კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არასამთავრობოები - მიუღებელია პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს მათ მიერ გამოქვეყნებული მასალების გამო პასუხს სთხოვდეს
არასამთავრობოები - მიუღებელია პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს მათ მიერ გამოქვეყნებული მასალების გამო პასუხს სთხოვდეს

მი­უ­ღე­ბე­ლია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ჟურ­ნა­ლის­ტებს მათ მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის გამო პა­სუხს სთხოვ­დეს, - ამის შე­სა­ხებ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა – სა­ქარ­თვე­ლო­სა" და "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის" (ISFED) მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

მათი შე­ფა­სე­ბით, პრე­მი­ე­რის დღე­ვან­დე­ლი ტონი და მისი ინ­სტრუქ­ცი­ე­ბი, კი­თხვე­ბის ფორ­მუ­ლი­რე­ბის თა­ო­ბა­ზე, შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს, რო­გორც ღია ჩა­რე­ვა მე­დი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გან­ცხა­დე­ბას "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, დღეს, სა­კუ­თარ რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ქარ­თუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა. შეხ­ვედ­რი­სას მან დამ­სწრე ჟურ­ნა­ლის­ტებს უხე­ში შე­ნიშ­ვნე­ბი მის­ცა და, ზო­გა­დად, ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის დონე გა­აკ­რი­ტი­კა.

პრე­მი­ერ-მი­ნისტრს მომ­ზა­დე­ბუ­ლი ჰქონ­და ამო­ნა­რი­დე­ბი იმ სტა­ტი­ე­ბი­დან და სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც პი­რა­დად მის­თვის იყო მი­უ­ღე­ბე­ლი. მან რამ­დენ­ჯერ­მე მო­ახ­დი­ნა ცი­ტი­რე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლე­ბი­დან და მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბი­სათ­ვის თი­თო­ე­ულ დამ­სწრე ჟურ­ნა­ლისტს ახნა-გან­მარ­ტე­ბა მოს­თხო­ვა. გარ­და ამი­სა, ივა­ნიშ­ვილ­მა მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს რამ­დე­ნი­მე უნარ-ჩვე­ვა და­უ­წუ­ნა, მათ შო­რის, შე­კი­თხვის დას­მის, არ­გუ­მენ­ტე­ბის მოყ­ვა­ნი­სა და რეს­პონ­დენ­ტთა შერ­ჩე­ვის. მან გა­აკ­რი­ტი­კა, ასე­ვე, ჟურ­ნა­ლის­ტთა მიერ ეკო­ნო­მი­კის სფე­როს მწი­რი ცოდ­ნა.

ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც პრე­მი­ე­რი ცალ­კე­უ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას სა­ჯა­როდ აფა­სებს და ცდი­ლობს ას­წავ­ლოს მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, თუ რას გუ­ლის­ხმობს ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი სტან­დარ­ტე­ბი. თუმ­ცა, პრე­მი­ე­რის დღე­ვან­დე­ლი ტონი და მისი ინ­სტრუქ­ცი­ე­ბი კი­თხვე­ბის ფორ­მუ­ლი­რე­ბის თა­ო­ბა­ზე შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს რო­გორც ღია ჩა­რე­ვა მე­დი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ისე­ვე, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი მა­ღა­ლი რან­გის სა­ჯა­რო მო­ხე­ლე, უნდა შე­ე­გუ­ოს იმ ფაქტს, რომ ყვე­ლა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა მათ­თვის მი­სა­ღე­ბი ფორ­მით არ გა­ა­შუ­ქებს მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს. სა­ჯა­რო კონ­ტრო­ლი მთავ­რო­ბის მუ­შა­ო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის მნიშ­ვნე­ლო­ვან კომ­პო­ნენტს წარ­მო­ად­გენს. სწო­რედ ეს ხში­რად უსი­ა­მოვ­ნო სა­ჯა­რო კონ­ტრო­ლი უწყობს ხელს მო­ხე­ლე­ე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის ამაღ­ლე­ბას. ამი­ტო­მაც მი­იჩ­ნე­ვა თა­ვი­სუ­ფა­ლი და პლუ­რა­ლის­ტუ­რი მე­დია დე­მოკ­რა­ტი­ის უმ­თავ­რეს შე­მად­გე­ნელ ნა­წი­ლად.

ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში პლუ­რა­ლის­ტუ­რი მე­დი­ა­გა­რე­მოა, რაც სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ მიღ­წე­ვად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს. მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის სხვა­დას­ხვა სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კის მქო­ნე მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ხელ­მი­საწ­ვდო­მია, რაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის ფორ­მი­რე­ბას უწყობს ხელს და ამომ­რჩე­ველს სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­საც პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი მარ­თავს, ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, შექ­მნან კრი­ტი­კუ­ლი მა­სა­ლა. მისი მხრი­დან შეხ­ვედ­რის დროს გა­კე­თე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი კი შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ფას­დეს, რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ჩა­რე­ვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, რაც გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია", - ნათ­ქვა­მია არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო­სა" და "სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა დღეს ცენ­ტრა­ლუ­რი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რე­ბის უფ­რო­სებ­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი თოქ­შო­უ­ე­ბის წამ­ყვა­ნებ­თან სა­კუ­თარ რე­ზი­დენ­ცი­ა­ში შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

არასამთავრობოები - მიუღებელია პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს მათ მიერ გამოქვეყნებული მასალების გამო პასუხს სთხოვდეს

არასამთავრობოები - მიუღებელია პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს მათ მიერ გამოქვეყნებული მასალების გამო პასუხს სთხოვდეს

მიუღებელია პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს მათ მიერ გამოქვეყნებული მასალების გამო პასუხს სთხოვდეს, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათი შეფასებით, პრემიერის დღევანდელი ტონი და მისი ინსტრუქციები, კითხვების ფორმულირების თაობაზე, შეიძლება შეფასდეს, როგორც ღია ჩარევა მედიის საქმიანობაში. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, დღეს, საკუთარ რეზიდენციაში ქართული ტელევიზიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრისას მან დამსწრე ჟურნალისტებს უხეში შენიშვნები მისცა და, ზოგადად, ქართველი ჟურნალისტების პროფესიონალიზმის დონე გააკრიტიკა.

პრემიერ-მინისტრს მომზადებული ჰქონდა ამონარიდები იმ სტატიებიდან და სატელევიზიო გადაცემებიდან, რომლებიც პირადად მისთვის იყო მიუღებელი. მან რამდენჯერმე მოახდინა ციტირება აღნიშნული მასალებიდან და მისთვის მიუღებელი ინფორმაციის გავრცელებისათვის თითოეულ დამსწრე ჟურნალისტს ახნა-განმარტება მოსთხოვა. გარდა ამისა, ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებს რამდენიმე უნარ-ჩვევა დაუწუნა, მათ შორის, შეკითხვის დასმის, არგუმენტების მოყვანისა და რესპონდენტთა შერჩევის. მან გააკრიტიკა, ასევე, ჟურნალისტთა მიერ ეკონომიკის სფეროს მწირი ცოდნა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრემიერი ცალკეული ჟურნალისტების საქმიანობას საჯაროდ აფასებს და ცდილობს ასწავლოს მედიის წარმომადგენლებს, თუ რას გულისხმობს ჟურნალისტური სტანდარტები. თუმცა, პრემიერის დღევანდელი ტონი და მისი ინსტრუქციები კითხვების ფორმულირების თაობაზე შეიძლება შეფასდეს როგორც ღია ჩარევა მედიის საქმიანობაში.

პრემიერ-მინისტრი, ისევე, როგორც ნებისმიერი მაღალი რანგის საჯარო მოხელე, უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ ყველა მედიასაშუალება მათთვის მისაღები ფორმით არ გააშუქებს მიმდინარე პროცესებს. საჯარო კონტროლი მთავრობის მუშაობის მონიტორინგის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. სწორედ ეს ხშირად უსიამოვნო საჯარო კონტროლი უწყობს ხელს მოხელეებისა და პოლიტიკოსების ანგარიშვალდებულების ამაღლებას. ამიტომაც მიიჩნევა თავისუფალი და პლურალისტური მედია დემოკრატიის უმთავრეს შემადგენელ ნაწილად.

ამჟამად საქართველოში პლურალისტური მედიაგარემოა, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს. მოსახლეობისთვის სხვადასხვა სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებები ხელმისაწვდომია, რაც განსხვავებული შეხედულებების ფორმირებას უწყობს ხელს და ამომრჩეველს საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებაში ეხმარება. ქვეყანაში, რომელსაც პრემიერ მინისტრი მართავს, ჟურნალისტებს საშუალება აქვთ, შექმნან კრიტიკული მასალა. მისი მხრიდან შეხვედრის დროს გაკეთებული შეფასებები კი შესაძლებელია შეფასდეს, როგორც პრემიერ-მინისტრის ჩარევა მედიასაშუალებების საქმიანობაში, რაც გაუმართლებელია", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ცენტრალური ტელევიზიების საინფორმაციო სამსახურების უფროსებსა და პოლიტიკური თოქშოუების წამყვანებთან საკუთარ რეზიდენციაში შეხვედრა გამართა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია