პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩანერგეს თუ არა ახალაიამ და ლილუაშვილმა აგენტები "ქართულ ოცნებაში"?
ჩანერგეს თუ არა ახალაიამ და ლილუაშვილმა აგენტები "ქართულ ოცნებაში"?

გა­სულ კვი­რას ერთ-ერ­თმა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტი ალი მა­მე­დო­ვი და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რი ალი ბა­ბა­ე­ვი კუდ-ის აგენ­ტე­ბად და "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" ჩა­ნერ­გილ პი­რე­ბად მო­იხ­სე­ნია. გა­მოქ­ვეყ­ნდა მათი გა­და­ბი­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბიც, რო­მელ­თა ნამ­დვი­ლო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით და­სად­გე­ნია. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი თა­ვის დრო­ზე კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ვაჟა ლი­ლუ­აშ­ვილ­მა გა­და­ი­ბი­რა. რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, მსგავ­სი დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა სხვა დე­პუ­ტა­ტებ­სა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რებ­ზეც იგეგ­მე­ბა.

"თა­ნახ­მა ვარ, ვი­თა­ნამ­შრომ­ლო შსს-ს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტთან და მო­გა­წო­დოთ ცნო­ბე­ბი და­ვა­ლე­ბა­თა შე­სა­ბა­მი­სად", - ნათ­ქვა­მია ერთ-ერთ წე­რილ­ში და ალი მა­მე­დო­ვის ფაქ­სი­მი­ლე ახ­ლავს. სხვა დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით კი ვაჟა ლი­ლუ­აშ­ვი­ლი ზემ­დგომ პირს (სა­ვა­რა­უ­დოდ, ახა­ლა­ი­ას) ცნო­ბას აწ­ვდის: "ბა­ბა­ე­ვი თა­ნახ­მაა და სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იღებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, ითა­ნამ­შრომ­ლოს შსს-ს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტთან, მოგ­ვა­წო­დოს ოპე­რა­ტი­უ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე. აგ­რეთ­ვე, ჩვე­ნი მი­თი­თე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მო­ახ­დი­ნოს სა­ხელ­წი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ტა­რე­ბა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ა­ში. ჩვე­ნი მხრი­დან მი­ვე­ცით პი­რო­ბა შე­სა­ბა­მი­სი ანა­ზღა­უ­რე­ბის მი­ღე­ბი­სა და სხვა სა­ხის დახ­მა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე".

"კვი­რის პა­ლიტ­რა" სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტარ ალი მა­მე­დოვს ესა­უბ­რა: - ვიცი, ასეთ სი­ბინ­ძუ­რეს ვინც ავ­რცე­ლებს... ამის უკან "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მომ­ხრე მარ­ნე­უ­ლის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი აზერ სუ­ლე­ი­მა­ნო­ვი დგას.

- რას იტყვით გა­და­ბი­რე­ბის ამ­სახ­ველ დო­კუ­მენ­ტებ­ზე, რო­მე­ლიც უკვე გა­მოქ­ვეყ­ნდა?

- დო­კუ­მენ­ტე­ბი გა­ყალ­ბე­ბუ­ლია. და­ბა­დე­ბის თა­რი­ღად 1971 წელი წე­რია, მე კი 1979 წელს ვარ და­ბა­დე­ბუ­ლი. რო­გორც ჩანს, ამ დე­ტალს ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცი­ეს. ვაჟა ლი­ლუ­აშ­ვი­ლი კი არას­დროს მი­ნა­ხავს.

- "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" რო­გორ მოხ­ვდით?

- ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის უფ­ლე­ბებს ვი­ცავ­დი, მათი ომ­ბუდსმე­ნი ვი­ყა­ვი. როცა პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" გა­მოჩ­ნდა, მის პარ­ტი­ულ ად­გი­ლობ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

ჩანერგეს თუ არა ახალაიამ და ლილუაშვილმა აგენტები "ქართულ ოცნებაში"?

ჩანერგეს თუ არა ახალაიამ და ლილუაშვილმა აგენტები "ქართულ ოცნებაში"?

გასულ კვირას ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ალი მამედოვი და "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი ალი ბაბაევი კუდ-ის აგენტებად და "ქართულ ოცნებაში" ჩანერგილ პირებად მოიხსენია. გამოქვეყნდა მათი გადაბირების ამსახველი დოკუმენტებიც, რომელთა ნამდვილობა ჯერჯერობით დასადგენია. გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტარები თავის დროზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვაჟა ლილუაშვილმა გადაიბირა. როგორც შევიტყვეთ, მსგავსი დოკუმენტების გამოქვეყნება სხვა დეპუტატებსა და "ქართული ოცნების" ლიდერებზეც იგეგმება.

"თანახმა ვარ, ვითანამშრომლო შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტთან და მოგაწოდოთ ცნობები დავალებათა შესაბამისად", - ნათქვამია ერთ-ერთ წერილში და ალი მამედოვის ფაქსიმილე ახლავს. სხვა დოკუმენტის მიხედვით კი ვაჟა ლილუაშვილი ზემდგომ პირს (სავარაუდოდ, ახალაიას) ცნობას აწვდის: "ბაბაევი თანახმაა და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე იღებს ვალდებულებას, ითანამშრომლოს შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტთან, მოგვაწოდოს ოპერატიულად საინტერესო ინფორმაცია "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებზე. აგრეთვე, ჩვენი მითითების შესაბამისად, შეძლებისდაგვარად მოახდინოს სახელწიფოს ინტერესების გატარება პოლიტიკურ პარტიაში. ჩვენი მხრიდან მივეცით პირობა შესაბამისი ანაზღაურების მიღებისა და სხვა სახის დახმარების თაობაზე".

"კვირის პალიტრა" საქართველოს პარლამენტარ ალი მამედოვს ესაუბრა: - ვიცი, ასეთ სიბინძურეს ვინც ავრცელებს... ამის უკან "ნაციონალების" მომხრე მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი აზერ სულეიმანოვი დგას.

- რას იტყვით გადაბირების ამსახველ დოკუმენტებზე, რომელიც უკვე გამოქვეყნდა?

- დოკუმენტები გაყალბებულია. დაბადების თარიღად 1971 წელი წერია, მე კი 1979 წელს ვარ დაბადებული. როგორც ჩანს, ამ დეტალს ყურადღება არ მიაქციეს. ვაჟა ლილუაშვილი კი არასდროს მინახავს.

- "ქართულ ოცნებაში" როგორ მოხვდით?

- ეროვნული უმცირესობების უფლებებს ვიცავდი, მათი ომბუდსმენი ვიყავი. როცა პოლიტიკურ ასპარეზზე "ქართული ოცნება" გამოჩნდა, მის პარტიულ ადგილობრივ ორგანიზაციაში დავიწყე მუშაობა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"