შეზღუდული შესაძლებლობები რომ არ არსებობს, ამაში 21 წლის რილ მარტინი დაგარწმუნებთ.
ის ბრიტანეთის კოლუმბიაში მდებარე ხიდიდან გადახტა და მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ მთავარი მონდომებაა.
ახალგაზრდა კაცს ფეხები პარალიზებული ავტოავარიის შემდეგ აქვს, მაგრამ ამ ინციდენტის გამო მხიარულ გართობაზე და ხალისიან ცხოვრებაზე უარი არ უთქვამს. მას მხოლოდ ექსტრემალური გართობა არ იზიდავს - კვირაში რამდენჯერმე სტუმრობს სპორტულ მოედანს, სადაც ჩოგბურთსა და კალათბურთს თამაშობს.
იხილეთ ვიდეო
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.