სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ემზარ გოგუაძე - დეპუტატი ერეკლე ტრიპოლსკი ბორდის დაშლით დამემუქრა
ემზარ გოგუაძე - დეპუტატი ერეკლე ტრიპოლსკი ბორდის დაშლით დამემუქრა

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის ემ­ზარ გო­გუ­ა­ძის მტკი­ცე­ბით, მას დუ­შე­თის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი ერეკ­ლე ტრი­პოლ­სკი ბორ­დის დაშ­ლით და­ე­მუქ­რა.

რო­გორც ემ­ზარ გო­გუ­ა­ძემ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, ერეკ­ლე ტრი­პოლ­სკიმ ხა­შურ­ში შეხ­ვედ­რი­სას, მა­უ­წყებ­ლის ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის გი­ორ­გი ბა­რა­თაშ­ვი­ლი­სად­მი უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის სა­კი­თხის თა­ო­ბა­ზე გა­დარ­წმუ­ნე­ბა სცა­და, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ბორ­დის დაშ­ლით და­ე­მუქ­რა.

ამას­თან, ემ­ზარ გო­გუ­ა­ძემ ბორ­დის წევ­რებ­ზე ზე­წო­ლის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი ბა­რა­თაშ­ვი­ლის მი­მართ უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე, მას­თან კა­ბი­ნეტ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ე.წ. ოდე­ე­რი ირაკ­ლი ცი­ბა­ძე, ხოლო ბორ­დის წევრ ავ­თან­დილ ან­თი­ძე­ზე ზე­წო­ლას მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ.

ემ­ზარ გო­გუ­ა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­თან­დილ ან­თი­ძე არის მძი­მედ ავად­მყო­ფი, მას ესა­ჭი­რო­ე­ბა გუ­ლის ოპე­რა­ცია, არა­და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მას­თან მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი და­დი­ოდ­ნენ და ბორ­დის და­ტო­ვე­ბის სა­ნაც­ვლოდ, მა­ღალ ანა­ზღა­უ­რე­ბად სამ­სა­ხურს სთა­ვა­ზობ­დნენ.

გო­გუ­ა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ან­თი­ძე მას დაც­ვა­სა და შს მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რას სთხოვ­და, თუმ­ცა ბორ­დის თავ­მჯდო­მა­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას მი­ნის­ტრის­გან პა­სუ­ხი არ მი­უ­ღია და ერ­თა­დერ­თი, ვინც გო­გუ­ა­ძეს­თან შეხ­ვედ­რა ისურ­ვა, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი იყო.

ემ­ზარ გო­გუ­ა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზე­წო­ლის მცდე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს ბორ­დის კი­დევ ერთი წევ­რი ნინო და­ნე­ლია. მისი თქმით, მა­უ­წყე­ბელს ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნე­ბა, თუმ­ცა დღეს დარ­ჩე­ნი­ლია თან­ხა იმი­სათ­ვის, რომ ხელ­ფა­სე­ბი გა­ი­ცეს. სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ არის, რომ ბორ­დის წევ­რებს არ უს­მე­ნენ. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას აქვს ფაქ­ტი, რომ მა­უ­წყებ­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის თა­მაზ ტყე­მა­ლა­ძის კა­ბი­ნეტ­ში შე­ვი­და სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს წევ­რე­ბის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბი და­შიფ­რულ -და­ბეჭ­დი­ლი სა­ხით.

"მთე­ლი ეს ტა­კი­მას­ხა­რა­ო­ბა წა­მო­წყე­ბუ­ლია იმის გამო, რომ მა­უ­წყებ­ლის მე­ნე­ჯმენ­ტმა, რო­გორც ჩანს, და­არ­წმუ­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რომ მის პო­ლი­ტი­კურ ხაზს ყვე­ლა­ზე ერ­თგუ­ლად და ეფექ­ტუ­რად ეს მე­ნე­ჯმენ­ტი გა­ა­ტა­რებს. ამ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის დროს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არც კი და­ფიქ­რე­ბუ­ლა იმა­ზე, რომ მე­ნე­ჯმენ­ტი ცდი­ლობს გა­ექ­ცეს იმ სა­ვა­რა­უ­დო ფი­ნან­სურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც მოკ­ვლე­ვე­ბით გა­მო­იკ­ვე­თა" , - გა­ნა­ცხა­და ემ­ზარ გო­გუ­ა­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­უ­წყებ­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის პოსტზე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი კონ­კურ­სი ფაქ­ტობ­რი­ვად ჩა­ვარ­და.

"რო­გორც ჩანს, ვი­ღა­ცე­ე­ბის ინ­ტე­რეს­ში არ შე­დი­ო­და ამ კონ­კურ­სის ჩა­ტა­რე­ბა",- გა­ნა­ცხა­და ემ­ზარ გო­გუ­ა­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ემზარ გოგუაძე - დეპუტატი ერეკლე ტრიპოლსკი ბორდის დაშლით დამემუქრა

ემზარ გოგუაძე - დეპუტატი ერეკლე ტრიპოლსკი ბორდის დაშლით დამემუქრა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ემზარ გოგუაძის მტკიცებით, მას დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი ერეკლე ტრიპოლსკი ბორდის დაშლით დაემუქრა.

როგორც ემზარ გოგუაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ერეკლე ტრიპოლსკიმ ხაშურში შეხვედრისას, მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილისადმი უნდობლობის გამოცხადების საკითხის თაობაზე გადარწმუნება სცადა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბორდის დაშლით დაემუქრა.

ამასთან, ემზარ გოგუაძემ ბორდის წევრებზე ზეწოლის შესახებაც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, გიორგი ბარათაშვილის მიმართ უნდობლობის გამოცხადებამდე, მასთან კაბინეტში იმყოფებოდა ე.წ. ოდეერი ირაკლი ციბაძე, ხოლო ბორდის წევრ ავთანდილ ანთიძეზე ზეწოლას მაღალჩინოსნები ახორციელებდნენ.

ემზარ გოგუაძის ინფორმაციით, ავთანდილ ანთიძე არის მძიმედ ავადმყოფი, მას ესაჭიროება გულის ოპერაცია, არადა საავადმყოფოში მასთან მაღალჩინოსნები დადიოდნენ და ბორდის დატოვების სანაცვლოდ, მაღალ ანაზღაურებად სამსახურს სთავაზობდნენ.

გოგუაძის ინფორმაციით, ანთიძე მას დაცვასა და შს მინისტრთან შეხვედრას სთხოვდა, თუმცა ბორდის თავმჯდომარის ინფორმაციით, მას მინისტრისგან პასუხი არ მიუღია და ერთადერთი, ვინც გოგუაძესთან შეხვედრა ისურვა, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი იყო.

ემზარ გოგუაძის ინფორმაციით, ზეწოლის მცდელობაზე საუბრობს ბორდის კიდევ ერთი წევრი ნინო დანელია. მისი თქმით, მაუწყებელს ფინანსური პრობლემები შეექმნება, თუმცა დღეს დარჩენილია თანხა იმისათვის, რომ ხელფასები გაიცეს. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დარწმუნებული არ არის, რომ ბორდის წევრებს არ უსმენენ. მისივე ინფორმაციით, მას აქვს ფაქტი, რომ მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თამაზ ტყემალაძის კაბინეტში შევიდა სამეურვეო საბჭოს წევრების სატელეფონო საუბრები დაშიფრულ -დაბეჭდილი სახით.

"მთელი ეს ტაკიმასხარაობა წამოწყებულია იმის გამო, რომ მაუწყებლის მენეჯმენტმა, როგორც ჩანს, დაარწმუნა ხელისუფლება, რომ მის პოლიტიკურ ხაზს ყველაზე ერთგულად და ეფექტურად ეს მენეჯმენტი გაატარებს. ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროს, ხელისუფლება არც კი დაფიქრებულა იმაზე, რომ მენეჯმენტი ცდილობს გაექცეს იმ სავარაუდო ფინანსურ პასუხისმგებლობას, რომელიც მოკვლევებით გამოიკვეთა" , - განაცხადა ემზარ გოგუაძემ.

მისივე ინფორმაციით, მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე გამოცხადებული კონკურსი ფაქტობრივად ჩავარდა.

"როგორც ჩანს, ვიღაცეების ინტერესში არ შედიოდა ამ კონკურსის ჩატარება",- განაცხადა ემზარ გოგუაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები