პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ციხეებში, წამების კადრების გავრცელებიდან ერთი წლის შემდეგ, მასშტაბური კვლევა იწყება
ციხეებში, წამების კადრების გავრცელებიდან ერთი წლის შემდეგ, მასშტაბური კვლევა იწყება

ცი­ხე­ებ­ში წა­მე­ბის კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბი­დან ერთი წლის შემ­დეგ მას­შტა­ბუ­რი კვლე­ვა იწყე­ბა. სას­ტუმ­რო "ქორ­თი­არდ მა­რი­ოტ­ში" დღეს

ფონ­დი "ღია სა­ზო­გა­დო­ე­ბა - სა­ქარ­თვე­ლო" და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი კვლე­ვის პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცი­ას გა­მარ­თა­ვენ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ცი­ხე­ებ­ში წა­მე­ბას და მის მო­ტი­ვებს შე­ის­წავ­ლის.

ფონ­დის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი წა­მე­ბის კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბი­დან ერთი წლის შემ­დეგ მას­შტა­ბურ კვლე­ვას იწყე­ბენ, რო­მე­ლიც ქარ­თულ ცი­ხე­ებ­ში წა­მე­ბი­სა და არა­ა­ა­და­მი­ა­ნუ­ლი მო­პყრო­ბის მო­ტი­ვებ­სა და ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მის როლს შე­ის­წავ­ლის.

კვლე­ვის პრო­ცეს­ში 1200 მსჯავ­რდე­ბულს გა­მო­კი­თხა­ვენ, რო­მელ­თა­გან 600 ყო­ფი­ლი პა­ტი­მა­რია.

კვლე­ვის შე­დე­გე­ბი 2014 წლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა და უპა­სუ­ხებს ძი­რი­თად შე­კი­თხვებს: რა ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებ­და წა­მე­ბას, რა მი­ზა­ნი ჰქონ­და წა­მე­ბის ფოტო-ვი­დეო დო­კუ­მენ­ტი­რე­ბას, წა­მე­ბის რა ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მე­თო­დე­ბი იყო ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, წა­მე­ბა ხდე­ბო­და გარ­კვე­ულ ცი­ხე­ებ­ში თუ ქვეყ­ნის სრუ­ლი მას­შტა­ბით, ხდე­ბო­და ეს ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის კონ­კრე­ტუ­ლი ჯგუ­ფის ფარ­გლებ­ში, თუ ეს იყო ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კა.

კვლე­ვა­ში ყუ­რა­დღე­ბა 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დგომ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ცვლი­ლე­ბებ­ზეც გა­მახ­ვილ­დე­ბა.

კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას გა­დას­ცე­მენ რე­კო­მენ­და­ცი­ებს, თუ რო­გორ უნდა მოხ­დეს ცი­ხის მარ­თვა და რო­გორ უნდა ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან მო­მა­ვალ­ში წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის პრაქ­ტი­კა.

კვლე­ვის პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ცი­ხის სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ფორ­მის და­მა­არ­სე­ბე­ლი და ბრი­ტა­ნე­თის ლორდთა პა­ლა­ტის წევ­რი ბა­რო­ნე­სა ვი­ვი­ენ სტერ­ნი ეწ­ვია, რო­მე­ლიც კვლე­ვის პრო­ცეს­ში იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი. პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თვე­ბა ასე­ვე პრო­ფე­სო­რი ენ­დრიუ ქო­ი­ლი, ცი­ხის კვლე­ვე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი და გა­ე­როს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის უმაღ­ლე­სი კო­მის­რის მრჩე­ვე­ლი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­კი­თხებ­ზე.

კვლე­ვის სა­მუ­შაო ჯგუ­ფი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს აერ­თი­ა­ნებს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ციხეებში, წამების კადრების გავრცელებიდან ერთი წლის შემდეგ, მასშტაბური კვლევა იწყება

ციხეებში, წამების კადრების გავრცელებიდან ერთი წლის შემდეგ, მასშტაბური კვლევა იწყება

ციხეებში წამების კადრების გავრცელებიდან ერთი წლის შემდეგ მასშტაბური კვლევა იწყება. სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" დღეს

ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" და უფლებადამცველი ორგანიზაციები კვლევის პროექტის პრეზენტაციას გამართავენ, რომელიც საქართველოს ციხეებში წამებას და მის მოტივებს შეისწავლის.

ფონდის ინფორმაციით, ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველები წამების კადრების გავრცელებიდან ერთი წლის შემდეგ მასშტაბურ კვლევას იწყებენ, რომელიც ქართულ ციხეებში წამებისა და არააადამიანული მოპყრობის მოტივებსა და ქართული მართლმსაჯულების სისტემაში მის როლს შეისწავლის.

კვლევის პროცესში 1200 მსჯავრდებულს გამოკითხავენ, რომელთაგან 600 ყოფილი პატიმარია.

კვლევის შედეგები 2014 წლის პირველ ნახევარში გამოქვეყნდება და უპასუხებს ძირითად შეკითხვებს: რა ძირითადი ფაქტორები განაპირობებდა წამებას, რა მიზანი ჰქონდა წამების ფოტო-ვიდეო დოკუმენტირებას, წამების რა ფიზიკური და ფსიქოლოგიური მეთოდები იყო ყველაზე ხშირად გამოყენებული, წამება ხდებოდა გარკვეულ ციხეებში თუ ქვეყნის სრული მასშტაბით, ხდებოდა ეს ციხის ადმინისტრაციის კონკრეტული ჯგუფის ფარგლებში, თუ ეს იყო ოფიციალური პოლიტიკა.

კვლევაში ყურადღება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განხორციელებულ ცვლილებებზეც გამახვილდება.

კვლევის საფუძველზე საერთაშორისო ექსპერტები საქართველოს მთავრობას გადასცემენ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ციხის მართვა და როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მომავალში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა.

კვლევის პროექტის პრეზენტაციასთან დაკავშირებით საქართველოს ციხის საერთაშორისო რეფორმის დამაარსებელი და ბრიტანეთის ლორდთა პალატის წევრი ბარონესა ვივიენ სტერნი ეწვია, რომელიც კვლევის პროცესში იქნება ჩართული. პროცესში ჩაერთვება ასევე პროფესორი ენდრიუ ქოილი, ციხის კვლევების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის მრჩეველი სასჯელაღსრულების საკითხებზე.

კვლევის სამუშაო ჯგუფი ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს აერთიანებს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ