მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეოთხედი საუკუნე ერთად - ანუ ლეგენდად ქცეული სინამდვილე...
მეოთხედი საუკუნე ერთად - ანუ ლეგენდად ქცეული სინამდვილე...

მათ 26 წელი იცხოვ­რეს ერ­თად. მა­ნამ­დე ორი­ვემ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გზა გა­ი­ა­რა. ქალი კაც­ზე სამი წლით უმ­ცრო­სი იყო და თა­ვი­დან­ვე წარ­მა­ტე­ბით და­ი­წყო სვლა თა­ვის პრო­ფე­სი­ა­ში, კაცს კი ამ მხრივ გვი­ან გა­უ­მარ­თლა... თუმ­ცა ცხოვ­რე­ბამ ისე ინე­ბა, რომ ქა­ლის მშვე­ნი­ე­რი სახე მხო­ლოდ თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მე­ბის წყა­ლო­ბით შე­მოგ­ვრჩა, კაცი კი სხვა­დას­ხვა წელს 70-ზე მეტ მხატ­ვრულ, დო­კუ­მენ­ტურ, მოკ­ლე და სრულ­მეტ­რა­ჟი­ან ფილმშია გა­და­ღე­ბუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა თე­ატრს, ორი­ვე ერთი - რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო, თუმ­ცა მა­ნამ­დე, თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის დე­რე­ფან­ში, ერთ "მშვე­ნი­ერ დღეს" შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს...

კაცი ჩვე­უ­ლი რი­ხი­თა და იუ­მო­რით გა­მახ­სოვ­რდე­ბა, ქალი - ნა­ტი­ფი სხე­უ­ლით, სი­ნა­ზით, შუ­ქით სავ­სე და იმავდრო­უ­ლად მე­ლან­ქო­ლი­უ­რი მზე­რით... თუმ­ცა მისი გა­რე­მოც­ვა სა­პი­რის­პი­როს ამ­ტკი­ცებს, ამ­ბო­ბენ, ში­ნა­გა­ნად საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი ქალი იყოო. მას გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი სცე­ნუ­რი და ეკ­რა­ნუ­ლი ხიბ­ლი ჰქონ­და, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მსა­ხი­ო­ბის პრო­ფე­სი­ა­ში... მოდა

შე­სავ­ლის მა­გი­ერ...

კახი კავ­სა­ძეს ჯერ ცნო­ბი­ლი ლოტ­ბა­რის, სან­დრო კავ­სა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლად მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ, შემ­დეგ მის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში მა­მა­მი­სის, და­თაშ­კას სა­ხე­ლი ფი­გუ­რი­რებ­და; მას შემ­დეგ, რაც კახი კი­ნო­სა და თე­ატ­რში გა­მოჩ­ნდა, უკვე მისი რო­ლე­ბი ამახ­სოვ­რდე­ბო­დათ. იყო კი­დევ ერთი რამ, რა­მაც ამ ადა­მი­ა­ნი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ერთი-ორად გა­ზარ­და. სიყ­ვა­რუ­ლი ქა­ლი­სად­მი, ანუ ბელა მი­რი­ა­ნაშ­ვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. დღეს ამ ორი ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ლი ისეა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი, რომ თუ ერთს ახ­სე­ნებ, მა­შინ­ვე გო­ნე­ბა­ში მე­ო­რე ამო­ტივ­ტივ­დე­ბა და პი­რი­ქით. ხში­რად გვსმე­ნია, კახი კარ­გი ქმა­რი იყოო, ავად­მყოფ ცოლს ხე­ლით და­ა­ტა­რებ­და, ბავ­შვებს უვ­ლი­და, ჭურ­ჭელს რე­ცხავ­და და გა­მუდ­მე­ბით ახა­ლი წამ­ლის ძი­ე­ბა­ში იყო, რომ ცო­ლის­თვის ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი და ყოფა შე­ემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნაო. მაგ­რამ თვი­თონ ამ შე­ფა­სე­ბა­ზე ღი­ზი­ან­დე­ბა და არა­ერ­თხელ აღუ­ნიშ­ნავს, რომ თა­ვად ბელა იყო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი და მის საქ­ცი­ელ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი ყო­ფი­ლა.

კახი

კახი კავ­სა­ძე ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლე­ბის, კავ­სა­ძე­ე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლია და თა­ვა­დაც შე­სა­ნიშ­ნა­ვად მღე­რის. ბა­ბუ­ა­მის­მა სან­დრო კავ­სა­ძემ სა­ლოტ­ბა­რო ტექ­ნი­კა და ნო­ტე­ბი სი­მონ გოგ­ლი­ჩი­ძის­გან ის­წავ­ლა. შემ­დეგ­ში ქარ­თულ სიმ­ღე­რას გო­რის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­შიც ეუფ­ლე­ბო­და და იქვე ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა ბავ­შვთა ან­სამ­ბლი, რო­მელ­შიც სოსო ჯუ­ღაშ­ვი­ლი, იგი­ვე სტა­ლი­ნიც მღე­რო­და. სან­დრო კავ­სა­ძე სიმ­ღე­რი­სა და ცეკ­ვის პირ­ვე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ან­სამ­ბლის და­მა­არ­სებ­ლად მი­იჩ­ნე­ვა.

მამა - და­ვით, იგი­ვე და­თაშ­კა კავ­სა­ძე, 14 წლი­დან ლოტ­ბა­რობ­და ჭი­ა­თუ­რის სა­შუ­ა­ლო სკო­ლის გუნდს. თბი­ლი­სის სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლებ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ჩა­ი­რი­ცხა. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერთ გუნდს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და და მუ­სი­კი­სად­მი სიყ­ვა­რულს უღ­ვი­ვებ­და თა­ვის ორ შვილს: კა­ხი­სა და იმერს.

კავ­სა­ძე­ე­ბი ვო­რონ­ცოვ­ზე ცხოვ­რობ­დნენ. იმა­ვე სახ­ლში ცხოვ­რობ­დნენ აკა­კი ხო­რა­ვა, აკა­კი ვა­სა­ძე, თა­მარ ჭავ­ჭა­ვა­ძე, ალექ­სან­დრე და სე­სი­ლია წუ­წუ­ნა­ვე­ბი, ალიო მირ­ცხუ­ლა­ვა და სხვე­ბი.

კახი ექ­ვსი წლის გახ­ლდათ, მამა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში რომ გა­იწ­ვი­ეს. ის წი­თე­ლი არ­მი­ის 224-ე მსრო­ლელ­თა ბრი­გა­და­ში მსა­ხუ­რობ­და. ტყვედ ჩა­ვარ­და, მაგ­რამ იქვე სიმ­ღე­რი­სად­მი სიყ­ვა­რულ­მა სა­ო­ცა­რი გზა აპოვ­ნი­ნა - ქარ­თველ ტყვე­თა შო­რის მომ­ღერ­ლე­ბი შეკ­რი­ბა და ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ გუნდს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

1946 წლის ზამ­თარ­ში შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ მამა სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. ცოლ-შვი­ლი სად­გურ­ზე ელო­და. და­თაშ­კა გზა­ში აუყ­ვა­ნი­ათ და არ დას­ცალ­და ოჯა­ხის მო­ნა­ხუ­ლე­ბა. საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბრალ­დე­ბის მი­ხედ­ვით, ის სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტედ ჩათ­ვა­ლეს.

მას შემ­დეგ მამა სულ ორ­ჯერ ნახა - "კა-გე-ბეში" და ორ­თა­ჭა­ლის ცი­ხე­ში. ამით ამო­ი­წუ­რა მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა...

ერთ დღე­საც ცი­ხე­ში "პე­რე­და­ჩი" აღარ მი­ი­ღეს, ეს კი იმას ნიშ­ნავ­და, რომ მამა ციმ­ბირ­ში გა­და­ა­სახ­ლეს. რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლის ოჯახ­ში ბევ­რი ვერ ბე­დავ­და მის­ვლას, დახ­მა­რე­ბას, თა­ნად­გო­მა­სა და ელე­მენ­ტა­რუ­ლად სტუმ­რო­ბა­საც კი. მა­შინ "მო­ღა­ლა­ტე­ე­ბის" ოჯა­ხებს შუა აზი­ა­ში ასახ­ლებ­დნენ. და­თაშ­კას ოჯა­ხი გა­და­სახ­ლე­ბი­დან კან­დიდ ჩარ­კვი­ან­მა იხ­სნა, რო­მე­ლიც მა­შინ "ცე­კას" პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი გახ­ლდათ.

მას შემ­დეგ მთე­ლი ბავ­შვო­ბა ასე­თია: ის, ძმა და დედა... დედა, თა­მარ ცა­გა­რე­იშ­ვი­ლი (კა­კა­ლა), ექი­მი იყო, კარ­გად ხა­ტავ­და, მაგ­რამ ვერც იმ და ვერც შემ­დგომ წლებ­ში ვერ შეძ­ლო, ამ საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის დრო გა­მო­ე­ყო. კახი ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე უკ­რავ­და, იმე­რი - ვი­ო­ლი­ნო­ზე. მარ­ტო­ხე­ლა ქალს უჭირ­და ორი ბი­ჭის მოვ­ლა და ლუკ­მა-პურ­ზე ზრუნ­ვა. იყო ასე­თი ფაქ­ტიც, როცა ძმებს სკო­ლის ფორ­მა არ ჰქონ­დათ, და­თაშ­კას ჩო­ხის დაჭ­რა გა­და­წყდა და იქი­დან ბი­ჭებს რო­გორ­ღაც გა­მო­უყ­ვა­ნეს სკო­ლის­თვის შე­სა­ფე­რი სა­მო­სი.

ერ­თა­დერ­თხელ შეძ­ლო დე­დამ მე­უღ­ლის - და­თაშ­კას ციმ­ბირ­ში მო­ნა­ხუ­ლე­ბა. მას შემ­დეგ აღარ უნა­ხავს, კაცი იქვე გარ­და­იც­ვა­ლა. 16 წლის შემ­დეგ, რო­დე­საც ლო­გინს მი­ჯაჭ­ვუ­ლი თა­მა­რი სიკ­ვდილს ებ­რძო­და, უკა­ნას­კნელ სი­ტყვად ქმრის სა­ხე­ლი წარ­მოთ­ქვა...

მუ­სი­კი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი კა­ხის მთელ ცხოვ­რე­ბას გას­დევ­და, მაგ­რამ პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის დროს "ვი­თა­რე­ბა" შე­იც­ვა­ლა. კახი კავ­სა­ძე შემ­თხვე­ვით მოხ­ვდა თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში, უფრო სწო­რად, ჯერ კი­დევ სკო­ლის მოს­წავ­ლე ფილმში - "ისი­ნი ჩა­მო­ვიდ­ნენ მთი­დან" ვე­ფხია ხა­ლი­ბა­უ­რის როლ­ზე მი­იწ­ვი­ეს. ერთ-ერთი ეპი­ზო­დის გა­და­ღე­ბი­სას მდი­ნა­რე­ში გა­დახ­ტა და ნეკ­ნე­ბი ჩა­ი­ლე­წა. სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მა მი­ი­ღო. ექ­ვსი თვე მკურ­ნა­ლობ­დნენ და მომ­ჯო­ბინ­და. სწო­რედ ამ შემ­თხვე­ვის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა მსა­ხი­ო­ბო­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

მეოთხედი საუკუნე ერთად - ანუ ლეგენდად ქცეული სინამდვილე...

მეოთხედი საუკუნე ერთად - ანუ ლეგენდად ქცეული სინამდვილე...

მათ 26 წელი იცხოვრეს ერთად. მანამდე ორივემ განსხვავებული გზა გაიარა. ქალი კაცზე სამი წლით უმცროსი იყო და თავიდანვე წარმატებით დაიწყო სვლა თავის პროფესიაში, კაცს კი ამ მხრივ გვიან გაუმართლა... თუმცა ცხოვრებამ ისე ინება, რომ ქალის მშვენიერი სახე მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი მხატვრული ფილმების წყალობით შემოგვრჩა, კაცი კი სხვადასხვა წელს 70-ზე მეტ მხატვრულ, დოკუმენტურ, მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმშია გადაღებული. რაც შეეხება თეატრს, ორივე ერთი - რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო, თუმცა მანამდე, თეატრალური ინსტიტუტის დერეფანში, ერთ ''მშვენიერ დღეს'' შეხვდნენ ერთმანეთს...

კაცი ჩვეული რიხითა და იუმორით გამახსოვრდება, ქალი - ნატიფი სხეულით, სინაზით, შუქით სავსე და იმავდროულად მელანქოლიური მზერით... თუმცა მისი გარემოცვა საპირისპიროს ამტკიცებს, ამბობენ, შინაგანად საკმაოდ ძლიერი ქალი იყოო. მას განუმეორებელი სცენური და ეკრანული ხიბლი ჰქონდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მსახიობის პროფესიაში... მოდა

შესავლის მაგიერ...

კახი კავსაძეს ჯერ ცნობილი ლოტბარის, სანდრო კავსაძის შვილიშვილად მოიხსენიებდნენ, შემდეგ მის ბიოგრაფიაში მამამისის, დათაშკას სახელი ფიგურირებდა; მას შემდეგ, რაც კახი კინოსა და თეატრში გამოჩნდა, უკვე მისი როლები ამახსოვრდებოდათ. იყო კიდევ ერთი რამ, რამაც ამ ადამიანისადმი პატივისცემა საზოგადოებაში ერთი-ორად გაზარდა. სიყვარული ქალისადმი, ანუ ბელა მირიანაშვილთან ურთიერთობა. დღეს ამ ორი ადამიანის სახელი ისეა გაერთიანებული, რომ თუ ერთს ახსენებ, მაშინვე გონებაში მეორე ამოტივტივდება და პირიქით. ხშირად გვსმენია, კახი კარგი ქმარი იყოო, ავადმყოფ ცოლს ხელით დაატარებდა, ბავშვებს უვლიდა, ჭურჭელს რეცხავდა და გამუდმებით ახალი წამლის ძიებაში იყო, რომ ცოლისთვის ფიზიკური ტკივილი და ყოფა შეემსუბუქებინაო. მაგრამ თვითონ ამ შეფასებაზე ღიზიანდება და არაერთხელ აღუნიშნავს, რომ თავად ბელა იყო არაჩვეულებრივი და მის საქციელში განსაკუთრებული არაფერი ყოფილა.

კახი

კახი კავსაძე ცნობილი მომღერლების, კავსაძეების შთამომავალია და თავადაც შესანიშნავად მღერის. ბაბუამისმა სანდრო კავსაძემ სალოტბარო ტექნიკა და ნოტები სიმონ გოგლიჩიძისგან ისწავლა. შემდეგში ქართულ სიმღერას გორის სასულიერო სემინარიაშიც ეუფლებოდა და იქვე ჩამოაყალიბა ბავშვთა ანსამბლი, რომელშიც სოსო ჯუღაშვილი, იგივე სტალინიც მღეროდა. სანდრო კავსაძე სიმღერისა და ცეკვის პირველი პროფესიონალური ანსამბლის დამაარსებლად მიიჩნევა.

მამა - დავით, იგივე დათაშკა კავსაძე, 14 წლიდან ლოტბარობდა ჭიათურის საშუალო სკოლის გუნდს. თბილისის სამუსიკო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კონსერვატორიაში ჩაირიცხა. წლების განმავლობაში არაერთ გუნდს ხელმძღვანელობდა და მუსიკისადმი სიყვარულს უღვივებდა თავის ორ შვილს: კახისა და იმერს.

კავსაძეები ვორონცოვზე ცხოვრობდნენ. იმავე სახლში ცხოვრობდნენ აკაკი ხორავა, აკაკი ვასაძე, თამარ ჭავჭავაძე, ალექსანდრე და სესილია წუწუნავები, ალიო მირცხულავა და სხვები.

კახი ექვსი წლის გახლდათ, მამა მეორე მსოფლიო ომში რომ გაიწვიეს. ის წითელი არმიის 224-ე მსროლელთა ბრიგადაში მსახურობდა. ტყვედ ჩავარდა, მაგრამ იქვე სიმღერისადმი სიყვარულმა საოცარი გზა აპოვნინა - ქართველ ტყვეთა შორის მომღერლები შეკრიბა და ეთნოგრაფიულ გუნდს ხელმძღვანელობდა.

1946 წლის ზამთარში შეატყობინეს, რომ მამა საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო. ცოლ-შვილი სადგურზე ელოდა. დათაშკა გზაში აუყვანიათ და არ დასცალდა ოჯახის მონახულება. საბჭოთა ხელისუფლების ბრალდების მიხედვით, ის სამშობლოს მოღალატედ ჩათვალეს.

მას შემდეგ მამა სულ ორჯერ ნახა - ''კა-გე-ბეში'' და ორთაჭალის ციხეში. ამით ამოიწურა მასთან ურთიერთობა...

ერთ დღესაც ციხეში ''პერედაჩი'' აღარ მიიღეს, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მამა ციმბირში გადაასახლეს. რეპრესირებულის ოჯახში ბევრი ვერ ბედავდა მისვლას, დახმარებას, თანადგომასა და ელემენტარულად სტუმრობასაც კი. მაშინ ''მოღალატეების'' ოჯახებს შუა აზიაში ასახლებდნენ. დათაშკას ოჯახი გადასახლებიდან კანდიდ ჩარკვიანმა იხსნა, რომელიც მაშინ ''ცეკას'' პირველი მდივანი გახლდათ.

მას შემდეგ მთელი ბავშვობა ასეთია: ის, ძმა და დედა... დედა, თამარ ცაგარეიშვილი (კაკალა), ექიმი იყო, კარგად ხატავდა, მაგრამ ვერც იმ და ვერც შემდგომ წლებში ვერ შეძლო, ამ საქმიანობისთვის დრო გამოეყო. კახი ფორტეპიანოზე უკრავდა, იმერი - ვიოლინოზე. მარტოხელა ქალს უჭირდა ორი ბიჭის მოვლა და ლუკმა-პურზე ზრუნვა. იყო ასეთი ფაქტიც, როცა ძმებს სკოლის ფორმა არ ჰქონდათ, დათაშკას ჩოხის დაჭრა გადაწყდა და იქიდან ბიჭებს როგორღაც გამოუყვანეს სკოლისთვის შესაფერი სამოსი.

ერთადერთხელ შეძლო დედამ მეუღლის - დათაშკას ციმბირში მონახულება. მას შემდეგ აღარ უნახავს, კაცი იქვე გარდაიცვალა. 16 წლის შემდეგ, როდესაც ლოგინს მიჯაჭვული თამარი სიკვდილს ებრძოდა, უკანასკნელ სიტყვად ქმრის სახელი წარმოთქვა...

მუსიკისადმი სიყვარული კახის მთელ ცხოვრებას გასდევდა, მაგრამ პროფესიული არჩევანის დროს ''ვითარება'' შეიცვალა. კახი კავსაძე შემთხვევით მოხვდა თეატრალურ ინსტიტუტში, უფრო სწორად, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ფილმში - ''ისინი ჩამოვიდნენ მთიდან'' ვეფხია ხალიბაურის როლზე მიიწვიეს. ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებისას მდინარეში გადახტა და ნეკნები ჩაილეწა. სერიოზული ტრავმა მიიღო. ექვსი თვე მკურნალობდნენ და მომჯობინდა. სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ გადაწყვიტა მსახიობობა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია