პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დროს "მარშუტკაა", ანუ მეც ვარ ჩემი ქვეყნის რეზერვი
რა დროს "მარშუტკაა", ანუ მეც ვარ ჩემი ქვეყნის რეზერვი

შე­იძ­ლე­ბა თქვათ, რა დროს "მარ­შუტ­კე­ბია", როცა პო­ლი­ტი­კუ­რი სე­ზო­ნი (უკვე მე­რამ­დე­ნედ) იქო­ქე­ბა, ქვეყ­ნის შე­ნე­ბა გრძელ­დე­ბა, ცო­ტაც და ნატო-ში შე­ვალ­თო, მაგ­რამ ქვეყ­ნის ყვე­ლა სი­კე­თე და მმარ­თველ­თა ყვე­ლა გამ­ჭრი­ა­ხო­ბა სწო­რედ "მარ­შუტ­კებ­შია" გან­სხე­უ­ლე­ბუ­ლი ჩემ­თვის და ისე ხელ­შე­სა­ხე­ბია, რო­გორც არ­სად სხვა­გან.

ჩემს სახ­ლსა და სამ­სა­ხურს შო­რის და­ახ­ლო­ე­ბით 30 კი­ლო­მეტ­რია, დღე­ში 4 სა­მარ­შრუ­ტო ტაქსში გა­დაჯ­დო­მა მი­წევს და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მგზავ­რო­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მო­ცუ­ლო­ბი­თი ნა­წი­ლია.

სწო­რედ მმარ­თველ­თა გამ­ჭრი­ა­ხო­ბით აღარ დავ­დი­ვარ ძვე­ლი -"სა­ქათ­მე" "მარ­შუტ­კე­ბით", ახლა ახა­ლი, ყვით­ლე­ბი "გვემ­სა­ხუ­რე­ბა". გვემ­სა­ხუ­რე­ბა ბრჭყა­ლებ­ში იმი­ტომ ჩავ­სვი, რომ ცოტა ძნე­ლია, ამ პრო­ცესს მომ­სა­ხუ­რე­ბა და­არ­ქვა, ეს რა­ღაც უფრო ღრმაა. რაც შე­ე­ხე­ბა ახალ, ყვი­თელ ტრან­სპორ­ტს, სულ მგო­ნია, რომ ეს ის "ოქ­როს სა­რა­ი­აა" ყვარ­ყვა­რე თუ­თა­ბე­რი რომ ჰპირ­დე­ბო­და ტიტე ნა­ტუ­ტარს.

რო­გორც წესი, ამ ოქ­როს სა­რა­ი­ებ­ში ფეხ­ზე ვდგა­ვარ, უფრო სწო­რედ, ხელ­ზე ვკი­დი­ვარ და სევ­დი­ა­ნად ვუ­ყუ­რებ კა­რის გვერ­დით წე­ბოს ნაკ­ვა­ლევს - ოდეს­ღაც აქ მწარ­მო­ე­ბელ­მა ქარ­ხა­ნამ პა­ტა­რა ზო­მის ნი­შა­ნი მი­აკ­რა, სა­დაც დამ­ჯდა­რი ადა­მი­ა­ნის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას­თან ციფ­რი 16 ეწე­რა, ფეხ­ზე მდგო­მის კი -0. ეს რას ნიშ­ნავს, მწარ­მო­ებ­ლი­სა და შემ­დეგ ქარ­თველ შე­მოქ­მე­დე­ბით მმარ­თველ­თა ენებ­ზე, ალ­ბათ უკვე ყვე­ლამ იცის. ამ ნიშ­ნის აც­ლის ნაც­ვლად შე­იძ­ლე­ბო­და, ფეხ­ზე მდოგ­მი ადა­მი­ა­ნის გვერ­დით უსას­რუ­ლო­ბის ნი­შა­ნი მი­ე­წე­რათ, მაგ­რამ ეს ალ­ბათ და­მა­ტე­ბი­თი ხარ­ჯი იქ­ნე­ბო­და და მარ­ტი­ვი გა­მო­სა­ვა­ლიც გა­მო­ი­ნა­ხა.

მოკ­ლედ, ამ ნა­გუ­ლის­ხმე­ვი უსას­რუ­ლო­ბის ნიშ­ნის შე­სა­ბა­მი­სად, ფეხ­ზე იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და ისე მჭიდ­როდ ვდგა­ვართ (თუ ხე­ლებ­ზე ვკი­დი­ვართ), რომ ერ­თმა­ნე­თის ტე­ლე­ფო­ნებს ვპა­სუ­ხობთ -აღარ გა­ირ­ჩე­ვა, რო­მე­ლი ჯიბე ვი­სია (ქო­ნე­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბა რომ დამ­ჭირ­დეს, ალ­ბათ გა­მი­ჭირ­დე­ბა სა­კუ­თა­რი ქო­ნე­ბის გან­სა­ზღვრა). თა­ვი­დან, ამ ახა­ლი ოქ­როს სა­რა­ი­ე­ბის შე­მო­ტა­ნის მთა­ვა­რი ხიბ­ლი (ტა­რი­ფის გა­ო­თხმოც­თეთ­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად) ის იყო, რომ ქა­ლაქ­ში ხმა გავ­რცელ­და (რო­მე­ლიც თით­ქოს რა­ღაც კა­ნონს ეფუძ­ნე­ბო­და), ახალ "მარ­შუტ­კებ­ში" მგზავ­რებს ფეხ­ზე აღარ და­ა­ყე­ნე­ბე­ნო. მაგ­რამ ყო­ველ­დღი­უ­რად 180 თუ 190-ლა­რი­ა­ნი გა­და­სა­ხა­დის და­კის­რე­ბის გამო მძღო­ლებს ჯერ 5 მგზავ­რის და­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა მის­ცეს, შემ­დეგ კი ასე­თი მგზავ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ზღუ­და­ვი ნიშ­ნე­ბი გაქ­რა ოქ­როს სა­რა­ი­ე­ბი­დან. მერე რა, რომ ეს ოქ­როს სა­რა­ი­ე­ბი ამ­დენ მგზავრზე არ არის გათ­ვლი­ლი, რის გა­მოც ამ თით­ქმის ახალ მან­ქა­ნებს გზა­ში ძვრე­ბა ხოლ­მე ნა­წი­ლე­ბი, შემ­დეგ კი სა­გან­გე­ბოდ მათი მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის გახ­სნილ ცენ­ტრში სა­ვალ­დე­ბუ­ლო შე­კე­თე­ბა­ში მძღო­ლე­ბი სამ­მაგს იხ­დი­ან. ამა­ზე ლა­პა­რა­კი არ ღირს.. . არც ის არის სა­ლა­პა­რა­კო, მძღო­ლის ბედი და სი­ცო­ცხლე რომ ღვე­დი­თაა და­ზღვე­უ­ლი, ჩვე­ნი სი­ცო­ცხლე კი ჩვენს ხე­ლებ­ზე თუ სხვის ფე­ხებ­ზე ჰკი­დია.

ამ უსას­რუ­ლო­ბას რამ­დე­ნი­მე და­დე­ბი­თი ეფექ­ტი აქვს -შე­მოქ­მე­დე­ბით მმარ­თვე­ლებს შე­მო­სა­ვა­ლი მო­ე­მა­ტათ (ამის დიდი იმე­დი გვაქვს), მძღო­ლე­ბის ოჯა­ხე­ბი მშივ­რე­ბი არ გვყავს და... ყვე­ლა­ზე მთვა­რი -აღ­დგა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იანი წლე­ბის ტრა­დი­ცია ტრან­სპორ­ტში ერ­თმა­ნეთ­თან ჩა­ხუ­ტე­ბი­სა.

სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის და­ძა­ბუ­ლი სე­ზო­ნის წინ ადა­მი­ა­ნე­ბის ერ­თმა­ნეთ­თან და­ახ­ლო­ე­ბას შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ქვეყ­ნის­თვის სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ღმერ­თმა ნუ ქნას და არ­ჩევ­ნე­ბის გამო რა­ი­მე სა­მო­ქა­ლა­ქო და­პირსპი­რე­ბა და­ი­წყოს, რა სინ­დი­სით და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი ადა­მი­ანს, მა­ნამ­დე რომ ყო­ველ­დღე ეხუ­ტე­ბო­დი (ბოლო-ბოლო უკაც­რა­ვად და სუ­ნით ვცნობთ ერ­თმა­ნეთს უკვე). არა­და, ამ ოქ­როს სა­რა­ი­ებ­ში ისე ახ­ლოს ვართ ერ­თმა­ნეთ­თან, ისე ვგრძნობთ ერ­თმა­ნე­თის სით­ბოს, რო­მე­ლი­მე მგზავ­რი რომ ჩა­დის, ჩას­ვლის წინ ყვე­ლა წინ მდგომს გუ­ლა­ჩუ­ყე­ბუ­ლი ეხუ­ტე­ბა (სხვა­ნა­ი­რად გზას ვერ გა­იკ­ვლევს) ისე, ქორ­წი­ლის ბო­ლოს მთვრა­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი რომ ემ­შვი­დო­ბე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს. დამ­რჩე­ნებს გული გვწყდე­ბა და ვფიქ­რობთ, ისე რო­გორ ჩა­ვი­დეთ მარ­შუტ­კი­დან, რომ ცრემ­ლი­ა­ნი თვა­ლე­ბი ავა­რი­დოთ ერ­თმა­ნეთს.

აი, ეს მა­მა­კა­ცი ჩემ წინ რომ დგას, ორი­ვე ხელი აქვს გაშ­ლი­ლი და ორი­ვე მხა­რეს ეჭი­დე­ბა, რა­ზეც შე­უძ­ლია. ისე დგას მკლა­ვებ­გაშ­ლი­ლი, თით­ქოს, "და­ისს" მე­ცეკ­ვე­ბო­დეს. მე დარ­ცხვე­ნი­ლი ვდგა­ვარ მის წინ, რად­გან ცეკ­ვა არ ვიცი. ამის მარ­თლა მრცხვე­ნია -აი, უკვე 8 წე­ლი­წად­ზე მე­ტია, სა­ცეკ­ვა­ოდ გვაქვს საქ­მე და აქამ­დე არ უნდა მეს­წავ­ლა? მაგ­რამ მო­მა­ვა­ლი კვი­რი­დან ჩემს თა­ნამ­შრო­მელ გო­გო­ებ­თან ერ­თად ვი­წყებ ცეკ­ვა­ზე სი­ა­რულს და გა­მო­ვას­წო­რებ ამას. მა­ნამ­დე კი, ვდგა­ვარ ასე დარ­ცხვე­ნი­ლი და ვცდი­ლობ, ცალ ხელ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბულ­მა შე­ვი­კა­ვო თავი, ისე­დაც ახ­ლოს მდგომ ჩემს თა­ნამ­გზავრს "ვახ­ტან­გუ­რის" პო­ზა­ში რომ არ ჩა­ვე­ხუ­ტო. ამ ხელ­ზე და­კი­დე­ბის გამო უკვე კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ბი­ცეპ­სი ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და (და ალ­ბათ ყვე­ლა ჩემს თა­ნამ­გზავრს) და ვფქ­რობ, გო­ნივ­რუ­ლი იქ­ნე­ბა, სპორ­ტის და კი­დევ რა­ღა­ცე­ბის სა­მი­ნის­ტრომ მკლავ­ჭიდ­ში სა­ხალ­ხო და მგზავ­რუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად მო­ა­წყოს.

თუ ამის ორ­გა­ნი­ზე­ბა სწრა­ფად ვერ მო­ხერ­ხდე­ბა, არა­ფე­რია, მა­ინც აქვს ამ ვარ­ჯიშს ერთ მო­მა­ვალ სარ­გე­ბელ­ზე გათ­ვლი­ლი ეფექ­ტი -ოქ­როს სა­რა­ი­ებ­ში მომ­ზა­დე­ბა­გავ­ლი­ლი ხალ­ხი თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს ქარ­თუ­ლი არ­მი­ი­სა და ქვეყ­ნის რე­ზერ­ვად. ისე­თი რა ექ­სტრა­ორ­დი­ნა­ლუ­რი და ფოსრმა­ჟო­რუ­ლი ვი­თა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა შე­იქ­მნას, ოქ­როს სა­რა­ი­ა­ში ნამ­გზავ­რმა ადა­მი­ან­მა რომ თავი ვერ გა­არ­თვას ან მოთ­მი­ნე­ბა და­კარ­გოს. ასე რომ, მეც ჩემი ქვეყ­ნის რე­ზერ­ვი ვარ.

გზა გრძელ­დე­ბა და ვცდი­ლობ, მივ­ხვდე, სად ვარ, რად­გან ოქ­როს სა­რა­ი­ას ფან­ჯრე­ბი ცოტა დაბ­ლა აქვს და მდე­ბა­რე­ო­ბას ვერ ვხე­დავ. მაღ­ლა, "მარ­შუტ­კის" ლუკ­ში ვი­ხე­დე­ბი და ცას შევ­ყუ­რებ. არა, ეს არ გა­მო­მად­გე­ბა -ამ და­ლოც­ვი­ლი თბი­ლი­სის თავ­ზე ცა ყვე­ლა უბან­ში ერ­თნა­ი­რია, მით უმე­ტეს - ღა­მით. სა­ბო­ლო­ოდ იმის იმე­დი მაქვს, რომ და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­თან მი­ახ­ლო­ვე­ბი­სას გული ცოტა ამიჩ­ქროლ­დე­ბა და მივ­ხვდე­ბი, რომ ჩას­ვლის დროა. აი, ვიგ­რძე­ნი კი­დეც სახ­ლთან მი­ახ­ლო­ვე­ბა. ყვე­ლა თა­ნამ­გზავრს გუ­ლა­ჩუ­ყე­ბუ­ლი ვემ­შვი­დო­ბე­ბი და ოქ­როს სა­რა­ი­ი­დან ჩავ­დი­ვარ. თუმ­ცა, ვცდი­ლობ, არ ავ­ღელ­დე და თავს ვიმ­შვი­დებ - ხვალ ხომ ისევ ჩა­ვე­ხუ­ტე­ბი ყვე­ლას...

მა­ნა­ნა მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ლილო-სა­ბურ­თა­ლო-ლილო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom

რა დროს "მარშუტკაა", ანუ მეც ვარ ჩემი ქვეყნის რეზერვი

რა დროს "მარშუტკაა", ანუ მეც ვარ ჩემი ქვეყნის რეზერვი

შეიძლება თქვათ, რა დროს "მარშუტკებია", როცა პოლიტიკური სეზონი (უკვე მერამდენედ) იქოქება, ქვეყნის შენება გრძელდება, ცოტაც და ნატო-ში შევალთო, მაგრამ ქვეყნის ყველა სიკეთე და მმართველთა ყველა გამჭრიახობა სწორედ "მარშუტკებშია" განსხეულებული ჩემთვის და ისე ხელშესახებია, როგორც არსად სხვაგან.

ჩემს სახლსა და სამსახურს შორის დაახლოებით 30 კილომეტრია, დღეში 4 სამარშრუტო ტაქსში გადაჯდომა მიწევს და შეიძლება ითქვას, რომ მგზავრობა ჩემი ცხოვრების ყველაზე მოცულობითი ნაწილია.

სწორედ მმართველთა გამჭრიახობით აღარ დავდივარ ძველი -"საქათმე" "მარშუტკებით", ახლა ახალი, ყვითლები "გვემსახურება". გვემსახურება ბრჭყალებში იმიტომ ჩავსვი, რომ ცოტა ძნელია, ამ პროცესს მომსახურება დაარქვა, ეს რაღაც უფრო ღრმაა. რაც შეეხება ახალ, ყვითელ ტრანსპორტს, სულ მგონია, რომ ეს ის "ოქროს სარაიაა" ყვარყვარე თუთაბერი რომ ჰპირდებოდა ტიტე ნატუტარს.

როგორც წესი, ამ ოქროს სარაიებში ფეხზე ვდგავარ, უფრო სწორედ, ხელზე ვკიდივარ და სევდიანად ვუყურებ კარის გვერდით წებოს ნაკვალევს - ოდესღაც აქ მწარმოებელმა ქარხანამ პატარა ზომის ნიშანი მიაკრა, სადაც დამჯდარი ადამიანის გამოსახულებასთან ციფრი 16 ეწერა, ფეხზე მდგომის კი -0. ეს რას ნიშნავს, მწარმოებლისა და შემდეგ ქართველ შემოქმედებით მმართველთა ენებზე, ალბათ უკვე ყველამ იცის. ამ ნიშნის აცლის ნაცვლად შეიძლებოდა, ფეხზე მდოგმი ადამიანის გვერდით უსასრულობის ნიშანი მიეწერათ, მაგრამ ეს ალბათ დამატებითი ხარჯი იქნებოდა და მარტივი გამოსავალიც გამოინახა.

მოკლედ, ამ ნაგულისხმევი უსასრულობის ნიშნის შესაბამისად, ფეხზე იმდენი ადამიანი და ისე მჭიდროდ ვდგავართ (თუ ხელებზე ვკიდივართ), რომ ერთმანეთის ტელეფონებს ვპასუხობთ -აღარ გაირჩევა, რომელი ჯიბე ვისია (ქონების დეკლარაციის შევსება რომ დამჭირდეს, ალბათ გამიჭირდება საკუთარი ქონების განსაზღვრა). თავიდან, ამ ახალი ოქროს სარაიების შემოტანის მთავარი ხიბლი (ტარიფის გაოთხმოცთეთრების მიუხედავად) ის იყო, რომ ქალაქში ხმა გავრცელდა (რომელიც თითქოს რაღაც კანონს ეფუძნებოდა), ახალ "მარშუტკებში" მგზავრებს ფეხზე აღარ დააყენებენო. მაგრამ ყოველდღიურად 180 თუ 190-ლარიანი გადასახადის დაკისრების გამო მძღოლებს ჯერ 5 მგზავრის დაყენების უფლება მისცეს, შემდეგ კი ასეთი მგზავრების რაოდენობის შემზღუდავი ნიშნები გაქრა ოქროს სარაიებიდან. მერე რა, რომ ეს ოქროს სარაიები ამდენ მგზავრზე არ არის გათვლილი, რის გამოც ამ თითქმის ახალ მანქანებს გზაში ძვრება ხოლმე ნაწილები, შემდეგ კი საგანგებოდ მათი მომსახურებისთვის გახსნილ ცენტრში სავალდებულო შეკეთებაში მძღოლები სამმაგს იხდიან. ამაზე ლაპარაკი არ ღირს.. . არც ის არის სალაპარაკო, მძღოლის ბედი და სიცოცხლე რომ ღვედითაა დაზღვეული, ჩვენი სიცოცხლე კი ჩვენს ხელებზე თუ სხვის ფეხებზე ჰკიდია.

ამ უსასრულობას რამდენიმე დადებითი ეფექტი აქვს -შემოქმედებით მმართველებს შემოსავალი მოემატათ (ამის დიდი იმედი გვაქვს), მძღოლების ოჯახები მშივრები არ გვყავს და... ყველაზე მთვარი -აღდგა გასული საუკუნის 90-იანი წლების ტრადიცია ტრანსპორტში ერთმანეთთან ჩახუტებისა.

საპარლამენტო არჩევნების დაძაბული სეზონის წინ ადამიანების ერთმანეთთან დაახლოებას შეიძლება ითქვას, ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ღმერთმა ნუ ქნას და არჩევნების გამო რაიმე სამოქალაქო დაპირსპირება დაიწყოს, რა სინდისით დაუპირისპირდები ადამიანს, მანამდე რომ ყოველდღე ეხუტებოდი (ბოლო-ბოლო უკაცრავად და სუნით ვცნობთ ერთმანეთს უკვე). არადა, ამ ოქროს სარაიებში ისე ახლოს ვართ ერთმანეთთან, ისე ვგრძნობთ ერთმანეთის სითბოს, რომელიმე მგზავრი რომ ჩადის, ჩასვლის წინ ყველა წინ მდგომს გულაჩუყებული ეხუტება (სხვანაირად გზას ვერ გაიკვლევს) ისე, ქორწილის ბოლოს მთვრალი ნათესავები რომ ემშვიდობებიან ერთმანეთს. დამრჩენებს გული გვწყდება და ვფიქრობთ, ისე როგორ ჩავიდეთ მარშუტკიდან, რომ ცრემლიანი თვალები ავარიდოთ ერთმანეთს.

აი, ეს მამაკაცი ჩემ წინ რომ დგას, ორივე ხელი აქვს გაშლილი და ორივე მხარეს ეჭიდება, რაზეც შეუძლია. ისე დგას მკლავებგაშლილი, თითქოს, "დაისს" მეცეკვებოდეს. მე დარცხვენილი ვდგავარ მის წინ, რადგან ცეკვა არ ვიცი. ამის მართლა მრცხვენია -აი, უკვე 8 წელიწადზე მეტია, საცეკვაოდ გვაქვს საქმე და აქამდე არ უნდა მესწავლა? მაგრამ მომავალი კვირიდან ჩემს თანამშრომელ გოგოებთან ერთად ვიწყებ ცეკვაზე სიარულს და გამოვასწორებ ამას. მანამდე კი, ვდგავარ ასე დარცხვენილი და ვცდილობ, ცალ ხელზე ჩამოკიდებულმა შევიკავო თავი, ისედაც ახლოს მდგომ ჩემს თანამგზავრს "ვახტანგურის" პოზაში რომ არ ჩავეხუტო. ამ ხელზე დაკიდების გამო უკვე კარგად განვითარებული ბიცეპსი ჩამომიყალიბდა (და ალბათ ყველა ჩემს თანამგზავრს) და ვფქრობ, გონივრული იქნება, სპორტის და კიდევ რაღაცების სამინისტრომ მკლავჭიდში სახალხო და მგზავრული შეჯიბრებები რეგულარულად მოაწყოს.

თუ ამის ორგანიზება სწრაფად ვერ მოხერხდება, არაფერია, მაინც აქვს ამ ვარჯიშს ერთ მომავალ სარგებელზე გათვლილი ეფექტი -ოქროს სარაიებში მომზადებაგავლილი ხალხი თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ქართული არმიისა და ქვეყნის რეზერვად. ისეთი რა ექსტრაორდინალური და ფოსრმაჟორული ვითარება შეიძლება შეიქმნას, ოქროს სარაიაში ნამგზავრმა ადამიანმა რომ თავი ვერ გაართვას ან მოთმინება დაკარგოს. ასე რომ, მეც ჩემი ქვეყნის რეზერვი ვარ.

გზა გრძელდება და ვცდილობ, მივხვდე, სად ვარ, რადგან ოქროს სარაიას ფანჯრები ცოტა დაბლა აქვს და მდებარეობას ვერ ვხედავ. მაღლა, "მარშუტკის" ლუკში ვიხედები და ცას შევყურებ. არა, ეს არ გამომადგება -ამ დალოცვილი თბილისის თავზე ცა ყველა უბანში ერთნაირია, მით უმეტეს - ღამით. საბოლოოდ იმის იმედი მაქვს, რომ დანიშნულების ადგილთან მიახლოვებისას გული ცოტა ამიჩქროლდება და მივხვდები, რომ ჩასვლის დროა. აი, ვიგრძენი კიდეც სახლთან მიახლოვება. ყველა თანამგზავრს გულაჩუყებული ვემშვიდობები და ოქროს სარაიიდან ჩავდივარ. თუმცა, ვცდილობ, არ ავღელდე და თავს ვიმშვიდებ - ხვალ ხომ ისევ ჩავეხუტები ყველას...

მანანა მჭედლიშვილი

ლილო-საბურთალო-ლილო

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"