პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველი ემიგრანტები სკაიპით ასაფლავებენ ოჯახის წევრებს"
"ქართველი ემიგრანტები სკაიპით ასაფლავებენ ოჯახის წევრებს"

"უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი­სა და დი­ას­პო­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის" შე­სა­ხებ კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­დის, ახა­ლარ­ჩე­ულ პრე­ზი­დენტს აღარ ექ­ნე­ბა უფ­ლე­ბა, ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში, კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი წე­სის და­უც­ვე­ლად მი­ა­ნი­ჭოს პირს უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი თა­ნა­მე­მა­მუ­ლის სტა­ტუ­სი, იც­ვლე­ბა მოწ­მო­ბის აღე­ბის წე­სიც.

შალ­ვა კიკ­ნა­ვე­ლი­ძე, დი­ას­პო­რი­სა და კავ­კა­სი­ის სა­კი­თხთა სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე:

- დი­ას­პო­რის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რა­ტის მიერ იგეგ­მე­ბა ახა­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა, რო­მელ­შიც უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი თა­ნა­მე­მა­მუ­ლის სტა­ტუ­სი­სა და აღ­ნიშ­ნუ­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბის სა­კი­თხი ახ­ლე­ბუ­რად მო­წეს­რიგ­დე­ბა.

ინა ოსი­ძე, ორ­გა­ნი­ზა­ცია "მე დავ­ბრუნ­დე­ბი":

- სამ­წუ­ხა­როდ, პრე­ზი­დენ­ტი თა­ნა­მე­მა­მუ­ლის სტა­ტუს­თან ექ­სკლუ­ზი­ურ უფ­ლე­ბას ხში­რად სა­თა­ვი­სოდ იყე­ნებ­და. არა­ერ­თი შემ­თხვე­ვაა, როცა თურ­ქეთ­ში ეს სტა­ტუ­სი, ისე­ვე რო­გორც ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, ადა­მი­ა­ნებს პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით ენი­ჭე­ბათ, მათ, ვი­საც არა­ვი­თა­რი შე­ხე­ბა არა აქვთ სა­ქარ­თვე­ლოს­თან, ჩვე­ნი პრობ­ლე­მე­ბი ნაკ­ლე­ბად აწუ­ხებთ. სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­პა­ტიო კონ­სუ­ლე­ბად ინიშ­ნე­ბოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც, ჩემი აზ­რით, ამ სტა­ტუ­სის ღირ­სი არ იყ­ვნენ და პო­ლი­ტი­კუ­რი ლო­ი­ა­ლო­ბის ნიშ­ნით ირ­ჩე­ოდ­ნენ.

- რა გზებს მი­მარ­თა­ვენ ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი ამე­რი­კა­ში ყოფ­ნი­სა თუ მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად?

- ძალ­ზე დი­დია იმა­თი რა­ო­დე­ნო­ბა, ვინც მწვა­ნე ბა­რა­თი მო­ი­გო სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ამე­რი­კის კა­ნო­ნებს არ და­არ­ღვევ და გა­და­სა­ხა­დებს გა­და­იხ­დი, ხუთ წე­ლი­წად­ში იღებ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას; ხში­რად ქორ­წინ­დე­ბი­ან ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე, მწვა­ნე ბა­რა­თის აღე­ბის დღი­დან სამ წე­ლი­წად­ში ქმარს თუ არ გა­ეყ­რე­ბი, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას მი­ი­ღებ. მე ახლა მწვა­ნე ბა­რა­თი მაქვს, რო­მე­ლიც ყო­ველ ათ წე­ლი­წად­ში შე­მიძ­ლია გან­ვა­ახ­ლო; ახლა უკვე შე­მიძ­ლია აშშ-ის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბაც მი­ვი­ღო, თუ გინ­და მო­ქა­ლა­ქე გახ­დე, ამ სტა­ტუ­სის მი­ღე­ბამ­დე 6 თვე­ზე მეტ­ხანს შტა­ტე­ბი არ უნდა და­ტო­ვო.

- რე­ა­ლუ­რად, რა როლს ას­რუ­ლე­ბენ დი­ას­პო­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ემიგ­რან­ტთა ცხოვ­რე­ბა­ში?

- ეს ემიგ­რან­ტთა თავ­შეყ­რის, პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის ად­გი­ლია. იმ ქა­ლა­ქებ­ში, სა­დაც საკ­ვი­რაო სკო­ლე­ბია გახ­სნი­ლი, ბავ­შვებ­მა მშობ­ლი­უ­რი ენა, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია უკეთ იცი­ან. დი­ას­პო­რამ იცის, ვინ რას წარ­მო­ად­გენს, ვინ არის თა­ნა­მე­მა­მუ­ლის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის ღირ­სი. ამას­თან, გული მწყდე­ბა, როცა მხო­ლოდ უცხო­ეთ­ში წარ­მა­ტე­ბულ ქარ­თვე­ლებ­ზე სა­უბ­რო­ბენ, რა ქნან იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, ვინც დავ­რდო­მილ ბე­ბი­ებ­თან მუ­შა­ო­ბენ, ხში­რად ათას­ნა­ირ დამ­ცი­რე­ბას იტა­ნენ უცხო ოჯახ­ში და აქ, სულ ცოტა, ოჯა­ხის 5 წევ­რს არ­ჩე­ნენ? ემიგ­რა­ცია ძალ­ზე ფა­ქი­ზი კონ­ტინ­გენ­ტია, რა­ტომ­ღაც თვლი­ან, რომ ადა­მი­ა­ნი როცა ემიგ­რა­ცი­ა­შია, იმას რა უჭირს. არა­და, ეს ტრა­გე­დი­აა! ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი სკა­ი­პით ასაფ­ლა­ვე­ბენ ოჯა­ხის წევ­რებს, სკა­ი­პით ზრდი­ან შვი­ლებს. ძნე­ლია, როცა 24 სა­ა­თი ზი­ხარ მო­ხუც­თან, ძი­რი­თა­დად, პე­რი­ფე­რი­ა­ში, სა­დაც 8 სა­ა­თის მერე ქა­ლა­ქი ბნელ­დე­ბა და ერ­თა­დერ­თი ხსნა ინ­ტერ­ნე­ტია, თუმ­ცა, ასა­კის გამო ზო­გი­ერთს მისი ათ­ვი­სე­ბაც უჭირს. შარ­შან ჩა­ვა­ტა­რეთ კვლე­ვა, ემიგ­რან­ტებს სკა­ი­პით ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბა შევ­თა­ვა­ზეთ, "ფე­ის­ბუ­ქით" გა­მო­ვა­ცხა­დეთ, ვის სჭირ­დე­ბო­და ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი და ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 460 მსურ­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდა, რაც დიდი რი­ცხვია, ძი­რი­თა­დად გა­მოგ­ვეხ­მა­ურ­ნენ აშშ-დან, სა­ბერ­ძნე­თი­დან და იტა­ლი­ი­დან. ფსი­ქო­თე­რა­პევტმა, რო­მე­ლიც მათ ესა­უბ­რა, გა­ოგ­ნე­ბულ­მა გვი­თხრა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე მძი­მე ავად­მყო­ფიც კი ემიგ­რან­ტებ­თან შე­და­რე­ბით ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით ჯან­მრთე­ლია.

გი­ორ­გი ოკ­რი­ბე­ლაშ­ვი­ლი, - ორ­გა­ნი­ზა­ცია "მე დავ­ბრუნ­დე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ბერ­ძნეთ­ში: თა­ნა­მე­მა­მუ­ლის სტა­ტუ­სი, ისე­ვე რო­გორც ბევ­რი სხვა კა­ნო­ნი, სტა­ტუ­სი თუ სერ­ვი­სი, ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ემიგ­რა­ცი­ა­ში ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი "ელი­ტუ­რი" ანუ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი" კას­ტის შექ­მნას, რო­მე­ლიც მორ­ჩი­ლად შექ­მნი­და უცხო­ეთ­ში ქარ­თვე­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის ილუ­ზი­ას დიქ­ტა­ტო­რუ­ლი რე­ჟი­მი­სად­მი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის თვა­ლის ასახ­ვე­ვად. ასე­ვე, ეს სტა­ტუ­სი შექ­მნი­ლი იყო იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში მა­ვანს გა­ად­ვი­ლე­ბო­და სა­კუ­თა­რი "ფა­ვო­რი­ტის" და­ნიშ­ვნა, თა­ნაც ისე, რომ მათ უარი არ ეთ­ქვათ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე (მა­გა­ლი­თად, ვერა ქო­ბა­ლია, რად­გან სწო­რედ მის და­ნიშ­ვნას და­ემ­თხვა პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან ამ სტა­ტუ­სის დამ­ტკი­ცე­ბა).

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

"ქართველი ემიგრანტები სკაიპით ასაფლავებენ ოჯახის წევრებს"

"ქართველი ემიგრანტები სკაიპით ასაფლავებენ ოჯახის წევრებს"

"უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების" შესახებ კანონში ცვლილებები შედის, ახალარჩეულ პრეზიდენტს აღარ ექნება უფლება, ცალკეულ შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული წესის დაუცველად მიანიჭოს პირს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი, იცვლება მოწმობის აღების წესიც.

შალვა კიკნაველიძე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე:

- დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ იგეგმება ახალი კანონპროექტის შემუშავება, რომელშიც უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსისა და აღნიშნულის დამადასტურებელი მოწმობის საკითხი ახლებურად მოწესრიგდება.

ინა ოსიძე, ორგანიზაცია "მე დავბრუნდები":

- სამწუხაროდ, პრეზიდენტი თა­ნამემამულის სტატუსთან ექსკლუზიურ უფლებას ხშირად სათავისოდ იყენებდა. არაერთი შემთხვევაა, როცა თურქეთში ეს სტატუსი, ისევე როგორც ორმაგი მოქალაქეობა, ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით ენიჭებათ, მათ, ვისაც არავითარი შეხება არა აქვთ საქართველოსთან, ჩვენი პრობლემები ნაკლებად აწუხებთ. სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს საპატიო კონსულებად ინიშნებოდნენ ადამიანები, რომლებიც, ჩემი აზრით, ამ სტატუსის ღირსი არ იყვნენ და პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით ირჩეოდნენ.

- რა გზებს მიმართავენ ქართველი ემიგრანტები ამერიკაში ყოფნისა თუ მუშაობის უფლების მოსაპოვებლად?

- ძალზე დიდია იმათი რაოდენობა, ვინც მწვანე ბარათი მოიგო საქართველოში. ამ შემთხვევაში, თუ ამერიკის კანონებს არ დაარღვევ და გადასახადებს გადაიხდი, ხუთ წელიწადში იღებ მოქალაქეობას; ხშირად ქორწინდებიან ამერიკის მოქალაქეებზე, მწვანე ბარათის აღების დღიდან სამ წელიწადში ქმარს თუ არ გაეყრები, მოქალაქეობას მიიღებ. მე ახლა მწვანე ბარათი მაქვს, რომელიც ყოველ ათ წელიწადში შემიძლია განვაახლო; ახლა უკვე შემიძლია აშშ-ის მოქალაქეობაც მივიღო, თუ გინდა მოქალაქე გახდე, ამ სტატუსის მიღებამდე 6 თვეზე მეტხანს შტატები არ უნდა დატოვო.

- რეალურად, რა როლს ასრულებენ დიასპორული ორგანიზაციები ემიგრანტთა ცხოვრებაში?

- ეს ემიგრანტთა თავშეყრის, პრობლემების გადაჭრის ადგილია. იმ ქალაქებში, სადაც საკვირაო სკოლებია გახსნილი, ბავშვებმა მშობლიური ენა, საქართველოს ისტორია უკეთ იციან. დიასპორამ იცის, ვინ რას წარმოადგენს, ვინ არის თანამემამულის სტატუსის მიღების ღირსი. ამასთან, გული მწყდება, როცა მხოლოდ უცხოეთში წარმატებულ ქართველებზე საუბრობენ, რა ქნან იმ ადამიანებმა, ვინც დავრდომილ ბებიებთან მუშაობენ, ხშირად ათასნაირ დამცირებას იტანენ უცხო ოჯახში და აქ, სულ ცოტა, ოჯახის 5 წევრს არჩენენ? ემიგრაცია ძალზე ფაქიზი კონტინგენტია, რატომღაც თვლიან, რომ ადამიანი როცა ემიგრაციაშია, იმას რა უჭირს. არადა, ეს ტრაგედიაა! ქართველი ემიგრანტები სკაიპით ასაფლავებენ ოჯახის წევრებს, სკაიპით ზრდიან შვილებს. ძნელია, როცა 24 საათი ზიხარ მოხუცთან, ძირითადად, პერიფერიაში, სადაც 8 საათის მერე ქალაქი ბნელდება და ერთადერთი ხსნა ინტერნეტია, თუმცა, ასაკის გამო ზოგიერთს მისი ათვისებაც უჭირს. შარშან ჩავატარეთ კვლევა, ემიგრანტებს სკაიპით ფსიქოლოგიური დახმარება შევთავაზეთ, "ფეისბუქით" გამოვაცხადეთ, ვის სჭირდებოდა ფსიქოთერაპევტი და ორი კვირის განმავლობაში 460 მსურველი აღმოჩნდა, რაც დიდი რიცხვია, ძირითადად გამოგვეხმაურნენ აშშ-დან, საბერძნეთიდან და იტალიიდან. ფსიქოთერაპევტმა, რომელიც მათ ესაუბრა, გაოგნებულმა გვითხრა, რომ საქართველოში ყველაზე მძიმე ავადმყოფიც კი ემიგრანტებთან შედარებით ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ჯანმრთელია.

გიორგი ოკრიბელაშვილი, - ორგანიზაცია "მე დავბრუნდების" წარმომადგენელი საბერძნეთში: თანამემამულის სტატუსი, ისევე როგორც ბევრი სხვა კანონი, სტატუსი თუ სერვისი, ემსახურებოდა ემიგრაციაში ეგრეთ წოდებული "ელიტური" ანუ "ნაციონალური" კასტის შექმნას, რომელიც მორჩილად შექმნიდა უცხოეთში ქართველების მხარდაჭერის ილუზიას დიქტატორული რეჟიმისადმი დემოკრატიული საზოგადოებისათვის თვალის ასახვევად. ასევე, ეს სტატუსი შექმნილი იყო იმისათვის, რომ საქართველოში სახელმწიფო სამსახურში მავანს გაადვილებოდა საკუთარი "ფავორიტის" დანიშვნა, თანაც ისე, რომ მათ უარი არ ეთქვათ უცხო ქვეყნის მოქალაქეობაზე (მაგალითად, ვერა ქობალია, რადგან სწორედ მის დანიშვნას დაემთხვა პრეზიდენტის მხრიდან ამ სტატუსის დამტკიცება).

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია