პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თანაინვესტირების ფონდისთვის" პრიორიტეტი ორ და სამ ვარსკვლავიანი სასტუმროების დაფინასება იქნება
"თანაინვესტირების ფონდისთვის" პრიორიტეტი ორ და სამ ვარსკვლავიანი სასტუმროების დაფინასება იქნება

"თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის­თვის" ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტი ორ და სამ ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო­ე­ბის და­ფი­ნა­სე­ბა იქ­ნე­ბა. ამის შე­სა­ხებ "თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის" პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე ფონ­დის მმარ­თველ­მა დი­რექ­ტორ­მა ტუ­რიზ­მი­სა და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სექ­ტორ­ში ცოტ­ნე ებ­რა­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

ებ­რა­ლი­ძის თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მრა­ვა­ლი სას­ტუმ­რო ბრენ­დია შე­მო­სუ­ლი, ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობს ორ და სამ ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო ბრენ­დე­ბი.

"რა თქმა უნდა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ახა­ლი ოთხ და ხუთ ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო­ე­ბის მშნებ­ლო­ბაც და ამი­სათ­ვის ქა­ლაქ­ში ად­გი­ლე­ბი ჯერ კი­დევ არის, თუმ­ცა ის არ გა­მო­რი­ცხავს ასე­ვე, რომ ქა­ლაქ­ში სა­მო­მავ­ლოდ უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც დე­და­ქა­ლაქ­ში ორი და სამ ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და შე­უ­წყობს ხელს. ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­კეთ­დეს იმი­სათ­ვის, რომ ტუ­რიზ­მის სექ­ტორ­ში გან­ვი­თარ­დეს ისე­თი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც დღემ­დე არ იყო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი",- გან­მარ­ტავს ებ­რა­ლი­ძე.

მისი თქმით, სა­ინ­ტე­რე­სო ტუ­რის­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა წყალ­ტუ­ბო, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წლის წინ მსოფ­ლიო ბრენ­დსაც კი წარ­მო­ად­გენ­და. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გუ­და­ურ­ში ხე­ლოვ­ნუ­რი გა­თოვ­ლი­ა­ნე­ბა, რაც ტუ­რის­ტულ სე­ზონს ორი თვით გა­ა­ხან­გრძლი­ვებს.

რა? სად? რა ფა­სად?

გა­ი­გეთ "რა­დიო მარ­კეტ­ში"

ყო­ველ სა­მუ­შაო დღეს 10:50 და 11:50 სა­ათ­ზე

რა­დიო "პა­ლიტ­რის" ეთერ­ში - FM 103.9

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"თანაინვესტირების ფონდისთვის" პრიორიტეტი ორ და სამ ვარსკვლავიანი სასტუმროების დაფინასება იქნება

"თანაინვესტირების ფონდისთვის" პრიორიტეტი ორ და სამ ვარსკვლავიანი სასტუმროების დაფინასება იქნება

"თანაინვესტირების ფონდისთვის" ერთ-ერთი პრიორიტეტი ორ და სამ ვარსკვლავიანი სასტუმროების დაფინასება იქნება. ამის შესახებ "თანაინვესტირების ფონდის" პრეზენტაციაზე ფონდის მმართველმა დირექტორმა ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორში ცოტნე ებრალიძემ განაცხადა.

ებრალიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მრავალი სასტუმრო ბრენდია შემოსული, ქვეყანაში არ არსებობს ორ და სამ ვარსკვლავიანი სასტუმრო ბრენდები.

"რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ახალი ოთხ და ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროების მშნებლობაც და ამისათვის ქალაქში ადგილები ჯერ კიდევ არის, თუმცა ის არ გამორიცხავს ასევე, რომ ქალაქში სამომავლოდ უნდა განხორციელდეს პროექტები, რომლებიც დედაქალაქში ორი და სამ ვარსკვლავიანი სასტუმროების განვითარებასა და  შეუწყობს ხელს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ტურიზმის სექტორში განვითარდეს ისეთი მიმართულებები, რომლებიც დღემდე არ იყო განვითარებული",- განმარტავს ებრალიძე.

მისი თქმით, საინტერესო ტურისტული მიმართულებაა წყალტუბო, რომელიც რამდენიმე წლის წინ მსოფლიო ბრენდსაც კი წარმოადგენდა. ასევე მნიშვნელოვანია გუდაურში ხელოვნური გათოვლიანება, რაც ტურისტულ სეზონს ორი თვით გაახანგრძლივებს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ