სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ”გაითამაშეს” თამუნა მუსერიძემ და მისმა ახალმა "შეყვარებულმა?"
რა ”გაითამაშეს” თამუნა მუსერიძემ და მისმა ახალმა "შეყვარებულმა?"

გუ­შინ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ტე­ლე­წამ­ყვან თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძის ახა­ლი რო­მა­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და, რა­მაც თა­მუ­ნას გარ­შე­მო დიდი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია. თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე ამ­ბობს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეც­დო­მა­შია შეყ­ვა­ნი­ლი:

- "ფე­ის­ბუქ­ზე" ერთი ადა­მი­ა­ნი გა­მუდ­მე­ბით მწერ­და, მაგ­რამ მის სა­ხელ­სა და გვარს ვე­რაფ­რით გა­ვამ­ხელ... მას ჩემ­თვის მარ­თა­ლია შე­უ­რა­ცხყო­ფა არ მო­უ­ყე­ნე­ბია, ზედ­მე­ტი არა­ფე­რი უთ­ქვამს, მაგ­რამ არ მეშ­ვე­ბო­და, სულ მე­კონ­ტაქ­ტე­ბო­და... ისე­თი ადა­მი­ა­ნია, - აღარ მომ­წე­რო-მეთ­ქი, ვერ ვე­ტყვი, თან, ვე­რა­ვის ვთხოვ, იქ­ნებ და­ე­ლა­პა­რა­კოთ-თქო. ცოტა სხვა­ნა­ი­რი პი­როვ­ნე­ბაა...

ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ლაშა კი­კა­ლიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც გარ­და იმი­სა, რომ ჩემი თა­ნამ­შრო­მე­ლია, ბავ­შვო­ბი­დან ერ­თად ვიზ­რდე­ბო­დით და ოჯა­ხე­ბით ვახ­ლობ­ლობთ, მი­თხრა, - იმ ადა­მი­ანს ვერც მე და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი, მაგ­რამ ასე­თი რამ გა­დავ­წყვი­ტეო, - მოდი, შენს გვერ­დზე სტა­ტუ­სად ჩვე­ნი ფოტო და­ვა­ყე­ნოთ იმ მო­ტი­ვით, ვი­თომ ერ­თად ვართ და აღარ მოგ­წერს, იფიქ­რებს, - შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავ­სო...

დავ­თან­ხმდი და სტა­ტუ­სად ჩვე­ნი ფოტო და­ვა­ყე­ნეთ, რა­ზეც ჩემი ყვე­ლა მე­გო­ბა­რი ხუმ­რობ­და, რად­გან იცი­ან, რომ მე და ლაშა მე­გობ­რე­ბი ვართ...

მე­ო­რე დი­ლას რა­ტომ­ღაც გვი­ა­ნო­ბამ­დე მე­ძი­ნა და რო­გორც ჩანს, ის ჟურ­ნა­ლის­ტი, ვინც ეს მა­სა­ლა გა­ა­კე­თა, კო­მენ­ტა­რის­თვის მი­რე­კავ­და. რად­გა­ნაც ვერ ვუ­პა­სუ­ხე, უკვე გაღ­ვი­ძე­ბულს, მე­სი­ჯი დამ­ხვდა: თა­მუ­ნა, შენს პოსტთან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენრ­ტა­რი მა­ინ­ტერ­სებ­სო. როცა მივ­წე­რე, რა პოსტთან და­კავ­ში­რე­ბით-მეთ­ქი? უკვე გვი­ა­ნი იყო - მა­სა­ლა იმ სა­იტ­ზე უკვე ატ­ვირ­თუ­ლი იყო...

გარ­და იმი­სა, რომ იქ ლა­შა­სა და ჩემი "სიყ­ვა­რუ­ლის" შე­სა­ხებ ეწე­რა… ჟურ­ნა­ლის­ტი მკი­თხველს ჩემი ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის შე­სა­ხე­ბაც ამ­ცნობ­და, რო­მელ­თან ერ­თა­დაც აღარ ვარ, ის სა­ჯა­რო პირი არ არის და არ სი­ა­მოვ­ნებს, რო­დე­საც მას­ზე რა­ი­მე იწე­რე­ბა. რა სა­ჭი­რო იყო მისი ხსნე­ბა, ამას ვერ მივ­ხვდი.

- რო­გორც მახ­სოვს, იმა­ვე სტა­ტი­ა­ში არა მარ­ტო შენი ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ყო­ფი­ლი ქმრე­ბიც იყ­ვნენ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლე­ბი...

- კი, ჩემი პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ქმა­რიც მო­იხ­სე­ნი­ეს... ამას­თან, იქვე ისიც ეწე­რა, რომ ვარ ყო­ფი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, რაც სიც­რუ­ეა, მე "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში" დი­ლის გა­და­ცე­მა მიმ­ყავს... იმ ჟურ­ნა­ლისტს შემ­დეგ მივ­წე­რე, იქ­ნებ ჩემი კო­მენ­ტა­რიც გა­ნა­თავ­სოთ-მეთ­ქი, მაგ­რამ არ გა­მო­მეხ­მა­უ­რა...

- ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად გე­კონ­ტაქ­ტე­ბო­და ამ ამ­ბის შემ­დეგ აღარ შეგ­ხმი­ა­ნე­ბია?

- მას მერე, რაც სტა­ტუ­სი და­ვა­ყე­ნეთ, აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა...

- რა გინ­და, ამ ყვე­ლა­ფერს საქ­მე კი გა­უ­კე­თე­ბია...

- ყვე­ლა­ზე მე­ტად იმ კო­მენ­ტა­რებ­მა გა­მა­ღი­ზი­ა­ნა, რო­მე­ლიც სტა­ტი­ის სა­იტ­ზე ატ­ვირ­თვის შემ­დეგ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­ა­კე­თა... სა­ში­ნე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი იყო…

ლალი ფა­ცია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

რა ”გაითამაშეს” თამუნა მუსერიძემ და მისმა ახალმა "შეყვარებულმა?"

რა ”გაითამაშეს” თამუნა მუსერიძემ და მისმა ახალმა "შეყვარებულმა?"

გუშინ ინტერნეტსივრცეში ტელეწამყვან თამუნა მუსერიძის ახალი რომანის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, რამაც თამუნას გარშემო დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. თამუნა მუსერიძე ამბობს, რომ საზოგადოება შეცდომაშია შეყვანილი:

- "ფეისბუქზე" ერთი ადამიანი გამუდმებით მწერდა, მაგრამ მის სახელსა და გვარს ვერაფრით გავამხელ... მას ჩემთვის მართალია შეურაცხყოფა არ მოუყენებია, ზედმეტი არაფერი უთქვამს, მაგრამ არ მეშვებოდა, სულ მეკონტაქტებოდა... ისეთი ადამიანია, - აღარ მომწერო-მეთქი, ვერ ვეტყვი, თან, ვერავის ვთხოვ, იქნებ დაელაპარაკოთ-თქო. ცოტა სხვანაირი პიროვნებაა...

ჩემმა მეგობარმა ლაშა კიკალიშვილმა, რომელიც გარდა იმისა, რომ ჩემი თანამშრომელია, ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით და ოჯახებით ვახლობლობთ, მითხრა, - იმ ადამიანს ვერც მე დაველაპარაკები, მაგრამ ასეთი რამ გადავწყვიტეო, - მოდი, შენს გვერდზე სტატუსად ჩვენი ფოტო დავაყენოთ იმ მოტივით, ვითომ ერთად ვართ და აღარ მოგწერს, იფიქრებს, - შეყვარებული ჰყავსო...

დავთანხმდი და სტატუსად ჩვენი ფოტო დავაყენეთ, რაზეც ჩემი ყველა მეგობარი ხუმრობდა, რადგან იციან, რომ მე და ლაშა მეგობრები ვართ...

მეორე დილას რატომღაც გვიანობამდე მეძინა და როგორც ჩანს, ის ჟურნალისტი, ვინც ეს მასალა გააკეთა, კომენტარისთვის მირეკავდა. რადგანაც ვერ ვუპასუხე, უკვე გაღვიძებულს, მესიჯი დამხვდა: თამუნა, შენს პოსტთან დაკავშირებით კომენრტარი მაინტერსებსო. როცა მივწერე, რა პოსტთან დაკავშირებით-მეთქი? უკვე გვიანი იყო - მასალა იმ საიტზე უკვე ატვირთული იყო...

გარდა იმისა, რომ იქ ლაშასა და ჩემი "სიყვარულის" შესახებ ეწერა… ჟურნალისტი მკითხველს ჩემი ყოფილი შეყვარებულის შესახებაც ამცნობდა, რომელთან ერთადაც აღარ ვარ, ის საჯარო პირი არ არის და არ სიამოვნებს, როდესაც მასზე რაიმე იწერება. რა საჭირო იყო მისი ხსნება, ამას ვერ მივხვდი.

- როგორც მახსოვს, იმავე სტატიაში არა მარტო შენი ყოფილი შეყვარებული, ყოფილი ქმრებიც იყვნენ მოხსენიებულები...

- კი, ჩემი პირველი და მეორე ქმარიც მოიხსენიეს... ამასთან, იქვე ისიც ეწერა, რომ ვარ ყოფილი ტელეწამყვანი, რაც სიცრუეა, მე "საზოგადოებრივ მაუწყებელში" დილის გადაცემა მიმყავს... იმ ჟურნალისტს შემდეგ მივწერე, იქნებ ჩემი კომენტარიც განათავსოთ-მეთქი, მაგრამ არ გამომეხმაურა...

- ადამიანი, რომელიც მუდმივად გეკონტაქტებოდა ამ ამბის შემდეგ აღარ შეგხმიანებია?

- მას მერე, რაც სტატუსი დავაყენეთ, აღარ გამოჩენილა...

- რა გინდა, ამ ყველაფერს საქმე კი გაუკეთებია...

- ყველაზე მეტად იმ კომენტარებმა გამაღიზიანა, რომელიც სტატიის საიტზე ატვირთვის შემდეგ საზოგადოებამ გააკეთა... საშინელი კომენტარები იყო…

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება