პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ნიკოლაძე რუსეთის დაპყრობას აპირებს - "ნიკოლშოუში" 3 გოგო უნდა ავიყვანოთ"
გია ნიკოლაძე რუსეთის დაპყრობას აპირებს - "ნიკოლშოუში" 3 გოგო უნდა ავიყვანოთ"

"მალე ახალ ალ­ბომს გა­მო­ვუშ­ვებ, რო­მელ­საც ჩემი პო­ე­მის (წიგ­ნად რომ გა­მო­ი­ცე­მა), ყდა­ში ჩავ­სვამ. მოკ­ლედ, პო­ე­მა და დის­კი ერ­თად გა­ი­ყი­დე­ბა. კონ­ცერ­ტის მო­წყო­ბაც მინ­და, ის წიგ­ნი­სა და დის­კის პრე­ზენ­ტა­ცი­ის­თვის უნდა გავ­მარ­თო", - ამ­ბობს ჯგუ­ფის "ნი­კოლ­შო­უს" ლი­დე­რი, ნი­კო­ლა­ძე­ე­ბის უფ­რო­სი ძმა გია ნი­კო­ლა­ძე, რო­მელ­საც ამ სი­ახ­ლეს­თან ერ­თად, კი­დევ სა­ინ­ტე­რე­სო გეგ­მე­ბი აქვს:

- ძმე­ბი ნი­კო­ლა­ძე­ე­ბი უკა­ნა პლან­ზე გა­დავ­დი­ვართ, - ჯგუ­ფის ახა­ლი წევ­რე­ბის აყ­ვა­ნა გა­დავ­წყვი­ტეთ: ახალ­გაზ­რდა მომ­ღერ­ლე­ბი­დან და მსა­ხი­ო­ბე­ბი­დან 4 ბიჭი და 3 გოგო გვინ­და შე­ვარ­ჩი­ოთ. ისი­ნი "ნი­კოლ­შო­უს" სო­ლის­ტე­ბი იქ­ნე­ბი­ან და ჩვენს და­წყე­ბულ საქ­მეს გა­აგ­რძე­ლე­ბენ. მე კი მათი პრო­დი­უ­სე­რი და სიმ­ღე­რე­ბის შემ­ქმნე­ლი ვიქ­ნე­ბი. მოკ­ლედ, ახლა კონ­კურსს ვა­ცხა­დებ.

- ეს ადა­მი­ა­ნე­ბი რა კრი­ტე­რი­უ­მებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დნენ?

- "ნი­კოლ­შო­უს" ახა­ლი წევ­რე­ბი პლას­ტი­კუ­რე­ბი უნდა იყ­ვნენ და სცე­ნა­ზე კარ­გად მოძ­რა­ობ­დნენ; იყ­ვნენ ლა­მა­ზე­ბი და მაგ­რად მღე­რო­დენ! ისე, ჩვე­ნი ჯგუ­ფი თა­ვი­დან­ვე ასე მინ­დო­და, რომ წარმდგა­რი­ყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე, მაგ­რამ სჯობს გვი­ან, ვიდ­რე არას­დრო­სო, ხომ გა­გი­გო­ნი­ათ?..

ბი­ჭებს სცე­ნა­ზე ფრა­კე­ბით გა­მო­ვიყ­ვან... რე­პერ­ტუ­არ­ში რაც გვაქვს, იმას ორი იმ­დე­ნი სიმ­ღე­რა და­ე­მა­ტე­ბა. მინ­და, რომ ჩვე­ნი შო­უ­თი პირ­ვე­ლად რუ­სე­ბი გა­ვა­გი­ჟოთ!.. ამის­თვის რუ­სუ­ლი ტექ­სტე­ბი უკვე მზად მაქვს, - ჩემი სიმ­ღე­რე­ბი გა­დავ­თარ­გმნე და რა­ღა­ცე­ბის გა­კე­თე­ბას კი­დევ ვა­პი­რებ. პროგ­რა­მით, რო­მელ­საც დავ­დგამთ, რუ­სე­თი უნდა და­ვი­პყროთ, მოკ­ლედ, პირ­ველ ან­კესს სწო­რედ მათ­თან ჩა­ვუშ­ვებ, რა­ღა­ცებს რომ უბე­რა­ვენ! გა­და­ვი­ღებთ ვი­დეო მა­სა­ლა­საც, ის მათი ფილ­მე­ბი­დან კად­რე­ბით იქ­ნე­ბა და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, რაც შოუს მსვლე­ლო­ბი­სას ეკ­რან­ზე გავა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ასე გა­დავ­წყვი­ტე!

ასე რომ, "ნი­კოლ­შო­უს" "მე­ო­რე სუნ­თქვა" გა­ეხ­სნა და სულ მალე, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბი­თა და შო­უ­თი წარვდგე­ბით. 21 მარტს 50 წლის ვხდე­ბი და მინ­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი ამ დღის­თვის მო­ვას­წრო.

ლალი ფა­ცია

გია ნიკოლაძე რუსეთის დაპყრობას აპირებს - "ნიკოლშოუში" 3 გოგო უნდა ავიყვანოთ"

გია ნიკოლაძე რუსეთის დაპყრობას აპირებს - "ნიკოლშოუში" 3 გოგო უნდა ავიყვანოთ"

"მალე ახალ ალბომს გამოვუშვებ, რომელსაც ჩემი პოემის (წიგნად რომ გამოიცემა), ყდაში ჩავსვამ. მოკლედ, პოემა და დისკი ერთად გაიყიდება. კონცერტის მოწყობაც მინდა, ის წიგნისა და დისკის პრეზენტაციისთვის უნდა გავმართო", - ამბობს ჯგუფის "ნიკოლშოუს" ლიდერი, ნიკოლაძეების უფროსი ძმა გია ნიკოლაძე, რომელსაც ამ სიახლესთან ერთად, კიდევ საინტერესო გეგმები აქვს:

- ძმები ნიკოლაძეები უკანა პლანზე გადავდივართ, - ჯგუფის ახალი წევრების აყვანა გადავწყვიტეთ: ახალგაზრდა მომღერლებიდან და მსახიობებიდან 4 ბიჭი და 3 გოგო გვინდა შევარჩიოთ. ისინი "ნიკოლშოუს" სოლისტები იქნებიან და ჩვენს დაწყებულ საქმეს გააგრძელებენ. მე კი მათი პროდიუსერი და სიმღერების შემქმნელი ვიქნები. მოკლედ, ახლა კონკურსს ვაცხადებ.

- ეს ადამიანები რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ?

- "ნიკოლშოუს" ახალი წევრები პლასტიკურები უნდა იყვნენ და სცენაზე კარგად მოძრაობდნენ; იყვნენ ლამაზები და მაგრად მღეროდენ! ისე, ჩვენი ჯგუფი თავიდანვე ასე მინდოდა, რომ წარმდგარიყო საზოგადოების წინაშე, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, ხომ გაგიგონიათ?..

ბიჭებს სცენაზე ფრაკებით გამოვიყვან... რეპერტუარში რაც გვაქვს, იმას ორი იმდენი სიმღერა დაემატება. მინდა, რომ ჩვენი შოუთი პირველად რუსები გავაგიჟოთ!.. ამისთვის რუსული ტექსტები უკვე მზად მაქვს, - ჩემი სიმღერები გადავთარგმნე და რაღაცების გაკეთებას კიდევ ვაპირებ. პროგრამით, რომელსაც დავდგამთ, რუსეთი უნდა დავიპყროთ, მოკლედ, პირველ ანკესს სწორედ მათთან ჩავუშვებ, რაღაცებს რომ უბერავენ! გადავიღებთ ვიდეო მასალასაც, ის მათი ფილმებიდან კადრებით იქნება დამონტაჟებული, რაც შოუს მსვლელობისას ეკრანზე გავა. ეს ყველაფერი ასე გადავწყვიტე!

ასე რომ, "ნიკოლშოუს" ”მეორე სუნთქვა” გაეხსნა და სულ მალე, საზოგადოების წინაშე ახალი შემადგენლობითა და შოუთი წარვდგებით. 21 მარტს 50 წლის ვხდები და მინდა, ეს ყველაფერი ამ დღისთვის მოვასწრო.

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება