სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ქალი, რომელიც ნიგერიელებმა თბილისში დედოფლად აკურთხეს
ქართველი ქალი, რომელიც ნიგერიელებმა თბილისში დედოფლად აკურთხეს

სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ­მა ნი­გე­რი­ე­ლებ­მა, კერ­ძოდ, იბოს კუ­თხის შვი­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ ტრა­დი­ცი­ებს უდი­დეს პა­ტივს სცე­მენ, 29 სექ­ტემ­ბერს თბი­ლი­ში ტრა­დი­ცი­უ­ლი დღე­სას­წა­უ­ლი, ია­მის მო­სავ­ლის აღე­ბა აღ­ნიშ­ნეს. იამი მათი სა­კულ­ტო მცე­ნა­რეა, რო­მელ­საც თი­თო­ე­უ­ლი იბო­ე­ლი ეთაყ­ვა­ნე­ბა. ის ხილი გახ­ლავთ და მი­წის ქვეშ იზ­რდე­ბა.

ამ ყვე­ლა­ფერს კი­დევ ერთი ღო­ნის­ძი­ე­ბა და­ამ­თხვი­ეს, - რი­ჩარდ ოგ­ბუ­ნუ­ჯუ, მათი კუ­თხის დიდ­გვა­რო­ვა­ნი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში 20 წე­ლია ცხოვ­რობს და ქარ­თულ ენას კარ­გად ფლობს, მე­ფედ აკურ­თხეს!

რი­ჩარ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი იბო­ე­ლე­ბის მეფე გახ­და. რო­გორც მე­ფეს, ტი­ტუ­ლის მი­ხედ­ვით, უხუ­ცეს­თა საბ­ჭომ მათი პატ­რო­ნო­ბა და მფარ­ვე­ლო­ბა და­ა­ვა­ლა. რი­ჩარ­დთან ერ­თად, ქარ­თვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნიც, ხა­თუ­ნა ხო­ნე­ლი­ძე ლო­ლოდ, ანუ დე­დოფ­ლად აკურ­თხეს. მას გვირ­გვი­ნი ნი­გე­რი­ი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თვის ჩა­მო­სულ­მა მე­ფემ და­ად­გა.

ხა­თუ­ნა:

- ვღე­ლავ­დი. სა­ო­ცა­რი დღეა. რო­გორც რი­ჩარ­დმა ამიხ­სნა, ვიყო ლოლო, დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ნიშ­ნავს. სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი ნი­გე­რი­ე­ლი ცხოვ­რობს, რომ­ლებ­საც მა­გა­ლი­თად, ძა­ლი­ან უნ­დათ ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლა. მთხო­ვეს კი­დეც, იქ­ნებ დაგ­ვეხ­მა­როო და მეც შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად უნდა და­ვეხ­მა­რო... ასე­ვე უნ­დათ, რომ მათი ბავ­შვე­ბიც აქ გა­ი­ზარ­დონ, ქარ­თუ­ლი ენა ის­წავ­ლონ. მათ­ზე მე­ურ­ვე­ო­ბა რო­გორც რი­ჩარდს, მეც მე­კის­რე­ბა. ასე რომ, ეს მხო­ლოდ რი­ტუ­ა­ლი არ არის, რე­ა­ლუ­რად ახა­ლი საქ­მი­ა­ნო­ბაა, რო­მელ­შიც უნდა ჩა­ვერ­თო...

ვე­რო­ნი­კა (რი­ჩარ­დის შვი­ლი):

- მინ­და, ვთქვა, რომ მა­მა­ჩემს გა­უ­მარ­თლა, რად­გა­ნაც გვერ­დით სა­უ­კე­თე­სო ქარ­თვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ჰყავს, რო­მე­ლიც დღეს დე­დოფ­ლად აკურ­თხეს. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ხა­თუ­ნა. ხან­და­ხან მა­ვი­წყდე­ბა, რომ ის ჩემი ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა არ არის. ის მე და ჩემს ძმებს ყვე­ლა­ფერ­ში გვეხ­მა­რე­ბა. ჩვენ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უკ­რა­ი­ნა­ში ვიზ­რდე­ბო­დით და ახლა სა­ცხოვ­რებ­ლად აქ გად­მო­ვე­დით.

რი­ჩარ­დი:

- ხა­თუ­ნა დღე­ი­დან ჩემი დე­დო­ფა­ლია! ლოლო სა­ერ­თოდ, ქალ-მე­ფეს, იგი­ვე მე­ფის მე­უღ­ლეს ნიშ­ნავს, წე­სის თა­ნახ­მად, ქალი-მეფე ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბა უნდა იყოს. სწო­რედ ამას ით­ვა­ლის­წი­ნებს ეს ტი­ტუ­ლი და მი­მაჩ­ნია, რომ ხა­თუ­ნა არის ასე­თი... ისე კი, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ადა­მი­ან­მა არ უნდა და­ი­ვი­წყოს სა­კუ­თა­რი წარ­მო­მავ­ლო­ბა, ფეს­ვე­ბი და წი­ნაპ­რე­ბი, მათ პა­ტი­ვი უნდა სცეს. სა­ქარ­თვე­ლო­ში უამ­რა­ვი ახალ­გაზ­რდა ნი­გე­რი­ე­ლია ჩა­მო­სუ­ლი, ზოგი სწავ­ლობს, ზოგი მუ­შა­ობს. დღე­ვან­დე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბით კი კი­დევ ერთხელ შე­ვახ­სე­ნეთ ეს ყვე­ლა­ფე­რი. ამის შეხ­სე­ნე­ბა მათ მე­ტად სჭირ­დე­ბათ, რად­გან ისი­ნი თა­ვი­სი ქვე­ყა­ნის­გან შორს ცხოვ­რო­ბენ... მი­ხა­რია, რომ ჩემი მე­ფედ კურ­თხე­ვა ისეთ ტრა­დი­ცი­ულ ქვე­ყა­ნა­ში მოხ­და, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა. მე მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო და ვამ­ბობ, რომ ქარ­თვე­ლი ვარ!

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ქართველი ქალი, რომელიც ნიგერიელებმა თბილისში დედოფლად აკურთხეს

ქართველი ქალი, რომელიც ნიგერიელებმა თბილისში დედოფლად აკურთხეს

საქართველოში მცხოვრებმა ნიგერიელებმა, კერძოდ, იბოს კუთხის შვილებმა, რომლებიც თავიანთ ტრადიციებს უდიდეს პატივს სცემენ, 29 სექტემბერს თბილიში ტრადიციული დღესასწაული, იამის მოსავლის აღება აღნიშნეს. იამი მათი საკულტო მცენარეა, რომელსაც თითოეული იბოელი ეთაყვანება. ის ხილი გახლავთ და მიწის ქვეშ იზრდება.

ამ ყველაფერს კიდევ ერთი ღონისძიება დაამთხვიეს, - რიჩარდ ოგბუნუჯუ, მათი კუთხის დიდგვაროვანი, რომელიც საქართველოში 20 წელია ცხოვრობს და ქართულ ენას კარგად ფლობს, მეფედ აკურთხეს!

რიჩარდი საქართველოში მცხოვრები იბოელების მეფე გახდა. როგორც მეფეს, ტიტულის მიხედვით, უხუცესთა საბჭომ მათი პატრონობა და მფარველობა დაავალა. რიჩარდთან ერთად, ქართველი ქალბატონიც, ხათუნა ხონელიძე ლოლოდ, ანუ დედოფლად აკურთხეს. მას გვირგვინი ნიგერიიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსულმა მეფემ დაადგა.

ხათუნა:

- ვღელავდი. საოცარი დღეა. როგორც რიჩარდმა ამიხსნა, ვიყო ლოლო, დიდ პასუხისმგებლობას ნიშნავს. საქართველოში უამრავი ნიგერიელი ცხოვრობს, რომლებსაც მაგალითად, ძალიან უნდათ ქართული ენის შესწავლა. მთხოვეს კიდეც, იქნებ დაგვეხმაროო და მეც შეძლებისდაგვარად უნდა დავეხმარო... ასევე უნდათ, რომ მათი ბავშვებიც აქ გაიზარდონ, ქართული ენა ისწავლონ. მათზე მეურვეობა როგორც რიჩარდს, მეც მეკისრება. ასე რომ, ეს მხოლოდ რიტუალი არ არის, რეალურად ახალი საქმიანობაა, რომელშიც უნდა ჩავერთო...

ვერონიკა (რიჩარდის შვილი):

- მინდა, ვთქვა, რომ მამაჩემს გაუმართლა, რადგანაც გვერდით საუკეთესო ქართველი ქალბატონი ჰყავს, რომელიც დღეს დედოფლად აკურთხეს. ძალიან მიყვარს ხათუნა. ხანდახან მავიწყდება, რომ ის ჩემი ბიოლოგიური დედა არ არის. ის მე და ჩემს ძმებს ყველაფერში გვეხმარება. ჩვენ წლების განმავლობაში უკრაინაში ვიზრდებოდით და ახლა საცხოვრებლად აქ გადმოვედით.

რიჩარდი:

- ხათუნა დღეიდან ჩემი დედოფალია! ლოლო საერთოდ, ქალ-მეფეს, იგივე მეფის მეუღლეს ნიშნავს, წესის თანახმად, ქალი-მეფე ძლიერი პიროვნება უნდა იყოს. სწორედ ამას ითვალისწინებს ეს ტიტული და მიმაჩნია, რომ ხათუნა არის ასეთი... ისე კი, ეს ყველაფერი ჩვენი ტრადიციების პატივისცემას ემსახურება. ადამიანმა არ უნდა დაივიწყოს საკუთარი წარმომავლობა, ფესვები და წინაპრები, მათ პატივი უნდა სცეს. საქართველოში უამრავი ახალგაზრდა ნიგერიელია ჩამოსული, ზოგი სწავლობს, ზოგი მუშაობს. დღევანდელი ღონისძიებით კი კიდევ ერთხელ შევახსენეთ ეს ყველაფერი. ამის შეხსენება მათ მეტად სჭირდებათ, რადგან ისინი თავისი ქვეყანისგან შორს ცხოვრობენ... მიხარია, რომ ჩემი მეფედ კურთხევა ისეთ ტრადიციულ ქვეყანაში მოხდა, როგორიც საქართველოა. მე მიყვარს საქართველო და ვამბობ, რომ ქართველი ვარ!

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია