მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექშენი" ივანიშვილის სატელევიზიო შოუებში
"ექშენი" ივანიშვილის სატელევიზიო შოუებში

ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბე­ლი წლე­ბის მან­ძილ­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან მი­ეჩ­ვია ხან­გრძლივ პირ­და­პირ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ჩარ­თვებს ამა თუ იმ წერ­ტი­ლი­დან, სა­დაც პრე­ზი­დენ­ტი მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი კრე­ა­ტი­უ­ლო­ბით მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი შო­უ­ე­ბით გვა­ნე­ბივ­რებ­და. ეს სუ­რა­თი 2012 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სრუ­ლი­ად შე­იც­ვა­ლა. სა­ა­კაშ­ვი­ლის უსაშ­ვე­ლოდ გრძე­ლი პირ­და­პი­რი ჩარ­თვე­ბი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ჩა­ა­ნაც­ვლა, თუმ­ცა ერთი გან­სხვა­ვე­ბით - თუ სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­გორც წესი, საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი პირ­და­პი­რი რე­პორ­ტა­ჟე­ბი­სას მო­ნო­ლო­გის რე­ჟიმ­ში ომა­ხი­ა­ნი ტო­ნით გვე­ლა­პა­რა­კე­ბო­და სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის მიღ­წე­ვებ­ზე, ივა­ნიშ­ვილს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტაქ­ტი­კა აქვს - ის არა მო­ნო­ლო­გის რე­ჟიმს, არა­მედ თე­მა­ტურ შეხ­ვედ­რებს ირ­ჩევს, რაც მათ ინ­ტე­რაქ­ტი­უ­ლო­ბას­თან ერ­თად, მე­ტად სა­ნა­ხა­ობ­რივ­საც ხდის.

მისი ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი შეხ­ვედ­რე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ორი აღ­მოჩ­ნდა: 25 სექ­ტემ­ბერს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის შეხ­ვედ­რა ექ­სპერ­ტებ­თან და დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან.

ორი­ვე შეხ­ვედ­რას თან ე.წ. "ექ­შე­ნი" ახ­ლდა. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი კა­ტე­გო­რი­უ­ლი ტო­ნით რე­ა­გი­რებ­და უშუ­ა­ლოდ მის­სა და მისი გუნ­დის მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქმულ კრი­ტი­კა­ზე. ამ სტა­ტი­ა­ში დღე­ვან­დე­ლი შეხ­ვედ­რის ყვე­ლა­ზე "ექ­შენ" ეპი­ზო­დებ­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლებთ ყუ­რა­დღე­ბას.

დღეს ივა­ნიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სტან­და­რუ­ლი ფორ­მის - კი­თხვა-პა­სუ­ხის რე­ჟი­მის ნაც­ვლად, ცხა­რე დის­კუ­სია ამ­ჯო­ბი­ნა. სა­უბ­რი­სას პრე­მი­ერ­მა კრი­ტი­კულ­სა და დამ­რი­გებ­ლურ ტონ­ზე გა­ა­კე­თა არ­ჩე­ვა­ნი. შეხ­ვედ­რი­სას ივა­ნიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს მო­უ­რი­დებ­ლად უთხრა, რომ ბევ­რი მათ­გა­ნის კი­თხვებ­ში ის დი­ლე­ტან­ტო­ბა­სა და უცო­დინ­რო­ბას ხე­დავს. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტებს ურ­ჩევს, "ფოს­ტა­ლი­ო­ნე­ბი­ვით" არ მო­იქ­ცნენ და მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცე­ლე­ბამ­დე გა­და­ა­მოწ­მონ.

პრე­მი­ერ­მა შე­ნიშ­ვნე­ბის გა­რე­შე არც ვახო სა­ნა­ია და ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი და­ტო­ვა, რაც შე­ე­ხე­ბა მე­რაბ მეტ­რე­ველს, მას კი­თხვე­ბი და­უ­წუ­ნა...

"ცხა­რე" აღ­მოჩ­ნდა ინგა გრი­გო­ლი­ა­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის დე­ბა­ტე­ბი. "მე მგო­ნი, ჩვენც მი­ვახ­ვედ­რეთ, რომ ამ ტო­ნა­ლო­ბა­ში სა­უ­ბარს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან არ და­ვუშ­ვებთ", - ამ­ბობს ინგა გრი­გო­ლია შეხ­ვედ­რის შემ­დეგ.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ შეხ­ვედ­რას მა­შინ­ვე მოჰ­ყვა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. ფე­ის­ბუ­ქის მომ­ხმა­რე­ბელ­თა უმე­ტე­სო­ბა კი ნინო ჟი­ჟი­ლაშ­ვი­ლის კი­თხვამ აღაფრ­თო­ვა­ნა. ნინო ჟი­ჟი­ლაშ­ვი­ლი და­ინ­ტე­რეს­და, თუ ვინ უამ­ბო პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ჟურ­ნა­ლის­ტი­კის რო­ლის შე­სა­ხებ.

"ვინ გიმ­ზა­დებს, ვინ გეხ­მა­რე­ბათ, კონ­სულ­ტა­ცი­ებს ვის­თან გა­დი­ხართ მსგავ­სი შეხ­ვედ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სას. ნა­წე­რი რომ გი­ჭი­რავთ, ვისი ნა­წე­რია, რომ გვი­თხრათ. ვინ გირ­ჩევთ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ამ ფორ­მას ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან და აქე­დან რომ გახ­ვალთ, თუ უსაყ­ვე­დუ­რებთ მათ?. ეს ფორ­მა კო­მუ­ნი­კა­ცი­ის თქვე­ნი არ­ჩე­ვა­ნია თუ არის დამ­ხმა­რის როლი და კონ­კრე­ტუ­ლად ვისი? უშ­ვებთ თუ არა შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ეს ფორ­მა იყოს შეც­დო­მა?",- იკი­თხა ჟურ­ნა­ლის­ტმა. პრე­მი­ერ­მა უპა­სუ­ხა, რომ ეს მისი პი­რა­დი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა და მი­იჩ­ნევს, რომ ეს ძა­ლი­ან კარ­გი ფორ­მაა.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­მოხ­მა­უ­რე­ბებს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში: "ეს "კა­ჩა­ო­ბის" პო­ლი­ტი­კა სე­რი­ო­ზულ ზი­ანს აყე­ნებს ქვე­ყა­ნას" - ასე აფა­სებს შეხ­ვედ­რას "სა­ქარ­თვე­ლოს რე­ფორ­მე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის" თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი სერ­გი კა­პა­ნა­ძე.

"ძა­ლი­ან კარ­გი. და­ი­ნა­ხოს კი­დევ ერთხელ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლომ რო­გო­რი მე­დია გვყავს" - ეს გოგი გვა­ხა­რი­ას შე­ფა­სე­ბაა, რაც შე­ე­ხე­ბა გოგა ხა­ჩი­ძეს, ხა­ჩი­ძე წერს: "შა­ლა­ბან­დე­ბი ჩა­არ­ტყით ბ-ნო ბი­ძი­ნა! მე­ტის ღირ­სე­ბი არი­ან... შემ­დე­გი შეხ­ვედ­რე­ბის­თვის გა­ემ­ზა­დონ: ჯერ მას­წავ­ლებ­ლე­ბი, შემ­დეგ ექი­მე­ბი... ყვე­ლას გას­წავ­ლით ჭკუ­ას ბ-ნი ბი­ძი­ნა. ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი რომ არ იყოს 8 მი­ლი­არ­დი კი არ ექ­ნე­ბო­და."

გი­ორ­გი გი­ორ­გაშ­ვი­ლი

"ექშენი" ივანიშვილის სატელევიზიო შოუებში

"ექშენი" ივანიშვილის სატელევიზიო შოუებში

ტელემაყურებელი წლების მანძილზე მიხეილ სააკაშვილისგან მიეჩვია ხანგრძლივ პირდაპირ სატელევიზიო ჩართვებს ამა თუ იმ წერტილიდან, სადაც პრეზიდენტი მისთვის დამახასიათებელი კრეატიულობით მრავალფეროვანი პოლიტიკური შოუებით გვანებივრებდა. ეს სურათი 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ახალი პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, სრულიად შეიცვალა. სააკაშვილის უსაშველოდ გრძელი პირდაპირი ჩართვები პრემიერ-მინისტრმა ჩაანაცვლა, თუმცა ერთი განსხვავებით - თუ სააკაშვილი, როგორც წესი, საკმაოდ ხანგრძლივი პირდაპირი რეპორტაჟებისას მონოლოგის რეჟიმში ომახიანი ტონით გველაპარაკებოდა საკუთარი პოლიტიკური გუნდის მიღწევებზე, ივანიშვილს განსხვავებული ტაქტიკა აქვს - ის არა მონოლოგის რეჟიმს, არამედ თემატურ შეხვედრებს ირჩევს, რაც მათ ინტერაქტიულობასთან ერთად, მეტად სანახაობრივსაც ხდის.

მისი ბოლოდროინდელი შეხვედრებიდან ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი ორი აღმოჩნდა: 25 სექტემბერს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ექსპერტებთან და დღევანდელი შეხვედრა ჟურნალისტებთან.

ორივე შეხვედრას თან ე.წ. "ექშენი" ახლდა. პრემიერ-მინისტრი კატეგორიული ტონით რეაგირებდა უშუალოდ მისსა და მისი გუნდის მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზე. ამ სტატიაში დღევანდელი შეხვედრის ყველაზე "ექშენ" ეპიზოდებზე გავამახვილებთ ყურადღებას.

დღეს ივანიშვილმა ჟურნალისტებთან ურთიერთობის სტანდარული ფორმის - კითხვა-პასუხის რეჟიმის ნაცვლად, ცხარე დისკუსია ამჯობინა. საუბრისას პრემიერმა კრიტიკულსა და დამრიგებლურ ტონზე გააკეთა არჩევანი. შეხვედრისას ივანიშვილმა ჟურნალისტებს მოურიდებლად უთხრა, რომ ბევრი მათგანის კითხვებში ის დილეტანტობასა და უცოდინრობას ხედავს. პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს ურჩევს, "ფოსტალიონებივით" არ მოიქცნენ და მიღებული ინფორმაცია გავრცელებამდე გადაამოწმონ.

პრემიერმა შენიშვნების გარეშე არც ვახო სანაია და ალეკო ელისაშვილი დატოვა, რაც შეეხება მერაბ მეტრეველს, მას კითხვები დაუწუნა...

"ცხარე" აღმოჩნდა ინგა გრიგოლიასა და პრემიერ-მინისტრის დებატები. "მე მგონი, ჩვენც მივახვედრეთ, რომ ამ ტონალობაში საუბარს ხელისუფლებისგან არ დავუშვებთ", - ამბობს ინგა გრიგოლია შეხვედრის შემდეგ.

უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრას მაშინვე მოჰყვა გამოხმაურება სოციალურ ქსელებში. ფეისბუქის მომხმარებელთა უმეტესობა კი ნინო ჟიჟილაშვილის კითხვამ აღაფრთოვანა. ნინო ჟიჟილაშვილი დაინტერესდა, თუ ვინ უამბო პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტიკის როლის შესახებ.

"ვინ გიმზადებს, ვინ გეხმარებათ, კონსულტაციებს ვისთან გადიხართ მსგავსი შეხვედრების ორგანიზებისას. ნაწერი რომ გიჭირავთ, ვისი ნაწერია, რომ გვითხრათ. ვინ გირჩევთ კომუნიკაციის ამ ფორმას ჟურნალისტებთან და აქედან რომ გახვალთ, თუ უსაყვედურებთ მათ?. ეს ფორმა კომუნიკაციის თქვენი არჩევანია თუ არის დამხმარის როლი და კონკრეტულად ვისი? უშვებთ თუ არა შესაძლებლობას, რომ კომუნიკაციის ეს ფორმა იყოს შეცდომა?",- იკითხა ჟურნალისტმა. პრემიერმა უპასუხა, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და მიიჩნევს, რომ ეს ძალიან კარგი ფორმაა.

რაც შეეხება გამოხმაურებებს სოციალურ ქსელებში: "ეს "კაჩაობის" პოლიტიკა სერიოზულ ზიანს აყენებს ქვეყანას" - ასე აფასებს შეხვედრას "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" თანადამფუძნებელი სერგი კაპანაძე.

"ძალიან კარგი. დაინახოს კიდევ ერთხელ სრულიად საქართველომ როგორი მედია გვყავს" - ეს გოგი გვახარიას შეფასებაა, რაც შეეხება გოგა ხაჩიძეს, ხაჩიძე წერს: "შალაბანდები ჩაარტყით ბ-ნო ბიძინა! მეტის ღირსები არიან... შემდეგი შეხვედრებისთვის გაემზადონ: ჯერ მასწავლებლები, შემდეგ ექიმები... ყველას გასწავლით ჭკუას ბ-ნი ბიძინა. ძალიან ჭკვიანი რომ არ იყოს 8 მილიარდი კი არ ექნებოდა."

გიორგი გიორგაშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა