ქუთაისის მესხიშვილის თეატრის სცენაზე საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. ქუთაისური "თეთრი საღამო" ფესტივალ "პოემუსის" ფარგლებში გამართული მეხუთე აქციაა, საიდანაც შემოსული თანხა ლეიკემიით დაავადებულ 4 წლის ლიკა კაპანაძეს უნდა მოხმარდეს. გოგონას ვერონაში სამკურნალოდ, დიმიტრი ცინცაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდმა 100 ათასი ლარი უკვე მოუგროვა, თუმცა კიდევ 65 ათასი ლარია საჭირო.
"ქართველ ბიზნესმენებს ნაკლები საქველმოქმედო კულტურა აქვთ, სამაგიეროდ საზოგადოება იჩენს აქტიურობას", - მიმართა საღამოზე მაყურებელს ჟურნალისტმა ბექა ელბაქიძემ.
იხილეთ ვრცლად