მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ ახვედრებს სალომე ბაკურაძეს ფულს ტანსაცმლის ჯიბეში
ვინ ახვედრებს სალომე ბაკურაძეს ფულს ტანსაცმლის ჯიბეში

სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძე ფუ­ლის დაგ­რო­ვე­ბის სა­კი­თხში მო­ი­კოჭ­ლებს, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ბანკთან არა­ნა­ი­რი კონ­ტაქ­ტი არ ჰქო­ნია, არც შეგ­რო­ვე­ბი­სა და არც კრე­დი­ტის თვალ­საზ­რი­სით. მისი პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სი 80 ლარი გახ­ლდათ, რამ­დე­ნი­მე წლის წინ არა­ე­როვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ში იმ­ხე­ლა ხელ­ფასს იღებ­და, რამ­დე­ნიც დღეს ბევ­რის­თვის შე­იძ­ლე­ბა, სა­ნატ­რე­ლიც კი იყოს.

- შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ახა­ლი არა­ფე­რი ხდე­ბა, გარ­და იმი­სა, რომ პირ­ველ­კურ­სელ­თათ­ვის გა­მარ­თულ კონ­ცერ­ტებ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ, გა­მოვ­დი­ვარ სხვა­დას­ხვა კერ­ძო კონ­ცერ­ტზე, "თბი­ლი­სო­ბის" დღე­სას­წა­უ­ლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად და­გეგ­მილ კონ­ცერ­ტზეც მი­ხი­ლავთ. გარ­და ამი­სა, რა­დიო "იმე­დის" დი­ლის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი ვარ და 7 სა­ა­თი­დან იწყე­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბა, "კო­მე­დი არ­ხის" ბა­ზა­ზე გა­კე­თე­ბულ სტუ­დი­ა­ში ვო­კა­ლის პე­და­გო­გი გახ­ლა­ვართ, სა­ღა­მო­ო­ბით კი კლუ­ბებ­ში ვმღე­რი.

- რაც შე­ე­ხე­ბა რუბ­რი­კის თე­მას, ფულ­სა და მფლან­გვე­ლო­ბას...

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს ფუ­ლის ხარ­ჯვა და დაგ­რო­ვე­ბის სა­კი­თხში მო­ვი­კოჭ­ლებ, მაგ­რამ თუ ვიცი, თან­ხა მი­სა­ცე­მი მაქვს ან რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლის­თვის მაქვს გა­მიზ­ნუ­ლი, ხელ­ფა­სის აღე­ბის­თა­ნა­ვე ვდებ, რომ არ და­მე­ხარ­ჯოს. თუმ­ცა მთლად ისე­თი ჭკვი­ა­ნიც ვერ ვარ, ყუ­ლა­ბა­ში ან რო­მე­ლი­მე ბან­კის ან­გა­რიშ­ზე რომ ვაგ­რო­ვებ­დე თან­ხას. რო­გორც კი მცი­რე დროს ვნა­ხუ­ლობ, მა­ღა­ზი­ებ­ში დავ­რბი­ვარ, რაც მომ­წონს, იმა­ზე უარს ვერ ვამ­ბობ, მიყ­ვარს მე­გობ­რე­ბის­თვის სა­ჩუქ­რე­ბის შე­ძე­ნა.

- რაში შე­გიძ­ლია ბოლო კა­პი­კე­ბის გა­დახ­და?

- თუ ბოლო კა­პი­კე­ბამ­დე ვარ მი­სუ­ლი, ძა­ლი­ან ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვდგე­ბი, ამი­ტომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­მე არ მი­ვი­დე.

- პი­რა­დად შენი ფი­ნან­სე­ბით რა­ი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი შე­გი­ძე­ნია?

- კი, სახ­ლში რე­მონ­ტი ჩემი ფი­ნან­სე­ბით გა­ვა­კე­თე, მარ­თა­ლია, და­ნა­ზო­გი არ მქონ­და და ერ­თი­ა­ნად არ მედო სა­ჭი­რო თან­ხა, მაგ­რამ, რო­გორც კი ფული შე­მომ­დი­ო­და, მა­შინ­ვე ამ საქ­მეს ვა­ხარ­ჯავ­დი. ისიც უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ დედა მეხ­მა­რე­ბო­და, მაგ­რამ ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ჩემი გა­კე­თე­ბუ­ლია.

- გა­იხ­სე­ნე შენი პირ­ვე­ლი ჰო­ნო­რა­რი..

- ჯერ კი­დევ ქუ­თა­ის­ში ვცხოვ­რობ­დი, VIII-IX კლას­ში ვიქ­ნე­ბო­დი, სტუ­დი­ა­ში ვმღე­რო­დი, სა­დაც პე­და­გოგ­მა ჩემ­ზე პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი ვო­კალ­ში სა­მე­ცა­დი­ნოდ ჩა­მა­ბა­რა, ამა­ში კი 70-80 ლარს მიხ­დი­და, იმ დრო­ის­თვის ისე ცოტა არ იყო ეს ფული, რო­გორც ახლა, მერ­ვეკ­ლა­სე­ლი ბავ­შვის­თვის ნამ­დვი­ლად სა­სი­ა­მოვ­ნო იყო, მით უმე­ტეს, რომ ეს ჩემი შრო­მით მო­პო­ვე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სი გახ­ლდათ. თუკი კარგ ანა­ზღა­უ­რე­ბას გა­ვიხ­სე­ნებთ, ალექ­სან­დრე ბა­სი­ლა­ი­ას კვინ­ტეტ­ში მქონ­და საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა, რო­მელ­საც არა­ე­როვ­ნულ ვა­ლუ­ტა­ში ვი­ღებ­დი, ჩემი იმ­დრო­ინ­დე­ლი ხელ­ფა­სი იმ­დე­ნად კარ­გი იყო, რომ ზოგს ის თან­ხა ახ­ლაც სა­ნატ­რე­ლი აქვს.

- ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი გქო­ნია?

- (ფიქ­რობს) შო­რე­ულ წარ­სულ­ში, ყვე­ლას უჭირ­და, მაგ­რამ რო­გორც სხვე­ბის, ასე­ვე ჩემი მშობ­ლე­ბი ძალ-ღო­ნეს არ იშუ­რებ­დნენ იმის­თვის, რომ ყვე­ლა­ფე­რი გვქო­ნო­და, რაც გვჭირ­დე­ბო­და.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ვინ ახვედრებს სალომე ბაკურაძეს ფულს ტანსაცმლის ჯიბეში

ვინ ახვედრებს სალომე ბაკურაძეს ფულს ტანსაცმლის ჯიბეში

სალომე ბაკურაძე ფულის დაგროვების საკითხში მოიკოჭლებს, შეიძლება ითქვას, რომ ბანკთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია, არც შეგროვებისა და არც კრედიტის თვალსაზრისით. მისი პირველი ხელფასი 80 ლარი გახლდათ, რამდენიმე წლის წინ არაეროვნულ ვალუტაში იმხელა ხელფასს იღებდა, რამდენიც დღეს ბევრისთვის შეიძლება, სანატრელიც კი იყოს.

- შემოქმედებაში ახალი არაფერი ხდება, გარდა იმისა, რომ პირველკურსელთათვის გამართულ კონცერტებში ვმონაწილეობ, გამოვდივარ სხვადასხვა კერძო კონცერტზე, ''თბილისობის'' დღესასწაულის აღსანიშნავად დაგეგმილ კონცერტზეც მიხილავთ. გარდა ამისა, რადიო ''იმედის'' დილის გადაცემის წამყვანი ვარ და 7 საათიდან იწყება ჩემი ცხოვრება, ''კომედი არხის'' ბაზაზე გაკეთებულ სტუდიაში ვოკალის პედაგოგი გახლავართ, საღამოობით კი კლუბებში ვმღერი.

- რაც შეეხება რუბრიკის თემას, ფულსა და მფლანგველობას...

- ძალიან მიყვარს ფულის ხარჯვა და დაგროვების საკითხში მოვიკოჭლებ, მაგრამ თუ ვიცი, თანხა მისაცემი მაქვს ან რაიმე კონკრეტულისთვის მაქვს გამიზნული, ხელფასის აღებისთანავე ვდებ, რომ არ დამეხარჯოს. თუმცა მთლად ისეთი ჭკვიანიც ვერ ვარ, ყულაბაში ან რომელიმე ბანკის ანგარიშზე რომ ვაგროვებდე თანხას. როგორც კი მცირე დროს ვნახულობ, მაღაზიებში დავრბივარ, რაც მომწონს, იმაზე უარს ვერ ვამბობ, მიყვარს მეგობრებისთვის საჩუქრების შეძენა.

- რაში შეგიძლია ბოლო კაპიკების გადახდა?

- თუ ბოლო კაპიკებამდე ვარ მისული, ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგები, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, ამ მდგომარეობამე არ მივიდე.

- პირადად შენი ფინანსებით რაიმე სერიოზული შეგიძენია?

- კი, სახლში რემონტი ჩემი ფინანსებით გავაკეთე, მართალია, დანაზოგი არ მქონდა და ერთიანად არ მედო საჭირო თანხა, მაგრამ, როგორც კი ფული შემომდიოდა, მაშინვე ამ საქმეს ვახარჯავდი. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ დედა მეხმარებოდა, მაგრამ ძირითადი ნაწილი ჩემი გაკეთებულია.

- გაიხსენე შენი პირველი ჰონორარი..

- ჯერ კიდევ ქუთაისში ვცხოვრობდი, VIII-IX კლასში ვიქნებოდი, სტუდიაში ვმღეროდი, სადაც პედაგოგმა ჩემზე პატარა ბავშვები ვოკალში სამეცადინოდ ჩამაბარა, ამაში კი 70-80 ლარს მიხდიდა, იმ დროისთვის ისე ცოტა არ იყო ეს ფული, როგორც ახლა, მერვეკლასელი ბავშვისთვის ნამდვილად სასიამოვნო იყო, მით უმეტეს, რომ ეს ჩემი შრომით მოპოვებული პირველი ხელფასი გახლდათ. თუკი კარგ ანაზღაურებას გავიხსენებთ, ალექსანდრე ბასილაიას კვინტეტში მქონდა საკმაოდ სოლიდური ანაზღაურება, რომელსაც არაეროვნულ ვალუტაში ვიღებდი, ჩემი იმდროინდელი ხელფასი იმდენად კარგი იყო, რომ ზოგს ის თანხა ახლაც სანატრელი აქვს.

- ფინანსური კრიზისი გქონია?

- (ფიქრობს) შორეულ წარსულში, ყველას უჭირდა, მაგრამ როგორც სხვების, ასევე ჩემი მშობლები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ იმისთვის, რომ ყველაფერი გვქონოდა, რაც გვჭირდებოდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება