პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ღვინიაშვილი: "რა­ფა­ლი­ან­ცის საქ­მე შეგ­ნე­ბუ­ლად არ იხ­სნე­ბა"
გიორგი ღვინიაშვილი: "რა­ფა­ლი­ან­ცის საქ­მე შეგ­ნე­ბუ­ლად არ იხ­სნე­ბა"

ერ­თი წლის წინ, 2012 წლის 30 სექ­ტემ­ბერს, გვი­ან ღა­მით, ქვე­ყა­ნა გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კო­ლაგ­ში 10 თვის ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის და­ღუპ­ვის ამ­ბავ­მა შეძ­რა. კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გურ­ჯა­ა­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტმა მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლმა მა­შინ გა­ნა­ცხა­და: - მე ვე­ლა­პა­რა­კე­ბი მთელ სა­ქარ­თვე­ლოს, სირ­ცხვი­ლია, ხალ­ხო, ნუ "გა­აპ­რა­ვებთ" ამ სა­ძაგ­ლებს, 9 თვის ბავ­შვი მოკ­ლეს, გეს­მით, თქვენ? სა­ქარ­თვე­ლო, გა­იღ­ვი­ძე, ნუ დად­გე­ბით ამ მხე­ცე­ბის გვერ­დით, და­ა­კა­ვეთ გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლი, მკვლე­ლი, რო­მელ­მაც ბევ­რი მოკ­ლა ამ ქვე­ყა­ნა­ზე. ეს უნ­და იყოს უკა­ნას­კნე­ლი". მომ­ხდა­რი­დან ერ­თი წე­ლი გა­ვი­და, თუმ­ცა საქ­მე ჯე­რაც გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლი­ა. კითხ­ვე­ბი და ეჭ­ვე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას კვლა­ვაც აწუ­ხებს. რა­ტომ გა­ჭი­ა­ნურ­და ასე საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბ­ა? - თა­ვის მო­საზ­რე­ბას პარ­ლა­მენ­ტა­რი გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლი გვი­ზი­ა­რებს, რო­მე­ლიც მომ­ხდარ­ში ერ­თ-ერ­თი პირ­ვე­ლი და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს:

- ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა ამ ქვეყ­ანა­ში თუ ვინ­მეს აინ­ტე­რე­სებს, იმათ­გან უპირ­ვე­ლე­სი მე ვარ, რად­გან მარ­თლაც ჩე­მი გვარ­-სა­ხე­ლი აბ­რუ­ნეს წაღ­მა­-უ­კუღ­მა და სცა­დეს ამო­ეს­ვა­რათ ლაფ­ში. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რმა დე­პუ­ტატ­მა მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვილ­მა პირ­და­პირ დამ­დო ბრა­ლი ამ სა­ში­ნე­ლე­ბის ჩა­დე­ნა­ში, რის მე­რეც სინ­დისს იმ­დე­ნა­დაც კი არ შე­უ­წუ­ხე­ბი­ა, რომ ბო­დი­ში მა­ინც მო­ე­ხა­და. მო­კა­ლა­თე­ბუ­ლა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის სა­ვარ­ძელ­ში და სულ არ ახ­სოვს რა­ფა­ლი­ან­ცე­ბი. წე­ლი­წა­დი გა­ვი­და ამ ტრა­გი­კუ­ლი საქ­მი­დან და ჯე­რაც არა­ფე­რია გარ­კვე­უ­ლი. ბუ­ნებ­რი­ვად მიმ­ტკიც­დე­ბა ეჭ­ვი, რომ ამ საქ­მის გახ­სნა ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ხელს არ აძ­ლევს. ეს სამ­წუ­ხა­რო შემ­თხვე­ვა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" იმ­ჟა­მინ­დელ­მა აქ­ტი­ვის­ტებ­მა, დღეს კი უკ­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, ჩვენს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ კარ­გად გა­მო­ი­ყე­ნეს. ეს მარ­ტო მე არ შე­მე­ხე­ბა, ვგუ­ლის­ხმობ მთელ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას". გა­მო­დი­ოდ­ნენ და ისე ხა­ტავ­დნენ სუ­რათს, თით­ქოს "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ბავ­შვებს იტა­ცებ­დნენ და ახ­რჩობ­დნენ. ამ გან­წყო­ბით მი­იყ­ვა­ნეს ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თებ­თან. ბუ­ნებ­რი­ვი­ა, ის­მის კითხ­ვა, თუ ჩვენ ასე­თი კა­ცი­ჭა­მი­ე­ბი ვართ, რა­ტომ არ გვი­ჭე­რენ?! თუ მხო­ლოდ და მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი პი­ა­რის­თვის გა­მო­იყე­ნეს სხვი­სი უბე­დუ­რე­ბა, თან რო­გო­რი უბე­დუ­რე­ბა, - ეს ხომ რი­გი­თი ტრა­გე­დია არ არის, საქ­მე ეხე­ბა ცხრა თვის ბავ­შვს, მა­შინ ეყოთ გამ­ბე­და­ო­ბა და ესეც აღი­ა­რონ ხმა­მაღ­ლა. ყვე­ლა ვხე­დავთ, წლე­ბის წინ მომ­ხდარს რო­გო­რი ინ­ტე­რე­სით იძი­ე­ბენ, ხან ვის იჭე­რენ და ხან ვის, ეს ერ­თი საქ­მე რა გახ­და?! მთე­ლი წე­ლი­წა­დი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის­გან ვის­მენ­დით, რომ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა მა­ლე დას­რულ­დე­ბო­და, მაგ­რამ ჯე­რაც არა­ფე­რია გარ­კვე­უ­ლი. უკ­ვე და­ბე­ჯი­თე­ბით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის საქ­მე შეგ­ნე­ბუ­ლად არ იხ­სნე­ბა. არ უნ­დათ იმის ხმა­მაღ­ლა თქმა, რომ ტრა­გე­დია სა­არ­ჩევ­ნო ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნეს. უკ­ვე იმის თქმაც შე­იძ­ლე­ბა რომ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ამ საქ­მეს, ალ­ბათ ნა­თე­ლი აღარც მო­ე­ფი­ნე­ბა.

- არ­ჩევ­ნე­ბი­დან თით­ქმის ერ­თი თვე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რ მოძ­რა­ო­ბას" კვლა­ვაც ჰქონ­და ძა­ლა­უფ­ლე­ბა, რა­ტომ ვერ მო­ხერ­ხდა საქ­მის ცხელ კვალ­ზე გახ­სნა?

- ასე და­ბე­ჯი­თე­ბით იმის თქმა, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბას კი­დევ ერ­თი თვე ვფლობ­დით და გა­მო­ძი­ე­ბა ჩვენს ხელთ იყო, არას­წო­რი­ა. სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად ჩა­ტარ­და, ჩვენ ეს ძა­ლა­უფ­ლე­ბა ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­და­ვა­ბა­რეთ.

ნა­თია დო­ლი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

გიორგი ღვინიაშვილი: "რა­ფა­ლი­ან­ცის საქ­მე შეგ­ნე­ბუ­ლად არ იხ­სნე­ბა"

გიორგი ღვინიაშვილი: "რა­ფა­ლი­ან­ცის საქ­მე შეგ­ნე­ბუ­ლად არ იხ­სნე­ბა"

ერ­თი წლის წინ, 2012 წლის 30 სექ­ტემ­ბერს, გვი­ან ღა­მით, ქვე­ყა­ნა გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კო­ლაგ­ში 10 თვის ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის და­ღუპ­ვის ამ­ბავ­მა შეძ­რა. კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გურ­ჯა­ა­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტმა მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლმა მაშინ განაცხადა: - მე ვე­ლა­პა­რა­კე­ბი მთელ სა­ქარ­თვე­ლოს, სირ­ცხვი­ლია, ხალ­ხო, ნუ "გა­აპ­რა­ვებთ" ამ სა­ძაგ­ლებს, 9 თვის ბავ­შვი მოკ­ლეს, გეს­მით, თქვენ? სა­ქარ­თვე­ლო, გა­იღ­ვი­ძე, ნუ დად­გე­ბით ამ მხე­ცე­ბის გვერ­დით, და­ა­კა­ვეთ გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლი, მკვლე­ლი, რო­მელ­მაც ბევ­რი მოკ­ლა ამ ქვე­ყა­ნა­ზე. ეს უნ­და იყოს უკა­ნას­კნე­ლი". მომ­ხდა­რი­დან ერ­თი წე­ლი გა­ვი­და, თუმ­ცა საქ­მე ჯე­რაც გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლი­ა. კითხ­ვე­ბი და ეჭ­ვე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას კვლა­ვაც აწუ­ხებს. რა­ტომ გა­ჭი­ა­ნურ­და ასე საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბ­ა? - თა­ვის მო­საზ­რე­ბას პარ­ლა­მენ­ტა­რი გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლი გვი­ზი­ა­რებს, რო­მე­ლიც მომ­ხდარ­ში ერ­თ-ერ­თი პირ­ვე­ლი და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს:

- ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა ამ ქვეყ­ანა­ში თუ ვინ­მეს აინ­ტე­რე­სებს, იმათ­გან უპირ­ვე­ლე­სი მე ვარ, რად­გან მარ­თლაც ჩე­მი გვარ­-სა­ხე­ლი აბ­რუ­ნეს წაღ­მა­-უ­კუღ­მა და სცა­დეს ამო­ეს­ვა­რათ ლაფ­ში. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რმა დე­პუ­ტატ­მა მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვილ­მა პირ­და­პირ დამ­დო ბრა­ლი ამ სა­ში­ნე­ლე­ბის ჩა­დე­ნა­ში, რის მე­რეც სინ­დისს იმ­დე­ნა­დაც კი არ შე­უ­წუ­ხე­ბი­ა, რომ ბო­დი­ში მა­ინც მო­ე­ხა­და. მო­კა­ლა­თე­ბუ­ლა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის სა­ვარ­ძელ­ში და სულ არ ახ­სოვს რა­ფა­ლი­ან­ცე­ბი. წე­ლი­წა­დი გა­ვი­და ამ ტრა­გი­კუ­ლი საქ­მი­დან და ჯე­რაც არა­ფე­რია გარ­კვე­უ­ლი. ბუ­ნებ­რი­ვად მიმ­ტკიც­დე­ბა ეჭ­ვი, რომ ამ საქ­მის გახ­სნა ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ხელს არ აძლევს. ეს სამ­წუ­ხა­რო შემ­თხვე­ვა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" იმ­ჟა­მინ­დელ­მა აქ­ტივის­ტებ­მა, დღეს კი უკ­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, ჩვენს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ კარ­გად გა­მო­ი­ყე­ნეს. ეს მარ­ტო მე არ შე­მე­ხე­ბა, ვგუ­ლის­ხმობ მთელ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას". გა­მო­დი­ოდ­ნენ და ისე ხა­ტავ­დნენ სუ­რათს, თითქოს "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" ბავ­შვებს იტა­ცებ­დნენ და ახ­რჩობ­დნენ. ამ გან­წყო­ბით მი­იყ­ვა­ნეს ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თებ­თან. ბუ­ნებ­რი­ვი­ა, ის­მის კითხ­ვა, თუ ჩვენ ასე­თი კა­ცი­ჭა­მი­ე­ბი ვართ, რა­ტომ არ გვი­ჭე­რენ?! თუ მხო­ლოდ და მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი პი­ა­რის­თვის გა­მო­იყე­ნეს სხვი­სი უბე­დუ­რე­ბა, თან რო­გო­რი უბე­დუ­რე­ბა, - ეს ხომ რი­გი­თი ტრა­გე­დია არ არის, საქ­მე ეხე­ბა ცხრა თვის ბავშვს, მა­შინ ეყოთ გამ­ბე­და­ო­ბა და ესეც აღი­ა­რონ ხმა­მაღ­ლა. ყვე­ლა ვხე­დავთ, წლე­ბის წინ მომ­ხდარს რო­გო­რი ინ­ტე­რე­სით იძი­ე­ბენ, ხან ვის იჭე­რენ და ხან ვის, ეს ერ­თი საქ­მე რა გახ­და?! მთე­ლი წე­ლი­წა­დი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის­გან ვის­მენ­დით, რომ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა მა­ლე დას­რულ­დე­ბო­და, მაგ­რამ ჯე­რაც არა­ფე­რია გარ­კვე­უ­ლი. უკ­ვე და­ბე­ჯი­თე­ბით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის საქ­მე შეგ­ნე­ბუ­ლად არ იხ­სნე­ბა. არ უნდათ იმის ხმა­მაღ­ლა თქმა, რომ ტრა­გე­დია სა­არ­ჩევ­ნო ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნეს. უკ­ვე იმის თქმაც შე­იძ­ლე­ბა რომ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ამ საქ­მეს, ალბათ ნა­თე­ლი აღარც მო­ე­ფი­ნე­ბა.

- არ­ჩევ­ნე­ბი­დან თით­ქმის ერ­თი თვე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რ მოძ­რა­ო­ბას" კვლა­ვაც ჰქონ­და ძა­ლა­უფ­ლე­ბა, რა­ტომ ვერ მო­ხერ­ხდა საქ­მის ცხელ კვალ­ზე გახ­სნა?

- ასე და­ბე­ჯი­თე­ბით იმის თქმა, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბას კი­დევ ერ­თი თვე ვფლობ­დით და გა­მო­ძი­ე­ბა ჩვენს ხელთ იყო, არას­წო­რი­ა. სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად ჩა­ტარ­და, ჩვენ ეს ძა­ლა­უფ­ლე­ბა ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­და­ვა­ბა­რეთ.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ