პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი - ე.წ. ჯიჰადის ვიდეოს საქმის გახსნაში ქართველ სამართალდამცავებს აშშ დაეხმარა
ირაკლი ღარიბაშვილი - ე.წ. ჯიჰადის ვიდეოს საქმის გახსნაში ქართველ სამართალდამცავებს აშშ დაეხმარა

ე.წ. ჯი­ჰა­დის ვი­დე­ოს საქ­მის გახ­სნა­ში ქარ­თველ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი და­ეხ­მა­რა, - ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა "TV 3"-ის ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში "დიდი პო­ლი­ტი­კა" გა­ნა­ცხა­და.

მი­ნის­ტრის თქმით, ეს იყო ძა­ლი­ან მძი­მე საქ­მე, რად­გან კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლი 21-ე სა­უ­კუ­ნის გა­მოწ­ვე­ვაა და ისე­თი და­ნა­შა­უ­ლია, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ვერც გა­იხ­სნას და ასე­თი მა­გა­ლი­თე­ბიც ყო­ფი­ლა.

"მაგ­რამ, მე მინ­და სი­ა­მა­ყით გან­ვა­ცხა­დო, რომ ჩვე­ნი სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ძა­ლი­ან მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი გა­მო­ავ­ლი­ნეს და ეს ურ­თუ­ლე­სი საქ­მე გახ­სნეს. ამე­რი­კუ­ლი მხა­რე გვეხ­მა­რე­ბო­და აქ­ტი­უ­რად აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბის საქ­მე­ში. და­ნარ­ჩე­ნი დე­ტა­ლე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ, რად­გან გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა, სა­ნამ არ გა­ვარ­კვევთ რე­ა­ლურ მი­ზე­ზებს, თუ რა­ტომ იქნა ეს ვი­დეო დამ­ზა­დე­ბუ­ლი, რა­ტომ იქნა ატ­ვირ­თუ­ლი, რას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, რა მო­ტი­ვა­ცია ჰქონ­და ამ ადა­მი­ანს და ვინ იყო მისი მხარ­დამ­ჭე­რი. ამ ეტა­პის­თვის მე ვფიქ­რობ, რომ საკ­მა­რი­სი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას", - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, სა­მარ ჩო­კუ­ტა­ევ­მა და­შიფ­რუ­ლი ხა­ზით თბი­ლის­ში მდე­ბა­რე რო­მელ ორ კერ­ძო სტრუქ­ტუ­რა­თა ოფი­სე­ბის ინ­ტერ­ნეტ-ქსელ­ში შეძ­ლო შეღ­წე­ვა, ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ეს იყო ორი უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­ის მი­სა­მარ­თი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში საქ­მი­ა­ნობს. დე­ტა­ლე­ბი კი მი­ნის­ტრმა არ და­ა­კონ­კრე­ტა.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბას, რომ ისი­ნი უნ­დობ­ლო­ბას უცხა­დე­ბენ გა­მო­ძი­ე­ბას.

"ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი ჩემი აზ­რით არ უნდა იყოს ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი. ყვე­ლა­ზე ჯან­სა­ღი პო­ზი­ცია გიგი უგუ­ლა­ვამ და­ა­ფიქ­სი­რა. სამ­წუ­ხა­როდ, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" კი­დევ ცდი­ლო­ბენ სა­ზო­გა­დო­ებ­სი ნა­წი­ლი შე­იყ­ვა­ნონ შეც­დო­მა­ში, მაგ­რამ ეს მათი მცდე­ლო­ბა უშე­დე­გოდ დას­რულ­დე­ბა. მინ­და და­ვამ­შვი­დო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", რომ არც ისი­ნი იკ­ვე­თე­ბი­ან ამ და­ნა­შა­ულ­ში",- გა­ნა­ცხა­და შს მი­ნის­ტრმა.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ სა­მარ ჩო­კუ­ტა­ევს შე­ეძ­ლო მარ­ტოც ემოქ­მე­და.

"ვინც ერ­კვე­ვეა კლი­პის დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში, ეს მარ­ტი­ვი და­სამ­ზა­დე­ბე­ლი იყო. ჩვენ ვთქვით, რომ კლიპ­ში ღია წყა­რო­ე­ბი­დან მო­პო­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლაა. შე­სა­ბა­მი­სად, შე­იძ­ლე­ბა ვი­ვა­რა­უ­დოთ რომ მხო­ლოდ მის მიერ იყო გა­კე­თე­ბუ­ლი",-გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა. მი­სი­ვე თქმით, ჯერ­ჯე­რო­ბით გა­მო­ძი­ე­ბას სხვა ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი არ ჰყავს, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე ვერ­სია მუ­შავ­დე­ბა.

კი­თხავ­ზე, ხომ არ ხე­დავს რუ­სეთ­სი სპეც­სა­მა­სა­ხუ­რე­ბის კვალს, მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, რომ ის ფაქ­ტი, რომ ჩო­კუ­ტა­ე­ვი ორ­ჯერ იყო მოს­კოვ­ში, არ აძ­ლევს იმის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ამის უკან ამა თუ იმ ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რი დგას.

მი­ნის­ტრმა გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა იმა­ზეც, რა­ტომ არ გახ­მა­ურ­და ამ­დე­ნი ხანი ეს ინ­ფორ­მა­ცია, რო­დე­საც საქ­მე ერთი თვის წინ იყო გახ­ნი­ლი.

"ეს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია, იმი­ტომ, რომ ეს საქ­მე იყო ოპე­რა­ტი­ულ დო­ნე­ზე გახ­სნი­ლი, მაგ­რამ არ ეს ნიშ­ნავ­და, რომ ჩვენ გვქონ­და სა­თა­ნა­დო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი მო­პო­ვე­ბუ­ლი და მზად ვი­ყა­ვით, რომ ამ პი­როვ­ნე­ბის­თვის ბრა­ლი წარ­გვედ­გი­ნა. ზოგ­ჯერ საქ­მე არსი 2-3 თვის გახ­სნი­ლი და გა­მო­ძი­ე­ბა აგ­რძე­ლებს მტკცი­ე­ბუ­ლე­ბე­ბის მოგ­რო­ვე­ბას",-გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ირაკლი ღარიბაშვილი - ე.წ. ჯიჰადის ვიდეოს საქმის გახსნაში ქართველ სამართალდამცავებს აშშ დაეხმარა

ირაკლი ღარიბაშვილი - ე.წ. ჯიჰადის ვიდეოს საქმის გახსნაში ქართველ სამართალდამცავებს აშშ დაეხმარა

ე.წ. ჯიჰადის ვიდეოს საქმის გახსნაში ქართველ სამართალდამცავებს ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "TV 3"-ის ეთერში, გადაცემაში "დიდი პოლიტიკა" განაცხადა.

მინისტრის თქმით, ეს იყო ძალიან მძიმე საქმე, რადგან კიბერდანაშაული 21-ე საუკუნის გამოწვევაა და ისეთი დანაშაულია, რომელიც შეიძლება ვერც გაიხსნას და ასეთი მაგალითებიც ყოფილა.

"მაგრამ, მე მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ ჩვენი სამინისტროს თანამშრომლებმა ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი გამოავლინეს და ეს ურთულესი საქმე გახსნეს. ამერიკული მხარე გვეხმარებოდა აქტიურად აღნიშნული დანაშაულის გამოძიების საქმეში. დანარჩენი დეტალებისგან თავს შევიკავებ, რადგან გამოძიება გრძელდება, სანამ არ გავარკვევთ რეალურ მიზეზებს, თუ რატომ იქნა ეს ვიდეო დამზადებული, რატომ იქნა ატვირთული, რას ემსახურებოდა, რა მოტივაცია ჰქონდა ამ ადამიანს და ვინ იყო მისი მხარდამჭერი. ამ ეტაპისთვის მე ვფიქრობ, რომ საკმარისი ინფორმაცია მივაწოდეთ საზოგადოებას", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, სამარ ჩოკუტაევმა დაშიფრული ხაზით თბილისში მდებარე რომელ ორ კერძო სტრუქტურათა ოფისების ინტერნეტ-ქსელში შეძლო შეღწევა, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო ორი უცხოური კომპანიის მისამართი, რომელიც საქართველოში საქმიანობს. დეტალები კი მინისტრმა არ დააკონკრეტა.

ირაკლი ღარიბაშვილი ასევე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებას, რომ ისინი უნდობლობას უცხადებენ გამოძიებას.

"ნაციონალების განცხადებები ჩემი აზრით არ უნდა იყოს ავტორიტეტული. ყველაზე ჯანსაღი პოზიცია გიგი უგულავამ დააფიქსირა. სამწუხაროდ, "ნაციონალები" კიდევ ცდილობენ საზოგადოებსი ნაწილი შეიყვანონ შეცდომაში, მაგრამ ეს მათი მცდელობა უშედეგოდ დასრულდება. მინდა დავამშვიდო "ნაციონალური მოძრაობა", რომ არც ისინი იკვეთებიან ამ დანაშაულში",- განაცხადა შს მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილი არ გამორიცხავს, რომ სამარ ჩოკუტაევს შეეძლო მარტოც ემოქმედა.

"ვინც ერკვევეა კლიპის დამზადების ტექნოლოგიებში, ეს მარტივი დასამზადებელი იყო. ჩვენ ვთქვით, რომ კლიპში ღია წყაროებიდან მოპოვებული მასალაა. შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ რომ მხოლოდ მის მიერ იყო გაკეთებული",-განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ჯერჯერობით გამოძიებას სხვა ეჭვმიტანილი არ ჰყავს, თუმცა რამდენიმე ვერსია მუშავდება.

კითხავზე, ხომ არ ხედავს რუსეთსი სპეცსამასახურების კვალს, მინისტრმა განაცხადა, რომ ის ფაქტი, რომ ჩოკუტაევი ორჯერ იყო მოსკოვში, არ აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ამის უკან ამა თუ იმ ქვეყნის სპეცსამსახური დგას.

მინისტრმა განმარტება გააკეთა იმაზეც, რატომ არ გახმაურდა ამდენი ხანი ეს ინფორმაცია, როდესაც საქმე ერთი თვის წინ იყო გახნილი.

"ეს ძალიან მარტივია, იმიტომ, რომ ეს საქმე იყო ოპერატიულ დონეზე გახსნილი, მაგრამ არ ეს ნიშნავდა, რომ ჩვენ გვქონდა სათანადო მტკიცებულებები მოპოვებული და მზად ვიყავით, რომ ამ პიროვნებისთვის ბრალი წარგვედგინა. ზოგჯერ საქმე არსი 2-3 თვის გახსნილი და გამოძიება აგრძელებს მტკციებულებების მოგროვებას",-განაცხადა ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ