მიხეილ სააკაშვილი - რუსეთი ახლა მთელი ევროპის მიმართულებით შეტევაზეა გადასული

მიხეილ სააკაშვილი - რუსეთი ახლა მთელი ევროპის მიმართულებით შეტევაზეა გადასული

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრების ჩამოსვლას მიესალმება. როგორც მიხეილ სააკაშვილმა კომიტეტის წევრ ელჩებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რუსეთი ახლა მთელი ევროპის მიმართულებით შეტევაზეა გადასული.

"რუსეთი ახლა შეტევაზეა გადასული. მოლდოვა, უკრაინა, სომხები, პრინციპში, კუთხეში მოამწყვდია და ჩამოაშორა ევროპულ გზას. საქართველოდან რაღაც დაპირებები გაიცა, ნოტები გაისმა ევრაზიულ კავშირზე, რაც სრულიად მიუღებელია. ამიტომ ახლა არის გადამწყვეტი მომენტი, რომ საქართველო როგორმე შევათრიოთ ევროპაში, ევროკავშირთან იურიდიულ ზონაში, ბევრად უფრო მყარად მოვათავსოთ ჩვენი გემი ღელვისა და შტორმის დროს, როდესაც მეკობრეები მოგვდევენ ევროპულ წყლებში", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, გაეროში მის გამოსვლას იმიტომ მოჰყვა დიდი რეზონანსი, რომ ითქვა ის, "რასაც გულში ყველა ფიქრობდა და ეს ვიღაცას უნდა ეთქვა". პრეზიდენტის განცხადებით, 2008 წელს ევროკავშირის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მას უთხრა, რომ მათ შექმნეს პარტნიორობა, რადგან მათ ინტერესებშია საქართველოს გადარჩენა, "იმიტომ, რომ საქართველო თუ გადარჩება, რუსეთი წააგებს და ჩვენ გვინდა პუტინმა წააგოს".

"ეს პოლიტიკა კიდევ უფრო გამოხატულია დღეს არა მხოლოდ ცალკე აღებული რომელიმე ხელმძღვანელის დონეზე, არამედ პრაქტიკულად ყველა დონეზე ევროკავშირში, ყველაზე უფრო სკეპტიკურ ქვეყნებშიც", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა