სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჩიკო გულედანი: "თუ ტ*აკის მიცემა გვინდა, ესე იგი, ტ*აკში მივდივართ!"
აჩიკო გულედანი: "თუ ტ*აკის მიცემა გვინდა, ესე იგი, ტ*აკში მივდივართ!"

ჯგუფ­მა "გრინ რუმ" ("მწვა­ნე ოთა­ხი") სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახა­ლი კლი­პი სა­ხელ­წო­დე­ბით - "მამა" შეს­თა­ვა­ზა, რომ­ლის ნახ­ვაც ინ­ტერ­ნეტ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. ჯგუ­ფის წევ­რე­ბი - აჩი­კო გუ­ლე­და­ნი და ბექა ჯა­ფა­რი­ძე-შუკ­ვა­ნი, რომ­ლებ­მაც პრო­ექ­ტზე ერ­თობ­ლი­ვად იმუ­შა­ვეს, თა­ვი­ანთ სათ­ქმელს თა­მა­მად და და­უ­ფა­რა­ვად ამ­ბო­ბენ. "ამ­ბე­ბი.გე" აჩი­კო გუ­ლე­დანს და­უ­კავ­შირ­და:

- როცა ადა­მი­ანს რა­ღა­ცის თქმა გინ­და, ამ­ბობ. ჩვენც "გრინ რუმ­მა", - მე და ბექა ჯა­ფა­რი­ძე-შუკ­ვან­მა ამ პრო­ექ­ტზე ერ­თად ვი­მუ­შა­ვეთ და სათ­ქმე­ლი ვთქვით. ხოლო მო­ტი­ვი, თუ რა­ტომ გა­ვა­კე­თეთ ის, რაც გა­ვა­კე­თეთ, შემ­დე­გი გახ­ლავთ - ჩვენ­თან საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ბრუნ­დე­ბა იმ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც ჩემ­თვის და ქვეყ­ნის­თვი­საც წარ­სუ­ლია.

ვი­დე­ოს ტექ­სტში არის ასე­თი ფრა­ზა, - "სტა­ლი­ნი არის მამა". დიახ, სტა­ლი­ნი ჩვენ­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის კრე­ბი­თი სა­ხე­ლია, - ყვე­ლა­ფე­რი მისი დამ­სა­ხუ­რე­ბა. სამ­წუ­ხა­როა, რომ ის ცო­ცხა­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ვებ­ში. მან წარ­მა­ტე­ბით მო­ა­ხერ­ხა მან­ქურ­თე­ბის შექ­მნა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბის გაპ­რეს­ვა, მათ­ში ში­შის ჩა­ნერგვა და მთე­ლი ამ სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რო­მე­ლიც დღემ­დე მუ­შა­ობს. მოკ­ლედ, სტა­ლი­ნი იმ ყვე­ლაფ­რის გა­მომ­ხატ­ვე­ლია, რაც ჩვენს თა­ვებ­ში თას­ვი­სუფ­ლე­ბას ხელს უშ­ლის. ამი­ტომ სტა­ლი­ნი არის მამა, სტა­ლი­ნი არის ძე!

კლიპ­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის, იმა­ვე რუ­სე­თის ჰიმ­ნია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რად­გა­ნაც რო­გორც ვთქვი, ისევ საბ­ჭო­თა კავ­ში­რია.…

- დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კურ­სზე რას იტყვი?

- დღეს რაც ხდე­ბა, სწო­რედ ჩვე­ნი ქვეყ­ნის კურ­სის ბრა­ლია... ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­კი­თხია, - სად მი­დის ქვე­ყა­ნა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას რა უნდა?

თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი რუ­სულ ბა­ზარ­ზე მან­და­რი­ნის გა­ყიდ­ვაა, მა­შინ მე უფრო დიდი წარ­მოდ­გე­ნის ვარ ჩემს ქვე­ყა­ნა­სა და მის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე. კულ­ტუ­რუ­ლი დეგ­რა­და­ცი­აა, როცა გგო­ნია, რომ შენი კულ­ტუ­რა მხო­ლოდ ერთ ქვე­ყა­ნას უნდა მოს­წონ­დეს, რად­გა­ნაც თუ მსოფ­ლი­ოს ნა­წი­ლი ხარ, მა­შინ ის ყვე­ლას უნდა ანა­ხო და გა­აც­ნო. შენი მუ­სი­კა, მწერ­ლო­ბა, მხატ­ვრო­ბა მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლას მო­სა­წო­ნი უნდა იყოს.

ერ­თმა მომ­ღე­რალ­მა გულ­წრფე­ლად თქვა (ეს გამ­ჯდა­რია ადა­მი­ა­ნებ­ში, მათ შო­რის - ჩვენს თა­ო­ბა­შიც, რად­გა­ნაც ამის ხან­გრძლი­ვი პრო­პა­გან­და მი­დი­ო­და), - წი­თე­ლა­რი­მი­ე­ლი ჩემ­თვის საყ­ვა­რე­ლი ტიპი იყოო და ვერ წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რომ ის ჩემი მტე­რი­აო. პრობ­ლე­მა აი ეს არის, - ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ ხე­და­ვენ სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას!

- ე.ი. მი­გაჩ­ნია, რომ ქვე­ყა­ნას უკუს­ვლის კურ­სი აქვს აღე­ბუ­ლი?

- არ მინ­და, ჩვე­ნი ვი­დეო და ქვეყ­ნის კურ­სი ერ­თმა­ნეთს და­ვუ­პი­რის­პი­რო, მაგ­რამ რომ არა ამ ქვეყ­ნის დღე­ვან­დე­ლი კურ­სი, ეს ვი­დე­ოც არ იქ­ნე­ბო­და. აქ ლა­პა­რა­კი არ არის ერთ კონ­კრე­ტულ უსა­მარ­თლო­ბა­ზე, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ე­რი მთავ­რო­ბის დროს შეძ­ლე­ბა, მოხ­დეს. ძა­ლი­ან პრინ­ცი­პუ­ლი სა­კი­თხია, - სად მი­დი­ხარ! და თუ მი­დი­ხარ, ჩვე­ნი სიმ­ღე­რის ტექ­სტში არის ფრა­ზა - "ნამ­გალ­ზე დიდი ურო, ცო­ცხალ გვა­მებ­ზე დევს, თუ გინ­და, ირტყა ურო, ტ*აკი მი­ე­ცი კრემლს". და თუ "ტ*აკის მი­ცე­მა" გვინ­და, ესე იგი, ტ*აკში მივ­დი­ვართ!..

- საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი მო­ახ­ლოვ­და. რას იტყვი იმა­ზე, რომ 23 საპ­რე­ზი­დენ­ტო კა­ნი­და­ტი გვყავს...

- ეს ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად მა­წუ­ხებს, რამ­დე­ნი საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტია. თუ გინ­და, 67 იყოს. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ არის.

80-იანი წლე­ბიც მახ­სოვს და 90-ია­ნე­ბიც, - ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა. იმ მუხ­ტე­ბის შემ­დეგ გული მწყდე­ბა, რომ მა­და­რი­ნის გამ­ყი­დე­ვე­ლე­ბის პო­ზი­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩნდით, თავ­ზე ნა­ცა­რი წა­ვი­ყა­რეთ და სი­რაქ­ლე­მას პო­ზა­ში ვდგა­ვართ. აქ არ არის ლა­პა­რა­კი, პო­ლი­ტი­კურ სიმ­პა­თია-ან­თი­პა­თი­ებ­ზე. ის, რაც ჩვენ გარ­შე­მო ხდე­ბა, აბ­სურ­დის თე­ატ­რია და ეს აბ­სურ­დის თე­ატ­რი აწყობს ჩვენს მტერს!

- რა გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებ სა­არ­ჩევ­ნო ყუთ­თან, 27 ოქ­ტომ­ბერს?

- არ­ჩევ­ნებ­ზე რომ მი­ვალ, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­არ­ჩევ­ნო ყუთთ­თან მი­ვი­ღებ, ან შე­იძ­ლე­ბა უკვე მქონ­დეს კი­დე­ვაც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ ეს არ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ვი­საც რო­მე­ლი კან­დი­და­ტი უნდა, იმას მის­ცეს ხმა, რაც დე­მოკ­რა­ტი­ის მო­ნა­პო­ვა­რია.

ხმის მი­ცე­მა შე­გიძ­ლია, მაგ­რამ პრინ­ცი­პუ­ლი ის არის, ვი­საც არ უნდა აძ­ლევ­დე ხმას, არ­სე­ბობს წი­თე­ლი ხა­ზე­ბი, რომ­ლის გა­და­ბი­ჯე­ბაც არ შეძ­ლე­ბა.

- რას გუ­ლის­ხმობ?

- მოკ­ლედ, ხმის მი­ცე­მა­ში ცუდი არა­ფე­რია, მტრის­თვის რა­ღაც ად­გი­ლე­ბის მი­ცე­მა, უკვე ცუ­დია!..

არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ხმას არა­სო­დეს მივ­ცემ, პრო­რუ­სულ ძა­ლებს ვგუ­ლის­ხმობ, რომ­ლე­ბიც ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში არი­ან და უნ­დათ, რომ ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ სივ­რცე­ში ლე­გა­ლურდ და­იმ­კვიდ­რონ ად­გი­ლე­ბი. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ვი­ცით, ეს რო­გორ და რა­ნა­ი­რად ხდე­ბა, მაგ­რამ ამ შემ­თხვე­ვა­ში მთა­ვა­რია პრინ­ცი­პე­ბი, რო­მე­ლიც ყვე­ლას, თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს უნდა ჰქონ­დეს. პრინ­ციპ­ში ლუსტრა­ცია აღარ იყო სა­ჭი­რო, ყვე­ლა­ფე­რი ისე­დაც ვი­ცო­დი, მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, კი­დევ ერთხელ უს­ვამს ამ ყვე­ლა­ფერს ხაზს. იმე­დი მაქვს, მჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო გა­ი­მარ­ჯვებს. რო­გორ? რა­ნა­ი­რად? რა დრო დას­ჭირ­დე­ბა? მაგ­რამ ვიცი, რომ გა­მარ­ჯვე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ვი­დეო: "ტრ... მი­ე­ცი კრემლს" - Green Room-ის პრო­ტეს­ტი სიმ­ღე­რით "მამა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

აჩიკო გულედანი: "თუ ტ*აკის მიცემა გვინდა, ესე იგი, ტ*აკში მივდივართ!"

აჩიკო გულედანი: "თუ ტ*აკის მიცემა გვინდა, ესე იგი, ტ*აკში მივდივართ!"

ჯგუფმა "გრინ რუმ" ("მწვანე ოთახი") საზოგადოებას ახალი კლიპი სახელწოდებით - "მამა" შესთავაზა, რომლის ნახვაც ინტერნეტშია შესაძლებელი. ჯგუფის წევრები - აჩიკო გულედანი და ბექა ჯაფარიძე-შუკვანი, რომლებმაც პროექტზე ერთობლივად იმუშავეს, თავიანთ სათქმელს თამამად და დაუფარავად ამბობენ. "ამბები.გე" აჩიკო გულედანს დაუკავშირდა:

- როცა ადამიანს რაღაცის თქმა გინდა, ამბობ. ჩვენც "გრინ რუმმა", - მე და ბექა ჯაფარიძე-შუკვანმა ამ პროექტზე ერთად ვიმუშავეთ და სათქმელი ვთქვით. ხოლო მოტივი, თუ რატომ გავაკეთეთ ის, რაც გავაკეთეთ, შემდეგი გახლავთ - ჩვენთან საბჭოთა კავშირი ბრუნდება იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ჩემთვის და ქვეყნისთვისაც წარსულია.

ვიდეოს ტექსტში არის ასეთი ფრაზა, - "სტალინი არის მამა". დიახ, სტალინი ჩვენში არსებული პრობლემების კრებითი სახელია, - ყველაფერი მისი დამსახურება. სამწუხაროა, რომ ის ცოცხალია ადამიანების თავებში. მან წარმატებით მოახერხა მანქურთების შექმნა, საზოგადოების წევრების გაპრესვა, მათში შიშის ჩანერგვა და მთელი ამ სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც დღემდე მუშაობს. მოკლედ, სტალინი იმ ყველაფრის გამომხატველია, რაც ჩვენს თავებში თასვისუფლებას ხელს უშლის. ამიტომ სტალინი არის მამა, სტალინი არის ძე!

კლიპში საბჭოთა კავშირის, იმავე რუსეთის ჰიმნია გამოყენებული, რადგანაც როგორც ვთქვი, ისევ საბჭოთა კავშირია.…

- დღევანდელი ხელისუფლების კურსზე რას იტყვი?

- დღეს რაც ხდება, სწორედ ჩვენი ქვეყნის კურსის ბრალია... ერთ-ერთი მთავარი საკითხია, - სად მიდის ქვეყანა და საზოგადოებას რა უნდა?

თუ საზოგადოების ამოსავალი წერტილი რუსულ ბაზარზე მანდარინის გაყიდვაა, მაშინ მე უფრო დიდი წარმოდგენის ვარ ჩემს ქვეყანასა და მის შესაძლებლობებზე. კულტურული დეგრადაციაა, როცა გგონია, რომ შენი კულტურა მხოლოდ ერთ ქვეყანას უნდა მოსწონდეს, რადგანაც თუ მსოფლიოს ნაწილი ხარ, მაშინ ის ყველას უნდა ანახო და გააცნო. შენი მუსიკა, მწერლობა, მხატვრობა მსოფლიოში ყველას მოსაწონი უნდა იყოს.

ერთმა მომღერალმა გულწრფელად თქვა (ეს გამჯდარია ადამიანებში, მათ შორის - ჩვენს თაობაშიც, რადგანაც ამის ხანგრძლივი პროპაგანდა მიდიოდა), - წითელარიმიელი ჩემთვის საყვარელი ტიპი იყოო და ვერ წარმოვიდგინე, რომ ის ჩემი მტერიაო. პრობლემა აი ეს არის, - ადამიანები ვერ ხედავენ სერიოზულ პრობლემას!

- ე.ი. მიგაჩნია, რომ ქვეყანას უკუსვლის კურსი აქვს აღებული?

- არ მინდა, ჩვენი ვიდეო და ქვეყნის კურსი ერთმანეთს დავუპირისპირო, მაგრამ რომ არა ამ ქვეყნის დღევანდელი კურსი, ეს ვიდეოც არ იქნებოდა. აქ ლაპარაკი არ არის ერთ კონკრეტულ უსამართლობაზე, რომელიც ნებისმიერი მთავრობის დროს შეძლება, მოხდეს. ძალიან პრინციპული საკითხია, - სად მიდიხარ! და თუ მიდიხარ, ჩვენი სიმღერის ტექსტში არის ფრაზა - "ნამგალზე დიდი ურო, ცოცხალ გვამებზე დევს, თუ გინდა, ირტყა ურო, ტ*აკი მიეცი კრემლს". და თუ "ტ*აკის მიცემა" გვინდა, ესე იგი, ტ*აკში მივდივართ!..

- საპრეზიდენტო არჩევნები მოახლოვდა. რას იტყვი იმაზე, რომ 23 საპრეზიდენტო კანიდატი გვყავს...

- ეს ყველაზე ნაკლებად მაწუხებს, რამდენი საპრეზიდენტო კანდიდატია. თუ გინდა, 67 იყოს. ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის.

80-იანი წლებიც მახსოვს და 90-იანებიც, - ეროვნული მოძრაობა. იმ მუხტების შემდეგ გული მწყდება, რომ მადარინის გამყიდეველების პოზიციაში აღმოვჩნდით, თავზე ნაცარი წავიყარეთ და სირაქლემას პოზაში ვდგავართ. აქ არ არის ლაპარაკი, პოლიტიკურ სიმპათია-ანთიპათიებზე. ის, რაც ჩვენ გარშემო ხდება, აბსურდის თეატრია და ეს აბსურდის თეატრი აწყობს ჩვენს მტერს!

- რა გადაწვეტილებას მიიღებ საარჩევნო ყუთთან, 27 ოქტომბერს?

- არჩევნებზე რომ მივალ, გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთთთან მივიღებ, ან შეიძლება უკვე მქონდეს კიდევაც გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. ვისაც რომელი კანდიდატი უნდა, იმას მისცეს ხმა, რაც დემოკრატიის მონაპოვარია.

ხმის მიცემა შეგიძლია, მაგრამ პრინციპული ის არის, ვისაც არ უნდა აძლევდე ხმას, არსებობს წითელი ხაზები, რომლის გადაბიჯებაც არ შეძლება.

- რას გულისხმობ?

- მოკლედ, ხმის მიცემაში ცუდი არაფერია, მტრისთვის რაღაც ადგილების მიცემა, უკვე ცუდია!..

არიან ადამიანები, ვისაც ხმას არასოდეს მივცემ, პრორუსულ ძალებს ვგულისხმობ, რომლებიც ქართულ რეალობაში არიან და უნდათ, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ლეგალურდ დაიმკვიდრონ ადგილები. ყველაფერი კარგად ვიცით, ეს როგორ და რანაირად ხდება, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარია პრინციპები, რომელიც ყველას, თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს. პრინციპში ლუსტრაცია აღარ იყო საჭირო, ყველაფერი ისედაც ვიცოდი, მაგრამ დღევანდელი საზოგადოების მდგომარეობა, კიდევ ერთხელ უსვამს ამ ყველაფერს ხაზს. იმედი მაქვს, მჯერა, რომ საქართველო გაიმარჯვებს. როგორ? რანაირად? რა დრო დასჭირდება? მაგრამ ვიცი, რომ გამარჯვება გარდაუვალია.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ვიდეო: "ტრ... მიეცი კრემლს" - Green Room-ის პროტესტი სიმღერით "მამა"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება