პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნატალი პორტმანი ფილმის გადასაღებად სამშობლოში დაბრუნდა
ნატალი პორტმანი ფილმის გადასაღებად სამშობლოში დაბრუნდა

"ოს­კა­რო­სა­ნი" მსა­ხი­ო­ბი ნა­ტა­ლი პორ­ტმა­ნი ამ­ჟა­მად სამ­შობ­ლო­ში, ის­რა­ელ­ში, იმ­ყო­ფე­ბა, სა­დაც ამოს ოზის წიგნ A Tale Of Love And Darkness-ზე ფილ­მის გა­და­ღე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ეს სუ­რა­თი პორ­ტმა­ნის სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი სა­რე­ჟი­სუ­რო დე­ბი­უ­ტია. გარ­და ამი­სა, იგი მთა­ვა­რი გმი­რის სუ­ლით ავად­მყოფ დე­დას გა­ნა­სა­ხი­ე­რებს.

პორ­ტმა­ნი თელ-ავი­ვის ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში და­ბი­ნავ­და, სა­დაც სუ­რა­თის სცე­ნარ­ზე მუ­შა­ობს. ფილ­მის გა­და­ღე­ბე­ბი იან­ვარ­ში და­ი­წყე­ბა.

ამე­რი­კულ-ებ­რა­უ­ლი ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის დამ­ფი­ნან­სე­ბელ­მა Тhe Jerusalem Film and Television Fund-მა წელს ივ­ლის­ში ფილ­მის ბი­უ­ჯე­ტი (1,6 მლნ შე­კე­ლი) და­ამ­ტკი­ცა, რაც ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის რე­კორ­დუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­აა.

სუ­რა­თის პრო­დუ­სე­რე­ბი არი­ან ებ­რა­ე­ლი რამ ბერ­ჰმა­ნი, ელი შირ­მო­რი და დე­ვიდ მან­დი­ლი, სცე­ნა­რი თა­ვად პორ­ტმან­მა და­წე­რა. ფილ­მის მოქ­მე­დე­ბა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 40-იანი წლე­ბის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში, იე­რუ­სა­ლიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­დაც რო­მა­ნის ავ­ტორ­მა ბავ­შვო­ბა გა­ა­ტა­რა. ბი­ჭუ­ნას რთულ ცხოვ­რე­ბას ფო­ნად ამ ეპო­ქის ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი გას­დევს.

პორ­ტმა­ნი გა­და­ღე­ბე­ბის მთე­ლი პე­რი­ო­დი ის­რა­ელ­ში დარ­ჩე­ბა. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ფილ­მს ივ­რით­ზე გა­და­ი­ღე­ბენ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Haaretz-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ნატალი პორტმანი ფილმის გადასაღებად სამშობლოში დაბრუნდა

ნატალი პორტმანი ფილმის გადასაღებად სამშობლოში დაბრუნდა

"ოსკაროსანი" მსახიობი ნატალი პორტმანი ამჟამად სამშობლოში, ისრაელში, იმყოფება, სადაც ამოს ოზის წიგნ A Tale Of Love And Darkness-ზე ფილმის გადაღებები მიმდინარეობს.

ეს სურათი პორტმანის სრულმეტრაჟიანი სარეჟისურო დებიუტია. გარდა ამისა, იგი მთავარი გმირის სულით ავადმყოფ დედას განასახიერებს.

პორტმანი თელ-ავივის ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდა, სადაც სურათის სცენარზე მუშაობს. ფილმის გადაღებები იანვარში დაიწყება.

ამერიკულ-ებრაული ერთობლივი პროექტის დამფინანსებელმა Тhe Jerusalem Film and Television Fund-მა წელს ივლისში ფილმის ბიუჯეტი (1,6 მლნ შეკელი) დაამტკიცა, რაც ამ ორგანიზაციისთვის რეკორდული ინვესტიციაა.

სურათის პროდუსერები არიან ებრაელი რამ ბერჰმანი, ელი შირმორი და დევიდ მანდილი, სცენარი თავად პორტმანმა დაწერა. ფილმის მოქმედება გასული საუკუნის 40-იანი წლების მეორე ნახევარში, იერუსალიმში მიმდინარეობს, სადაც რომანის ავტორმა ბავშვობა გაატარა. ბიჭუნას რთულ ცხოვრებას ფონად ამ ეპოქის ისტორიული მოვლენები გასდევს.

პორტმანი გადაღებების მთელი პერიოდი ისრაელში დარჩება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფილმს ივრითზე გადაიღებენ.

მომზადებულია Haaretz-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება