Faceამბები
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ურჩევს ჯენიფერ ლოპესი ახალგაზრდა გოგონებს
რას ურჩევს ჯენიფერ ლოპესი ახალგაზრდა გოგონებს

მომ­ღე­რალ­მა ჯე­ნი­ფერ ლო­პეს­მა ჟურ­ნალ Cosmopolitan-ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში მარ­ტო­ხე­ლა დე­დე­ბის მძი­მე ხვედრზე ისა­უბ­რა. ვარ­სკვლავ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მის­თვის სა­მა­გა­ლი­თო დედა მისი და, ლინ­დაა.

"ლინ­და ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მას დიდ პა­ტივს ვცემ. ის შვილს ქმრის გა­რე­შე ზრდის და ჩემ­სა­ვით მარ­ტო­ხე­ლა დე­დაა, მაგ­რამ ჩვენს შო­რის დიდი სხვა­ო­ბაა. მე უამ­რა­ვი ძიძა და მო­სამ­სა­ხუ­რე მყავს, ის კი სა­კუ­თარ შვილ­ზე თა­ვად ზრუ­ნავს. რო­დე­საც მას­თან და­სახ­მა­რებ­ლად მივ­დი­ვარ, ვე­კი­თხე­ბი რა გჭირ­დე­ბა, რა გა­ვა­კე­თო შენ­თვის, ლინ­და თბი­ლად მი­ღი­მის და ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა და არა­ფე­რი უნდა. თუმ­ცა, ვხე­დავ რო­გო­რი გა­მო­ფი­ტუ­ლია. ამი­ტომ ყვე­ლა მარ­ტო­ხე­ლა დე­დას პა­ტივს ვცემ", - ამ­ბობს მომ­ღე­რა­ლი.

ჯე­ნი­ფერ­მა ჟურ­ნა­ლის­ტთან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ პო­პუ­ლა­რო­ბამ­დე კა­ცებს ხში­რად უყუ­რა­დღე­ბოდ და­უ­ტო­ვე­ბი­ათ, ან მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე უარი უთ­ქვამთ. ლო­პე­სი ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნებს ურ­ჩევს, ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი და­ი­ვი­წყონ.

"თუ ვინ­მე თქვენ­ზე უარს ამ­ბობს, და­ი­ვი­წყეთ. გახ­სოვ­დეთ, ისი­ნი თქვენს ყუ­რა­დღე­ბას არ იმ­სა­ხუ­რე­ბენ", - გა­ნა­ცხა­და მომ­ღე­რალ­მა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Cosmopolitan-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

რას ურჩევს ჯენიფერ ლოპესი ახალგაზრდა გოგონებს

რას ურჩევს ჯენიფერ ლოპესი ახალგაზრდა გოგონებს

მომღერალმა ჯენიფერ ლოპესმა ჟურნალ Cosmopolitan-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მარტოხელა დედების მძიმე ხვედრზე ისაუბრა. ვარსკვლავმა განაცხადა, რომ მისთვის სამაგალითო დედა მისი და, ლინდაა.

"ლინდა ძალიან მიყვარს და მას დიდ პატივს ვცემ. ის შვილს ქმრის გარეშე ზრდის და ჩემსავით მარტოხელა დედაა, მაგრამ ჩვენს შორის დიდი სხვაობაა. მე უამრავი ძიძა და მოსამსახურე მყავს, ის კი საკუთარ შვილზე თავად ზრუნავს. როდესაც მასთან დასახმარებლად მივდივარ, ვეკითხები რა გჭირდება, რა გავაკეთო შენთვის, ლინდა თბილად მიღიმის და ამბობს, რომ ყველაფერი კარგადაა და არაფერი უნდა. თუმცა, ვხედავ როგორი გამოფიტულია. ამიტომ ყველა მარტოხელა დედას პატივს ვცემ", - ამბობს მომღერალი.

ჯენიფერმა ჟურნალისტთან საუბარში განაცხადა, რომ პოპულარობამდე კაცებს ხშირად უყურადღებოდ დაუტოვებიათ, ან მასთან ურთიერთობაზე უარი უთქვამთ. ლოპესი ახალგაზრდა გოგონებს ურჩევს, ასეთი შემთხვევები დაივიწყონ.

"თუ ვინმე თქვენზე უარს ამბობს, დაივიწყეთ. გახსოვდეთ, ისინი თქვენს ყურადღებას არ იმსახურებენ", - განაცხადა მომღერალმა.

მომზადებულია Cosmopolitan-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება