პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თხილის ბიზნესით სააკაშვილის ძმა დაინტერესდა, რომელიც ფასს 3 ლარს ზემოთ არ უშვებდა"
"თხილის ბიზნესით სააკაშვილის ძმა დაინტერესდა, რომელიც ფასს 3 ლარს ზემოთ არ უშვებდა"

სა­მეგ­რე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა თხი­ლის წლე­ვან­დელ მო­სა­ვალ­ზე დიდ იმედს ამ­ყა­რებს. ად­გი­ლობ­რივ­თა თქმით, შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით, ფა­სით კმა­ყო­ფი­ლი არი­ან. დღე­ის­თვის ზუგ­დიდ­ში თხი­ლის ფასი 3,2 ლა­რია, მაგ­რამ ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ 4 ლა­რამ­დე გა­იზ­რდე­ბა, რად­გან ამ დრო­ის­თვის თხი­ლი შრე­ბა და წო­ნა­ში იკ­ლებს...

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რი, თენ­გიზ გუ­ნა­ვა თხი­ლის ფა­სის კლე­ბა­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ პი­რებს ადა­ნა­შა­უ­ლებს და ამ­ბობს, რომ პრე­მი­ე­რის გა­რე­მოც­ვა ბიზ­ნეს­ში უხე­შად ერე­ვა.

პრე­ზი­დენ­ტის რწმუ­ნე­ბულ­მა "ფე­ის­ბუკ­ში" გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც წერს, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 21 სექ­ტემ­ბერს, ზუგ­დიდ­ში, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­რე­მოც­ვას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, ორ­გა­ნი­ზა­ცია "მსოფ­ლიო ტექ­ნი­კის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, ზვი­ად ბრეგ­ვა­ძე იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მელ­მაც ად­გი­ლობ­რი­ვი თხი­ლის შემ­სყიდ­ვე­ლე­ბი შეკ­რი­ბა და მკაც­რი მი­თი­თე­ბა მის­ცა, თხი­ლის შე­სას­ყი­დი ფა­სის და­წე­ვი­სა და პრო­დუქ­ტის დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მხო­ლოდ ზუგ­დი­დის ერთ ქარ­ხა­ნა­ში ჩა­ბა­რე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­საც "ივა­ნიშ­ვი­ლის ქარ­ხა­ნას" ეძა­ხი­ან.

მსგავ­სი ქარ­ხნის შე­სა­ხებ ზუგ­დიდ­ში არა­ფე­რი სმე­ნი­ათ, თუმ­ცა მო­სახ­ლე­ო­ბა პი­რად სა­უბ­რებ­ში ამ­ბობს, რომ თხი­ლის ბიზ­ნეს­ში წი­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა­ზე გა­აფ­თრე­ბუ­ლი ბრძო­ლა კვლა­ვაც მიმ­დი­ნა­რე­ობს. ბრძო­ლა­ში ჩარ­თუ­ლი არი­ან რო­გორც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის", ისე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. პო­ზი­ცი­ებს არ თმო­ბენ ის ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, ვინც თა­ვის დრო­ზე მმარ­თვე­ლი გუნ­დის პი­არ­კამ­პა­ნი­ებს აფი­ნან­სებ­დნენ.

"სა­ჭი­როა სას­წრა­ფო პრე­ვენ­ცია. უნდა შე­იქ­მნას რა­ი­მე მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც ამ ბიზ­ნესს გა­ა­კონ­ტრო­ლებს და ერთ კონ­კრე­ტულ ჯგუფს ან პი­როვ­ნე­ბას მო­ნო­პო­ლი­ის სა­შუ­ა­ლებს არ მის­ცემს", - აცხა­დებს ერთ-ერთი ზუგ­დი­დე­ლი.

ან­ზორ კვა­რა­ცხე­ლია, ზუგ­დი­დის მკვიდ­რი:

- ზუგ­დიდ­ში თხი­ლის რამ­დე­ნი­მე ქარ­ხა­ნაა, სა­დაც ფასი მიმ­ღებ პუნ­ქტებ­თან შე­და­რე­ბით, 10 თეთ­რით მე­ტია, მაგ­რამ მო­სახ­ლე­ო­ბა უპი­რა­ტე­სო­ბას მა­ინც ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებ­ში გან­თავ­სე­ბულ მიმ­ღებ პუნ­ქტებს ანი­ჭებს, რად­გან უფრო მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია...

- რა­ტომ?

- მირ­ჩევ­ნია, ნაც­ნობ "მე­თხი­ლეს" ჩა­ვა­ბა­რო, რად­გან გზის­პი­რას აქვს მიმ­ღე­ბი პუნ­ქტი. სა­ნამ ქარ­ხნამ­დე მი­ვალ, რიგ­ში ჩავ­დგე­ბი და სა­ნამ ფულს ავი­ღებ, უამ­რა­ვი დრო მე­კარ­გე­ბა. გზის­პი­რა პუნ­ქტებს უფრო მე­ტად ისი­ნი აბა­რე­ბენ თხილს, ვი­საც სას­წრა­ფოდ სჭირ­დე­ბა ფული და 50-100 კი­ლოგ­რა­მი მი­აქვს ჩა­სა­ბა­რებ­ლად. მას ქარ­ხა­ნა­ში დგო­მა და ცდა არ უღირს... თხი­ლი ჩემი ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი შე­მო­სავ­ლის წყა­როა. წელს მთელ რე­გი­ონ­ში ძა­ლი­ან კარ­გი მო­სა­ვა­ლი მო­ვი­და და ყვე­ლას გვე­ში­ნო­და, რომ ფასი და­ბა­ლი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი არ ვართ. კარ­გი მო­სავ­ლის ერთ-ერთი მი­ზე­ზი ისიც არის, რომ "ამე­რი­კუ­ლი პე­პე­ლა" არ ყო­ფი­ლა. წინა წლებ­ში, უკვე ივ­ნის­ში, მცე­ნა­რე ფოთ­ლე­ბის გა­რე­შე იყო დარ­ჩე­ნი­ლი და გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი ხე­ე­ბი­დან უმ­წი­ფა­რი ნა­ყო­ფი ცვი­ო­და... შარ­შან ამ დროს ერთი კი­ლოგ­რა­მი თხი­ლი 3 ლარი ღირ­და, წელს კი - 3,2 ლა­რია. ახ­ლობ­ლებ­მა მი­თხრეს, რომ ერთ დღეს 3,3 ლა­რიც ყო­ფი­ლა, მაგ­რამ მე ამ ფას­ში არას­დროს ჩა­მი­ბა­რე­ბია. ხან რაში დამ­ჭირ­და, ხან - რაში და ასე, თან­და­თან, 300 კი­ლოგ­რა­მი წი­ნას­წარ გავ­ყი­დე. ფეხს ვით­რევ, იქ­ნებ ცო­ტაც აი­წი­ოს ფას­მა. ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია, თურ­ქე­ბი და­დი­ან; სპე­ცი­ა­ლუ­რი, თხი­ლის და­სარ­ჩე­ვი ტრაქ­ტო­რე­ბი ჰყავთ და ერთი ტონა თხი­ლის დარ­ჩე­ვა­ში 40 კი­ლოგ­რა­მი მი­აქვთ. ცოტა არ არის, მაგ­რამ ვი­საც 4-5 ტონა თხი­ლი აქვს, მის­თვის კარ­გია, რად­გან ამ­დენს ხე­ლით ვე­რა­ვინ და­არ­ჩევს. თან, ამ დროს, ყვე­ლა თა­ვი­სი მო­სავ­ლის და­ბი­ნა­ვე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი და ვერც დამ­ხმა­რეს იშო­ვი...

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ზუგ­დიდ­ში არ­სე­ბობს ე.წ. "პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ქარ­ხა­ნა", რო­მე­ლიც მთელ რე­გი­ონ­ში ფასს არე­გუ­ლი­რებს...

მა­რი­ნა ნარ­მა­ნია, თხი­ლის მიმ­ღე­ბი პუნ­ქტის მფლო­ბე­ლი:

- ამ­ჟა­მად ზუგ­დიდ­ში 4 დიდი და რამ­დე­ნი­მე მცი­რე ქარ­ხა­ნა არ­სე­ბობს. ვხვდე­ბი, რო­მელ ქარ­ხა­ნა­ზეც სა­უბ­რობთ: "ნაო ნათ­სი" ჰქვია და ის ყვე­ლა­ზე დი­დია, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად ვიცი, რომ მიმ­ღებ პუნ­ქტებ­ში არ­სე­ბულ ფას­ზე 10-15 თეთ­რით მეტს იხ­დის. შე­სა­ბა­მი­სად, ის ფასს ვერ და­ა­რე­გუ­ლი­რებს...

- თუ ქარ­ხა­ნა­ში ფასი 10-15 თეთ­რით მე­ტია, მაშ, გლე­ხე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა იქ რა­ტომ აღარ აბა­რებს მო­სა­ვალს?

- იმი­ტომ, რომ ქარ­ხა­ნა­ში მა­ღა­ლი ხა­რის­ხის, სუფ­თა და ხე­ლით დარ­ჩე­უ­ლი თხი­ლი უნ­დათ. ჩემ­თან კი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ნა­გა­ვი მო­აქვთ, ამ სი­ტყვის პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით. ტრაქ­ტო­რით დარ­ჩე­უ­ლი თხი­ლი ყო­ველ­თვის უხა­რის­ხოა: ჩენ­ჩო, გა­შა­ვე­ბუ­ლი და და­ო­ბე­ბუ­ლი თხი­ლი მოჰ­ყვე­ბა, რა­საც ქარ­ხა­ნა­ში არ იბა­რე­ბენ. ეს არის ფას­ში გან­სხვა­ვე­ბის მი­ზე­ზი და არა ის, რომ ისი­ნი უფრო კე­თი­ლე­ბი არი­ან. აქ კი, ჩემს მიმ­ღებ პუნ­ქტში მყავს კლი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც უკვე წლე­ბია, ჩემ­თან მო­აქვთ თხი­ლი. ყვე­ლა მათ­გა­ნის ოჯა­ხის მდგო­მა­რე­ო­ბა ვიცი და ზოგ­ჯერ თხი­ლის დარ­ჩე­ვამ­დეც ვა­ტან ფულს. რო­გორ ვუ­თხრა უარი ადა­მი­ანს, რო­მელ­საც წლე­ბია, ვიც­ნობ და თხოვ­ნით მო­დის, - შვი­ლის ექიმ­თან მი­საყ­ვა­ნი ფული არ მაქვს და თხი­ლის დარ­ჩე­ვამ­დე 50 ლარი მო­მე­ციო? ვიცი, რომ მო­მი­ტანს თხილს, მაგ­რამ რო­გორს მო­მი­ტანს, ეს უკვე სხვა საქ­მეა. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, ცუდი, ობი­ა­ნი და ჩენ­ჩო­ი­ა­ნი თხი­ლი მო­აქვს, მაგ­რამ უარს არ ვე­უბ­ნე­ბი. ყვე­ლა­ნა­რი ხა­რის­ხის თხი­ლის კლი­ენ­ტი მყავს, - შემ­სყიდ­ველს ვგუ­ლის­ხმობ. წელს თხი­ლის შემ­სყიდ­ვე­ლი თურ­ქე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ერ­თი­ო­რად გა­ი­ზარ­და. თუ ადრე მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი იბა­რებ­დნენ იმ ფას­ში, რა­საც მარ­თლაც თა­ვად აწე­სებ­დნენ, წელს კონ­კუ­რენ­ცია გა­ი­ზარ­და და ჩვენც გვაქვს არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი მო­დის, ზოგი - ქარ­თვე­ლი, ზო­გიც - თურ­ქი და სხვა­დას­ხვა ფასს მთა­ვა­ზობს. სად მი­აქვთ, მარ­თლა არ ვიცი, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე უხა­რის­ხო თხი­ლიც იყი­დე­ბა, ოღონდ - და­ბალ ფას­ში... ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჩემ­თან არა­ვინ მო­სუ­ლა და არ უთ­ქვამს, ეს ფასი უნდა იყოს და უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოო.

- გა­სულ სე­ზონ­ზე რა ხდე­ბო­და?

- გა­სულ წლებ­ში მარ­თლაც არე­გუ­ლი­რებ­დნენ ფასს. შარ­შან და გა­სუ­ლი 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, პირ­და­პი­რი მო­თხოვ­ნა იყო, რომ 3 ლა­რამ­დე ფასი მხო­ლოდ ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ფი­ლი­ყო - იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც თხი­ლი გა­მომშრა­ლია და წო­ნა­ში მკვეთ­რად იკ­ლებს; შემ­დეგ ისევ 2,5 ლარ­ზე ჩა­მო­დი­ო­და, ნო­ემ­ბრის ბო­ლოს­თვის კი ისევ 3 ლა­რამ­დე ადი­ო­და... 2003 წლამ­დე თხი­ლის ფასს პარ­ტი­ზა­ნე­ბი - ე.წ. "ტყის ძმე­ბი" და მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აკონ­ტრო­ლებ­დნენ. შემ­დეგ ით­ქვა, რომ ამ ბიზ­ნე­სით პრე­ზი­დენ­ტის ძმა, დათო სა­ა­კაშ­ვი­ლი და­ინ­ტე­რეს­და, რო­მე­ლიც თხი­ლის ფასს 3 ლარს ზე­მოთ არ უშ­ვებ­და. მხო­ლოდ შარ­შან, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ მო­ი­მა­ტა 50 თეთ­რით... წი­ლე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის­თვის ახ­ლაც მიმ­დი­ნა­რე­ობს ბრძო­ლა. ით­ქვა, რომ ვინ­მე პა­პაშ­ვილს უნდა თხი­ლის ბიზ­ნეს­ზე კონ­ტრო­ლი... ეს არც გვიკ­ვირს, უბ­რა­ლოდ, ჩვენ, მცი­რე მე­წარ­მე­ებ­საც უნდა დაგ­ვი­ტო­ვონ სა­არ­სე­ბო წყა­რო და გლე­ხებ­საც უნდა ჰქონ­დეთ შრო­მის მო­ტი­ვა­ცია. სხვა­ნა­ი­რად, აჩე­ხა­ვენ თხი­ლის პლან­ტა­ცი­ებს და თა­ვის სარ­ჩე­ნად რა­ი­მე სხვა კულ­ტუ­რას მო­იყ­ვა­ნენ... მო­სახ­ლე­ო­ბას თხი­ლის მოყ­ვა­ნა, მოგ­რო­ვე­ბა და დარ­ჩე­ვა ძვი­რი უჯ­დე­ბა. მხო­ლოდ მუ­შა­ხელს, დღი­უ­რად, 25 ლარს უხ­დიდ­ნენ, რად­გან წელს თხი­ლის კარ­გი მო­სა­ვა­ლი იყო. რე­გი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ამ სე­ზო­ნუ­რი შე­მო­სავ­ლით ცხოვ­რობს და მათ­თვის თხი­ლის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

გი­ორ­გი კუ­კა­ვა, შპს GNM-ის დი­რექ­ტო­რი:

- ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა, თხილ­ზე მა­ღა­ლი ფა­სის გამო, პრო­დუქ­ტის ჩა­ბა­რე­ბა ჩვენც გვი­ჭირს. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ფასი და­რე­გუ­ლირ­დე­ბა ან და­იკ­ლებს.

- ამ ეტაპ­ზე რა ფას­ში იბა­რებთ თხილს?

- ამ ეტაპ­ზე შე­ჩე­რე­ბუ­ლი ვარ და არ ვი­ბა­რებ, რად­გან უკვე საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბით მაქვს შე­ძე­ნი­ლი და მის გა­ყიდ­ვა­ზე ვარ გა­დარ­თუ­ლი. ახლა რა მა­რა­გიც გვაქვს, აგ­ვის­ტო­შია შეს­ყი­დუ­ლი... ექ­სპორტზე ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი და რთუ­ლია, ასეთ მა­ღალ ფა­სად შე­ის­ყი­დო თხი­ლი, რად­გან სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე მისი ფასი და­ბა­ლია.

მე­რაბ ფი­ფია, ზუგ­დი­დის მკვიდ­რი:

- გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ თხი­ლის ფასი დე­კემ­ბრის ბო­ლოს 4 ლარი იქ­ნე­ბა. ამ დრომ­დე მხო­ლოდ ის ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ი­ტო­ვე­ბენ პრო­დუქტს, ვი­საც 10 ტო­ნამ­დე შე­მო­სა­ვა­ლი აქვს, ან ვინც თხი­ლის ბიზ­ნესს მის­დევს. ისე კი, თხი­ლის ფა­სის 10 თეთ­რით გაზ­რდა სა­მეგ­რე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას ვერ გა­და­არ­ჩენს, რად­გან კრი­მი­ნალ­მა იმა­ტა. უნდა თუ არა ვინ­მეს ამის აღი­ა­რე­ბა, სხვა სა­კი­თხია, მაგ­რამ ჩემი ნაკ­ვე­თი­დან თხი­ლის მო­პარ­ვა ჯერ კი­დევ მა­შინ და­ი­წყეს, ვიდ­რე დამ­წიფ­დე­ბო­და. რო­დე­საც ჩა­მოც­ვივ­და, მე­რეც ეზი­დე­ბოდ­ნენ და შეგ­რო­ვე­ბუ­ლიც წა­ი­ღეს ავ­ტო­ფა­რე­ხი­დან... სა­ქონ­ლის ქურ­დო­ბაც გახ­შირ­და. მე ყვე­ლა­ზე მეტს ვყვი­რო­დი, - "ოც­ნე­ბა" უნდა ავირ­ჩი­ოთ-მეთ­ქი, მაგ­რამ ახლა იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვარ. უკე­თე­სო­ბის­კენ არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. ხალ­ხმა ანაკ­ლი­ა­სა და გან­მუ­ხურ­ში თხი­ლის პლან­ტა­ცი­ე­ბი აჩე­ხა და პა­ტა­რა კა­ფე­ე­ბი გა­ა­კე­თა. შარ­შან და შარ­შან­წინ რა­ღაც შე­მო­სა­ვა­ლი ჰქონ­დათ, წლე­ულს კი, მათ­თან კა­ციშ­ვი­ლი აღარ მი­სუ­ლა... ყო­ველ მე­ო­რეს ბან­კის ვალი აქვს. უთხრეს, თხი­ლი გა­ყი­დე და გა­ის­ტუმ­რეო. კი, ბა­ტო­ნო, გა­ის­ტუმ­რებს იმ ვალს, მაგ­რამ ოჯახს რა აჭა­მოს?! ეს არის ჩვე­ნი შე­მო­სა­ვა­ლი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ლალი პა­პას­კი­რი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"თხილის ბიზნესით სააკაშვილის ძმა დაინტერესდა, რომელიც ფასს 3 ლარს ზემოთ არ უშვებდა"

"თხილის ბიზნესით სააკაშვილის ძმა დაინტერესდა, რომელიც ფასს 3 ლარს ზემოთ არ უშვებდა"

სამეგრელოს მოსახლეობა თხილის წლევანდელ მოსავალზე დიდ იმედს ამყარებს. ადგილობრივთა თქმით, შარშანდელთან შედარებით, ფასით კმაყოფილი არიან. დღეისთვის ზუგდიდში თხილის ფასი 3,2 ლარია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ 4 ლარამდე გაიზრდება, რადგან ამ დროისთვის თხილი შრება და წონაში იკლებს...

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, თენგიზ გუნავა თხილის ფასის კლებაში პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ პირებს ადანაშაულებს და ამბობს, რომ პრემიერის გარემოცვა ბიზნესში უხეშად ერევა.

პრეზიდენტის რწმუნებულმა "ფეისბუკში" გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, ზუგდიდში, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან დაახლოებული ბიზნესმენი, ორგანიზაცია "მსოფლიო ტექნიკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ზვიად ბრეგვაძე იმყოფებოდა, რომელმაც ადგილობრივი თხილის შემსყიდველები შეკრიბა და მკაცრი მითითება მისცა, თხილის შესასყიდი ფასის დაწევისა და პროდუქტის დიდი რაოდენობით მხოლოდ ზუგდიდის ერთ ქარხანაში ჩაბარების შესახებ, რომელსაც "ივანიშვილის ქარხანას" ეძახიან.

მსგავსი ქარხნის შესახებ ზუგდიდში არაფერი სმენიათ, თუმცა მოსახლეობა პირად საუბრებში ამბობს, რომ თხილის ბიზნესში წილების გადანაწილებაზე გააფთრებული ბრძოლა კვლავაც მიმდინარეობს. ბრძოლაში ჩართული არიან როგორც "ქართული ოცნების", ისე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. პოზიციებს არ თმობენ ის ბიზნესმენები, ვინც თავის დროზე მმართველი გუნდის პიარკამპანიებს აფინანსებდნენ.

"საჭიროა სასწრაფო პრევენცია. უნდა შეიქმნას რაიმე მექანიზმი, რომელიც ამ ბიზნესს გააკონტროლებს და ერთ კონკრეტულ ჯგუფს ან პიროვნებას მონოპოლიის საშუალებს არ მისცემს", - აცხადებს ერთ-ერთი ზუგდიდელი.

ანზორ კვარაცხელია, ზუგდიდის მკვიდრი:

- ზუგდიდში თხილის რამდენიმე ქარხანაა, სადაც ფასი მიმღებ პუნქტებთან შედარებით, 10 თეთრით მეტია, მაგრამ მოსახლეობა უპირატესობას მაინც ცენტრალურ ქუჩებში განთავსებულ მიმღებ პუნქტებს ანიჭებს, რადგან უფრო მოსახერხებელია...

რატომ?

-  მირჩევნია, ნაცნობ "მეთხილეს" ჩავაბარო, რადგან გზისპირას აქვს მიმღები პუნქტი. სანამ ქარხნამდე მივალ, რიგში ჩავდგები და სანამ ფულს ავიღებ, უამრავი დრო მეკარგება. გზისპირა პუნქტებს უფრო მეტად ისინი აბარებენ თხილს, ვისაც სასწრაფოდ სჭირდება ფული და 50-100 კილოგრამი მიაქვს ჩასაბარებლად. მას ქარხანაში დგომა და ცდა არ უღირს... თხილი ჩემი ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყაროა. წელს მთელ რეგიონში ძალიან კარგი მოსავალი მოვიდა და ყველას გვეშინოდა, რომ ფასი დაბალი იქნებოდა, მაგრამ ჯერჯერობით უკმაყოფილოები არ ვართ. კარგი მოსავლის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ "ამერიკული პეპელა" არ ყოფილა. წინა წლებში, უკვე ივნისში, მცენარე ფოთლების გარეშე იყო დარჩენილი და გაშიშვლებული ხეებიდან უმწიფარი ნაყოფი ცვიოდა... შარშან ამ დროს ერთი კილოგრამი თხილი 3 ლარი ღირდა, წელს კი - 3,2 ლარია. ახლობლებმა მითხრეს, რომ ერთ დღეს 3,3 ლარიც ყოფილა, მაგრამ მე ამ ფასში არასდროს ჩამიბარებია. ხან რაში დამჭირდა, ხან - რაში და ასე, თანდათან, 300 კილოგრამი წინასწარ გავყიდე. ფეხს ვითრევ, იქნებ ცოტაც აიწიოს ფასმა. ბოლო რამდენიმე წელია, თურქები დადიან; სპეციალური, თხილის დასარჩევი ტრაქტორები ჰყავთ და ერთი ტონა თხილის დარჩევაში 40 კილოგრამი მიაქვთ. ცოტა არ არის, მაგრამ ვისაც 4-5 ტონა თხილი აქვს, მისთვის კარგია, რადგან ამდენს ხელით ვერავინ დაარჩევს. თან, ამ დროს, ყველა თავისი მოსავლის დაბინავებითაა დაკავებული და ვერც დამხმარეს იშოვი...

-  გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდში არსებობს ე.წ. "პრემიერ-მინისტრის ქარხანა", რომელიც მთელ რეგიონში ფასს არეგულირებს...

მარინა ნარმანია, თხილის მიმღები პუნქტის მფლობელი:

-  ამჟამად ზუგდიდში 4 დიდი და რამდენიმე მცირე ქარხანა არსებობს. ვხვდები, რომელ ქარხანაზეც საუბრობთ: "ნაო ნათსი" ჰქვია და ის ყველაზე დიდია, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ მიმღებ პუნქტებში არსებულ ფასზე 10-15 თეთრით მეტს იხდის. შესაბამისად, ის ფასს ვერ დაარეგულირებს...

-  თუ ქარხანაში ფასი 10-15 თეთრით მეტია, მაშ, გლეხების უმრავლესობა იქ რატომ აღარ აბარებს მოსავალს?

-  იმიტომ, რომ ქარხანაში მაღალი ხარისხის, სუფთა და ხელით დარჩეული თხილი უნდათ. ჩემთან კი, ხშირ შემთხვევაში, ნაგავი მოაქვთ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ტრაქტორით დარჩეული თხილი ყოველთვის უხარისხოა: ჩენჩო, გაშავებული და დაობებული თხილი მოჰყვება, რასაც ქარხანაში არ იბარებენ. ეს არის ფასში განსხვავების მიზეზი და არა ის, რომ ისინი უფრო კეთილები არიან. აქ კი, ჩემს მიმღებ პუნქტში მყავს კლიენტები, რომლებსაც უკვე წლებია, ჩემთან მოაქვთ თხილი. ყველა მათგანის ოჯახის მდგომარეობა ვიცი და ზოგჯერ თხილის დარჩევამდეც ვატან ფულს. როგორ ვუთხრა უარი ადამიანს, რომელსაც წლებია, ვიცნობ და თხოვნით მოდის, - შვილის ექიმთან მისაყვანი ფული არ მაქვს და თხილის დარჩევამდე 50 ლარი მომეციო? ვიცი, რომ მომიტანს თხილს, მაგრამ როგორს მომიტანს, ეს უკვე სხვა საქმეა. უმეტეს შემთხვევაში, ცუდი, ობიანი და ჩენჩოიანი თხილი მოაქვს, მაგრამ უარს არ ვეუბნები. ყველანარი ხარისხის თხილის კლიენტი მყავს, - შემსყიდველს ვგულისხმობ. წელს თხილის შემსყიდველი თურქების რაოდენობა ერთიორად გაიზარდა. თუ ადრე მხოლოდ ადგილობრივები იბარებდნენ იმ ფასში, რასაც მართლაც თავად აწესებდნენ, წელს კონკურენცია გაიზარდა და ჩვენც გვაქვს არჩევანის საშუალება. დღის განმავლობაში რამდენიმე ადამიანი მოდის, ზოგი - ქართველი, ზოგიც - თურქი და სხვადასხვა ფასს მთავაზობს. სად მიაქვთ, მართლა არ ვიცი, მაგრამ ყველაზე უხარისხო თხილიც იყიდება, ოღონდ - დაბალ ფასში... ყოველ შემთხვევაში, ჩემთან არავინ მოსულა და არ უთქვამს, ეს ფასი უნდა იყოს და უნდა გაითვალისწინოო.

-  გასულ სეზონზე რა ხდებოდა?

-  გასულ წლებში მართლაც არეგულირებდნენ ფასს. შარშან და გასული 9 წლის განმავლობაში, პირდაპირი მოთხოვნა იყო, რომ 3 ლარამდე ფასი მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში ყოფილიყო - იმ პერიოდში, როდესაც თხილი გამომშრალია და წონაში მკვეთრად იკლებს; შემდეგ ისევ 2,5 ლარზე ჩამოდიოდა, ნოემბრის ბოლოსთვის კი ისევ 3 ლარამდე ადიოდა... 2003 წლამდე თხილის ფასს პარტიზანები - ე.წ. "ტყის ძმები" და მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები აკონტროლებდნენ. შემდეგ ითქვა, რომ ამ ბიზნესით პრეზიდენტის ძმა, დათო სააკაშვილი დაინტერესდა, რომელიც თხილის ფასს 3 ლარს ზემოთ არ უშვებდა. მხოლოდ შარშან, წინასაარჩევნოდ მოიმატა 50 თეთრით... წილების გადანაწილებისთვის ახლაც მიმდინარეობს ბრძოლა. ითქვა, რომ ვინმე პაპაშვილს უნდა თხილის ბიზნესზე კონტროლი... ეს არც გვიკვირს, უბრალოდ, ჩვენ, მცირე მეწარმეებსაც უნდა დაგვიტოვონ საარსებო წყარო და გლეხებსაც უნდა ჰქონდეთ შრომის მოტივაცია. სხვანაირად, აჩეხავენ თხილის პლანტაციებს და თავის სარჩენად რაიმე სხვა კულტურას მოიყვანენ... მოსახლეობას თხილის მოყვანა, მოგროვება და დარჩევა ძვირი უჯდება. მხოლოდ მუშახელს, დღიურად, 25 ლარს უხდიდნენ, რადგან წელს თხილის კარგი მოსავალი იყო. რეგიონის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ამ სეზონური შემოსავლით ცხოვრობს და მათთვის თხილის საბაზრო ღირებულება ძალზე მნიშვნელოვანია.

გიორგი კუკავა, შპს GNM-ის დირექტორი:

-  ბოლო რამდენიმე დღეა, თხილზე მაღალი ფასის გამო, პროდუქტის ჩაბარება ჩვენც გვიჭირს. კარგი იქნება, თუ ფასი დარეგულირდება ან დაიკლებს.

-  ამ ეტაპზე რა ფასში იბარებთ თხილს?

-  ამ ეტაპზე შეჩერებული ვარ და არ ვიბარებ, რადგან უკვე საკმაო რაოდენობით მაქვს შეძენილი და მის გაყიდვაზე ვარ გადართული. ახლა რა მარაგიც გვაქვს, აგვისტოშია შესყიდული... ექსპორტზე ვართ დამოკიდებული და რთულია, ასეთ მაღალ ფასად შეისყიდო თხილი, რადგან საერთაშორისო ბაზარზე მისი ფასი დაბალია.

მერაბ ფიფია, ზუგდიდის მკვიდრი:

-  გვეუბნებიან, რომ თხილის ფასი დეკემბრის ბოლოს 4 ლარი იქნება. ამ დრომდე მხოლოდ ის ადამიანები მოიტოვებენ პროდუქტს, ვისაც 10 ტონამდე შემოსავალი აქვს, ან ვინც თხილის ბიზნესს მისდევს. ისე კი, თხილის ფასის 10 თეთრით გაზრდა სამეგრელოს მოსახლეობას ვერ გადაარჩენს, რადგან კრიმინალმა იმატა. უნდა თუ არა ვინმეს ამის აღიარება, სხვა საკითხია, მაგრამ ჩემი ნაკვეთიდან თხილის მოპარვა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყეს, ვიდრე დამწიფდებოდა. როდესაც ჩამოცვივდა, მერეც ეზიდებოდნენ და შეგროვებულიც წაიღეს ავტოფარეხიდან... საქონლის ქურდობაც გახშირდა. მე ყველაზე მეტს ვყვიროდი, - "ოცნება" უნდა ავირჩიოთ-მეთქი, მაგრამ ახლა იმედგაცრუებული ვარ. უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა. ხალხმა ანაკლიასა და განმუხურში თხილის პლანტაციები აჩეხა და პატარა კაფეები გააკეთა. შარშან და შარშანწინ რაღაც შემოსავალი ჰქონდათ, წლეულს კი, მათთან კაციშვილი აღარ მისულა... ყოველ მეორეს ბანკის ვალი აქვს. უთხრეს, თხილი გაყიდე და გაისტუმრეო. კი, ბატონო, გაისტუმრებს იმ ვალს, მაგრამ ოჯახს რა აჭამოს?! ეს არის ჩვენი შემოსავალი მთელი წლის განმავლობაში.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ