ამერიკელი ფოტოგრაფის, ლუის ჰაინის (Lewis Hine) გადაღებული ფოტოები წლების განმავლობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი ფოტოების მიხედვით ამზადებდნენ სლაიდებს, პლაკატებს, მისი ფოტოები იბეჭდებოდა ჟურნალებსა თუ წიგნებში.
ფოტოგრაფი 1874 წლის 26 სექტემბერს დაიბადა. XX საუკუნის დასაწყისში ის ნიუ-იორკის ებრაულ-სლავურ გეტოში ბოტანიკის მასწავლებლად მუშაობდა. ფოტოების გადაღება კი 1905 წელს დაიწყო. ფოტოები ამერიკელი იმიგრანტების ბედს ასახავდა - მათ სიღარიბეს, დაფანტულობას და უკეთესი მომავლის აუსრულებელ იმედს. ჰაინის ფოტოები უჩვეულოდ პოპულარული იყო. გთავაზობთ საუკეთესო კადრებს XX საუკუნის ამერიკელი მშრომელების ცხოვრებიდან.
იხილეთ ფოტოგალერეა
მომზადებულია fototelegraf.ru-ს მიხედვით.