ქუთაისის ბიუჯეტის რვა თვის ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე, ადგილობრივმა შემოსავლებმა 29 მლნ 254 600 ლარი შეადგინა, რაც 4 მლნ 1600 ლარით ნაკლებია 2012 წელის იმავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით. ადგილობრივ ბიუჯეტის შემოსავლებში ყველაზე მეტი თანხა - 1 758 300 ლარი, საჯარიმო სანქციებით არის შესული და მთლიანი შემოსავლის 8 %-ს შეადგენს.
ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ გეგმის გადაჭარბება ადმინისტრაციული ნორმების გამკაცრებით არის გამოწვეული. საკრებულოს უმცირესობის წევრების თქმით კი, საჯარიმო სანქციების სიჭარბეს მოქალაქეთა დაუმორჩილებლობა იწვევს.
"ხალხი არ ემორჩიელბა კანონს და მთავრობაც ისედაც გაწამებულ ხალხს ჯარიმებით სულს ხდის. ჯერჯერობით, როგორც ბიძინა ივანიშვილი იტყოდა, ამას გაგებით ეკიდებიან, მაგრამ ეს ძალიან მალე დამთავრდება", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დავით გოგისვანიძე.