მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მეცნიერება
კონფლიქტები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიო მგელაძე - გიორგი პრეზიდენტობაზე არც ფიქრობდა, პრეზიდენტობა უნდოდა კაკაბაძეს, ვასაძე კი პოეტობას აპირებდა
გიო მგელაძე - გიორგი პრეზიდენტობაზე არც ფიქრობდა, პრეზიდენტობა უნდოდა კაკაბაძეს, ვასაძე კი პოეტობას აპირებდა

ცოტა ხნის წინ ნი­ნია კა­კა­ბა­ძემ სა­კუ­თა­რი ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე 25 წლის წინ გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა... ფო­ტო­ზე ასა­ხულ­ნი არი­ან გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, ლე­ვან ვა­სა­ძე, ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე, გიო მგე­ლა­ძე, მა­მაო გრი­გო­ლი (ერის კა­ცო­ბა­ში გი­ორ­გი ჭი­ჭი­ნა­ძე), ქორ-ეპის­კო­პო­სი მე­უ­ფე შიო (ერის კა­ცო­ბა­ში ელიზ­ბარ მუ­ჯი­რი)...

შემ­დეგ, მე­ო­რე ფოტო სა­კუ­თარ ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე გიო მგე­ლა­ძე­მაც გა­მო­აქ­ვეყ­ნა სა­თა­უ­რით - იგი­ვე წელი, იგი­ვე "სას­ტა­ვი"... ორი­ვე ფო­ტომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ძა­ლი­ან დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია და რე­ჟი­სო­რი და სცე­ნა­რის­ტი გიო მგე­ლა­ძეც გუ­ლახ­დილ ინ­ტერ­ვი­უ­ზეც დაგ­ვთან­ხმდა, რო­მე­ლიც იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა, რომ მო­ნო­ლო­გის ფორ­მით გთა­ვა­ზობთ...

- ეს ფოტო გა­და­ღე­ბუ­ლია 1987 წელს. 17-18 წლი­სე­ბი ვართ. მარ­ცხე­ნა რიგ­ში სხე­დან (მარ­ცხნი­დან) ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე, ლე­ვან ვა­სა­ძე, ქორ-ეპის­კო­პო­სი მე­უ­ფე შიო (ერის კა­ცო­ბა­ში ელიზ­ბარ მუ­ჯი­რი), სა­ქარ­თვე­ლოს კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რე, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, ბერი, მა­მაო გრი­გო­ლი (ერის კა­ცო­ბა­ში გი­ორ­გი ჭი­ჭი­ნა­ძე) და მე - ანარ­ქის­ტი-ქრის­ტი­ა­ნი, პა­ცი­ფის­ტი, მე­ო­მა­რი გიო მგე­ლა­ძე... ნე­ბის­მი­ე­რი სის­ტე­მა, მათ შო­რის და მით უმე­ტეს, სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მა ჩემ­თვის ბუ­ნებ­რი­ვად მი­უ­ღე­ბე­ლია... რაც თავი მახ­სოვს, კონ­ფლიქ­ტში ვარ ნე­ბის­მი­ერ სის­ტე­მას­თან... მაგ­რამ მგო­ნი გა­და­ვუხ­ვიე...

მე და ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე ბავ­შვო­ბა­ში ქვიშ­ხეთ­ში დავ­მე­გობ­რდით. თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის მერე ირაკ­ლიმ გი­ორ­გი და ლე­ვა­ნი გა­მაც­ნო, მე მე­უ­ფე შიო და მა­მაო გრი­გო­ლი გა­ვა­ცა­ნი მას... შემ­დეგ ერ­თად გა­დავ­წყვი­ტეთ "დი­სი­დენ­ტუ­რი" ჟურ­ნა­ლის გა­მო­ცე­მა და ერთი ნო­მე­რი გა­მო­ვუშ­ვით. გა­ვა­კე­თეთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა, რო­მე­ლიც ერთხელ მოხ­ვდა სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში. სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მი­დან მო­სახ­ლე­ო­ბას "და­ვე­მუქ­რეთ" კულ­ტუ­რუ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ით, არტ-რე­ვო­ლუ­ცი­ით. შევ­ქმე­ნით ახალ­გაზ­რდუ­ლი მოძ­რა­ო­ბა...

არ მახ­სოვს, ჩვენ ვთხო­ვეთ პატ­რი­არ­ქს რომ შეგ­ვხვედ­რო­და თუ პატ­რი­არ­ქმა დაგვპა­ტი­ჟა. მახ­სოვს ამ შეხ­ვედ­რა­ზე მხო­ლოდ ელიზ­ბა­რი (მე­უ­ფე შიო) არ ემ­თხვია ხელ­ზე პატ­რი­არ­ქს. "მა­მა­კაცს ხელ­ზე არ ვა­კო­ცე­ბო". ახლა ის ეპის­კო­პო­სია, ქორ-ეპის­კო­პო­სი... ამ ფო­ტო­ზე ყვე­ლა­ნი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლე­ბი ვართ, ამ დროს, მახ­სოვს აუ­დი­ენ­ცია 2 სა­ა­თი გაგ­რძელ­და, ყოფ­ნა-არ ყოფ­ნა­ზეც მხი­ა­რუ­ლად ვსა­უბ­რობ­დით, ჩვენ, ახალ­გაზ­რდა მაქ­სი­მა­ლის­ტე­ბი და ბრძე­ნი ილი­აც და ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ცი­ნეთ. პატ­რი­არ­ქი მო­ვი­დას ნაც­ვლად "მო­ი­დას" იძა­ხის და ყვე­ლა "მო­ი­და­ზე" ექ­ვსი­ვე "მაქ­სი­მა­ლის­ტი" სი­ცი­ლით "ვი­ხე­ო­დით", რა­ზეც პატ­რი­არ­ქს ეღი­მე­ბო­და.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია kvirispalitra.ge-ზე - "მა­შინ გი­ორ­გი პრე­ზი­დენ­ტო­ბა­ზე არც ფიქ­რობ­და, პრე­ზი­დენ­ტო­ბა უნ­დო­და ირაკ­ლის (კა­კა­ბა­ძეს), ლე­ვა­ნი (ვა­სა­ძე) კი პო­ე­ტო­ბას აპი­რებ­და"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

გიო მგელაძე - გიორგი პრეზიდენტობაზე არც ფიქრობდა, პრეზიდენტობა უნდოდა კაკაბაძეს, ვასაძე კი პოეტობას აპირებდა

გიო მგელაძე - გიორგი პრეზიდენტობაზე არც ფიქრობდა, პრეზიდენტობა უნდოდა კაკაბაძეს, ვასაძე კი პოეტობას აპირებდა

ცოტა ხნის წინ ნინია კაკაბაძემ საკუთარი ფეისბუქის გვერდზე 25 წლის წინ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა... ფოტოზე ასახულნი არიან გიორგი მარგველაშვილი, ლევან ვასაძე, ირაკლი კაკაბაძე, გიო მგელაძე, მამაო გრიგოლი (ერის კაცობაში გიორგი ჭიჭინაძე), ქორ-ეპისკოპოსი მეუფე შიო (ერის კაცობაში ელიზბარ მუჯირი)...

შემდეგ, მეორე ფოტო საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გიო მგელაძემაც გამოაქვეყნა სათაურით - იგივე წელი, იგივე "სასტავი"... ორივე ფოტომ საზოგადოების ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია და რეჟისორი და სცენარისტი გიო მგელაძეც გულახდილ ინტერვიუზეც დაგვთანხმდა, რომელიც იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ მონოლოგის ფორმით გთავაზობთ...

- ეს ფოტო გადაღებულია 1987 წელს. 17-18 წლისები ვართ. მარცხენა რიგში სხედან (მარცხნიდან) ირაკლი კაკაბაძე, ლევან ვასაძე, ქორ-ეპისკოპოსი მეუფე შიო (ერის კაცობაში ელიზბარ მუჯირი), საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, გიორგი მარგველაშვილი, ბერი, მამაო გრიგოლი (ერის კაცობაში გიორგი ჭიჭინაძე) და მე - ანარქისტი-ქრისტიანი, პაციფისტი, მეომარი გიო მგელაძე... ნებისმიერი სისტემა, მათ შორის და მით უმეტეს, სახელმწიფო სისტემა ჩემთვის ბუნებრივად მიუღებელია... რაც თავი მახსოვს, კონფლიქტში ვარ ნებისმიერ სისტემასთან... მაგრამ მგონი გადავუხვიე...

მე და ირაკლი კაკაბაძე ბავშვობაში ქვიშხეთში დავმეგობრდით. თბილისში დაბრუნების მერე ირაკლიმ გიორგი და ლევანი გამაცნო, მე მეუფე შიო და მამაო გრიგოლი გავაცანი მას... შემდეგ ერთად გადავწყვიტეთ "დისიდენტური" ჟურნალის გამოცემა და ერთი ნომერი გამოვუშვით. გავაკეთეთ სატელევიზიო გადაცემა, რომელიც ერთხელ მოხვდა სატელევიზიო ეთერში. სატელევიზიო გადაცემიდან მოსახლეობას "დავემუქრეთ" კულტურული რევოლუციით, არტ-რევოლუციით. შევქმენით ახალგაზრდული მოძრაობა...

არ მახსოვს, ჩვენ ვთხოვეთ პატრიარქს რომ შეგვხვედროდა თუ პატრიარქმა დაგვპატიჟა. მახსოვს ამ შეხვედრაზე მხოლოდ ელიზბარი (მეუფე შიო) არ ემთხვია ხელზე პატრიარქს. "მამაკაცს ხელზე არ ვაკოცებო". ახლა ის ეპისკოპოსია, ქორ-ეპისკოპოსი... ამ ფოტოზე ყველანი ძალიან სერიოზულები ვართ, ამ დროს, მახსოვს აუდიენცია 2 საათი გაგრძელდა, ყოფნა-არ ყოფნაზეც მხიარულად ვსაუბრობდით, ჩვენ, ახალგაზრდა მაქსიმალისტები და ბრძენი ილიაც და ძალიან ბევრი ვიცინეთ. პატრიარქი მოვიდას ნაცვლად "მოიდას" იძახის და ყველა "მოიდაზე" ექვსივე "მაქსიმალისტი" სიცილით "ვიხეოდით", რაზეც პატრიარქს ეღიმებოდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია kvirispalitra.ge-ზე - "მაშინ გიორგი პრეზიდენტობაზე არც ფიქრობდა, პრეზიდენტობა უნდოდა ირაკლის (კაკაბაძეს), ლევანი (ვასაძე) კი პოეტობას აპირებდა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია