51 წლის ავსტრალიელი ქალი, ყოფილი ბალერინა მაია ალ მუსა 5 წლის გოგონას ძუძუთი კვებავს და იმედოვნებს, რომ ქალიშვილი დედის რძეზე 10 წლამდე უარს არ იტყვის.
3 შვილის დედა ბავშვს ძუძუს ყველგან აწოვებს - ავტობუსში, რესტორანში, პარკსა, თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
"დედის რძე მის იმუნურ სისტემაზე დადებითად მოქმედებს. დედის რძის წყალობით, ჩემი გოგონა თანატოლებთან შედარებით იშვიათად ავადმყოფობს და გაცილებით აქტიურია", - განაცხადა მან ჟურნალ New-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
თუმცა, მაია ამბობს, რომ მისმა უფროსმა ვაჟებმა, 16 წლის კაილაშმა და 13 წლის თარიქმა ძუძუზე უარი 2 წლის ასაკში თქვეს.
მომზადებულია new-magazine.co.uk-ის მიხედვით.