პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არჩილ კბილაშვილი - ე.წ. "ჯიჰადის" ვიდეოს საქმეზე ინფორმაცია გონივრულ ვადაში გავრცელდა
არჩილ კბილაშვილი - ე.წ. "ჯიჰადის" ვიდეოს საქმეზე ინფორმაცია გონივრულ ვადაში გავრცელდა

მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის, არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ე.წ. "ჯი­ჰა­დის" ვი­დე­ოს საქ­მე­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა გო­ნივ­რულ ვა­და­ში მოხ­და.

"ამა თუ იმ გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ინ­ფორ­მა­ცია უნდა მი­ე­წო­დოს გო­ნივ­რულ ვა­და­ში, ეს ვადა კი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ამა თუ იმ საქ­მე­ზე. თუ საქ­მე გარ­კვე­უ­ლი ნიშ­ნით პო­ლი­ტი­კურ შე­მად­გენ­ლო­ბა­საც შე­ი­ცავს, მა­შინ მისი გავ­რცე­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი დრო­ის თვალ­საზ­რი­სით იქ­ნას შე­ფერ­ხე­ბუ­ლი, სა­ნამ არ დად­გინ­დე­ბა და არ და­ზუს­ტდე­ბა რა­ღაც პა­რა­მეტ­რე­ბი. ასე რომ, ვფიქ­რობ, ამ თე­მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და გო­ნივ­რულ დრო­ში", - გა­ნუ­ცხა­და არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ე.წ. "ჯი­ჰა­დის" ვი­დე­ოს საქ­მე­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო საქ­მი­ა­ნო­ბას მთლი­ა­ნად ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ახორ­ცი­ე­ლებს, პრო­კუ­რა­ტუ­რა კი მას, ისე რო­გორც ცალ­კე­ულ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს, საპ­რო­კუ­რო­რო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას უწევს.

"ის დოზა ინ­ფორ­მა­ცი­ის, რაც მო­გე­წო­დათ, ესაა სა­ჯა­როდ გან­კუთ­ვნი­ლი ინ­ფორ­მა­ცია, ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი ამ საქ­მის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბის გამო რჩე­ბა საქ­მე­ში და კვლა­ვინ­დე­ბუ­რად, თუკი რა­ი­მე და­მა­ტე­ბი­თი სი­ახ­ლე იქ­ნე­ბა, შსს მი­აწ­ვდის სა­ზო­გა­დო­ე­ბას", - აღ­ნიშ­ნა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შე­კი­თხვას, საქ­მის გახ­სნის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა ხომ არ და­აჩ­ქა­რა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას მიერ გა­კე­თე­ბულ­მა გან­ცხა­დე­ბამ, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი აღ­ნიშ­ნულს გა­მო­რი­ცხავს და გან­მარ­ტავს, რომ მსგავს მო­საზ­რე­ბას არ ეთან­ხმე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

არჩილ კბილაშვილი - ე.წ. "ჯიჰადის" ვიდეოს საქმეზე ინფორმაცია გონივრულ ვადაში გავრცელდა

არჩილ კბილაშვილი - ე.წ. "ჯიჰადის" ვიდეოს საქმეზე ინფორმაცია გონივრულ ვადაში გავრცელდა

მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ე.წ. "ჯიჰადის" ვიდეოს საქმეზე საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება გონივრულ ვადაში მოხდა.

"ამა თუ იმ გამოძიების დასრულების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია უნდა მიეწოდოს გონივრულ ვადაში, ეს ვადა კი დამოკიდებულია ამა თუ იმ საქმეზე. თუ საქმე გარკვეული ნიშნით პოლიტიკურ შემადგენლობასაც შეიცავს, მაშინ მისი გავრცელება შეიძლება გარკვეული დროის თვალსაზრისით იქნას შეფერხებული, სანამ არ დადგინდება და არ დაზუსტდება რაღაც პარამეტრები. ასე რომ, ვფიქრობ, ამ თემის შესახებ ინფორმაციის გავრცელება განხორციელდა გონივრულ დროში", - განუცხადა არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.

მისივე განმარტებით, ე.წ. "ჯიჰადის" ვიდეოს საქმეზე საგამოძიებო საქმიანობას მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტრო ახორციელებს, პროკურატურა კი მას, ისე როგორც ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საპროკურორო ზედამხედველობას უწევს.

"ის დოზა ინფორმაციის, რაც მოგეწოდათ, ესაა საჯაროდ განკუთვნილი ინფორმაცია, ყველა დანარჩენი ამ საქმის თავისებურების გამო რჩება საქმეში და კვლავინდებურად, თუკი რაიმე დამატებითი სიახლე იქნება, შსს მიაწვდის საზოგადოებას", - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.

რაც შეეხება მედიის წარმომადგენლების შეკითხვას, საქმის გახსნის თაობაზე ინფორმაციის გავრცელება ხომ არ დააჩქარა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, მთავარი პროკურორი აღნიშნულს გამორიცხავს და განმარტავს, რომ მსგავს მოსაზრებას არ ეთანხმება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ