სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტმა 18 ათასამდე ნასამართლობის მქონე და პირობით მსჯავრდებული შეიწყალა
პრეზიდენტმა 18 ათასამდე ნასამართლობის მქონე და პირობით მსჯავრდებული შეიწყალა

პრე­ზი­დენ­ტმა 18 ათა­სამ­დე ნა­სა­მარ­თლო­ბის მქო­ნე და პი­რო­ბით მსჯავ­რდე­ბუ­ლი შე­ი­წყა­ლა. რო­გორც დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის უფ­როს­მა ან­დრო ბარ­ნოვ­მა გა­ნა­ცხა­და , სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა დღეს ხელი მო­ა­წე­რა გან­კარ­გუ­ლე­ბას ამ პირ­თა შე­წყა­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე, რო­მე­ლიც უკვე იგ­ზავ­ნე­ბა შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რებ­ში და ეს სტრუქ­ტუ­რე­ბი ვალ­დე­ბუ­ლი არი­ან, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აღას­რუ­ლონ აღ­ნიშ­ნუ­ლი აქტი.

"თქვენ­თვის ცნო­ბი­ლია, რომ 2013 წლის 19 აგ­ვის­ტოს, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა პი­რო­ბი­თი მსჯავ­რდე­ბუ­ლის და ნა­სა­მარ­თლო­ბის მქო­ნე პი­რის შე­წყა­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე. ამ გან­ცხა­დე­ბას დღემ­დე გა­მო­ეხ­მა­უ­რა 18 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს მი­მარ­თეს თხოვ­ნით შე­წყა­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ისი­ნი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ იმი­სათ­ვის, რომ პრე­ზი­დენ­ტის ეს გან­კარ­გუ­ლე­ბა უმოკ­ლეს ვა­დებ­ში იქ­ნას აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი, ვი­ნა­ი­დან, მათ დრო­ულ მუ­შა­ო­ბა­ზე ათი­ა­თა­სო­ბით ოჯა­ხის მო­მა­ვა­ლია და­მო­კი­დე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ბარ­ნოვ­მა.

მისი გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი აქტი აწე­სებს შე­ზღუდ­ვებს სი­ცო­ცხლის, სქე­სობ­რი­ვი თა­ვი­სუფ­ლე­ბის, სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თულ და სხვა ცალ­კე­ულ გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­ულ­თა მი­მართ.

ამას­თან, ბარ­ნოვ­მა შე­წყა­ლე­ბის მსურ­ვე­ლებს მი­მარ­თა, რომ ხვალ, 3 ოქ­ტომ­ბრის დი­ლის 10.00 სა­ა­თი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია უზ­რუნ­ველ­ყოფს ხსე­ნე­ბუ­ლი გან­კარ­გუ­ლე­ბი­დან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ამო­ნა­წე­რე­ბის გა­ცე­მას.

"იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ეს აქტი შე­ი­ცავს ფი­ზი­კურ პირ­თა პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცე­მებს, შე­წყა­ლე­ბულ პი­რებს მივ­მარ­თავთ თხოვ­ნით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მო­ცხად­დნენ პი­რა­დად და თან იქო­ნი­ონ პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბა.

გთხოვთ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ პრე­ზი­დენ­ტის ად­მინ­სტრა­ცია ვერ გას­ცემს ამო­ნა­წე­რებს შე­წყა­ლე­ბუ­ლი პი­რის პი­რა­დად, ან მინ­დო­ბი­ლი პი­რის გა­მო­უ­ცხა­დებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში", - გა­ნა­ცხა­და ბარ­ნოვ­მა.

მი­სი­ვე თქმით, შე­წყა­ლე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცე­სი პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში გაგ­რძელ­დე­ბა.

პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა პრო­ბა­ცი­ო­ნე­რებს მო­უ­წო­და, რომ პრო­ბა­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს, შე­საძ­ლოა, გარ­კვე­უ­ლი დრო დას­ჭირ­დეს აქ­ტის და­მუ­შა­ვე­ბი­სათ­ვის. ამი­ტომ, გა­უ­გებ­რო­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, პრო­ბა­ცი­ო­ნე­რებ­მა თა­ვად მი­მარ­თონ სა­ა­გენ­ტოს და შე­ა­ტყო­ბი­ნონ მათ მი­მართ პრე­ზი­დენ­ტის მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პრეზიდენტმა 18 ათასამდე ნასამართლობის მქონე და პირობით მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტმა 18 ათასამდე ნასამართლობის მქონე და პირობით მსჯავრდებული შეიწყალა

პრეზიდენტმა 18 ათასამდე ნასამართლობის მქონე და პირობით მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა განაცხადა , საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას ამ პირთა შეწყალების თაობაზე, რომელიც უკვე იგზავნება შესაბამის სტრუქტურებში და ეს სტრუქტურები ვალდებული არიან, დაუყოვნებლივ აღასრულონ აღნიშნული აქტი.

"თქვენთვის ცნობილია, რომ 2013 წლის 19 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება საქართველოში ყველა პირობითი მსჯავრდებულის და ნასამართლობის მქონე პირის შეწყალების თაობაზე. ამ განცხადებას დღემდე გამოეხმაურა 18 ათასამდე ადამიანი, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს თხოვნით შეწყალების თაობაზე. ვიმედოვნებთ, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ პრეზიდენტის ეს განკარგულება უმოკლეს ვადებში იქნას აღსრულებული, ვინაიდან, მათ დროულ მუშაობაზე ათიათასობით ოჯახის მომავალია დამოკიდებული", - განაცხადა ბარნოვმა.

მისი განმარტებით, აღნიშნული აქტი აწესებს შეზღუდვებს სიცოცხლის, სქესობრივი თავისუფლების, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ და სხვა ცალკეულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა მიმართ.

ამასთან, ბარნოვმა შეწყალების მსურველებს მიმართა, რომ ხვალ, 3 ოქტომბრის დილის 10.00 საათიდან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ხსენებული განკარგულებიდან ინდივიდუალური ამონაწერების გაცემას.

"იმის გათვალისწინებით, რომ ეს აქტი შეიცავს ფიზიკურ პირთა პერსონალურ მონაცემებს, შეწყალებულ პირებს მივმართავთ თხოვნით, ადმინისტრაციაში გამოცხადდნენ პირადად და თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პრეზიდენტის ადმინსტრაცია ვერ გასცემს ამონაწერებს შეწყალებული პირის პირადად, ან მინდობილი პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში", - განაცხადა ბარნოვმა.

მისივე თქმით, შეწყალებაზე განაცხადების მიღების პროცესი პარალელურ რეჟიმში გაგრძელდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პრობაციონერებს მოუწოდა, რომ პრობაციის ეროვნული სააგენტოს, შესაძლოა, გარკვეული დრო დასჭირდეს აქტის დამუშავებისათვის. ამიტომ, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, პრობაციონერებმა თავად მიმართონ სააგენტოს და შეატყობინონ მათ მიმართ პრეზიდენტის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ