პოლიტიკა
საზოგადოება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მეცნიერება
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე პოპულისტური და ცრუ წინასაარჩევნო დაპირებები
ყველაზე პოპულისტური და ცრუ წინასაარჩევნო დაპირებები

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია ბევრ სხვა ფაქ­ტორ­თან ერ­თად, ორი რა­მით არის სა­ინ­ტე­რე­სო: 1 - რამ­დე­ნად ჯან­სა­ღია წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო, რამ­დე­ნად თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში არი­ან საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტე­ბი და 2 - რა ში­ნა­არ­სი­საა და რამ­დე­ნად მომ­ხიბ­ვლე­ლია კან­დი­და­ტე­ბის და­პი­რე­ბე­ბი ელექ­ტო­რა­ტის­თვის. აქე­დან პირ­ვე­ლი ფაქ­ტო­რი თა­ვად კან­დი­და­ტე­ბის­თვის არის გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბის, მე­ო­რე კი - ამომ­რჩევ­ლის­თვის. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბე­ბი ყო­ველ­თვის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. და­პი­რე­ბე­ბი­სა და სლო­გა­ნე­ბის ფორ­მი­რე­ბა­ზე ყო­ვე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის წინ დიდი ფული იხარ­ჯე­ბა. იხარ­ჯე­ბა "პი­არ­ში­კე­ბის" ენერ­გი­აც, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა და­მა­ჯე­რე­ბე­ლი იყოს მათი წი­ნა­სა­არ­ჩევვნო და­პი­რე­ბე­ბი ხალ­ხის­თვის.

კან­დი­და­ტე­ბის ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი­სა თუ სა­რეკ­ლა­მო ბილ­ბორ­დე­ბის "შე­ფუთ­ვა" დიდ ძა­ლის­ხმე­ვას მო­ი­თხოვს. ცხა­დია, მთე­ლი ეს ჯაფა პო­პუ­ლის­ტუ­რი და­პი­რე­ბე­ბის ელექ­ტო­რამ­დე მი­ტა­ნა­სა და ტვინ­ში გა­ჯე­რე­ბა­ზე იხარ­ჯე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ამომ­რჩე­ვე­ლის დიდი ნა­წი­ლი არა სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მე­ბის, არა­მედ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო სლო­გა­ნე­ბის მი­ხედ­ვით ირ­ჩევს.

დიახ, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატს იმა­ვე პრინ­ცი­პით ვირ­ჩევთ, რა პრინ­ცი­პი­თაც, მა­გა­ლი­თად, ტკბი­ლე­ულს ან სხვა ნე­ბის­მი­ერ პრო­დუქტს სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის დახლზე.

ჩვენს ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს შე­ფუთ­ვა.

და­ფიქ­რდით, რამ­დენ­ჯერ გი­ყი­დი­ათ პრო­დუქ­ტი მხო­ლოდ იმის გამო, რომ მან თქვენ კრე­ა­ტი­უ­ლი რეკ­ლა­მი­თა და სა­რეკ­ლა­მო სლო­გა­ნით და­გა­ინ­ტე­რე­სათ. და რამ­დენ­ჯერ დარ­ჩე­ნილ­ხართ იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი...

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ი­სას ამომ­რჩე­ვე­ლი, გარ­კვე­ულ­წი­ლად, ორ­სულ ქალს გავს. ამ პე­რი­ოდ­ში მოქ­მე­დი მთავ­რო­ბე­ბი გვის­რუ­ლე­ბენ ყვე­ლა­ფერს, რა­საც მო­ვი­სურ­ვებთ, თუმ­ცა იმ გან­სხვა­ვე­ბით, რომ ეს პე­რი­ო­დი ბევ­რად ხან­მოკ­ლეა, ვიდ­რე ორ­სუ­ლო­ბა... ცხა­დია, ამ ტექ­სტის მი­ზა­ნი სრუ­ლი­ად არ გახ­ლავთ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ამომ­რჩე­ველ­თა დე­მო­ტი­ვა­ცია, თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სოა თვა­ლი გა­და­ვავ­ლოთ გა­სუ­ლი ათწლე­უ­ლის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ­სა და პო­პუ­ლის­ტურ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ცრუ და­პი­რე­ბებს იმის­თვის, რომ ამ­ჯე­რად, არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბი­სას, მე­ტად ფხიზ­ლად ვი­ყოთ.

წარ­მო­გიდ­გენთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლის­ტუ­რი და­პი­რე­ბე­ბის სა­მე­ულს, რო­მე­ლიც არ შეს­რულ­და.

მე­სა­მე ად­გი­ლი - ციფ­რე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა

ციფ­რე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა მარ­კე­ტინ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი მე­თო­დია და ეს კან­დი­და­ტე­ბის "პი­არ­ში­კებ­მა" ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან. ყვე­ლას კარ­გად გვახ­სოვს სა­ა­კაშ­ვი­ლის და­პი­რე­ბუ­ლი 100 ახა­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო და ივა­ნიშ­ვი­ლის და­პი­რე­ბუ­ლი 100 ახა­ლი ქარ­ხა­ნა... კი­დევ უფრო შო­რე­ულ წარ­სულ­ში მი­ლი­ო­ნი სა­მუ­შაო ად­გი­ლი...

დენი10 თეთ­რი, გაზი 5 თეთ­რი, წყა­ლი - უფა­სოდ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ესეც ამა­ვე ჟან­რი­დან არის. მარ­თა­ლია გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძის გუნდს ამ სლო­გან­მა არ­ჩევ­ნებ­ზე მო­გე­ბა ვერ მო­უ­ტა­ნა და შე­სა­ბა­მი­სად, ძნე­ლია იმის თქმა, გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შეძ­ლებ­დნენ თუ არა "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტე­ბი" აღ­ნიშ­ნუ­ლი და­პი­რე­ბის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნას, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მრა­ვა­ლი ობი­ექ­ტუ­რი ფაქ­ტო­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სლო­გა­ნი ზედ­მე­ტად მომ­ხიბ­ვლე­ლად ჟღერს სა­ი­მი­სოდ, რომ ის რე­ა­ლუ­რად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო.

მე­ო­რე ად­გი­ლი - სა­ქარ­თვე­ლო სი­ღა­რი­ბის გა­რე­შე

ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით სლო­გა­ნი ხომ იდე­ა­ში­ვე უტო­პი­უ­რია, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ - პო­პუ­ლის­ტუ­რი!

პირ­ვე­ლი ად­გი­ლი- სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა

და­ბო­ლოს, ცხა­დია, პირ­ვე­ლი ად­გი­ლი ეკუთ­ვნის და­პი­რე­ბას, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მხრი­დან ამომ­რჩე­ველ­თა ემო­ცი­ებ­ზე აპე­ლი­რე­ბის მთა­ვა­რი მე­თო­დი იყო - და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა. ეს მე­თო­დი, თა­ვის დრო­ზე, ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რად სა­ა­კაშ­ვილ­მა და ოქ­რუ­აშ­ვილ­მა გა­მო­ი­ყე­ნა. ამის პი­რო­ბა ოქ­რუ­აშ­ვილ­მა სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში, სა­ა­კაშ­ვილ­მა კი და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის საფ­ლავ­ზე დადო.

გი­ორ­გი გი­ორ­გაშ­ვი­ლი

ყველაზე პოპულისტური და ცრუ წინასაარჩევნო დაპირებები

ყველაზე პოპულისტური და ცრუ წინასაარჩევნო დაპირებები

წინასაარჩევნო კამპანია ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, ორი რამით არის საინტერესო: 1 - რამდენად ჯანსაღია წინასაარჩევნო გარემო, რამდენად თანაბარ პირობებში არიან საპრეზიდენტო კანდიდატები და 2 - რა შინაარსისაა და რამდენად მომხიბვლელია კანდიდატების დაპირებები ელექტორატისთვის. აქედან პირველი ფაქტორი თავად კანდიდატებისთვის არის გადამწყვეტი მნიშვნელობის, მეორე კი - ამომრჩევლისთვის. წინასაარჩევნო დაპირებები ყოველთვის მრავალფეროვანია. დაპირებებისა და სლოგანების ფორმირებაზე ყოველი არჩევნების წინ დიდი ფული იხარჯება. იხარჯება "პიარშიკების" ენერგიაც, რომ რაც შეიძლება დამაჯერებელი იყოს მათი წინასაარჩევვნო დაპირებები ხალხისთვის.

კანდიდატების ვიდეორგოლებისა თუ სარეკლამო ბილბორდების "შეფუთვა" დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ცხადია, მთელი ეს ჯაფა პოპულისტური დაპირებების ელექტორამდე მიტანასა და ტვინში გაჯერებაზე იხარჯება და შესაბამისად, ამომრჩეველის დიდი ნაწილი არა საარჩევნო პროგრამების, არამედ წინასაარჩევნო სლოგანების მიხედვით ირჩევს.

დიახ, ხშირ შემთხვევაში ჩვენ საპრეზიდენტო კანდიდატს იმავე პრინციპით ვირჩევთ, რა პრინციპითაც, მაგალითად, ტკბილეულს ან სხვა ნებისმიერ პროდუქტს სუპერმარკეტების დახლზე.

ჩვენს ყურადღებას იქცევს შეფუთვა.

დაფიქრდით, რამდენჯერ გიყიდიათ პროდუქტი მხოლოდ იმის გამო, რომ მან თქვენ კრეატიული რეკლამითა და სარეკლამო სლოგანით დაგაინტერესათ. და რამდენჯერ დარჩენილხართ იმედგაცრუებული...

წინასაარჩევნო კამპანიისას ამომრჩეველი, გარკვეულწილად, ორსულ ქალს გავს. ამ პერიოდში მოქმედი მთავრობები გვისრულებენ ყველაფერს, რასაც მოვისურვებთ, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ეს პერიოდი ბევრად ხანმოკლეა, ვიდრე ორსულობა... ცხადია, ამ ტექსტის მიზანი სრულიად არ გახლავთ წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა დემოტივაცია, თუმცა საინტერესოა თვალი გადავავლოთ გასული ათწლეულის ყველაზე პოპულარულსა და პოპულისტურ წინასაარჩევნო ცრუ დაპირებებს იმისთვის, რომ ამჯერად, არჩევანის გაკეთებისას, მეტად ფხიზლად ვიყოთ.

წარმოგიდგენთ ყველაზე პოპულისტური დაპირებების სამეულს, რომელიც არ შესრულდა.

მესამე ადგილი - ციფრებით მანიპულირება

ციფრებით მანიპულირება მარკეტინში წარმატებული მეთოდია და ეს კანდიდატების "პიარშიკებმა" ძალიან კარგად იციან. ყველას კარგად გვახსოვს სააკაშვილის დაპირებული 100 ახალი საავადმყოფო და ივანიშვილის დაპირებული 100 ახალი ქარხანა... კიდევ უფრო შორეულ წარსულში მილიონი სამუშაო ადგილი...

დენი10 თეთრი, გაზი 5 თეთრი, წყალი - უფასოდ. შეიძლება ითქვას, რომ ესეც ამავე ჟანრიდან არის. მართალია გიორგი თარგამაძის გუნდს ამ სლოგანმა არჩევნებზე მოგება ვერ მოუტანა და შესაბამისად, ძნელია იმის თქმა, გამარჯვების შემთხვევაში შეძლებდნენ თუ არა "ქრისტიან-დემოკრატები" აღნიშნული დაპირების სისრულეში მოყვანას, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მრავალი ობიექტური ფაქტორის გათვალისწინებით, სლოგანი ზედმეტად მომხიბვლელად ჟღერს საიმისოდ, რომ ის რეალურად შესრულებულიყო.

მეორე ადგილი - საქართველო სიღარიბის გარეშე

ქვეყანაში არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით სლოგანი ხომ იდეაშივე უტოპიურია, მაგრამ სამაგიეროდ - პოპულისტური!

პირველი ადგილი- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა

დაბოლოს, ცხადია, პირველი ადგილი ეკუთვნის დაპირებას, რომელიც ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან ამომრჩეველთა ემოციებზე აპელირების მთავარი მეთოდი იყო - დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება. ეს მეთოდი, თავის დროზე, ყველაზე ეფექტურად სააკაშვილმა და ოქრუაშვილმა გამოიყენა. ამის პირობა ოქრუაშვილმა სატელევიზიო ეთერში, სააკაშვილმა კი დავით აღმაშენებლის საფლავზე დადო.

გიორგი გიორგაშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია