სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჩიკო ნიჟარაძე - "თავისუფლება ხელოვნებას! მოგვეცით საშუალება, თავისუფლად ვიმუშაოთ"
აჩიკო ნიჟარაძე - "თავისუფლება ხელოვნებას! მოგვეცით საშუალება, თავისუფლად ვიმუშაოთ"

მომ­ღე­რა­ლი აჩი­კო ნი­ჟა­რა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ხე­ლოვ­ნე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ზუ­რის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვს და წერს, რომ ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მხო­ლოდ ვი­ღა­ცის ნე­ბის გამო ვერ ახერ­ხებ­და.

"თა­ვი­სუფ­ლე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბა­ა­ა­ა­ა­ა­ა­ა­ა­ა­ა­ა­ა­ა­ა­ა­ა­ა­ა­ას

მოგ­ვე­ცით სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ თა­ვი­სუფ­ლად ვი­მუ­შა­ოთ ვა­კე­თოთ ჩვე­ნი საქ­მე და ჩვე­ნი საქ­მით ვა­სა­ხე­ლოთ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა. ამ­დე­ნი წე­ლია ვე­რაფ­რით ვერ მო­ვა­ხერ­ხე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა იმი­ტომ, რომ ვი­ღა­ცას არ სურ­და რომ მე მე­ღე­რა. პირ­ვე­ლად ორი თვის წინ მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პირ­ველ სა­ერ­თა­შო­რის კონ­კურ­სზე და 21 ქვე­ყა­ნას შო­რის 2 ად­გი­ლი და­ვი­კა­ვე ბე­ლა­რუ­სი­ა­ში (სლა­ვი­ანსკი ბა­ზა­რი 2013), სულ რა­ღაც ერთი თვის წინ მე­ო­რედ გა­ვემ­გზავ­რე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე და გრამპრი ჩა­მო­ვი­ტა­ნე. ეს­ტო­ნე­თი ტა­ლი­ნი (Laagna Laul 2013)

ახლა თქვენ გან­სა­ჯეთ, ვინ არის ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტე, ვინც მე და კი­დევ ჩემს ბევრ კო­ლე­გას არ უშ­ვებ­და კონ­კურ­სებ­ზე, თუ ჩვენ ვართ მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი, ვი­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში გრანპ­რი და საპ­რი­ზო ად­გი­ლე­ბი ჩა­მოგ­ვაქვს?", - წერს ნი­ჟა­რა­ძე.

მომ­ღე­რა­ლი სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ში ქარ­თვე­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის თე­მა­საც ეხ­მა­უ­რე­ბა და აცხა­დებს, რომ ოლიმ­პი­ა­და­ზე უა­რის თქმით, ისევ სა­ქარ­თვე­ლო და სპორ­ტსმე­ნე­ბი დაზ­რალ­დე­ბი­ან, ვი­ნა­ი­დან, მომ­ღერ­ლის აზ­რით, "რუ­სე­თი­დან წა­მო­ღე­ბულ თი­თო­ე­ულ მე­დალს უფრო მეტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, ვიდ­რე ოლიმ­პი­ა­დის­თვის ბო­ი­კო­ტის გა­მო­ცხა­დე­ბას".

"მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო ერთ-ერთ თე­მას, რო­მე­ლიც ეკა ხო­ფე­რი­ას გა­და­ცე­მა­ში მო­ვის­მი­ნე. ქარ­თველ­მა სპორ­ტსმე­ნებ­მა უნდა მი­ი­ღონ თუ არა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ზე.

ჩემი აზ­რით, უნდა მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ა­კე­თონ, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი მე­და­ლი წა­მო­ვი­ღოთ ამ ოლიმ­პი­ა­დი­დან. ეს იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის კი­დევ ერთი დიდი გა­ნა­ცხა­დი, რომ ჩვენ არ ვართ ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც უნდა და­ჩაგ­როს ვინ­მემ.

ოლიმ­პი­ა­და­ზე არ გას­ვლა და ამ სა­ხის პრო­ტეს­ტი ზი­ანს მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­ე­ლებს მო­უ­ტანს, ქვე­ყა­ნა და­ჯა­რიმ­დე­ბა და მი­ი­ღებს 8 წლი­ან დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას, ასე რომ არ გვინ­და სპორ­ტსმე­ნე­ბის გამ­ტყუ­ნე­ბა და მო­ღა­ლა­ტე­ე­ბად შე­რა­ცხვა. ვინც იქ წავა და მე­დალს წა­მო­ი­ღებს, პი­რი­ქით, ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ა­მა­ყო სპორ­ტსმე­ნი გახ­დე­ბა. ეს ბი­ჭე­ბი და გო­გო­ე­ბი ვინც იქ მი­დი­ან, მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა ამ საქ­მით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი და მათი 8 წელი შე­ჩე­რე­ბა გა­მო­იწ­ვევს ამ თა­ო­ბის ჩა­ვარ­დნას. ასე რომ ვა­ცა­დოთ ამ ადა­მი­ა­ნებს თა­ვი­ან­თი საქ­მის კე­თე­ბა. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის აზრი მო­ვის­მი­ნე და ძა­ლი­ან შევ­წუხ­დი, რომ თურ­მე ესე­ნი არი­ან პატ­რი­ო­ტე­ბი და ჩვე­ნი სპორ­ტსმე­ნე­ბი არ არი­ან. თქვე­ნი გად­მო­სა­ხე­დი­დან ნუ გან­სჯით მთელს ქვე­ყა­ნას, არ შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერ­ში მარ­თლე­ბი იყოთ. ასე რომ აცა­დეთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს თვი­თონ გა­და­წყვი­ტონ, ვინ უნდა წვი­დეს და ვინ არა. ეს არ არის ვი­ღა­ცე­ე­ბის გა­და­სა­წყვე­ტი. საკ­მა­რი­სად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ჩვე­ნი სპორ­ტსმე­ნე­ბი და საკ­მა­ოდ დიდი პატ­რი­ო­ტიზ­მიც გა­აჩ­ნი­ათ. რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შის ქვეშ გა­მო­დი­ხარ სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე, იმ მო­მენ­ტში შენს ქვე­ყა­ნას წარ­მო­ად­გენ. ასე რომ, რუ­სე­თი­დან წა­მო­ღე­ბულ თი­თო­ე­ულ მე­დალს უფრო მეტი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, ვიდ­რე ოლიმ­პი­ა­დის­თვის ბო­ი­კო­ტის გა­მო­ცხა­დე­ბას", - წერს მომ­ღე­რა­ლი.

აჩი­კო ნი­ჟა­რა­ძე კრემლში "ერი­სი­ო­ნის" გა­მარ­თულ კონ­ცერტთან და­კავ­ში­რე­ბი­თაც აკე­თებს კო­მენ­ტარს. მომ­ღერ­ლის თქმით, ეს ფაქ­ტი მხო­ლოდ იმის დას­ტუ­რია, რომ მტე­რი ვე­რას­დროს შეძ­ლებს ქარ­თვე­ლი ერის გა­ნად­გუ­რე­ბას.

"რაც შე­ე­ხე­ბა ერი­სი­ო­ნის კონ­ცერტს კრემლში. არც მათ ვამ­ტყუ­ნებ და არ ვთვლი მო­ღა­ლა­ტე­ე­ბად. თუ კარ­გად ნა­ხეთ ვი­დეო, მთე­ლი დარ­ბა­ზი ფეხ­ზე დამ­დგა­რი ტაშს უკ­რავს და­ახ­ლო­ე­ბით 20 წუთი, ხოლო სცე­ნა­ზე დგა­ნან ჩვე­ნი ერი­სი­ო­ნის მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი ქარ­თულ ნა­ცი­ო­ნა­ლურ ტან­საც­მელ­ში გა­მო­წყო­ბი­ლე­ბი და ხელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შებს აფ­რი­ა­ლე­ბენ. მე ვთვლი, რომ მათ კი­დევ ერთხელ და­ამ­ტკი­ცეს ამ გა­მოს­ვლით, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ წაქ­ცე­უ­ლა ომის შემ­დეგ და სა­ქარ­თვე­ლო კი­დევ აგ­რძე­ლებს და გა­აგ­რძე­ლებს გან­ვი­თა­რე­ბას და ვე­რა­ნა­ი­რი მტე­რი ვერ გა­ა­ნად­გუ­რებს ქარ­თველ ერს. ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა კი­დევ ის ქარ­თვე­ლე­ბი, რო­მელ­თა რა­ოდ­ნო­ბაც 1 000 000 შე­ად­გენს ისი­ნი რუ­სეთ­ში ცხოვ­რო­ბენ და მა­თაც ენა­ტე­რე­ბათ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა, რა­ტომ­ღაც ყვე­ლას და­ა­ვი­წყდა, რა­ტომ არი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ხიზ­ნუ­ლი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში. ისი­ნიც ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან.

ასე რომ, შევ­წყვი­ტოთ ქარ­თვე­ლებ­მა ერ­თმა­ნე­თის ჭამა და ყვე­ლა­ზე ცუ­დის ერ­თმა­ნეთ­ში ძებ­ნა. მივ­ცეთ ქარ­თულ კულ­ტუ­რას და სპორ­ტს თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ერ­თმა­ნე­თის ჭა­მით ჩვენ ვზა­რალ­დე­ბით და მტე­რი ძლი­ერ­დე­ბა", - წერს მომ­ღე­რა­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

აჩიკო ნიჟარაძე - "თავისუფლება ხელოვნებას! მოგვეცით საშუალება, თავისუფლად ვიმუშაოთ"

აჩიკო ნიჟარაძე - "თავისუფლება ხელოვნებას! მოგვეცით საშუალება, თავისუფლად ვიმუშაოთ"

მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ხელოვნების პოლიტიკური ცენზურისგან გათავისუფლებას ითხოვს და წერს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობას მხოლოდ ვიღაცის ნების გამო ვერ ახერხებდა.

"თავისუფლება ხელოვნებაააააააააააააააააააას

მოგვეცით საშუალება, რომ თავისუფლად ვიმუშაოთ ვაკეთოთ ჩვენი საქმე და ჩვენი საქმით ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა. ამდენი წელია ვერაფრით ვერ მოვახერხე საერთაშორისო კონკურსზე მონაწილეობის მიღება იმიტომ, რომ ვიღაცას არ სურდა რომ მე მეღერა. პირველად ორი თვის წინ მივიღე მონაწილეობა პირველ საერთაშორის კონკურსზე და 21 ქვეყანას შორის 2 ადგილი დავიკავე ბელარუსიაში (სლავიანსკი ბაზარი 2013), სულ რაღაც ერთი თვის წინ მეორედ გავემგზავრე საერთაშორისო კონკურსზე და გრამპრი ჩამოვიტანე. ესტონეთი ტალინი (Laagna Laul 2013)

ახლა თქვენ განსაჯეთ, ვინ არის ქვეყნის მოღალატე, ვინც მე და კიდევ ჩემს ბევრ კოლეგას არ უშვებდა კონკურსებზე, თუ ჩვენ ვართ მოღალატეები, ვისაც საქართველოში გრანპრი და საპრიზო ადგილები ჩამოგვაქვს?", - წერს ნიჟარაძე.

მომღერალი სოჭის ოლიმპიადაში ქართველების მონაწილეობის თემასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ოლიმპიადაზე უარის თქმით, ისევ საქართველო და სპორტსმენები დაზრალდებიან, ვინაიდან, მომღერლის აზრით, "რუსეთიდან წამოღებულ თითოეულ მედალს უფრო მეტი მნიშვნელობა ექნება ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადებას".

"მინდა გამოვეხმაურო ერთ-ერთ თემას, რომელიც ეკა ხოფერიას გადაცემაში მოვისმინე. ქართველმა სპორტსმენებმა უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაზე.

ჩემი აზრით, უნდა მიიღონ მონაწილეობა და ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ რაც შეიძლება ბევრი მედალი წამოვიღოთ ამ ოლიმპიადიდან. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი დიდი განაცხადი, რომ ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომელიც უნდა დაჩაგროს ვინმემ.

ოლიმპიადაზე არ გასვლა და ამ სახის პროტესტი ზიანს მხოლოდ საქართველოს ოლიმპიელებს მოუტანს, ქვეყანა დაჯარიმდება და მიიღებს 8 წლიან დისკვალიფიკაციას, ასე რომ არ გვინდა სპორტსმენების გამტყუნება და მოღალატეებად შერაცხვა. ვინც იქ წავა და მედალს წამოიღებს, პირიქით, ჩვენი ქვეყნის საამაყო სპორტსმენი გახდება. ეს ბიჭები და გოგოები ვინც იქ მიდიან, მთელი ცხოვრებაა ამ საქმით არიან დაკავებული და მათი 8 წელი შეჩერება გამოიწვევს ამ თაობის ჩავარდნას. ასე რომ ვაცადოთ ამ ადამიანებს თავიანთი საქმის კეთება. უამრავი ადამიანის აზრი მოვისმინე და ძალიან შევწუხდი, რომ თურმე ესენი არიან პატრიოტები და ჩვენი სპორტსმენები არ არიან. თქვენი გადმოსახედიდან ნუ განსჯით მთელს ქვეყანას, არ შეიძლება ყველაფერში მართლები იყოთ. ასე რომ აცადეთ პროფესიონალებს თვითონ გადაწყვიტონ, ვინ უნდა წვიდეს და ვინ არა. ეს არ არის ვიღაცეების გადასაწყვეტი. საკმარისად ჩამოყალიბებული ადამიანები არიან ჩვენი სპორტსმენები და საკმაოდ დიდი პატრიოტიზმიც გააჩნიათ. როდესაც საქართველოს დროშის ქვეშ გამოდიხარ საერთაშორისო ასპარეზზე, იმ მომენტში შენს ქვეყანას წარმოადგენ. ასე რომ, რუსეთიდან წამოღებულ თითოეულ მედალს უფრო მეტი მნიშვნელობა ექნება ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადებას", - წერს მომღერალი.

აჩიკო ნიჟარაძე კრემლში "ერისიონის" გამართულ კონცერტთან დაკავშირებითაც აკეთებს კომენტარს. მომღერლის თქმით, ეს ფაქტი მხოლოდ იმის დასტურია, რომ მტერი ვერასდროს შეძლებს ქართველი ერის განადგურებას.

"რაც შეეხება ერისიონის კონცერტს კრემლში. არც მათ ვამტყუნებ და არ ვთვლი მოღალატეებად. თუ კარგად ნახეთ ვიდეო, მთელი დარბაზი ფეხზე დამდგარი ტაშს უკრავს დაახლოებით 20 წუთი, ხოლო სცენაზე დგანან ჩვენი ერისიონის მოცეკვავეები ქართულ ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილები და ხელში საქართველოს დროშებს აფრიალებენ. მე ვთვლი, რომ მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს ამ გამოსვლით, რომ საქართველო არ წაქცეულა ომის შემდეგ და საქართველო კიდევ აგრძელებს და გააგრძელებს განვითარებას და ვერანაირი მტერი ვერ გაანადგურებს ქართველ ერს. ნუ დაგვავიწყდება კიდევ ის ქართველები, რომელთა რაოდნობაც 1 000 000 შეადგენს ისინი რუსეთში ცხოვრობენ და მათაც ენატერებათ ქართული კულტურა, რატომღაც ყველას დაავიწყდა, რატომ არიან ეს ადამიანები გახიზნული სხვადასხვა ქვეყნებში. ისინიც ქართველები არიან.

ასე რომ, შევწყვიტოთ ქართველებმა ერთმანეთის ჭამა და ყველაზე ცუდის ერთმანეთში ძებნა. მივცეთ ქართულ კულტურას და სპორტს თავისუფლება. ერთმანეთის ჭამით ჩვენ ვზარალდებით და მტერი ძლიერდება", - წერს მომღერალი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს