პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბელგიელმა სქესის შეცვლის ოპერაციის შემდეგ სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა
ბელგიელმა სქესის შეცვლის ოპერაციის შემდეგ სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა

ბელ­გი­ა­ში 44 წლის ნა­თან ვერ­ჰელსტს ევ­თა­ნა­ზია ჩა­უ­ტარ­და. ვერ­ჰელსტი ადრე ქალი იყო და ნენ­სი ერ­ქვა. ბელ­გი­ელ­მა სი­ცო­ცხლის სა­კუ­თა­რი ნე­ბით დას­რუ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სქე­სის შეც­ვლის წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ მი­ი­ღო, რო­მელ­მაც მისი თქმით, "აუ­ტა­ნე­ლი სუ­ლი­ე­რი ტან­ჯვა" მი­ა­ყე­ნა.

"გო­გო­ნა ვი­ყა­ვი, რო­მე­ლიც არა­ვის სჭირ­დე­ბო­და", - გა­ნუ­ცხა­და მა­მა­კაც­მა სიკ­ვდი­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე გა­ზეთ Het Laatste Nieuws-ს. მისი თქმით, მშობ­ლებს მისი ძმე­ბი უფრო უყ­ვარ­დათ და ნა­ნობ­დნენ, რომ ის ბი­ჭად არ და­ი­ბა­და.

გა­მუდ­მე­ბულ­მა და­ცინ­ვამ და დამ­ცი­რე­ბამ ნენ­სის ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა გა­და­ა­წყვე­ტი­ნა. 2009 წელს ქალ­მა ჰორ­მო­ნა­ლუ­რი თე­რა­პია გა­ი­ა­რა, 2012-ში მკერ­დი მოკ­ვე­თეს და სქე­სის შეც­ვლის ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს, თუმ­ცა არ­ცერ­თი ოპე­რა­ცია წარ­მა­ტე­ბუ­ლი არ აღ­მოჩ­ნდა.

"მზად ვი­ყა­ვი ჩემი მე­ო­რე და­ბა­დე­ბა მე­ზე­ი­მა, მაგ­რამ რო­დე­საც სარ­კე­ში ვი­ყუ­რე­ბო­დი, სა­კუ­თა­რი თავი მე­ზი­ზღე­ბო­და. ახალ­მა მკერდმა მო­ლო­დი­ნი ვერ გა­ა­მარ­თლა, ჩემ­მა სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნომ კი ფუნ­ქცი­ე­ბი ვერ შე­ას­რუ­ლა", - გა­ნა­ცხა­და მა­მა­კაც­მა.

ვერ­ჰე­ლის ის­ტო­რი­ამ ბელ­გი­ა­ში ევ­თა­ნა­ზი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის მარ­თე­ბუ­ლო­ბა­ზე კა­მა­თი გა­მო­იწ­ვია. რო­გორც სტა­ტის­ტი­კა აჩ­ვე­ნებს, ამ ხერ­ხით სი­ცო­ცხლის დას­რუ­ლე­ბის მსურ­ველ­თა რი­ცხვი ქვე­ყა­ნა­ში წლი­დან წლამ­დე იზ­რდე­ბა.

2013 წელს ამ მხრივ რე­კორ­დი დამ­ყარ­და - ქვე­ყა­ნა­ში ევ­თა­ნა­ზი­ის 1432 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, რაც შარ­შან­დელ მაჩ­ვე­ნე­ბელს 25%-ით აღე­მა­ტე­ბა. შარ­შან დე­კემ­ბერ­ში იმა­ვე ექიმ­მა, რო­მელ­მაც ვერ­ჰელსტს სა­სიკ­ვდი­ლო ინექ­ცია გა­უ­კე­თა, ევ­თა­ნა­ზია ორ ყრუ ტყუპს ჩა­უ­ტა­რა - მათ სი­ცო­ცხლე­ზე მას შემ­დეგ თქვეს უარი, რაც გა­ი­გეს, რომ მალე დაბრმავ­დე­ბოდ­ნენ.

ბელ­გი­ის გარ­და, ევ­თა­ნა­ზია ევ­რო­პის კი­დევ ორ ქვე­ყა­ნა­შია კა­ნო­ნით დაშ­ვე­ბუ­ლი - ნი­დერ­ლან­დებ­სა და ლუქ­სემ­ბურ­გში. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ბოლო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰო­ლან­დი­ელ­თა რი­ცხვი, რო­მელ­თაც ევ­თა­ნა­ზია გა­უ­კე­თეს, ორ­ჯერ გა­ი­ზარ­და. შარ­შან იქ 4188 პრო­ცე­დუ­რა ჩა­ტარ­და, რაც უფრო ად­რე­ულ მაჩ­ვე­ნებ­ლებს 13%-ით აღე­მა­ტე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Telegraph-ის მი­ხედ­ვით.

ბელგიელმა სქესის შეცვლის ოპერაციის შემდეგ სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა

ბელგიელმა სქესის შეცვლის ოპერაციის შემდეგ სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა

ბელგიაში 44 წლის ნათან ვერჰელსტს ევთანაზია ჩაუტარდა. ვერჰელსტი ადრე ქალი იყო და ნენსი ერქვა. ბელგიელმა სიცოცხლის საკუთარი ნებით დასრულების გადაწყვეტილება სქესის შეცვლის წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ მიიღო, რომელმაც მისი თქმით, "აუტანელი სულიერი ტანჯვა" მიაყენა.

"გოგონა ვიყავი, რომელიც არავის სჭირდებოდა", - განუცხადა მამაკაცმა სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე გაზეთ Het Laatste Nieuws-ს. მისი თქმით, მშობლებს მისი ძმები უფრო უყვარდათ და ნანობდნენ, რომ ის ბიჭად არ დაიბადა.

გამუდმებულმა დაცინვამ და დამცირებამ ნენსის ოპერაციის გაკეთება გადააწყვეტინა. 2009 წელს ქალმა ჰორმონალური თერაპია გაიარა, 2012-ში მკერდი მოკვეთეს და სქესის შეცვლის ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა არცერთი ოპერაცია წარმატებული არ აღმოჩნდა.

"მზად ვიყავი ჩემი მეორე დაბადება მეზეიმა, მაგრამ როდესაც სარკეში ვიყურებოდი, საკუთარი თავი მეზიზღებოდა. ახალმა მკერდმა მოლოდინი ვერ გაამართლა, ჩემმა სასქესო ორგანომ კი ფუნქციები ვერ შეასრულა", - განაცხადა მამაკაცმა.

ვერჰელის ისტორიამ ბელგიაში ევთანაზიის გამოყენების მართებულობაზე კამათი გამოიწვია. როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ამ ხერხით სიცოცხლის დასრულების მსურველთა რიცხვი ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება.

2013 წელს ამ მხრივ რეკორდი დამყარდა - ქვეყანაში ევთანაზიის 1432 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც შარშანდელ მაჩვენებელს 25%-ით აღემატება. შარშან დეკემბერში იმავე ექიმმა, რომელმაც ვერჰელსტს სასიკვდილო ინექცია გაუკეთა, ევთანაზია ორ ყრუ ტყუპს ჩაუტარა - მათ სიცოცხლეზე მას შემდეგ თქვეს უარი, რაც გაიგეს, რომ მალე დაბრმავდებოდნენ.

ბელგიის გარდა, ევთანაზია ევროპის კიდევ ორ ქვეყანაშია კანონით დაშვებული - ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგში. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ჰოლანდიელთა რიცხვი, რომელთაც ევთანაზია გაუკეთეს, ორჯერ გაიზარდა. შარშან იქ 4188 პროცედურა ჩატარდა, რაც უფრო ადრეულ მაჩვენებლებს 13%-ით აღემატება.

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს