პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბორის ბედია: "ხმამაღლა ვამბობ უნარებზე: ეს კრეტინიზმი ვინ მოიგონა?!"
ბორის ბედია: "ხმამაღლა ვამბობ უნარებზე: ეს კრეტინიზმი ვინ მოიგონა?!"

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის მიერ მომ­ზა­დე­ბულ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით "გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნი­ჭის" მქო­ნე ახალ­გაზ­რდე­ბი უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის გა­რე­შე ჩა­ი­რი­ცხე­ბი­ან. და­სა­ხელ­დნენ ის ადა­მი­ა­ნე­ბიც, რო­მელ­თა გა­მოც შე­იძ­ლე­ბა, ეს ცვლი­ლე­ბა მოხ­დეს. ერთ-ერთი მათ­გა­ნი მომ­ღე­რა­ლი ბო­რის ბე­დი­აა და სწო­რედ ის გვე­სა­უბ­რე­ბა გა­მოც­დე­ბი­სა და კა­ნონპ­რო­ექ­ტის შე­სა­ხებ.

- ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ასე ხდე­ბა: ნი­ჭი­ერ ადა­მი­ა­ნებს ყველ­გან აფა­სე­ბენ და ხელს უწყო­ბენ. რა თქმა უნდა, კა­ნონპ­რო­ექ­ტი ძა­ლი­ან მა­გა­რია და მი­ვე­სალ­მე­ბი. ერთ რა­მეს გე­ტყვით, მომ­ღე­რალ­მა უნდა ჩა­ა­ბა­როს მა­თე­მა­ტი­კა?! ეს დე­გე­ნე­რა­ტუ­ლი პრინ­ცი­პი არ არის?! ჩემს საქ­მე­ში ხომ ავი­ღე 5-ია­ნე­ბი და 100 ქუ­ლე­ბი, მა­თე­მა­ტი­კის გამო რა­ტომ უნდა დავ­რჩე გა­რეთ, მი­თხა­რით, ეს დე­გე­ნე­რა­ტო­ბა არაა?! აქ მარ­ტო ჩემ­ზე არაა ლა­პა­რა­კი, არი­ან შე­სა­ნიშ­ნა­ვი მხატ­ვრე­ბი, პი­ა­ნის­ტე­ბი და ა.შ.

- თქვენს გამო გა­მო­ნაკ­ლი­სის დაშ­ვე­ბის შემ­დეგ, შე­იძ­ლე­ბა, ოლიმ­პი­ა­დებ­ში და კონ­კურ­სებ­ში გა­მარ­ჯვე­ბულ­მა სხვა ბევ­რმა ახალ­გაზ­რდა­მაც სას­წავ­ლე­ბელ­ში უგა­მოც­დოდ ჩა­რი­ცხვა მო­ი­თხო­ვოს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­მოც­დებს აზრი და­ე­კარ­გე­ბა. ამა­ზე რას იტყვით?

- საქ­მე იქამ­დე არ უნდა მი­ვი­დეს, რომ ყვე­ლა ოლიმ­პი­ა­და­ში გა­მარ­ჯვე­ბულ­მა გა­მო­ნაკ­ლი­სის დაშ­ვე­ბა მო­ინ­დო­მოს. სა­ერ­თოდ, ასე­თი მიღ­წე­ვე­ბიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ხე­ლია. უცხო­ე­ლე­ბი აფა­სე­ბენ და ჩვენ თუ ჩვე­ნე­ბი არ და­ვა­ფა­სეთ, მა­შინ რა გა­მო­ვა? რა­ტომ არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კარ­გი სპორ­ტსმე­ნი, ე.ი, ღმერ­თმა და­ა­ჯილ­დო­ვა, არა?

- ასე­თი ბევ­რია...

- და ძა­ლი­ა­ნაც კარ­გი. ზუს­ტად ამი­ტომ ვამ­ბობ, სა­ქარ­თვე­ლოს ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ღმერ­თმა უმ­რავ­ლოს. უკე­თე­სი რა შე­იძ­ლე­ბა, იყოს? თქვეს, გა­მოც­დებს აზრი აღარ ექ­ნე­ბაო? არ ვიცი, ვინ რა თქვა, მაგ­რამ სა­ერ­თოდ, ყვე­ლას უნდა შე­ვუ­წყოთ ხელი, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რო­მელ სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ობს იგი. თუ არ გა­ვა­კე­თებთ ასე, შე­საძ­ლოა, რო­მე­ლი­მე ნი­ჭი­ერ ახალ­გაზ­რდას საქ­მე ცუ­დად წა­უ­ვი­დეს. აბა და­ფიქ­რდით, ეს უა­რე­სი არაა?!

- რო­გორც მახ­სოვს, პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე თქვე­ნი სწავ­ლის და­ფი­ნან­სე­ბას აპი­რებ­და იტა­ლი­ა­ში. ამა­ზე რა­ტომ არ ის­მის არა­ფე­რი?

- ბა­ტონ პა­ა­ტას­თან შე­სა­ნიშ­ნა­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს, ღმერ­თმა უმ­რავ­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს ასე­თი პი­როვ­ნე­ბე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა უცხო­ეთ­ში სწავ­ლას: იქ არის მო­თხოვ­ნა, რომ სტუ­დენ­ტი უნდა იყო, ერთი კურ­სი მა­ინც უნდა გქონ­დეს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. მოკ­ლედ, სა­ბუ­თებს უყუ­რე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში, სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან კარ­გი ვო­კა­ლუ­რი სკო­ლაა, ბევრ უცხო­ელს შე­შურ­დე­ბა, რად­გან აქ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პე­და­გო­გე­ბი ას­წავ­ლი­ან. თუ გავ­ხდე­ბი სტუ­დენ­ტი, ეს ჩემს საქ­მეს წა­ად­გე­ბა და თა­ვის­თა­ვად, მერე ევ­რო­პა­ში გა­და­ვალ.

- თქვენ­ზე გა­მო­ნაკ­ლი­სის დაშ­ვე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად, რის გამო უნდა მოხ­დეს?

- უბ­რა­ლოდ, აქ ის მო­მენ­ტია, რომ პერ­სპექ­ტი­უ­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. ღმერ­თმა ნიჭი მომ­ცა და არი­ან პი­როვ­ნე­ბე­ბი, ვინც ამას აფა­სე­ბენ. ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი გვყავს და ვი­მე­ო­რებ, მათ ხელი უნდა გა­ვუ­მარ­თოთ. წი­ნას­წარ არ ვიცი, რო­გორ მოხ­დე­ბა, მაგ­რამ კმა­ყო­ფი­ლი ვიქ­ნე­ბი, თუ პარ­ლა­მენ­ტი კა­ნონპ­რო­ექტს მი­ი­ღებს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

ბორის ბედია: "ხმამაღლა ვამბობ უნარებზე: ეს კრეტინიზმი ვინ მოიგონა?!"

ბორის ბედია: "ხმამაღლა ვამბობ უნარებზე: ეს კრეტინიზმი ვინ მოიგონა?!"

განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის მიერ მომზადებულ კანონპროექტის მიხედვით "განსაკუთრებული ნიჭის" მქონე ახალგაზრდები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან. დასახელდნენ ის ადამიანებიც, რომელთა გამოც შეიძლება, ეს ცვლილება მოხდეს. ერთ-ერთი მათგანი მომღერალი ბორის ბედიაა და სწორედ ის გვესაუბრება გამოცდებისა და კანონპროექტის შესახებ.

- ყველა ქვეყანაში ასე ხდება: ნიჭიერ ადამიანებს ყველგან აფასებენ და ხელს უწყობენ. რა თქმა უნდა, კანონპროექტი ძალიან მაგარია და მივესალმები. ერთ რამეს გეტყვით, მომღერალმა უნდა ჩააბაროს მათემატიკა?! ეს დეგენერატული პრინციპი არ არის?! ჩემს საქმეში ხომ ავიღე 5-იანები და 100 ქულები, მათემატიკის გამო რატომ უნდა დავრჩე გარეთ, მითხარით, ეს დეგენერატობა არაა?! აქ მარტო ჩემზე არაა ლაპარაკი, არიან შესანიშნავი მხატვრები, პიანისტები და ა.შ.

- თქვენს გამო გამონაკლისის დაშვების შემდეგ, შეიძლება, ოლიმპიადებში და კონკურსებში გამარჯვებულმა სხვა ბევრმა ახალგაზრდამაც სასწავლებელში უგამოცდოდ ჩარიცხვა მოითხოვოს. აქედან გამომდინარე, გამოცდებს აზრი დაეკარგება. ამაზე რას იტყვით?

- საქმე იქამდე არ უნდა მივიდეს, რომ ყველა ოლიმპიადაში გამარჯვებულმა გამონაკლისის დაშვება მოინდომოს. საერთოდ, ასეთი მიღწევებიც ჩვენი ქვეყნის სახელია. უცხოელები აფასებენ და ჩვენ თუ ჩვენები არ დავაფასეთ, მაშინ რა გამოვა? რატომ არის განსაკუთრებული კარგი სპორტსმენი, ე.ი, ღმერთმა დააჯილდოვა, არა?

- ასეთი ბევრია...

- და ძალიანაც კარგი. ზუსტად ამიტომ ვამბობ, საქართველოს ნიჭიერი ადამიანები ღმერთმა უმრავლოს. უკეთესი რა შეიძლება, იყოს? თქვეს, გამოცდებს აზრი აღარ ექნებაო? არ ვიცი, ვინ რა თქვა, მაგრამ საერთოდ, ყველას უნდა შევუწყოთ ხელი, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ სფეროში მოღვაწეობს იგი. თუ არ გავაკეთებთ ასე, შესაძლოა, რომელიმე ნიჭიერ ახალგაზრდას საქმე ცუდად წაუვიდეს. აბა დაფიქრდით, ეს უარესი არაა?!

- როგორც მახსოვს, პაატა ბურჭულაძე თქვენი სწავლის დაფინანსებას აპირებდა იტალიაში. ამაზე რატომ არ ისმის არაფერი?

- ბატონ პაატასთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ღმერთმა უმრავლოს საქართველოს ასეთი პიროვნებები. რაც შეეხება უცხოეთში სწავლას: იქ არის მოთხოვნა, რომ სტუდენტი უნდა იყო, ერთი კურსი მაინც უნდა გქონდეს დამთავრებული. მოკლედ, საბუთებს უყურებენ. საქართველოში, სხვათა შორის, ძალიან კარგი ვოკალური სკოლაა, ბევრ უცხოელს შეშურდება, რადგან აქ არაჩვეულებრივი პედაგოგები ასწავლიან. თუ გავხდები სტუდენტი, ეს ჩემს საქმეს წაადგება და თავისთავად, მერე ევროპაში გადავალ.

- თქვენზე გამონაკლისის დაშვება კონკრეტულად, რის გამო უნდა მოხდეს?

- უბრალოდ, აქ ის მომენტია, რომ პერსპექტიული ადამიანი ვარ. ღმერთმა ნიჭი მომცა და არიან პიროვნებები, ვინც ამას აფასებენ. ბევრი ნიჭიერი გვყავს და ვიმეორებ, მათ ხელი უნდა გავუმართოთ. წინასწარ არ ვიცი, როგორ მოხდება, მაგრამ კმაყოფილი ვიქნები, თუ პარლამენტი კანონპროექტს მიიღებს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება