სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მავთულხლართს მიღმა სხვა საქართველოა - "ცხელი" რეპორტაჟი ტკივილის რეგიონიდან
მავთულხლართს მიღმა სხვა საქართველოა - "ცხელი" რეპორტაჟი ტკივილის რეგიონიდან

დვან­სა და დიც­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი ქმნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, რომ 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომი არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა. რუ­სეთ­მა ბრძო­ლა სხვა მე­თო­დე­ბით გა­ნაგ­რძო და ახლა ია­რა­ღის ნაც­ვლად, სა­სა­ზღვრო მავ­თულხლარ­თე­ბით მო­ცო­ცავს შიდა ქარ­თლში, რკი­ნის­ცხა­უ­რი­ა­ნი ღო­ბით ან მავ­თულხლარ­თით გა­მიჯ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის ზღვარ­ზე მხო­ლოდ ოკუ­პან­ტის ბა­ტო­ნო­ბას გრძნობ. მის ხელ­ში ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თი აბორ­გე­ბულ ზღვას ჰგავს, ბა­რი­ე­რის არარ­სე­ბო­ბის გამო ნელ-ნელა რომ ჭამს ხმე­ლეთს. ოთხ თვე­ში ერთხელ რუ­სე­ბი მო­ვარ­დნი­ლი ტალ­ღა­სა­ვით მო­ი­წე­ვენ ჩვენ­კენ 50, 300, 600 მეტ­რით.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ დვან­ში რუ­სებ­მა, მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1922 წლის დრო­ინ­დე­ლი საბ­ჭო­თა რუ­კის მი­ხედ­ვით, სამ­ხრეთ ოსე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ოლ­ქის იმ დრო­ის­თვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი, დღეს კი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის სა­ზღვრე­ბის აღ­დგე­ნა და­ი­წყეს. რად­გან რუ­სეთ­მა ვერ აი­ძუ­ლა ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი მსოფ­ლიო, აღი­ა­რონ ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კა, და­ი­წყო მოქ­მე­დე­ბა პრინ­ცი­პით - გიჟი თა­ვი­სუ­ფა­ლია და ქარ­თულ სოფ­ლებ­ში გას­ცემს ბრძა­ნე­ბას, სა­ზღვა­რი უნდა გად­მოვ­წიო, თუ გინ­დათ, რომ არ აგა­ოხ­როთ, აქე­დან მო­უს­ვი­თო.

ყუ­რის ამ­წე­ვი კი არა, შე­ნიშ­ვნის გუ­ლი­ა­ნად მიმ­ცე­მიც არა­ვინ ჰყავს. არა­ვინ უმოწ­მებს იმ რუ­კა­საც. ვუყ­რუ­ებთ, რო­გორ გას­დის და აკე­თებს. ამი­ტო­მაც გლე­ხე­ბი, ოდეს­ღაც სის­ხლის ფა­სად რომ იცავ­დნენ აქა­უ­რო­ბას, გარ­ბი­ან. გვე­ლე­შაპს წინ რო­გორ და­ვუდ­გეთ, რო­დე­საც ზურ­გსაც არა­ვინ გვი­მაგ­რებ­სო?! ოხვრა-კვნე­სით, შრო­მით და­კოჟ­რი­ლი სა­კუ­თა­რი ხე­ლით ან­გრე­ვენ ოდეს­ღაც წვა­ლე­ბით აშე­ნე­ბულ სახ­ლებს და მი­აქვთ, სად, თვი­თო­ნაც არ იცი­ან(!).

დვან­ში სამი სახ­ლი და 150 ჰექ­ტარ­ზე მეტი ბაღ-ვე­ნა­ხი­ან-ყა­ნე­ბი­ა­ნი მიწა მოჰ­ყვა რუ­სის "რჩე­ულ ზო­ნა­ში". ამ დროს ფსევ­დო­სა­ზღვარ­თან აღ­მარ­თულ ნიშ­თან, რო­მე­ლიც ოსურ ენა­ზე იუ­წყე­ბა, რომ მავ­თულხლართს მიღ­მა სხვა ქვე­ყა­ნაა, ქარ­თვე­ლი მე­სა­ზღვრე-პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი სა­ხე­შეშ­ლი­ლე­ბი დგა­ნან. დუ­მი­ლის და უმოქ­მე­დო­ბის ბრძა­ნე­ბა აქვთ და რაც უნდა მწა­რე იყოს სი­მარ­თლე, ნაკ­ლე­ბად გან­სხვავ­დე­ბი­ან სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის­გან, ოდეს­ღაც ქარ­თვე­ლე­ბის ხე­ლით დარ­გულ, დღეს კი მავ­თულხლარ­თის მიღ­მა მოქ­ცე­ულ ხე­ებ­ზე რომ და­უ­მაგ­რე­ბი­ათ რუ­სებს. კა­მე­რე­ბიც დუ­მი­ლით აკონ­ტრო­ლე­ბენ გა­რე­მოს, მაგ­რამ მათ ქარ­თვე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ნერ­ვე­ბი არ აქვთ და არც იმის ეში­ნი­ათ, რომ სა­კუ­თა­რი მი­წის გულ­შე­მატ­კი­ვარს ნერ­ვე­ბი უმტყუ­ნებს და სა­ზღვრის მიღ­მა გუ­ლის მო­სა­ფხა­ნად ქვას ის­ვრის... არა­ვინ არა­ფერ­საც არ იზამს - შიდა ქარ­თლში ყვე­ლამ იცის, რომ გამ­წა­რე­ბულ დათვს ბა­ბა­ი­ას თუ არ და­უ­ძა­ხებ, ხმა მა­ინც არ უნდა გას­ცე(?!).

- რო­დემ­დე? - ვე­კი­თხე­ბი დვა­ნე­ლებს.

- სა­ნამ სას­წა­უ­ლი მოხ­დე­ბა, - ამ­ბო­ბენ კა­ცე­ბი, რომ­ლებ­საც 2008 წლის შემ­დეგ უკვე მე­რამ­დე­ნედ ულა­ხა­ვენ ღირ­სე­ბას, მაგ­რამ თავს ხრი­ან, რად­გან თავს ზე­მოთ ძალა არ აქვთ. - ეს უკეთ თბი­ლის­ში ეცო­დი­ნე­ბათ, - ჩურ­ჩუ­ლე­ბენ ისი­ნი.

26 სექ­ტემ­ბერს ჯერ გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ დიც­ში ჩა­ვე­დი.

რკი­ნის ჭიშ­კარ­თან პა­ტა­რა სა­ლო­ცა­ვი ნი­შია, ჯვა­რი აღუ­მარ­თავთ ქარ­თვე­ლებს. სიმ­ბო­ლუ­რია ეს ნიში ერ­თმორ­წმუ­ნე რუ­სის ცხა­უ­რი­ან, სა­ო­კუ­პა­ციო სა­სა­ზღვრო კე­დელ­თან. თით­ქოს იმის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია, ჩრდი­ლო­ელ მე­ზო­ბელს რო­გორ ფე­ხებ­ზე ჰკი­დია ქრის­ტი­ა­ნო­ბა და მო­ძა­ლა­დის გენი სა­უ­კუ­ნე­ე­ბია, მხო­ლოდ ერთი მიზ­ნით მო­ე­რე­კე­ბა: და­ი­პყა­რი! ჰოდა, ცდი­ლობს, სა­მუ­და­მოდ ჯვარ­ზე გა­აკ­რას სა­ქარ­თვე­ლო.

დიც­ში მცო­ცა­ვი სა­ზღვრის ფარ­გლებ­ში იმ ოჯა­ხე­ბის სახ­ლე­ბიც მო­ექ­ცე­ვა, ვისი შვი­ლე­ბიც ამ მი­წის გა­დარ­ჩე­ნის­თვის ბრძო­ლა­ში და­ეც­ნენ... და ძვე­ლისძვე­ლი სა­საფ­ლა­ოც, სა­დაც 23 წლის წინ ქარ­თულ-ოსურ კონ­ფლიქ­ტში და­ხო­ცი­ლე­ბი გა­ნის­ვე­ნე­ბენ.

- რო­გორ შე­ვე­გუ­ოთ ამას? - კი­თხუ­ლო­ბენ დევ­ნი­ლო­ბის­თვის გან­წი­რუ­ლე­ბი...

გზად სამ­ხედრო­ფორ­მი­ა­ნი მხვდე­ბა.

- 2008-ში ია­რა­ღი რომ გვქო­ნო­და და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რომ არ ეთ­ქვა, გა­მო­დით რე­გი­ო­ნი­და­ნო, მხო­ლოდ ქა­ლებს და ბავ­შვებს გავ­ხიზ­ნავ­დით. წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­ვუ­წევ­დით... მსხვერ­პლი უფრო დიდი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ყვე­ლა კაცს ვერ მოკ­ლავ­დნენ. სე­პა­რა­ტის­ტი და სხვა და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ბო­ე­ვი­კე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გამო და­ი­ხევ­დნენ უკან. ამა­სო­ბა­ში მი­ზან­მიღ­წე­უ­ლი რუ­სიც აუკ­რძა­ლავ­და ჩვენ­თან და­პი­რის­პი­რე­ბას... ოკუ­პი­რე­ბულ მი­წა­ზე კი დავ­რჩე­ბო­დით, მაგ­რამ სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში ვი­ცხოვ­რებ­დით. ჩვენს ად­გილს სხვა ვერ და­ი­კა­ვებ­და. მერ­ჩივ­ნა, მოვმკვდა­რი­ყა­ვი და იქ ჩემს ოჯახს, ქარ­თვე­ლებს ეცხოვ­რათ. სა­ხე­ში მა­ფურ­თხე­ბენ და მო­ით­მი­ნეო. ხვალ თბი­ლის­ში ჩა­მოვ­ლენ და მო­ით­მენთ? დვან­ში ჩადი, ნახე, რა ხდე­ბა და მერე მი­თხა­რი, რო­გო­რი მო­სათ­მე­ნია რუ­სის თავ­ხე­დო­ბა. ზოგ­ჯერ მგო­ნია, რომ მათ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო და­ი­პყრეს, მაგ­რამ ამას ჯერ ვერ ვხვდე­ბით, - ამ­ბობს დევ­ნი­ლი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

მავთულხლართს მიღმა სხვა საქართველოა - "ცხელი" რეპორტაჟი ტკივილის რეგიონიდან

მავთულხლართს მიღმა სხვა საქართველოა - "ცხელი" რეპორტაჟი ტკივილის რეგიონიდან

დვანსა და დიცში მიმდინარე მოვლენები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ დამთავრებულა. რუსეთმა ბრძოლა სხვა მეთოდებით განაგრძო და ახლა იარაღის ნაცვლად, სასაზღვრო მავთულხლართებით მოცოცავს შიდა ქართლში, რკინისცხაურიანი ღობით ან მავთულხლართით გამიჯნული ტერიტორიის ზღვარზე მხოლოდ ოკუპანტის ბატონობას გრძნობ. მის ხელში ე.წ. სამხრეთ ოსეთი აბორგებულ ზღვას ჰგავს, ბარიერის არარსებობის გამო ნელ-ნელა რომ ჭამს ხმელეთს. ოთხ თვეში ერთხელ რუსები მოვარდნილი ტალღასავით მოიწევენ ჩვენკენ 50, 300, 600 მეტრით.

რამდენიმე დღის წინ დვანში რუსებმა, მათივე ინფორმაციით, 1922 წლის დროინდელი საბჭოთა რუკის მიხედვით, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის იმ დროისთვის ადმინისტრაციული, დღეს კი ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრების აღდგენა დაიწყეს. რადგან რუსეთმა ვერ აიძულა ცივილიზებული მსოფლიო, აღიარონ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, დაიწყო მოქმედება პრინციპით - გიჟი თავისუფალია და ქართულ სოფლებში გასცემს ბრძანებას, საზღვარი უნდა გადმოვწიო, თუ გინდათ, რომ არ აგაოხროთ, აქედან მოუსვითო.

ყურის ამწევი კი არა, შენიშვნის გულიანად მიმცემიც არავინ ჰყავს. არავინ უმოწმებს იმ რუკასაც. ვუყრუებთ, როგორ გასდის და აკეთებს. ამიტომაც გლეხები, ოდესღაც სისხლის ფასად რომ იცავდნენ აქაურობას, გარბიან. გველეშაპს წინ როგორ დავუდგეთ, როდესაც ზურგსაც არავინ გვიმაგრებსო?! ოხვრა-კვნესით, შრომით დაკოჟრილი საკუთარი ხელით ანგრევენ ოდესღაც წვალებით აშენებულ სახლებს და მიაქვთ, სად, თვითონაც არ იციან(!).

დვანში სამი სახლი და 150 ჰექტარზე მეტი ბაღ-ვენახიან-ყანებიანი მიწა მოჰყვა რუსის "რჩეულ ზონაში". ამ დროს ფსევდოსაზღვართან აღმართულ ნიშთან, რომელიც ოსურ ენაზე იუწყება, რომ მავთულხლართს მიღმა სხვა ქვეყანაა, ქართველი მესაზღვრე-პოლიციელები სახეშეშლილები დგანან. დუმილის და უმოქმედობის ბრძანება აქვთ და რაც უნდა მწარე იყოს სიმართლე, ნაკლებად განსხვავდებიან სათვალთვალო კამერებისგან, ოდესღაც ქართველების ხელით დარგულ, დღეს კი მავთულხლართის მიღმა მოქცეულ ხეებზე რომ დაუმაგრებიათ რუსებს. კამერებიც დუმილით აკონტროლებენ გარემოს, მაგრამ მათ ქართველი პოლიციელებისგან განსხვავებით, ნერვები არ აქვთ და არც იმის ეშინიათ, რომ საკუთარი მიწის გულშემატკივარს ნერვები უმტყუნებს და საზღვრის მიღმა გულის მოსაფხანად ქვას ისვრის... არავინ არაფერსაც არ იზამს - შიდა ქართლში ყველამ იცის, რომ გამწარებულ დათვს ბაბაიას თუ არ დაუძახებ, ხმა მაინც არ უნდა გასცე(?!).

- როდემდე? - ვეკითხები დვანელებს.

- სანამ სასწაული მოხდება, - ამბობენ კაცები, რომლებსაც 2008 წლის შემდეგ უკვე მერამდენედ ულახავენ ღირსებას, მაგრამ თავს ხრიან, რადგან თავს ზემოთ ძალა არ აქვთ. - ეს უკეთ თბილისში ეცოდინებათ, - ჩურჩულებენ ისინი.

26 სექტემბერს ჯერ გორის რაიონის სოფელ დიცში ჩავედი.

რკინის ჭიშკართან პატარა სალოცავი ნიშია, ჯვარი აღუმართავთ ქართველებს. სიმბოლურია ეს ნიში ერთმორწმუნე რუსის ცხაურიან, საოკუპაციო სასაზღვრო კედელთან. თითქოს იმის მანიშნებელია, ჩრდილოელ მეზობელს როგორ ფეხებზე ჰკიდია ქრისტიანობა და მოძალადის გენი საუკუნეებია, მხოლოდ ერთი მიზნით მოერეკება: დაიპყარი! ჰოდა, ცდილობს, სამუდამოდ ჯვარზე გააკრას საქართველო.

დიცში მცოცავი საზღვრის ფარგლებში იმ ოჯახების სახლებიც მოექცევა, ვისი შვილებიც ამ მიწის გადარჩენისთვის ბრძოლაში დაეცნენ... და ძველისძველი სასაფლაოც, სადაც 23 წლის წინ ქართულ-ოსურ კონფლიქტში დახოცილები განისვენებენ.

- როგორ შევეგუოთ ამას? - კითხულობენ დევნილობისთვის განწირულები...

გზად სამხედროფორმიანი მხვდება.

- 2008-ში იარაღი რომ გვქონოდა და ხელისუფლებას რომ არ ეთქვა, გამოდით რეგიონიდანო, მხოლოდ ქალებს და ბავშვებს გავხიზნავდით. წინააღმდეგობას გავუწევდით... მსხვერპლი უფრო დიდი იქნებოდა, მაგრამ ყველა კაცს ვერ მოკლავდნენ. სეპარატისტი და სხვა დაქირავებული ბოევიკები წინააღმდეგობის გამო დაიხევდნენ უკან. ამასობაში მიზანმიღწეული რუსიც აუკრძალავდა ჩვენთან დაპირისპირებას... ოკუპირებულ მიწაზე კი დავრჩებოდით, მაგრამ საკუთარ სახლებში ვიცხოვრებდით. ჩვენს ადგილს სხვა ვერ დაიკავებდა. მერჩივნა, მოვმკვდარიყავი და იქ ჩემს ოჯახს, ქართველებს ეცხოვრათ. სახეში მაფურთხებენ და მოითმინეო. ხვალ თბილისში ჩამოვლენ და მოითმენთ? დვანში ჩადი, ნახე, რა ხდება და მერე მითხარი, როგორი მოსათმენია რუსის თავხედობა. ზოგჯერ მგონია, რომ მათ მთელი საქართველო დაიპყრეს, მაგრამ ამას ჯერ ვერ ვხვდებით, - ამბობს დევნილი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

იხილეთ ფოტოგალერეა

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?