ვარსკვლავური წყვილი, მომღერალი ენრიკე ეგლესიასი და რუსი ჩოგბურთელი ანა კურნიკოვა 12 წლიანი რომანის შემდეგ დაშორდნენ.
როგორც დასავლური პრესა წერს, დაშორების მიზეზი გაურკვეველი მომავალია - ანა 12 წელი უიმედოდ ელოდა, როდის ჩაიცვამდა საქორწინო კაბას. წყვილმა უკვე გაყიდა სახლები, რომლებიც ერთობლივად შეიძინეს. მაიმიში მდებარე ვილა კი ძალიან იაფად, 10 მილიონ დოლარად გაასხვისეს.
"38 წლის ენრიკე და 32 წლის ანა 12 წელია ერთად არიან და ყველა ფიქრობდა, რომ მათი რომანი ქორწინებით დაგვირგვინდებოდა. თუმცა, ბოლო რამდენიმე თვეა, ისინი დაშორების ზღვარზე იყვნენ. ანა ლოდინით დაიღალა - უკვე დარწმუნებულია, რომ ენრიკე მის ცოლად შერთვას აღარ აპირებს", - ამბობს კურნიკოვას მეგობარი ჟურნალისტებთან საუბარში.
ერთ-ერთ ინტერვიუში ენრიკემ განაცხადა, რომ ცოლად მხოლოდ იმ ქალს მოიყვანს, რომელიც კისერზე არ დაეკიდება.
მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.