მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - აგერ ვარ და თავით ვაგებ პასუხს
ბიძინა ივანიშვილი - აგერ ვარ და თავით ვაგებ პასუხს

ეკო­ნო­მი­კა­ში იმა­ზე მეტი პრობ­ლე­მე­ბია, ვიდ­რე თქვენ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"ამას ეკო­ნო­მი­კა არ ერ­ქვა, რაც თქვენ გქონ­დათ. იქ სა­დაც ყვე­ლა ბიზ­ნეს­მე­ნი კონ­ტროლ­დე­ბო­და, იქ ინ­ვეს­ტო­რი, რო­გორც წესი, არ შე­დის. ჯერ უნდა გა­ი­გოს პო­ტენ­ცი­ურ­მა ინ­ვეს­ტორ­მა და ამას ახერ­ხე­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, რომ შე­იქ­მნა სა­ინ­ტე­რე­სო ბიზ­ნეს გა­რე­მო სა­ქარ­თვე­ლო­ში. თუ ვინ­მეს აქვს პრე­ტენ­ზია, რომ ბიზ­ნეს­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ზე­წო­ლას ახორ­ცი­ე­ლებს, აგერ ვარ და თა­ვით ვა­გებ პა­სუხს, თუ ვინ­მე ასე­თია, მას ვა­გე­ბი­ნებ პა­სუხს", - აღ­ნიშ­ნა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

პრე­მი­ერ­მა ყუ­რა­დღე­ბა თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა, რო­მელ­მაც რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან დიდი სარ­გებ­ლო­ბა მო­უ­ტა­ნოს ქვე­ყა­ნას მო­მა­ვალ­ში.

ივა­ნიშ­ვილ­მა სტრას­ბურ­გში და­ვით ბაქ­რა­ძეს­თან კა­მა­თიც გა­იხ­სე­ნა, რა დრო­საც სა­უ­ბა­რი ეკო­ნო­მი­კას შე­ე­ხე­ბო­და. მისი თქმით, მან დე­პუ­ტატს სთხო­ვა სიც­რუ­ის ტი­რა­ჟი­რე­ბის­თვის თავი და­ე­ნე­ბე­ბი­ნა.

პრე­მი­ერ­მა კი­დევ ერთხელ გა­იხ­სე­ბა და­პი­რე­ბა, რომ მომ­დევ­ნო წლე­ბი უკე­თე­სი იქ­ნე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი კუ­თხით. მი­სი­ვე თქმით, არც ერთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ აქვს კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში ხე­ლე­ბის ფა­თუ­რის უფ­ლე­ბა.

ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მი­სი­ვე თქმით, სა­ხელ­მწი­ფო მაქ­სი­მა­ლუ­რად, რაც შე­ეძ­ლო ბიზ­ნესს და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას და­ეხ­მა­რა, უკვე 200-ზე მეტი სა­წარ­მო და­ფი­ნანსდა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ბიძინა ივანიშვილი - აგერ ვარ და თავით ვაგებ პასუხს

ბიძინა ივანიშვილი - აგერ ვარ და თავით ვაგებ პასუხს

ეკონომიკაში იმაზე მეტი პრობლემებია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ამას ეკონომიკა არ ერქვა, რაც თქვენ გქონდათ. იქ სადაც ყველა ბიზნესმენი კონტროლდებოდა, იქ ინვესტორი, როგორც წესი, არ შედის. ჯერ უნდა გაიგოს პოტენციურმა ინვესტორმა და ამას ახერხებენ ადგილობრივი ბიზნესმენები, რომ შეიქმნა საინტერესო ბიზნეს გარემო საქართველოში. თუ ვინმეს აქვს პრეტენზია, რომ ბიზნესზე ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს, აგერ ვარ და თავით ვაგებ პასუხს, თუ ვინმე ასეთია, მას ვაგებინებ პასუხს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერმა ყურადღება თანაინვესტირების ფონდის ჩამოყალიბებაზე გაამახვილა, რომელმაც როგორც მან აღნიშნა, შეიძლება ძალიან დიდი სარგებლობა მოუტანოს ქვეყანას მომავალში.

ივანიშვილმა სტრასბურგში დავით ბაქრაძესთან კამათიც გაიხსენა, რა დროსაც საუბარი ეკონომიკას შეეხებოდა. მისი თქმით, მან დეპუტატს სთხოვა სიცრუის ტირაჟირებისთვის თავი დაენებებინა.

პრემიერმა კიდევ ერთხელ გაიხსება დაპირება, რომ მომდევნო წლები უკეთესი იქნება ეკონომიკური კუთხით. მისივე თქმით, არც ერთ ხელისუფლებას არ აქვს კერძო საკუთრებაში ხელების ფათურის უფლება.

ივანიშვილის განცხადებით, ვალდებულებების შესრულებაზე მუშაობა ყოველდღიურად მიმდინარეობს.

მისივე თქმით, სახელმწიფო მაქსიმალურად, რაც შეეძლო ბიზნესს და სოფლის მეურნეობას დაეხმარა, უკვე 200-ზე მეტი საწარმო დაფინანსდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა