პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისე წავიდა, ერთი ლიტერატურული პრემიაც კი არავის მიუცია" - უცნობი ისტორიები გოდერძი ჩოხელის ცხოვრებიდან
"ისე წავიდა, ერთი ლიტერატურული პრემიაც კი არავის მიუცია" - უცნობი ისტორიები გოდერძი ჩოხელის ცხოვრებიდან

ჩემი სტუ­მა­რი - მალ­ხაზ წიკ­ლა­უ­რი რომ მეს­ტუმ­რა, თით­ქოს მთის გრი­ლი და სუფ­თა ჰა­ე­რის შეგ­რძნე­ბა შე­მო­ი­ყო­ლა. ჩოხ­ში იზ­რდე­ბო­და და რაც მეხ­სი­ე­რე­ბა ჰქონ­და, გო­დერ­ძიც სულ ახ­სოვ­და. ახ­ლაც თვალ­წინ მიდ­გას, რო­გორ და­დი­ო­და გუ­და­მა­ყარ­ში, რას ამ­ბობ­დაო... ერ­თზე კი ძა­ლი­ან სწყდე­ბო­და გული: ამ­ხე­ლა მწე­რა­ლი ისე რო­გორ გა­ვუშ­ვით ამ ქვეყ­ნი­დან, ერთი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია არა­ვის მი­უ­ცი­აო. იმით და­ვამ­შვი­დე, რა­საც გულ­წრფე­ლად ვფიქ­რობ­დი: გო­დერ­ძის რომ არა­ნა­ი­რი პრე­მია არ აქვს მი­ღე­ბუ­ლი, მისი ყვე­ლა­ზე დიდი ჯილ­დო შე­იძ­ლე­ბა იყოს-მეთ­ქი. სი­ცო­ცხლე­ში არც ერთ დაჯ­გუ­ფე­ბას­თან არ ჰქო­ნია მჭიდ­რო კავ­ში­რი (მწერ­ლებ­მა ხში­რად იცოდ­ნენ ჯგუ­ფე­ბად გა­ერ­თი­ა­ნე­ბა). იქ­ნებ არც ახ­სენ­დე­ბო­დათ სა­კუ­თარ გა­რე­მოც­ვა­ში ჩაფ­ლულ კო­მი­სი­ის წევ­რებს, რომ იყო ასე­თი დიდი მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც ხალ­ხს უყ­ვარ­და, რომ­ლის სიყ­ვა­რუ­ლიც, რაც დრო გა­დის, უფრო იზ­რდე­ბა. ბო­ლოს და ბო­ლოს, პრე­მია ვე­რა­ფერს შე­მა­ტებ­და გო­დერ­ძის და ვერც უი­მი­სო­ბა და­აკ­ლებ­და რა­მეს.

მალ­ხაზ წიკ­ლა­ურს 2 ოქ­ტომ­ბე­რი არა­სო­დეს და­ა­ვი­წყდე­ბა: - ბე­ბო­ჩემს და პა­პას არა­ერ­თხელ უამ­ბნი­ათ ჩემ­თვის, რო­გორ მი­ვი­და გო­დერ­ძის დედა, ლელა თა­ვი­სი მშობ­ლე­ბის სახ­ლში, ბურ­სა­ჭირ­ში, ორ­სუ­ლი იყო და დრო ჰქონ­და, შვი­ლი უნდა გა­ე­ჩი­ნა. ჩოხი წმინ­და მი­წაა, იქ მშო­ბი­ა­რის გა­ჩე­რე­ბა კი არა, მი­წა­ზე შე­ხე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა რი­დი­სა და მოკ­რძა­ლე­ბის გა­რე­შე. ჩვე­ნი სახ­ლის ახ­ლოს ას­ტკი­ვე­ბია მუ­ცე­ლი ლე­ლას. ბე­ბო­ჩემს ხმა გა­უ­გია და ჩვენ­თან შე­მო­უყ­ვა­ნია, ბა­გა­ში. იქ გაჩ­ნდა გო­დერ­ძიო, - მი­ამ­ბობ­და. ჯერ არა­ვინ იცო­და, გო­დერ­ძი რე­ჟი­სო­რი და მწე­რა­ლი გახ­დე­ბო­და თუ არა, ჩვე­ნე­ბი მა­ში­ნაც დიდი სიყ­ვა­რუ­ლით ჰყვე­ბოდ­ნენ ამ ამ­ბავს, მათ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი იყო, რომ კარ­გი ვაჟ­კა­ცი, გო­დერ­ძი ჩო­ხე­ლი მათ სახ­ლში მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას.

- რო­გო­რი გო­დერ­ძი გახ­სოვთ?

- გო­დერ­ძი თერ­თმე­ტი წლით უმ­ცრო­სი ვარ. ძა­ლი­ან ენერ­გი­უ­ლი იყო. ჩოხ­ში სულ ორი სპორ­ტის სა­ხე­ო­ბა იყო პო­პუ­ლა­რუ­ლი - ფეხ­ბურ­თი და თხი­ლა­მუ­რე­ბით სრი­ა­ლი. გო­დერ­ძი თხი­ლა­მუ­რებს თვი­თონ აკე­თებ­და. = ტყე­ში იფ­ნის ხეს მოჭ­რი­და. ხე ცოტა მოხ­რი­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ხის გუ­ლის­გან თლი­და თხი­ლა­მუ­რებს. ჩემ­თვი­საც გა­უ­კე­თე­ბია თხი­ლა­მუ­რე­ბი.

ერთი მძი­მე ამ­ბა­ვი მახ­სენ­დე­ბა: 1977 წელს მთის ერთ მხა­რე­ზე იყო პა­ტა­რა სო­ფე­ლი სა­ქო­რე. იქ ერ­თა­დერ­თი მო­სახ­ლე იყო - ცხოვ­რობ­დნენ დედა-შვი­ლი და ჩვი­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი. წა­მო­ვი­და მსუ­ბუ­ქი ზვა­ვი - ფუფ­ქარს ვე­ძა­ხით - მო­პირ­და­პი­რე მთი­დან, ავი­და მთის მე­ო­რე მხა­რეს. დედა-შვი­ლი ამ დროს გა­რეთ ყო­ფი­ლა გა­მო­სუ­ლი შე­შის­თვის და ორი­ვე იქვე ჩა­უ­მარ­ხავს. ბავ­შვი დარ­ჩა აკ­ვან­ში... გა­ვი­და დრო. ჩაჩა წიკ­ლა­ურ­მა ათ­ნო­ხი­დან გა­ხე­და სა­ქო­რეს - წაშ­ლი­ლი იყო სო­ფე­ლი. იმ ერ­თა­დერთ სახ­ლს სამი მეტ­რი თოვ­ლი დას­დე­ბო­და. და­ი­ძა­ხა, - ხალ­ხო, სა­ქო­რე არ ჩან­სო. ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი წა­ვი­და სა­ქო­რე­ში ამ­ბის გა­სა­გე­ბად. გა­რეთ არა­ვინ ჩან­და. სახ­ლში ზე­მო­დან რომ ჩა­ი­ხე­და, აკ­ვან­ში გარ­დაც­ვლი­ლი ჩვი­ლი და­ი­ნა­ხა. თოვ­ლი ჩაც­ვე­ნო­და ყელ­ში. ეს ამ­ბა­ვი გო­დერ­ძი­საც უზო­მოდ სტკენ­და გულს...

ზამ­თარ­ში დიდი თა­ნად­გო­მა და ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბა მთის სო­ფელს. ხმა­ურ­ზე ყვე­ლა გა­ფა­ცი­ცე­ბუ­ლია: აბა, რო­მე­ლი მთა ჩა­მო­ვი­და, რო­მე­ლი - ჩა­მო­სას­ვლე­ლია.\ ჩვე­ნი სახ­ლი უფრო უსაფრ­თხოდ იდგა, ზვა­ვი არ უდ­გე­ბო­და, არც გო­დერ­ძის ბი­ძის სახ­ლს ემუქ­რე­ბო­და ზვა­ვი. იქ დღე­საც სით­ბო ტრი­ა­ლებს!

- გო­დერ­ძის ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ჩოხ­ში ას­ვლა...

- უყ­ვარ­და! და ჩვენ რო­გორ გვიყ­ვარ­და მისი მოს­ვლა! სტუ­დენ­ტი რომ გახ­და, ამო­დი­ო­და. ბავ­შვებს გვა­მოწ­მებ­და: აბა, რო­გორ სწავ­ლობთ, თხი­ლა­მუ­რით თუ სრი­ა­ლებთ, თუ თა­მა­შობთ ფეხ­ბურთს, ხომ არა­ფე­რი გჭირ­დე­ბა­თო. სტუმ­რე­ბი რომ ამოჰ­ყავ­და ჩოხ­ში, ზე­ი­მი იყო. ბავ­შვე­ბი ვტრა­ბა­ხობ­დით - გო­დერ­ძის სტუმ­რე­ბი გა­ვი­ცა­ნი­თო.

გო­დერ­ძი დე­დას სულ მხარ­ში ედგა, სა­თი­ბი, თი­ვის მოგ­რო­ვე­ბა, ჩა­მო­ტა­ნა - მისი საქ­მე იყო. მისი შრო­მა სულ არ გვიკ­ვირ­და. სა­ო­ცა­რი ის გახ­ლდათ, რო­გორ შე­ეძ­ლო, რომ სამ­ყა­რო შე­ეყ­ვა­რე­ბი­ნა ჩვენ­თვის.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

"ისე წავიდა, ერთი ლიტერატურული პრემიაც კი არავის მიუცია" - უცნობი ისტორიები გოდერძი ჩოხელის ცხოვრებიდან

"ისე წავიდა, ერთი ლიტერატურული პრემიაც კი არავის მიუცია" - უცნობი ისტორიები გოდერძი ჩოხელის ცხოვრებიდან

ჩემი სტუმარი - მალხაზ წიკლაური რომ მესტუმრა, თითქოს მთის გრილი და სუფთა ჰაერის შეგრძნება შემოიყოლა. ჩოხში იზრდებოდა და რაც მეხსიერება ჰქონდა, გოდერძიც სულ ახსოვდა. ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ დადიოდა გუდამაყარში, რას ამბობდაო... ერთზე კი ძალიან სწყდებოდა გული: ამხელა მწერალი ისე როგორ გავუშვით ამ ქვეყნიდან, ერთი ლიტერატურული პრემია არავის მიუციაო. იმით დავამშვიდე, რასაც გულწრფელად ვფიქრობდი: გოდერძის რომ არანაირი პრემია არ აქვს მიღებული, მისი ყველაზე დიდი ჯილდო შეიძლება იყოს-მეთქი. სიცოცხლეში არც ერთ დაჯგუფებასთან არ ჰქონია მჭიდრო კავშირი (მწერლებმა ხშირად იცოდნენ ჯგუფებად გაერთიანება). იქნებ არც ახსენდებოდათ საკუთარ გარემოცვაში ჩაფლულ კომისიის წევრებს, რომ იყო ასეთი დიდი მწერალი, რომელიც ხალხს უყვარდა, რომლის სიყვარულიც, რაც დრო გადის, უფრო იზრდება. ბოლოს და ბოლოს, პრემია ვერაფერს შემატებდა გოდერძის და ვერც უიმისობა დააკლებდა რამეს.

მალხაზ წიკლაურს 2 ოქტომბერი არასოდეს დაავიწყდება: - ბებოჩემს და პაპას არაერთხელ უამბნიათ ჩემთვის, როგორ მივიდა გოდერძის დედა, ლელა თავისი მშობლების სახლში, ბურსაჭირში, ორსული იყო და დრო ჰქონდა, შვილი უნდა გაეჩინა. ჩოხი წმინდა მიწაა, იქ მშობიარის გაჩერება კი არა, მიწაზე შეხებაც არ შეიძლება რიდისა და მოკრძალების გარეშე. ჩვენი სახლის ახლოს ასტკივებია მუცელი ლელას. ბებოჩემს ხმა გაუგია და ჩვენთან შემოუყვანია, ბაგაში. იქ გაჩნდა გოდერძიო, - მიამბობდა. ჯერ არავინ იცოდა, გოდერძი რეჟისორი და მწერალი გახდებოდა თუ არა, ჩვენები მაშინაც დიდი სიყვარულით ჰყვებოდნენ ამ ამბავს, მათთვის ძალიან ძვირფასი იყო, რომ კარგი ვაჟკაცი, გოდერძი ჩოხელი მათ სახლში მოევლინა ქვეყანას.

- როგორი გოდერძი გახსოვთ?

- გოდერძი თერთმეტი წლით უმცროსი ვარ. ძალიან ენერგიული იყო. ჩოხში სულ ორი სპორტის სახეობა იყო პოპულარული - ფეხბურთი და თხილამურებით სრიალი. გოდერძი თხილამურებს თვითონ აკეთებდა. = ტყეში იფნის ხეს მოჭრიდა. ხე ცოტა მოხრილი უნდა ყოფილიყო. ხის გულისგან თლიდა თხილამურებს. ჩემთვისაც გაუკეთებია თხილამურები.

ერთი მძიმე ამბავი მახსენდება: 1977 წელს მთის ერთ მხარეზე იყო პატარა სოფელი საქორე. იქ ერთადერთი მოსახლე იყო - ცხოვრობდნენ დედა-შვილი და ჩვილი შვილიშვილი. წამოვიდა მსუბუქი ზვავი - ფუფქარს ვეძახით - მოპირდაპირე მთიდან, ავიდა მთის მეორე მხარეს. დედა-შვილი ამ დროს გარეთ ყოფილა გამოსული შეშისთვის და ორივე იქვე ჩაუმარხავს. ბავშვი დარჩა აკვანში... გავიდა დრო. ჩაჩა წიკლაურმა ათნოხიდან გახედა საქორეს - წაშლილი იყო სოფელი. იმ ერთადერთ სახლს სამი მეტრი თოვლი დასდებოდა. დაიძახა, - ხალხო, საქორე არ ჩანსო. ჩემი ბიძაშვილი წავიდა საქორეში ამბის გასაგებად. გარეთ არავინ ჩანდა. სახლში ზემოდან რომ ჩაიხედა, აკვანში გარდაცვლილი ჩვილი დაინახა. თოვლი ჩაცვენოდა ყელში. ეს ამბავი გოდერძისაც უზომოდ სტკენდა გულს...

ზამთარში დიდი თანადგომა და ყურადღება სჭირდება მთის სოფელს. ხმაურზე ყველა გაფაციცებულია: აბა, რომელი მთა ჩამოვიდა, რომელი - ჩამოსასვლელია.\ ჩვენი სახლი უფრო უსაფრთხოდ იდგა, ზვავი არ უდგებოდა, არც გოდერძის ბიძის სახლს ემუქრებოდა ზვავი. იქ დღესაც სითბო ტრიალებს!

- გოდერძის ძალიან უყვარდა ჩოხში ასვლა...

- უყვარდა! და ჩვენ როგორ გვიყვარდა მისი მოსვლა! სტუდენტი რომ გახდა, ამოდიოდა. ბავშვებს გვამოწმებდა: აბა, როგორ სწავლობთ, თხილამურით თუ სრიალებთ, თუ თამაშობთ ფეხბურთს, ხომ არაფერი გჭირდებათო. სტუმრები რომ ამოჰყავდა ჩოხში, ზეიმი იყო. ბავშვები ვტრაბახობდით - გოდერძის სტუმრები გავიცანითო.

გოდერძი დედას სულ მხარში ედგა, სათიბი, თივის მოგროვება, ჩამოტანა - მისი საქმე იყო. მისი შრომა სულ არ გვიკვირდა. საოცარი ის გახლდათ, როგორ შეეძლო, რომ სამყარო შეეყვარებინა ჩვენთვის.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს