პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - ბევრი ჟურნალისტის გამონათქვამებში დილეტანტობა და საკითხის არცოდნა იგრძნობა
ბიძინა ივანიშვილი - ბევრი ჟურნალისტის გამონათქვამებში დილეტანტობა და საკითხის არცოდნა იგრძნობა

ხში­რად, ძა­ლი­ან ბევ­რი ჟურ­ნა­ლის­ტის გა­მო­ნათ­ქვა­მებ­ში დი­ლე­ტან­ტო­ბა და სა­კი­თხის არ­ცოდ­ნა იგ­რძნო­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­სა და თოქ-შო­უ­ე­ბის წამ­ყვა­ნებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და. მან­ვე, დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე ჟურ­ნა­ლისტ ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი­სა და ირმა ინაშ­ვი­ლის გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბიც წა­ი­კი­თხა.

"ყვე­ლა ჩემს გა­მო­ნათ­ქვამ­ზე ვა­გებ პა­სუხს. მე ვერ ვე­თან­ხმე­ბი ალე­კო ელი­საშ­ვილს. მისი მხრი­დან იყო ასე­თი გა­მო­ნათ­ქვა­მი - არის თუ არა ივა­ნიშ­ვი­ლის წას­ვლა გაქ­ცე­ვა? ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა არ აძ­ლევს ზუ­რა­ბიშ­ვილს არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბას. ეკო­ნო­მი­კა­ში აურ­ზა­უ­რია, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სტაგ­ნა­ცი­აა. ირმა ინაშ­ვი­ლი არ მო­სუ­ლა და მას კარ­გად ვიც­ნობ. მისი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბიც მინ­დო­და მო­მეყ­ვა­ნა, რო­დე­საც ის ამ­ბობს, რომ კო­ჰა­ბი­ტა­ცია და ათა­სი სი­სუ­ლე­ლე მოგ­ვახ­ვი­ეს თავს და ა.შ. მე მინ­და, რომ ეს გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ, მა­ყუ­რე­ბელ­მაც მო­ის­მი­ნოს რამ­დე­ნად კო­რექ­ტუ­ლია ეს. ხში­რად, თქვე­ნი და ძა­ლი­ან ბევ­რი ჟურ­ნა­ლის­ტის გა­მო­ნათ­ქვა­მებ­ში იგ­რძნო­ბა დი­ლე­ტან­ტო­ბა, სა­კი­თხის არ­ცოდ­ნა, ეკო­ნო­მი­კის არ ცოდ­ნა. ეკო­ნო­მი­კა არ არის ის სფე­რო, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ ჟურ­ნა­ლისტს შე­უძ­ლია გა­მო­ვი­დეს და აკ­რი­ტი­კოს. ეს არ არის ასე მარ­ტი­ვად. არ არის ისე, რომ მოხ­ვი­დე და ზე­და­პი­რუ­ლად ისა­უბ­რო ეკო­ნო­მი­კა­ზე, თქვა რომ სტაგ­ნა­ცი­აა, თქვა, რომ და­პი­რე­ბე­ბი არ სრულ­დე­ბა. შე­უ­რა­ცხყმყო­ფე­ლია პირ­და­პირ", - აღ­ნიშ­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის შე­ფა­სე­ბით, გა­სუ­ლი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­პი­რე­ბე­ბი "გა­და­ჭარ­ბე­ბით შე­ას­რუ­ლა".

რო­გორც ივა­ნიშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­სა და თოქ-შო­უ­ე­ბის წამ­ყვა­ნებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, მის მთავ­რო­ბას "სე­რი­ო­ზუ­ლი შეც­დო­მა არ და­უშ­ვია".

"მო­ვე­დი, რომ მო­გახ­სე­ნოთ რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რად იმუ­შა­ვა ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­სუ­ლი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ჩემი შე­ფა­სე­ბით, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იყო მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტუ­რი, სე­რი­ო­ზუ­ლი შეც­დო­მა თით­ქმის არ დაგ­ვიშ­ვია. რაც შე­ე­ხე­ბა და­პი­რე­ბებს, ისი­ნი გა­და­ჭარ­ბე­ბით შე­ვას­რუ­ლეთ და მეც არ ვე­ლო­დი, თუ ასე­თი ეფექ­ტუ­რე­ბი ვიქ­ნე­ბო­დით და ამ­დენს მო­ვა­ხერ­ხებ­დით ამ მოკ­ლე დრო­ში", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ მე­დი­ას, პრე­მი­ე­რის აზ­რით, 2012 წლის 1-ელი ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მე­დი­ის­თვის ძი­რე­უ­ლი გარ­და­ტე­ხა მოხ­და.

"მე­ო­რეა თქვე­ნი შე­ფა­სე­ბე­ბი - მე­დი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბას არ ვაკ­ნი­ნებ და თქვენ ჭეშ­მა­რი­ტად მე­ო­თხე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ხართ და დიდი ფუნ­ქცია გაქვთ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და იმის­თვის, რომ თქვენ გქო­ნო­დათ იო­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მი ინ­ფორ­მა­ცია და მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის კუ­თხი­თაც, ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მოხ­და ძი­რე­უ­ლი გარ­და­ტე­ხა. დღეს ვე­რა­ვინ იტყვის, რომ მე­დია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან გა­ნიც­დის რა­ი­მე ზე­წო­ლას", - დას­ძი­ნა პრე­მი­ერ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ბიძინა ივანიშვილი - ბევრი ჟურნალისტის გამონათქვამებში დილეტანტობა და საკითხის არცოდნა იგრძნობა

ბიძინა ივანიშვილი - ბევრი ჟურნალისტის გამონათქვამებში დილეტანტობა და საკითხის არცოდნა იგრძნობა

ხშირად, ძალიან ბევრი ჟურნალისტის გამონათქვამებში დილეტანტობა და საკითხის არცოდნა იგრძნობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელებსა და თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა. მანვე, დღევანდელ შეხვედრაზე ჟურნალისტ ალეკო ელისაშვილისა და ირმა ინაშვილის გამონათქვამებიც წაიკითხა.

"ყველა ჩემს გამონათქვამზე ვაგებ პასუხს. მე ვერ ვეთანხმები ალეკო ელისაშვილს. მისი მხრიდან იყო ასეთი გამონათქვამი - არის თუ არა ივანიშვილის წასვლა გაქცევა? ივანიშვილის მთავრობა არ აძლევს ზურაბიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. ეკონომიკაში აურზაურია, შეიძლება ითქვას, რომ სტაგნაციაა. ირმა ინაშვილი არ მოსულა და მას კარგად ვიცნობ. მისი გამონათქვამებიც მინდოდა მომეყვანა, როდესაც ის ამბობს, რომ კოჰაბიტაცია და ათასი სისულელე მოგვახვიეს თავს და ა.შ. მე მინდა, რომ ეს გამონათქვამები გავაანალიზოთ, მაყურებელმაც მოისმინოს რამდენად კორექტულია ეს. ხშირად, თქვენი და ძალიან ბევრი ჟურნალისტის გამონათქვამებში იგრძნობა დილეტანტობა, საკითხის არცოდნა, ეკონომიკის არ ცოდნა. ეკონომიკა არ არის ის სფერო, რომელიც ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია გამოვიდეს და აკრიტიკოს. ეს არ არის ასე მარტივად. არ არის ისე, რომ მოხვიდე და ზედაპირულად ისაუბრო ეკონომიკაზე, თქვა რომ სტაგნაციაა, თქვა, რომ დაპირებები არ სრულდება. შეურაცხყმყოფელია პირდაპირ", - აღნიშნა ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, გასული ერთი წლის განმავლობაში ახალმა ხელისუფლებამ დაპირებები "გადაჭარბებით შეასრულა".

როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელებსა და თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა, მის მთავრობას "სერიოზული შეცდომა არ დაუშვია".

"მოვედი, რომ მოგახსენოთ რამდენად ეფექტურად იმუშავა ახალმა ხელისუფლებამ გასული ერთი წლის განმავლობაში. ჩემი შეფასებით, ახალი ხელისუფლება იყო მაქსიმალურად ეფექტური, სერიოზული შეცდომა თითქმის არ დაგვიშვია. რაც შეეხება დაპირებებს, ისინი გადაჭარბებით შევასრულეთ და მეც არ ველოდი, თუ ასეთი ეფექტურები ვიქნებოდით და ამდენს მოვახერხებდით ამ მოკლე დროში", - განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ მედიას, პრემიერის აზრით, 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მედიისთვის ძირეული გარდატეხა მოხდა.

"მეორეა თქვენი შეფასებები - მედიის მნიშვნელობას არ ვაკნინებ და თქვენ ჭეშმარიტად მეოთხე ხელისუფლება ხართ და დიდი ფუნქცია გაქვთ. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ თქვენ გქონოდათ იოლად ხელმისაწვდომი ინფორმაცია და მედიის თავისუფლების კუთხითაც, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოხდა ძირეული გარდატეხა. დღეს ვერავინ იტყვის, რომ მედია ხელისუფლების მხრიდან განიცდის რაიმე ზეწოლას", - დასძინა პრემიერმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა