რაც დღეს ხდე­ბა და ამ­ტკი­ცებს, რომ ახალ მთავ­რო­ბას არ შე­უ­თა­ვა­ზე­ბია ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მკა­ფიო სტრა­ტე­გია.

"ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლომ რუ­სეთ­თან ვაჭ­რო­ბის აღ­დგე­ნის მიზ­ნით, გარ­კვე­უ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აღად­გი­ნა კრემლთან. სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნილ დღე­ვან­დელ გა­ურ­კვევ­ლო­ბას ვერც ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა წა­ეხ­მა­რა, როცა მან გა­ნა­ცხა­და, რომ ოქ­ტომ­ბრის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ტო­ვებს", - წერს კა­ტია სოლ­და­კი.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე ცი­ტი­რებს პო­ლი­ტო­ლოგ გია ნო­დი­ას სი­ტყვებს, რო­მე­ლიც მას­თან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი მა­შინ ტო­ვებს თა­ნამ­დე­ბო­ბას, როცა არა­ფე­რი დას­რუ­ლე­ბუ­ლა. ნო­დი­ას­ვე გან­ცხა­დე­ბით, ივა­ნიშ­ვილს ბიზ­ნეს­მე­ნის მენ­ტა­ლი­ტე­ტი აქვს, რო­მელ­მაც კომ­პა­ნია, სა­ხე­ლად სა­ქარ­თვე­ლო შე­ი­ძი­ნა.

"ივა­ნიშ­ვი­ლის წას­ვლა იმა­ზე მეტ დარ­ტყმას მი­ა­ყე­ნებს ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­სა და ეკო­ნო­მი­კას, ვიდ­რე საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი პრე­ზი­დენტზე დიდ როლს თა­მა­შობს. აშშ-სა და ევ­რო­პის­თვის სა­ქარ­თვე­ლო პოსტ-საბ­ჭო­თა სივ­რცე­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის მა­გა­ლი­თი იყო. თუმ­ცა, ბევ­რი ქარ­თვე­ლის­თვის სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­თო­დე­ბი არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი იყო, რად­გან მისი ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ათა­სო­ბით ადა­მი­ანს აპა­ტიმ­რებ­დნენ კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლი­სა და გამჭვირ­ვა­ლო­ბის შექ­მნის მიზ­ნის მცდე­ლო­ბით. თუმ­ცა, კო­რუფ­ცია მა­ღალ ეშე­ლო­ნებ­ში ყვა­ო­და", - წერს კა­ტია სოლ­და­კი.

Forbes-ის ჟურ­ნა­ლის­ტი ასე­ვე ხაზს უს­ვამს, რომ "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ ქარ­თვე­ლე­ბი ბედ­ნი­ე­რე­ბი შეხ­ვდნენ იმ ცვლი­ლე­ბებს, რაც უშუ­ქო და უწყლო რთუ­ლი პე­რი­ო­დის დას­რუ­ლე­ბას მოჰ­ყვა - ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და ეკო­ნო­მი­კის ამუ­შა­ვე­ბას.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე ცი­ტი­რებს შვე­დი ეკო­ნო­მის­ტის ან­დერს ას­ლუნ­დის სი­ტყვებს, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ბევ­რი გა­ა­კე­თა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის და სა­ინ­ვეს­ტი­ციო გა­რე­მოს შექ­მნის­თვის, რა­საც მა­სობ­რი­ვი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა მოჰ­ყვა.

"დღეს­დღე­ო­ბით, ივა­ნიშ­ვი­ლის გუნ­დი ეკო­ნო­მი­კა­ზე მე­ტად, აქ­ტუ­ა­ლუ­რად სხვა სა­კი­თხებს მი­იჩ­ნევს - ისი­ნი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის დე­პო­ლი­ტი­ზი­რე­ბა­სა და წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გაკ­რი­ტი­კე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი. თუმ­ცა, სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ივა­ნიშ­ვი­ლის მომ­ხრე­ე­ბიც თან­ხმდე­ბი­ან, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას გა­და­ა­ჭარ­ბა", - აღ­ნიშ­ნავს კა­ტია სოლ­და­კი.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ასე­ვე წერს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი არ აპი­რებს რუ­სე­თის ბო­რო­ტი გან­ზრახ­ვე­ბის მხარ­და­ჭე­რას და აცხა­დებს, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბით, რაც კრემ­ლის შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს, რო­მე­ლიც აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ზე­წო­ლას.

კა­ტია სოლ­და­კი ასე­ვე ცი­ტი­რებს ლინ­კოლნ მიტ­ჩე­ლის კო­მენ­ტარს, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის წას­ვლამ შე­საძ­ლოა მო­მა­ვა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია და სა­ქარ­თვე­ლოს პრობ­ლე­მე­ბის გაღ­რმა­ვე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. თუმ­ცა, მი­სი­ვე თქმით, მა­შინ როცა მისი გა­დად­გო­მა სარ­გე­ბელს არ მო­უ­ტანს ქარ­თულ ფი­ნან­სებს, შე­საძ­ლოა ეს ქარ­თულ დე­მოკ­რა­ტი­ას წა­ად­გეს.

"ორი ვა­რი­ან­ტი­დან ერთი მოხ­დე­ბა - ან ყვე­ლა­ფე­რი ჩა­მო­იშ­ლე­ბა, ან ყვე­ლა­ფე­რი ერთი დიდი, ქა­რიზ­მა­ტუ­ლი ლი­დე­რის პო­ლი­ტი­კის მიღ­მა გა­და­ი­ნაც­ვლებს. ივა­ნიშ­ვი­ლის გა­რე­შე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა", რო­მე­ლიც ექ­ვსი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის­გან შედ­გე­ბა, შე­საძ­ლოა და­ი­შა­ლოს. ეს კი პარ­ლა­მენ­ტში რე­ა­ლურ დე­ბა­ტე­ბამ­დე და მეტი აზ­რის გა­მოთ­ქმამ­დე მიგ­ვიყ­ვანს, რაც დე­მოკ­რა­ტი­ის­კენ წინ გა­დად­გმუ­ლი რე­ა­ლუ­რი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა", - აცხა­დებს ლინ­კოლნ მიტ­ჩე­ლი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Forbes-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

Forbes - "საქართველოს პოლიტიკამ ქვეყნის ეკონომიკას ფეხებში ესროლა"

Forbes - "საქართველოს პოლიტიკამ ქვეყნის ეკონომიკას ფეხებში ესროლა"

"საქართველოს პოლიტიკამ ქვეყნის ეკონომიკას ფეხებში ესროლა", - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა Forbes კატია სოლდაკის სტატიას საქართველოზე. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მგზნებარე, ანტირუსული სიტყვით წარსდგა.

"მან განაცხადა, რომ რუსეთის ინტერესებში არ შედის ძლიერი, მშვიდობიანი მეზობლების ყოლა. მათი დამოუკიდებლობის ზრდასთან ერთად, მცირდება პუტინის ევრაზიულ კავშირში მათი გაწევრიანების შანსი", - ციტირებს კატია სოლდაკი პრეზიდენტის გამოსვლიდან ამონარიდს.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ გაერო-ს ასამბლეაზე ეს საქართველოს პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა იყო, რამდენადაც ოქტომბერში მისი საპრეზიდენტო ვადა იწურება. კატია სოლდაკი წერს, რომ პრეზიდენტის ეს გამოსვლა ასევე მიმართული იყო საქართველოს ამჟამინდელი მთავრობისკენ, რომელსაც ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.

"ივანიშვილი, რომელმაც ქონება ძირითადად რუსეთში საბანკო საქმიანობითა და ლითონების ვაჭრობით დააგროვა, საქართველოს ძლევამოსილი სლავი მეზობლის მიმართ დიპლომატიური მიდგომითაა ცნობილი", - წერს Forbes-ის ჟურნალისტი.

როგორც კატია სოლდაკი განმარტავს, სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადა იმ დროს იწურება, როცა საქართველო პოლიტიკური გაურკვევლობისა და ეკონომიკური არასტაბილურობის ფაზაში შედის. მისივე თქმით, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში მიღწეული პროგრესის შემდეგ, ამ მხრივ მკვეთრი უკუსვლა დაიწყო.

სტატიის ავტორი წერს, რომ 2003 წელს, მშვიდობიანად დასრულებული "ვარდების რევოლუციას" სააკაშვილის გაპრეზიდენტება მოჰყვა, რის შემდეგაც საქართველოში გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, მოხდა ქალაქების მოდერნიზაცია, საქართველო საცხოვრებლად უსაფრთხო და კომფორტული ადგილი გახდა. მისივე თქმით, ქვეყანა, რომელიც მდიდარია სანახაობრივი ადგილებით - კავკასიის მთებით, შავი ზღვით, ღვინის ტურებით, უძველესი ეკლესიებით - მსოფლიოს ყველა კუთხიდან იზიდავს ტურისტებს.

კატია სოლდაკი ხაზს უსვამს, რომ სააკაშვილის მთავრობა ცნობილი გახდა კორუფციისა და ბიუროკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული წარმატებით.

"თუმცა, დიდი ეკონომიკური იმედები, რომელიც პრეზიდენტს ჰქონდა, არ ხორციელდება. მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა შენელდა, რამდენადაც ივანიშვილის კოალიცია "ქართული ოცნების" საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უცხოურმა კაპიტალმა იკლო. ფრუსტრაცია და კლება ყველა ინდუსტრიას შეეხო, დაწყებული მშენებლობიდან, დამთავრებული საბანკო სექტორით. 2013 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პროგნოზი დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარით შემცირდა, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა კი 2013 წლის მეორე კვარტალში 1,4%-მდე შეჩერდა, როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი 8,2% იყო", - წერს სტატიის ავტორი და დასძენს, რომ შესაძლოა ვინმემ ეკონომიკური კლება პოლიტიკურ ცვლილებებს დააბრალოს, თუმცა მომხდარი რამდენიმე მიზეზს უკავშირდება.

კატია სოლდაკი ციტირებს "ქართული ოცნების" ყოფილი მრჩეველისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარის კავკასიის საკითხებში, ლინკოლნ მიტჩელის კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ წინა ხელისუფლებამ ეკონომიკის შენებას ძირითადად ფულის სესხებითა და უცხოური დახმარებების ხარჯზე მიღწია. ლინკოლნ მიტჩელისვე თქმით, საქართველოში რეალურად არ ყოფილა ეკონომიკის მდგრადი ზრდა.

"ხელისუფლებაში ყველა წუხს ეკონომიკაზე, მაგრამ რეალურად არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ", - ციტირებს Forbes-ის ჟურნალისტი ლინკოლნ მიტჩელის სიტყვებს.

როგორც სტატიის ავტორი წერს, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის მთავრობას ნაწილობრივ მაინც აკისრია პასუხისმგებლობა იმაში, რაც დღეს ხდება და ამტკიცებს, რომ ახალ მთავრობას არ შეუთავაზებია ეკონომიკური განვითარების მკაფიო სტრატეგია.

"ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველომ რუსეთთან ვაჭრობის აღდგენის მიზნით, გარკვეული დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინა კრემლთან. საქართველოში შექმნილ დღევანდელ გაურკვევლობას ვერც ივანიშვილის განცხადება წაეხმარა, როცა მან განაცხადა, რომ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თანამდებობას დატოვებს", - წერს კატია სოლდაკი.

სტატიის ავტორი ასევე ციტირებს პოლიტოლოგ გია ნოდიას სიტყვებს, რომელიც მასთან საუბარში აცხადებს, რომ ივანიშვილი მაშინ ტოვებს თანამდებობას, როცა არაფერი დასრულებულა. ნოდიასვე განცხადებით, ივანიშვილს ბიზნესმენის მენტალიტეტი აქვს, რომელმაც კომპანია, სახელად საქართველო შეიძინა.

"ივანიშვილის წასვლა იმაზე მეტ დარტყმას მიაყენებს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკას, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნები, რადგან საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტზე დიდ როლს თამაშობს. აშშ-სა და ევროპისთვის საქართველო პოსტ-საბჭოთა სივრცეში წარმატებული დემოკრატიული რეფორმების მაგალითი იყო. თუმცა, ბევრი ქართველისთვის სააკაშვილის მეთოდები არადემოკრატიული იყო, რადგან მისი ავტორიტარული ხელისუფლების დროს ათასობით ადამიანს აპატიმრებდნენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და გამჭვირვალობის შექმნის მიზნის მცდელობით. თუმცა, კორუფცია მაღალ ეშელონებში ყვაოდა", - წერს კატია სოლდაკი.

Forbes-ის ჟურნალისტი ასევე ხაზს უსვამს, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ქართველები ბედნიერები შეხვდნენ იმ ცვლილებებს, რაც უშუქო და უწყლო რთული პერიოდის დასრულებას მოჰყვა - ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასა და ეკონომიკის ამუშავებას.

სტატიის ავტორი ასევე ციტირებს შვედი ეკონომისტის ანდერს ასლუნდის სიტყვებს, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს წინა ხელისუფლებამ ბევრი გააკეთა ქვეყნის ეკონომიკის გაუმჯობესებისთვის და საინვესტიციო გარემოს შექმნისთვის, რასაც მასობრივი გაუმჯობესება მოჰყვა.

"დღესდღეობით, ივანიშვილის გუნდი ეკონომიკაზე მეტად, აქტუალურად სხვა საკითხებს მიიჩნევს - ისინი სახელმწიფო ინსტიტუტების დეპოლიტიზირებასა და წინა ხელისუფლების გაკრიტიკებით არიან დაკავებული. თუმცა, სააკაშვილისა და ივანიშვილის მომხრეებიც თანხმდებიან, რომ წინა ხელისუფლებამ უფლებამოსილებას გადააჭარბა", - აღნიშნავს კატია სოლდაკი.

სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ აპირებს რუსეთის ბოროტი განზრახვების მხარდაჭერას და აცხადებს, რომ დაინტერესებულია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებით, რაც კრემლის შეშფოთებას იწვევს, რომელიც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ზეწოლას.

კატია სოლდაკი ასევე ციტირებს ლინკოლნ მიტჩელის კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ ივანიშვილის წასვლამ შესაძლოა მომავალი ეკონომიკური სიტუაციის დესტაბილიზაცია და საქართველოს პრობლემების გაღრმავება გამოიწვიოს. თუმცა, მისივე თქმით, მაშინ როცა მისი გადადგომა სარგებელს არ მოუტანს ქართულ ფინანსებს, შესაძლოა ეს ქართულ დემოკრატიას წაადგეს.

"ორი ვარიანტიდან ერთი მოხდება - ან ყველაფერი ჩამოიშლება, ან ყველაფერი ერთი დიდი, ქარიზმატული ლიდერის პოლიტიკის მიღმა გადაინაცვლებს. ივანიშვილის გარეშე "ქართული ოცნება", რომელიც ექვსი განსხვავებული პოლიტიკური პარტიისგან შედგება, შესაძლოა დაიშალოს. ეს კი პარლამენტში რეალურ დებატებამდე და მეტი აზრის გამოთქმამდე მიგვიყვანს, რაც დემოკრატიისკენ წინ გადადგმული რეალური ნაბიჯი იქნება", - აცხადებს ლინკოლნ მიტჩელი.

მომზადებულია Forbes-ის მიხედვით.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ