პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს - ჯიჰადის ვიდეოს საქმეზე ბრალდებულია ყირგიზეთის მოქალაქე, რომელიც სოხუმში მუშაობს
 შსს - ჯიჰადის ვიდეოს საქმეზე ბრალდებულია ყირგიზეთის მოქალაქე, რომელიც სოხუმში მუშაობს

ე.წ. ჯი­ჰა­დის ვი­დე­ოს საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ყირ­გი­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე სა­მარ ჩო­კუ­ტა­ე­ვია, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს არა­კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბა, - ამის შე­სა­ხებ შსს-ს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელმღძვა­ნელ­მა ნინო გი­ორ­გო­ბი­ან­მა დღე­ვან­დელ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩო­კუ­ტა­ე­ვი სო­ხუმ­ში მო­ბი­ლუ­რი კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­ულ-ტექ­ნი­კუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად დად­გე­ნი­ლია და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პირი - 1989 წლის 6 მარტს და­ბა­დე­ბუ­ლი ყირ­გი­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე სა­მარ ჩო­კუ­ტა­ე­ვი, რო­მე­ლიც სო­ხუმ­ში მო­ბი­ლუ­რი კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობს.

მის მი­მართ და­წყე­ბუ­ლია სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 330-ე პრი­მა მუხ­ლით.

სა­მარ ჩო­კუ­ტა­ევს ბრა­ლი და­ე­დო "საქ­ვეყ­ნოდ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის ჩა­დე­ნი­სა­კენ მო­წო­დე­ბის მიზ­ნით, რაც წარ­მო­შობს ასე­თი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის საფრ­თხეს".

საქ­მე­ზე შეკ­რე­ბილ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი სა­მარ ჩო­კუ­ტა­ე­ვი არის მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის IT სპე­ცი­ა­ლის­ტი და და­ნა­შა­უ­ლი მან სა­ქარ­თვე­ლოს არა­კოტ­რო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­ი­დი­ნა, კერ­ძოდ, 2013 წლის 4 ივ­ნისს ბრალ­დე­ბულ­მა სა­მარ ჩო­კუ­ტა­ევ­მა ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში მომ­ხმა­რე­ბელ Hammad Zaman-ის სა­ხე­ლით გა­ნა­თავ­სა ვი­დე­ორ­გო­ლი, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს ავ­ღა­ნეთ­ში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ მუ­ქა­რას", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გო­ბი­ან­მა.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვი­დე­ორ­გო­ლი­სა და ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის დე­ტა­ლუ­რი შეს­წავ­ლი­სა და სა­თა­ნა­დო ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და:

"ვი­დე­ო­მა­სა­ლა, რო­მე­ლიც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი ვი­დე­ორ­გო­ლის შე­საქ­მნე­ლად, მო­პო­ვე­ბუ­ლია თა­ვი­სუ­ფა­ლი წვდო­მის ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში, რგო­ლი შექ­მნი­ლია ამ ვი­დე­ო­მა­სა­ლის და­მონ­ტა­ჟე­ბის შე­დე­გად და მის და­სამ­ზა­დებ­ლად ავ­ტორს არ დას­ჭირ­ვე­ბია რო­მე­ლი­მე ქარ­თუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ვი­დე­ო­არ­ქივ­თან უშუ­ა­ლო, ანუ ფი­ზი­კუ­რი წვდო­მა; და­ნა­შა­უ­ლი ჩა­დე­ნი­ლია აფხა­ზე­თის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან.

კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, სა­მარ ჩო­კუ­ტა­ევ­მა გა­მო­ი­ყე­ნა ქარ­თუ­ლი GSM ოპე­რა­ტო­რე­ბის (მაგ­თი­კო­მი, ჯე­ო­სე­ლი, მო­ბი­ტე­ლი) USB ინ­ტერ­ნეტ-მო­დე­მე­ბი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ზე ვრცელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი სა­მი­ვე GSM ოპე­რა­ტო­რის სიხ­ში­რე, თა­ვად ან­ძე­ბი კი, რომ­ლე­ბი­თაც ბრალ­დე­ბუ­ლი სარ­გებ­ლობ­და, სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა გან­ლა­გე­ბუ­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ სა­მარ ჩო­კუ­ტა­ევ­მა, აფხა­ზე­თის ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ი­დან, მა­ლა­ი­ზი­ა­ში წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სერ­ვე­რის გა­მო­ყე­ნე­ბით, და­შიფ­რუ­ლი ხა­ზით შე­აღ­წია ქ.თბი­ლის­ში, ორ სხვა­დას­ხვა მი­სა­მარ­თზე მდე­ბა­რე კერ­ძო სტრუქ­ტუ­რა­თა ოფი­სე­ბის ინ­ტერ­ნეტ-ქსელ­ში და კვა­ლის არე­ვის მიზ­ნით, იმგვა­რად ატ­ვირ­თა მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი ვი­დე­ორ­გო­ლი აღ­ნიშ­ნულ ოფი­სებ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი რო­უ­ტე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რომ შექ­მნი­ლი­ყო შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, თით­ქოს და­ნა­შა­უ­ლი ამ ოფი­სე­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იქნა ჩა­დე­ნი­ლი. შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­მო­ძი­ე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე, სწო­რედ თბი­ლის­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი IP მი­სა­მარ­თე­ბი იქნა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გო­ბი­ან­მა.

მისი გან­მარ­ტე­ბით, სა­მარ ჩო­კუ­ტა­ევს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად და­უს­წრებ­ლად შე­უ­ფარ­და პა­ტიმ­რო­ბა.

ამ­ჟა­მად ხორ­ცი­ელ­დე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის ძებ­ნის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ.

"გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და მისი შე­დე­გე­ბის კვალ­დაკ­ვალ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­აგ­რძე­ლებს მო­ქა­ლა­ქე­თა ინ­ფორ­მი­რე­ბას ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მად­ლო­ბას უხ­დის მო­კავ­ში­რე ქვეყ­ნე­ბის სპეც­სამ­სა­ხუ­რებს ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა­ში გა­წე­უ­ლი ქმე­დი­თი დახ­მა­რე­ბი­სათ­ვის", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გო­ბი­ან­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

შსს - ჯიჰადის ვიდეოს საქმეზე ბრალდებულია ყირგიზეთის მოქალაქე, რომელიც სოხუმში მუშაობს

 შსს - ჯიჰადის ვიდეოს საქმეზე ბრალდებულია ყირგიზეთის მოქალაქე, რომელიც სოხუმში მუშაობს

ე.წ. ჯიჰადის ვიდეოს საქმეზე ბრალდებული ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევია, რომელიც ამჟამად საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, - ამის შესახებ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმღძვანელმა ნინო გიორგობიანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

შსს-ს ინფორმაციით, ჩოკუტაევი სოხუმში მობილური კავშირგაბმულობის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების შედეგად დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირი - 1989 წლის 6 მარტს დაბადებული ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევი, რომელიც სოხუმში მობილური კავშირგაბმულობის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს.

მის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 330-ე პრიმა მუხლით.

სამარ ჩოკუტაევს ბრალი დაედო "საქვეყნოდ ინფორმაციის გავრცელებაში ტერორისტული აქტის ჩადენისაკენ მოწოდების მიზნით, რაც წარმოშობს ასეთი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს".

საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილია, რომ ბრალდებული სამარ ჩოკუტაევი არის მაღალი კვალიფიკაციის IT სპეციალისტი და დანაშაული მან საქართველოს არაკოტროლირებად ტერიტორიაზე ჩაიდინა, კერძოდ, 2013 წლის 4 ივნისს ბრალდებულმა სამარ ჩოკუტაევმა ინტერნეტ სივრცეში მომხმარებელ Hammad Zaman-ის სახელით განათავსა ვიდეორგოლი, რომელიც შეიცავს ავღანეთში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების და საქართველოს პრეზიდენტის მიმართ მუქარას", - განაცხადა გიორგობიანმა.

მისი ინფორმაციით, ვიდეორგოლისა და ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენისას გამოყენებული ტექნოლოგიის დეტალური შესწავლისა და სათანადო ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დადგინდა:

"ვიდეომასალა, რომელიც გამოყენებულია მუქარის შემცველი ვიდეორგოლის შესაქმნელად, მოპოვებულია თავისუფალი წვდომის ინტერნეტ სივრცეში, რგოლი შექმნილია ამ ვიდეომასალის დამონტაჟების შედეგად და მის დასამზადებლად ავტორს არ დასჭირვებია რომელიმე ქართული ტელეკომპანიის ვიდეოარქივთან უშუალო, ანუ ფიზიკური წვდომა; დანაშაული ჩადენილია აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან.

კვალის დაფარვის მიზნით, სამარ ჩოკუტაევმა გამოიყენა ქართული GSM ოპერატორების (მაგთიკომი, ჯეოსელი, მობიტელი) USB ინტერნეტ-მოდემები. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდება საქართველოში მოქმედი სამივე GSM ოპერატორის სიხშირე, თავად ანძები კი, რომლებითაც ბრალდებული სარგებლობდა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განლაგებული.

გამოძიებით დადგენილია, რომ სამარ ჩოკუტაევმა, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, მალაიზიაში წინასწარ მომზადებული სერვერის გამოყენებით, დაშიფრული ხაზით შეაღწია ქ.თბილისში, ორ სხვადასხვა მისამართზე მდებარე კერძო სტრუქტურათა ოფისების ინტერნეტ-ქსელში და კვალის არევის მიზნით, იმგვარად ატვირთა მუქარის შემცველი ვიდეორგოლი აღნიშნულ ოფისებში განთავსებული როუტერების გამოყენებით, რომ შექმნილიყო შთაბეჭდილება, თითქოს დანაშაული ამ ოფისების მიმდებარე ტერიტორიაზე იქნა ჩადენილი. შეგახსენებთ, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე, სწორედ თბილისში განთავსებული IP მისამართები იქნა იდენტიფიცირებული ქართველი სამართალდამცველების მიერ", - აღნიშნა გიორგობიანმა.

მისი განმარტებით, სამარ ჩოკუტაევს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა.

ამჟამად ხორციელდება ბრალდებულის ძებნის ღონისძიებები, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.

"გამოძიება გრძელდება და მისი შედეგების კვალდაკვალ, შინაგან საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს მოქალაქეთა ინფორმირებას ამ საქმესთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის მოკავშირე ქვეყნების სპეცსამსახურებს ამ საქმის გამოძიებაში გაწეული ქმედითი დახმარებისათვის", - აღნიშნა გიორგობიანმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ