ნინო ჟიჟილაშვილი პრემიერს - მაინტერესებს, ვინ გიამბოთ ჟურნალისტიკის როლის შესახებ

ნინო ჟიჟილაშვილი პრემიერს - მაინტერესებს, ვინ გიამბოთ ჟურნალისტიკის როლის შესახებ

მაინტერესებს, ვინ გიამბოთ ჟურნალისტიკის როლის შესახებ, როდესაც ასეთი წარმოდგენა შეგიქმნათ, რაც ჩვენს შეხვედრას ლაიტმოტივად გასდევს,- ამის შესახებ ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "პოლიტმეტრის" ავტორმა, ნინო ჟიჟილაშვილმა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ცენტრალური ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურების უფროსებთან და პოლიტიკური გადაცემების წამყვანებთან შეხვედრაზე ჰკითხა.

ნინო ჟიჟილაშვილი დაინტერესდა, ვისთან გადის პრემიერი კონსულტაციებს ასეთი შეხვედრების წინ.

"ვინ გიმზადებს, ვინ გეხმარებათ, კონსულტაციებს ვისთან გადიხართ მსგავსი შეხვედრების ორგანიზებისას. ნაწერი რომ გიჭირავთ, ვისი ნაწერია, რომ გვითხრათ. ვინ გირჩევთ კომუნიკაციის ამ ფორმას ჟურნალისტებთან და აქედან რომ გახვათ, თუ უსაყვედურებთ მათ?. ეს ფორმა კომუნიკაციის თქვენი არჩევანია თუ არის დამხმარის როლი და კონკრეტულად ვისი? უშვებთ თუ არა შესაძლებლობას, რომ კომუნიკაციის ეს ფორმა იყოს შეცდომა?",- იკითხა ჟურნალისტმა.

პრემიერმა უპასუხა, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და მიიჩნევს, რომ ეს ძალიან კარგი ფორმაა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა