მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სანდრო ქოიავა: "ხელი რაგბის მოედანზე, შორტსა და ბუცებში მოვაწერე"
სანდრო ქოიავა: "ხელი რაგბის მოედანზე, შორტსა და ბუცებში მოვაწერე"

23 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლის­ში უც­ნა­უ­რი ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­დეს: თბი­ლი­სის "ლე­ლოს" მო­რაგ­ბემ სან­დრო ქო­ი­ა­ვამ, იგი­ვე ხა­ჭა­პუ­რამ მა­რი­ამ და­თუ­კიშ­ვილ­თან ხელი პირ­და­პირ რაგ­ბის მო­ე­დან­ზე, შორ­ტსა და ბუც­ში მო­ა­წე­რა. "ამ­ბე­ბი.გე" სან­დრო ქო­ი­ა­ვას და­უ­კავ­შირ­და.

- სან­დრო, გა­ბედ­ნი­ე­რე­ბას გი­ლო­ცავთ. ხე­ლის მო­წე­რა ასე უჩ­ვე­უ­ლოდ რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ?

- ხე­ლის მო­წე­რა­ზე მეც­ვა - შორ­ტი, რაგ­ბის ბუცი და გეტ­რი, თეთ­რი პე­რან­გი და მე­კე­თა შავი ბაფ­თა. მე­უღ­ლე კი ასე იყო შე­მო­სი­ლი: ეცვა ჩვე­ნი გუნ­დის მა­ი­სუ­რი, მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რე­ბის შორ­ტი, ბო­ტა­სი, (იმ დღეს ვა­ჩუ­ქე) და ეკე­თა ფატა, რო­მე­ლიც პა­ტა­რა გვირ­გვინ­ზე ჰქონ­და მი­მაგ­რე­ბუ­ლი. სა­ერ­თოდ, ხე­ლის მო­წე­რი­სას ჩვე­ნი ასე­თი ჩაც­მუ­ლო­ბა მან მო­ი­ფიქ­რა, ყვე­ლა­ფე­რი უეც­რად გა­და­წყდა.

- რა­ტომ?

- ამის მი­ზე­ზი ის იყო, რომ ერ­თად ცხოვ­რე­ბას ვა­პი­რებ­დით და ბან­კი­დან სეს­ხის აღე­ბა გვინ­დო­და, სახ­ლი რომ გვე­გი­რა­ვე­ბი­ნა. ბან­კში რომ მი­ვე­დით, გვი­თხრეს, რომ თა­ნამ­სეს­ხებ­ლე­ბი ოჯა­ხის წევ­რე­ბი უნდა იყ­ვნე­ნო, რად­გა­ნაც მე და მა­რი­ამს ხელი მო­წე­რი­ლი არ გვქონ­და, გვი­თხრეს, რომ სხვა შემ­თხვე­ვა­ში, თქვენ­ზე სესხს ვერ გავ­ცემ­თო. აგ­ვიხ­სნეს და გაგ­ვარ­კვი­ეს იმა­შიც, თუ რო­გორ ავი­ღებ­დით ფულს: ხელი უნდა მოგ­ვე­წე­რა.

რო­დე­საც ბან­კი­დან მა­რი­ა­მი სახ­ლში მიმ­ყავ­და, მკი­თხა, - რა ვქნათ, რო­გორ მო­ვიქ­ცე­თო? ვუ­პა­სუ­ხე, - რო­გორც შენ გინ­და, ისე-მეთ­ქი. ყვე­ლა­ფე­რი სწრა­ფად უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა. ისე, იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში მა­შინ­ვე შეგ­ვეძ­ლო მის­ვლა, მაგ­რამ გვინ­დო­და, ჩვე­ნი სი­ხა­რუ­ლი სხვე­ბის­თვი­საც გაგ­ვე­ზი­ა­რე­ბი­ნა და მა­რი­ამ­მა სა­კუ­თა­რი იდეა გა­მან­დო: მოდი, შენ­თან, რაგ­ბის მო­ე­დან­ზე მო­ვა­წე­როთ ხელი, შენ ასე და ასე გეც­მე­ვაო, რაც მეც­ვა ყვე­ლა­ფე­რი ჩა­მო­მით­ვა­ლა. გა­მე­ცი­ნა. თა­ვის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე არა­ფე­რი უთ­ქვამს. თუმ­ცა და­ა­მა­ტა, - იქ მთე­ლი შენი გუნ­დიც იქ­ნე­ბა, ასე­თი­ვე უც­ნა­უ­რი ჩაც­მუ­ლო­ბი­თო...

ეს ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­დან სე­რი­ო­ზუ­ლად არ მი­მი­ღია. მერე ჭკუ­ა­ში და­მიჯ­და და და­ვე­თან­ხმე. ამის შე­სა­ხებ გუნ­დის წევ­რებ­საც ვაც­ნო­ბე. გუნ­დი ხომ ჩემი მე­ო­რე ოჯა­ხია (5 წლი­დან მანდ ვარ, უკვე 16 წე­ლია) უმე­ტეს დროს მათ­თან ერ­თად ვა­ტა­რებ. ხუმ­რო­ბა ეგო­ნათ, არ იჯე­რებ­დნენ... მოკ­ლედ, იდეა მო­მე­წო­ნა და ყვე­ლა­ფე­რი ორ დღე­ში დავ­გეგ­მეთ... მე­სა­მე დღეს კი უკვე ხელი მო­ვა­წე­რეთ, მთე­ლი გუნ­დი გვერ­დით და­მიდ­გა. მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ყვე­ლა აგ­ვყვა, უარი არა­ფერ­ზე უთ­ქვამთ. მწვრთნე­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი, მათი მე­უღ­ლე­ბი, მათი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი, ყვე­ლა ისე იყო ჩაც­მუ­ლი, რო­გორც დავ­გეგ­მეთ. მოკ­ლედ, ასე­თი დრეს­კო­დი გვქონ­და.

- ხელი პირ­და­პირ რაგ­ბის სტა­დი­ონ­ზე მო­ა­წე­რეთ?

- კი, გუნ­დმა ვარ­ჯი­ში გა­და­დო და იქ ცე­რე­მო­ნია ჩა­ტარ­და...

- იუს­ტი­ცი­ის სახ­ლი­დან წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იქ მო­ვი­და?

- ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჩემი და იყო, რო­მე­ლიც იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში მუ­შა­ობს და იმის უფ­ლე­ბა ჰქონ­და, რომ რი­ტუ­ა­ლი ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა.

- ჯვრის­წე­რას რო­დის აპი­რებთ?

- ჩემს უახ­ლო­ეს ძმა­კაცს, ლაშა ლო­მი­ძეს ვე­ლო­დე­ბით, რო­მე­ლიც "მონ­ტე­რე­ი­ში" თა­მა­შობს. დე­კემ­ბერ­ში ჩა­მო­ვა და მა­შინ­ვე ჯვარ­საც და­ვი­წე­რეთ.

- სა­ზე­ი­მო სუფ­რა არ გქო­ნი­ათ?

- რო­გორ არა, ტრა­დი­ცი­უ­ლი სუფ­რა გვქონ­და, რო­მე­ლიც იქვე მო­ე­დან­ზე იყო გაშ­ლი­ლი. მო­ე­დან­ზე იდგა მა­ყა­ლი და ზოგი კურ­დღლს წვავ­და და ზოგი - ღო­რის ხორ­ცის მწვადს. ყვე­ლა­ფე­რი იქვე ხდე­ბო­და...

- რას გვე­ტყვი შენს რჩე­ულ - მა­რი­ამ და­თუ­კიშ­ვილ­ზე? რო­გორ გა­ი­ცა­ნი ...

- მა­რი­ა­მი პრინ­ცე­საა, - მე მას ასე ვე­ძა­ხი. სამ­წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი ერ­თად ვართ. ის დე­და­ჩე­მის მხრი­დან გა­ვი­ცა­ნი. დედა მე­რი­ა­ში მუ­შა­ობს და მა­რი­ა­მი წლე­ბის წინ იქ სტა­ჟი­რე­ბა­ზე იყო. დედა სახ­ლში რომ მო­დი­ო­და, სულ მას­ზე მიყ­ვე­ბო­და ხოლ­მე. ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ არ მა­ინ­ტერ­სებ­და არა­ნა­ი­რი მა­რი­ა­მი და არც მის შე­სა­ხებ არა­ნა­ი­რი ამ­ბის მოს­მე­ნა. ვთხოვ­დი, ნუ მიყ­ვე­ბი-მეთ­ქი, - რად­გან არ მიყ­ვარს, რო­დე­საც მშობ­ლე­ბი შვი­ლის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ერე­ვი­ან თან, ასე ვი­ღა­ცას რომ ური­გე­ბენ. ასე­თი რა­ღა­ცე­ბის მომ­ხრე არ ვარ. თუმ­ცა დე­დას ძა­ლი­ან მოს­წონ­და და ეუბ­ნე­ბო­და კი­დეც, ჩემი რძა­ლი მინ­და, რომ გახ­დეო.

ისე მოხ­და, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­რი­ა­მი აუზ­ზე მარ­თლაც გა­ვი­ცა­ნი (თურ­მე ერთ აუზ­ზე დავ­დი­ო­დით). ბე­ბი­ა­ჩემ­საც მო­ე­წო­ნა და უთხრა, - ჩემი სან­დროს­თვის მინ­დი­ხა­რო...

მერე ტრავ­მა მი­ვი­ღე და ოპე­რა­ცია გა­მი­კე­თეს, მა­რი­ა­მი დე­და­ჩემ­თან ერ­თად, იქ იყო და მგულ­შე­მატ­კივ­რობ­და. ნარ­კო­ზი­დან რომ გა­მო­ვე­დი, პირ­ვე­ლი მას და­ვუ­რე­კე და ვუ­თხა­რი, - კარ­გად ვარ-მეთ­ქი. მიხ­ვდა, რად­გან პირ­ვე­ლად მას შე­ვეხ­მი­ა­ნე, ის ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო. შემ­დეგ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სის გავ­ლა­შიც და­მეხ­მა­რა. ტრე­ნა­ჟო­რებ­ზე უნდა მევ­ლო და სხვა გზა ავირ­ჩი­ეთ, - მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში ფე­ხით დავ­დი­ო­დით...

- დღეს რას საქ­მი­ა­ნობს მა­რი­ა­მი?

- ბან­კის თა­ნამ­შრო­მე­ლია. ერთხელ, ფე­ხით სე­ირ­ნო­ბი­სას ბან­კში შე­ვე­დით, "სივი" შე­ავ­სო და და­უ­რე­კეს. მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო და შტატ­ში ჩას­ვეს.

- სან­დრო, ხა­ჭა­პუ­რას რა­ტომ გე­ძა­ხი­ან?

- ძა­ლი­ან მიყ­ვარს ხა­ჭა­პუ­რი და მწვრთნელ­მა წლე­ბის წინ მეტ­სა­ხე­ლად ხა­ჭა­პუ­რა შე­მარ­ქვა, ყვე­ლა ხა­ჭა­პუ­რას მე­ძა­ხის.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

სანდრო ქოიავა: "ხელი რაგბის მოედანზე, შორტსა და ბუცებში მოვაწერე"

სანდრო ქოიავა: "ხელი რაგბის მოედანზე, შორტსა და ბუცებში მოვაწერე"

23 სექტემბერს, თბილისში უცნაური ქორწილი გადაიხადეს: თბილისის "ლელოს" მორაგბემ სანდრო ქოიავამ, იგივე ხაჭაპურამ მარიამ დათუკიშვილთან ხელი პირდაპირ რაგბის მოედანზე, შორტსა და ბუცში მოაწერა. "ამბები.გე" სანდრო ქოიავას დაუკავშირდა.

- სანდრო, გაბედნიერებას გილოცავთ. ხელის მოწერა ასე უჩვეულოდ რატომ გადაწყვიტეთ?

- ხელის მოწერაზე მეცვა - შორტი, რაგბის ბუცი და გეტრი, თეთრი პერანგი და მეკეთა შავი ბაფთა. მეუღლე კი ასე იყო შემოსილი: ეცვა ჩვენი გუნდის მაისური, მორაგბეთა ნაკრების შორტი, ბოტასი, (იმ დღეს ვაჩუქე) და ეკეთა ფატა, რომელიც პატარა გვირგვინზე ჰქონდა მიმაგრებული. საერთოდ, ხელის მოწერისას ჩვენი ასეთი ჩაცმულობა მან მოიფიქრა, ყველაფერი უეცრად გადაწყდა.

- რატომ?

- ამის მიზეზი ის იყო, რომ ერთად ცხოვრებას ვაპირებდით და ბანკიდან სესხის აღება გვინდოდა, სახლი რომ გვეგირავებინა. ბანკში რომ მივედით, გვითხრეს, რომ თანამსესხებლები ოჯახის წევრები უნდა იყვნენო, რადგანაც მე და მარიამს ხელი მოწერილი არ გვქონდა, გვითხრეს, რომ სხვა შემთხვევაში, თქვენზე სესხს ვერ გავცემთო. აგვიხსნეს და გაგვარკვიეს იმაშიც, თუ როგორ ავიღებდით ფულს: ხელი უნდა მოგვეწერა.

როდესაც ბანკიდან მარიამი სახლში მიმყავდა, მკითხა, - რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთო? ვუპასუხე, - როგორც შენ გინდა, ისე-მეთქი. ყველაფერი სწრაფად უნდა გაგვეკეთებინა. ისე, იუსტიციის სახლში მაშინვე შეგვეძლო მისვლა, მაგრამ გვინდოდა, ჩვენი სიხარული სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა და მარიამმა საკუთარი იდეა გამანდო: მოდი, შენთან, რაგბის მოედანზე მოვაწეროთ ხელი, შენ ასე და ასე გეცმევაო, რაც მეცვა ყველაფერი ჩამომითვალა. გამეცინა. თავის ჩაცმულობაზე არაფერი უთქვამს. თუმცა დაამატა, - იქ მთელი შენი გუნდიც იქნება, ასეთივე უცნაური ჩაცმულობითო...

ეს ყველაფერი თავიდან სერიოზულად არ მიმიღია. მერე ჭკუაში დამიჯდა და დავეთანხმე. ამის შესახებ გუნდის წევრებსაც ვაცნობე. გუნდი ხომ ჩემი მეორე ოჯახია (5 წლიდან მანდ ვარ, უკვე 16 წელია) უმეტეს დროს მათთან ერთად ვატარებ. ხუმრობა ეგონათ, არ იჯერებდნენ... მოკლედ, იდეა მომეწონა და ყველაფერი ორ დღეში დავგეგმეთ... მესამე დღეს კი უკვე ხელი მოვაწერეთ, მთელი გუნდი გვერდით დამიდგა. მეხმარებოდნენ. ყველა აგვყვა, უარი არაფერზე უთქვამთ. მწვრთნელები, მეგობრები, მათი მეუღლები, მათი შეყვარებულები, ყველა ისე იყო ჩაცმული, როგორც დავგეგმეთ. მოკლედ, ასეთი დრესკოდი გვქონდა.

- ხელი პირდაპირ რაგბის სტადიონზე მოაწერეთ?

- კი, გუნდმა ვარჯიში გადადო და იქ ცერემონია ჩატარდა...

- იუსტიციის სახლიდან წარმომადგენელი იქ მოვიდა?

- ის წარმომადგენელი ჩემი და იყო, რომელიც იუსტიციის სახლში მუშაობს და იმის უფლება ჰქონდა, რომ რიტუალი ჩაეტარებინა.

- ჯვრისწერას როდის აპირებთ?

- ჩემს უახლოეს ძმაკაცს, ლაშა ლომიძეს ველოდებით, რომელიც "მონტერეიში" თამაშობს. დეკემბერში ჩამოვა და მაშინვე ჯვარსაც დავიწერეთ.

- საზეიმო სუფრა არ გქონიათ?

- როგორ არა, ტრადიციული სუფრა გვქონდა, რომელიც იქვე მოედანზე იყო გაშლილი. მოედანზე იდგა მაყალი და ზოგი კურდღლს წვავდა და ზოგი - ღორის ხორცის მწვადს. ყველაფერი იქვე ხდებოდა...

- რას გვეტყვი შენს რჩეულ - მარიამ დათუკიშვილზე? როგორ გაიცანი ...

- მარიამი პრინცესაა, - მე მას ასე ვეძახი. სამწელიწად-ნახევარი ერთად ვართ. ის დედაჩემის მხრიდან გავიცანი. დედა მერიაში მუშაობს და მარიამი წლების წინ იქ სტაჟირებაზე იყო. დედა სახლში რომ მოდიოდა, სულ მასზე მიყვებოდა ხოლმე. ვეუბნებოდი, რომ არ მაინტერსებდა არანაირი მარიამი და არც მის შესახებ არანაირი ამბის მოსმენა. ვთხოვდი, ნუ მიყვები-მეთქი, - რადგან არ მიყვარს, როდესაც მშობლები შვილის პირად ცხოვრებაში ერევიან თან, ასე ვიღაცას რომ ურიგებენ. ასეთი რაღაცების მომხრე არ ვარ. თუმცა დედას ძალიან მოსწონდა და ეუბნებოდა კიდეც, ჩემი რძალი მინდა, რომ გახდეო.

ისე მოხდა, რომ მოგვიანებით მარიამი აუზზე მართლაც გავიცანი (თურმე ერთ აუზზე დავდიოდით). ბებიაჩემსაც მოეწონა და უთხრა, - ჩემი სანდროსთვის მინდიხარო...

მერე ტრავმა მივიღე და ოპერაცია გამიკეთეს, მარიამი დედაჩემთან ერთად, იქ იყო და მგულშემატკივრობდა. ნარკოზიდან რომ გამოვედი, პირველი მას დავურეკე და ვუთხარი, - კარგად ვარ-მეთქი. მიხვდა, რადგან პირველად მას შევეხმიანე, ის ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი იყო. შემდეგ რეაბილიტაციის კურსის გავლაშიც დამეხმარა. ტრენაჟორებზე უნდა მევლო და სხვა გზა ავირჩიეთ, - მთელი დღის განმავლობაში თბილისის ქუჩებში ფეხით დავდიოდით...

- დღეს რას საქმიანობს მარიამი?

- ბანკის თანამშრომელია. ერთხელ,  ფეხით სეირნობისას ბანკში შევედით, "სივი" შეავსო და დაურეკეს. მუშაობა დაიწყო და შტატში ჩასვეს.

- სანდრო, ხაჭაპურას რატომ გეძახიან?

- ძალიან მიყვარს ხაჭაპური და მწვრთნელმა წლების წინ მეტსახელად ხაჭაპურა შემარქვა, ყველა ხაჭაპურას მეძახის.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია