მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
”მთელი” თუ არა ”ნახევარი” თბილისის ბიჭებს მაკა ჩიჩუა უყვარდათ
”მთელი” თუ არა ”ნახევარი” თბილისის ბიჭებს მაკა ჩიჩუა უყვარდათ

"მთე­ლი" თუ არა "ნა­ხე­ვა­რი" თბი­ლი­სის ბი­ჭებს მაკა ჩი­ჩუა უყ­ვარ­დათ", - ასე იხ­სე­ნებს სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდს გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უ­ბარ­ში გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი­სა და მაკა ჩი­ჩუ­ას ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი, რე­ჟი­სო­რი და სცე­ნა­რის­ტი გიო მგე­ლა­ძე.

"გი­ორ­გის ცოლი, მაკა ჩი­ჩუა ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რია. ჰქონ­და და აქვს ულა­მა­ზე­სი გა­რეგ­ნო­ბა. "მთელ" თუ არა "ნა­ხე­ვარ" თბი­ლი­სის ბი­ჭებს მაკა უყ­ვარ­დათ. ლა­მა­ზი, მხატ­ვა­რი, კი­ნო­ებ­ში იღებ­დნენ... მოკ­ლედ "სტა­რი" იყო.

თქვენ მი­თხა­რით, რომ გი­ორ­გის უთ­ქვამს, მა­კას სი­ლა­მა­ზე­ზე რომ ლა­პა­რა­კობს ყვე­ლა, გა­ცი­ლე­ბით ლა­მა­ზი და მდი­და­რი სუ­ლი­ე­რი სამ­ყა­რო აქ­ვსო. ამ სი­ტყვებ­ში ჩანს გი­ორ­გის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მა­კა­სად­მი. ეს არ არის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი კა­ცის სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზრი, იმი­ტომ რომ მარ­თლა ასეა. მა­კას აქვს ძა­ლი­ან მდი­და­რი და სა­ინ­ტე­რე­სო სამ­ყა­რო. მა­კას ცხო­ვე­ლებ­თან, მცე­ნა­რე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ცალ­კე ის­ტო­რი­აა. ერთ-ერთი დი­დე­ბუ­ლი თვი­სე­ბა, რაც აქვს - უყ­ვარს და ერ­თგუ­ლია. გი­ორ­გის­ნა­ი­რი ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნიც, სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ცო­ტაა ჩემს ირ­გვლივ და სა­ერ­თოდ. ერ­თგუ­ლია, საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის, მე­გობ­რე­ბის, საქ­მის, იდე­ის... მაქ­სი­მა­ლის­ტია აქაც, ბუ­ნებ­რი­ვად. შე­იძ­ლე­ბა მე­გო­ბა­რი არ ყავ­დეს ნა­ნა­ხი წლე­ბი, მაგ­რამ უყ­ვარს ბავ­შვო­ბის სიყ­ვა­რუ­ლით და ერ­თგუ­ლია ბო­ლომ­დე...", - იხ­სე­ნებს რე­ჟი­სო­რი.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პრე­იზ­დე­ნო­ბის კან­დი­და­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და მხატ­ვა­რი მაკა ჩი­ჩუა უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია ერ­თად არი­ან, წყვი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი არ არის.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია kvirispalitra.ge-ზე - "მა­შინ გი­ორ­გი პრე­ზი­დენ­ტო­ბა­ზე არც ფიქ­რობ­და, პრე­ზი­დენ­ტო­ბა უნ­დო­და ირაკ­ლის (კა­კა­ბა­ძეს), ლე­ვა­ნი (ვა­სა­ძე) კი პო­ე­ტო­ბას აპი­რებ­და"

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ ასე­ვე: რო­გო­რი იყო მაკა ჩი­ჩუა ბავ­შვო­ბა­ში

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი - "როცა სა­უ­ბა­რია მხო­ლოდ იმა­ზე, თუ რა ლა­მა­ზია მაკა, ვფიქ­რობ, რომ ამით ურ­თი­ერ­თო­ბას აუბ­რა­ლო­ე­ბენ"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

”მთელი” თუ არა ”ნახევარი” თბილისის ბიჭებს მაკა ჩიჩუა უყვარდათ

”მთელი” თუ არა ”ნახევარი” თბილისის ბიჭებს მაკა ჩიჩუა უყვარდათ

"მთელი" თუ არა "ნახევარი" თბილისის ბიჭებს მაკა ჩიჩუა უყვარდათ", - ასე იხსენებს სტუდენტობის პერიოდს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბარში გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას ბავშვობის მეგობარი, რეჟისორი და სცენარისტი გიო მგელაძე.

"გიორგის ცოლი, მაკა ჩიჩუა ჩემი ბავშვობის მეგობარია. ჰქონდა და აქვს ულამაზესი გარეგნობა. "მთელ" თუ არა "ნახევარ" თბილისის ბიჭებს მაკა უყვარდათ. ლამაზი, მხატვარი, კინოებში იღებდნენ... მოკლედ "სტარი" იყო.

თქვენ მითხარით, რომ გიორგის უთქვამს, მაკას სილამაზეზე რომ ლაპარაკობს ყველა, გაცილებით ლამაზი და მდიდარი სულიერი სამყარო აქვსო. ამ სიტყვებში ჩანს გიორგის დამოკიდებულება მაკასადმი. ეს არ არის შეყვარებული კაცის სუბიექტური აზრი, იმიტომ რომ მართლა ასეა. მაკას აქვს ძალიან მდიდარი და საინტერესო სამყარო. მაკას ცხოველებთან, მცენარეებთან ურთიერთობა ცალკე ისტორიაა. ერთ-ერთი დიდებული თვისება, რაც აქვს - უყვარს და ერთგულია. გიორგისნაირი ერთგული ადამიანიც, სამწუხაროდ, ძალიან ცოტაა ჩემს ირგვლივ და საერთოდ. ერთგულია, საყვარელი ქალის, მეგობრების, საქმის, იდეის... მაქსიმალისტია აქაც, ბუნებრივად. შეიძლება მეგობარი არ ყავდეს ნანახი წლები, მაგრამ უყვარს ბავშვობის სიყვარულით და ერთგულია ბოლომდე...", - იხსენებს რეჟისორი.

"ქართული ოცნების" პრეიზდენობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი და მხატვარი მაკა ჩიჩუა უკვე რამდენიმე წელია ერთად არიან, წყვილი ოფიციალურად დაქორწინებული არ არის.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია kvirispalitra.ge-ზე - "მაშინ გიორგი პრეზიდენტობაზე არც ფიქრობდა, პრეზიდენტობა უნდოდა ირაკლის (კაკაბაძეს), ლევანი (ვასაძე) კი პოეტობას აპირებდა"

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: როგორი იყო მაკა ჩიჩუა ბავშვობაში

გიორგი მარგველაშვილი - "როცა საუბარია მხოლოდ იმაზე, თუ რა ლამაზია მაკა, ვფიქრობ, რომ ამით ურთიერთობას აუბრალოებენ"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია