საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაში აქვს აღებული 42 მედალი ახალ "მის იუნიორს"
რაში აქვს აღებული 42 მედალი ახალ "მის იუნიორს"

16 სექ­ტემ­ბერს გრი­გო­ლეთ­ში "მის იუ­ნი­ო­რი" უკვე მე­ექ­ვსედ ჩა­ტარ­და და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, 15 წლის გაბ­რი­ე­ლა ხვე­დე­ლი­ძე გა­მო­ავ­ლი­ნა. გაბ­რი­ე­ლა ტან­მო­ვარ­ჯი­შეა და უამ­რა­ვი მედ­ლის მფლო­ბე­ლი გახ­ლავთ.

"სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, არ ვე­ლო­დე­ბო­დი პირ­ველ ად­გილს. ყვე­ლა გო­გო­ნას გა­უ­ხარ­და, არ ვე­ლო­დე­ბო­დი ასეთ რე­აქ­ცი­ას, რად­გან სპორ­ტში ასე არ ხდე­ბა. ძა­ლი­ან დიდი კონ­კუ­რენ­ცი­აა და შენი გა­მარ­ჯვე­ბა ყვე­ლას არ უხა­რია. სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სზე კი ყვე­ლა მგულ­შე­მატ­კივ­რობ­და. მო­ნა­წი­ლე გო­გო­ნე­ბი ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად კონ­კურსს, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სხვა კონ­კურ­სებ­შიც", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნალ "რე­ი­ტინგს" გა­მარ­ჯვე­ბულ­მა.

გაბ­რი­ე­ლას მხატ­ვრუ­ლი ტან­ვარ­ჯი­შის სხვა­დას­ხვა შე­ჯიბ­რზე 42 მე­და­ლი აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი, მათ შო­რის ერთ-ერთი მე­და­ლი, რო­გორც ყვე­ლა­ზე ლა­მაზ­მა ტან­მო­ვარ­ჯი­შემ მი­ი­ღო.

"5 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც დე­დამ მხატ­ვრულ ტან­ვარ­ჯიშ­ზე მი­მიყ­ვა­ნა, თა­ვა­დაც ვარ­ჯი­შობ­და და მის გზას ვაგ­რძე­ლებ. 42 მე­და­ლის მფლო­ბე­ლი ვარ. 2012 წელს რუ­სეთ­ში, ნი­ჟ­ნი-ნოვ­გო­როდ­ში ტარ­დე­ბო­და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი მხატ­ვრულ ტან­ვარ­ჯიშ­ში. ძა­ლი­ან მა­ღა­ლი დო­ნის შე­ჯიბ­რე­ბა იყო და უკ­რა­ი­ნა­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს საკ­მა­ოდ ძლი­ერ კონ­კუ­რენ­ცი­ას ვუ­წევ­დით, რო­გორც გუნ­დმა, მე­სა­მე ად­გი­ლი და­ვი­კა­ვეთ. ასე­ვე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის პრი­ზი­ო­რი გავ­ხდი.

ყო­ველ წელს რუ­სეთ­ში ტარ­დე­ბა შე­ჯიბ­რე­ბა "მის ვა­ლენ­ტი­ნა", იქ მე­ო­თხე ად­გილ­ზე გა­ვე­დი, მაგ­რამ მომ­ცეს ნო­მი­ნა­ცია და "მის ვა­ლენ­ტი­ნა" გავ­ხდი. ათა­სი მხატ­ვრუ­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­ში­დან სა­ქარ­თვე­ლო გა­მო­არ­ჩი­ეს. ამ ტი­ტულს აძ­ლე­ვენ ყვე­ლა­ზე ლა­მაზ ტან­მო­ვარ­ჯი­შეს და მის მი­ნი­ჭე­ბას ჟი­უ­რი წყვეტს. "მის ვა­ლენ­ტი­ნას" უნდა ჰქონ­დეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხიბ­ლი, გა­მოს­ვლი­სას უნდა ჩან­დეს ღი­მი­ლიც, ემო­ცი­აც, კარ­გად უნდა გად­მოს­ცე, რა­საც ას­რუ­ლებ. ვი­ყა­ვი ასე­ვე მსოფ­ლიო თას­ზეც. რო­დე­საც ჩემი გა­მოს­ვლის დრო დად­გა, წამ­ყვა­ნებ­მა ჩემ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ა­ცხა­დეს, მათ შო­რის რამ­დე­ნი შე­ჯიბ­რე­ბის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­ლდით. მას შემ­დეგ, რაც გა­მოს­ვლა დას­რულ­და, თქვეს, სა­ქარ­თვე­ლო­დან რო­გო­რი ლა­მა­ზი გო­გო­ნა გა­მო­დის და რა გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი კაბა აც­ვი­აო", - აღ­ნიშ­ნა გაბ­რი­ე­ლამ.

რო­გორც "მის იუ­ნი­ო­რის" ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი მაია ზა­ა­ლიშ­ვი­ლი ამ­ბობს, გაბ­რი­ე­ლა ერთ წე­ლი­წადს მო­ემ­ზა­დე­ბა და შემ­დეგ რო­მე­ლი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე გა­ემ­გზავ­რე­ბა.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ სრუ­ლად

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

რაში აქვს აღებული 42 მედალი ახალ "მის იუნიორს"

რაში აქვს აღებული 42 მედალი ახალ "მის იუნიორს"

16 სექტემბერს გრიგოლეთში "მის იუნიორი" უკვე მეექვსედ ჩატარდა და გამარჯვებული, 15 წლის გაბრიელა ხვედელიძე გამოავლინა. გაბრიელა ტანმოვარჯიშეა და უამრავი მედლის მფლობელი გახლავთ.

"სიმართლე რომ გითხრათ, არ ველოდებოდი პირველ ადგილს. ყველა გოგონას გაუხარდა, არ ველოდებოდი ასეთ რეაქციას, რადგან სპორტში ასე არ ხდება. ძალიან დიდი კონკურენციაა და შენი გამარჯვება ყველას არ უხარია. სილამაზის კონკურსზე კი ყველა მგულშემატკივრობდა. მონაწილე გოგონები ძალიან მომეწონა. რაც შეეხება თავად კონკურსს, დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას სხვა კონკურსებშიც", - განუცხადა ჟურნალ "რეიტინგს" გამარჯვებულმა.

გაბრიელას მხატვრული ტანვარჯიშის სხვადასხვა შეჯიბრზე 42 მედალი აქვს მოპოვებული, მათ შორის ერთ-ერთი მედალი, როგორც ყველაზე ლამაზმა ტანმოვარჯიშემ მიიღო.

"5 წლის ვიყავი, როდესაც დედამ მხატვრულ ტანვარჯიშზე მიმიყვანა, თავადაც ვარჯიშობდა და მის გზას ვაგრძელებ. 42 მედალის მფლობელი ვარ. 2012 წელს რუსეთში, ნიჟნი-ნოვგოროდში ტარდებოდა ევროპის ჩემპიონატი მხატვრულ ტანვარჯიშში. ძალიან მაღალი დონის შეჯიბრება იყო და უკრაინასა და აზერბაიჯანს საკმაოდ ძლიერ კონკურენციას ვუწევდით, როგორც გუნდმა, მესამე ადგილი დავიკავეთ. ასევე ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი გავხდი.

ყოველ წელს რუსეთში ტარდება შეჯიბრება "მის ვალენტინა", იქ მეოთხე ადგილზე გავედი, მაგრამ მომცეს ნომინაცია და "მის ვალენტინა" გავხდი. ათასი მხატვრული ტანმოვარჯიშიდან საქართველო გამოარჩიეს. ამ ტიტულს აძლევენ ყველაზე ლამაზ ტანმოვარჯიშეს და მის მინიჭებას ჟიური წყვეტს. "მის ვალენტინას" უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული ხიბლი, გამოსვლისას უნდა ჩანდეს ღიმილიც, ემოციაც, კარგად უნდა გადმოსცე, რასაც ასრულებ. ვიყავი ასევე მსოფლიო თასზეც. როდესაც ჩემი გამოსვლის დრო დადგა, წამყვანებმა ჩემ შესახებ ინფორმაცია გამოაცხადეს, მათ შორის რამდენი შეჯიბრების გამარჯვებული გახლდით. მას შემდეგ, რაც გამოსვლა დასრულდა, თქვეს, საქართველოდან როგორი ლამაზი გოგონა გამოდის და რა გემოვნებიანი კაბა აცვიაო", - აღნიშნა გაბრიელამ.

როგორც "მის იუნიორის" ორგანიზატორი მაია ზაალიშვილი ამბობს, გაბრიელა ერთ წელიწადს მოემზადება და შემდეგ რომელიმე საერთაშორისო კონკურსზე გაემგზავრება.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია