მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლ მაკარტნი - სიმღერის წერის დროს დემონებს ვდევნიდი
პოლ მაკარტნი - სიმღერის წერის დროს დემონებს ვდევნიდი

"ბითლზე­ბის" ყო­ფი­ლი წევ­რი პოლ მა­კარტნი ახალ ალ­ბომს უშ­ვებს. ალ­ბო­მის პრო­მო­უ­შე­ნის ფარ­გლებ­ში პოლ­მა ბრი­ტა­ნულ მუ­სი­კა­ლურ ჟურ­ნალ Mojo-ს ინ­ტერ­ვიუ მის­ცა. ლე­გენ­და­რულ­მა მუ­სი­კოს­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე ყვე­ლა­ზე დიდი გავ­ლე­ნა პი­რად­მა და ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ტრა­გე­დი­ებ­მა იქო­ნია.

"ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ცუდ მო­მენ­ტებ­ში, მე შე­მეძ­ლო სიმ­ღე­რის და­წე­რა. ეს ჩემ­თვის სა­უ­კე­თე­სო ფსი­ქო­თე­რა­პია იყო. სიმ­ღე­რის შექ­მნის დროს ვხვდე­ბო­დი, რომ თან­და­თა­ნო­ბით მდგო­მა­რე­ო­ბა მიმ­სუ­ბუქ­დე­ბო­და და ტკი­ვი­ლიც გა­დი­ო­და. ამ­გვა­რად, შენ სა­კუ­თა­რი თა­ვი­დან დე­მო­ნებს დევ­ნი", - გა­ნა­ცხა­და მა­კარტნიმ ჟურ­ნა­ლისტ პეტ ჯილ­ბერტთან სა­უბ­რი­სას.

მა­კარტნიმ გა­იხ­სე­ნა, რომ სიმ­ღე­რა Little Willow ალ­ბო­მი­დან Flaming Pie მა­შინ და­წე­რა, რო­დე­საც "ბითლზის" წევ­რის, რინ­გო სტა­რის მე­უღ­ლე მო­რი­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. მა­კარტნის ეს ყვე­ლა­ზე და­მამ­შვი­დე­ბელ, ტან­ჯვის შე­მამ­სუ­ბუ­ქე­ბელ სიმ­ღე­რად მი­აჩ­ნია თა­ვის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში.

მომ­ღე­რალ­მა ასე­ვე აღი­ა­რა, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში სიმ­ღე­რა­ში Yesterday, ის დე­და­მის­ზე მღე­რო­და. "სი­ტყვე­ბი "ის რა­ტომ უნდა წა­სუ­ლი­ყო? არ ვიცი, და არც ის მე­ტყვის" - ზუს­ტად დე­და­ჩემ­ზეა", - აღ­ნიშ­ნა პოლ­მა. მა­კარტნის დედა - მერი მა­კარტნი, 14 წლის ასაკ­ში გარ­და­ეც­ვა­ლა. მერი მა­კარტნი მედ­დად მუ­შა­ობ­და. ამას­თან, ეს სიმ­ღე­რა, ალ­ბათ, ერ­თა­დერ­თია "ბითლზე­ბის" რე­პერ­ტუ­არ­ში, რო­მე­ლიც პოლ­მა ჯგუ­ფის წევ­რე­ბის გა­რე­შე, მარ­ტომ ჩა­წე­რა.

"ალ­ბათ, ჩემი მტკი­ცე პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბი მეხ­მა­რე­ბო­და ყვე­ლა ტრა­გე­დი­ის გა­და­ტა­ნა­ში, რო­მე­ლიც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხდა­რა. ის ყო­ველ­თვის მაბ­რუ­ნებ­და სა­კუ­თარ ოჯახ­თან, ლი­ვერ­პულ­ში, ბავ­შვო­ბის მო­გო­ნე­ბებ­თან - მეხ­მა­რე­ბო­და გა­მე­გო, რომ, რაც არ უნდა ხდე­ბო­დეს დღეს, უნდა გა­და­ლა­ხო ეს ყვე­ლა­ფე­რი და ეცა­დო, რომ კი­დევ დად­გეს იღ­ბლი­ა­ნი დღე­ე­ბი", - გა­ნა­ცხა­და მა­კარტნიმ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

პოლ მა­კარტნის ახა­ლი ალ­ბო­მი New 14 ოქ­ტომ­ბერს გა­მო­ვა.

თე­მა­ტუ­რად, გთა­ვა­ზობთ ჯგუფ the beatles -ის ბოლო ფო­ტო­სე­სი­ას.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია mojo4music-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

პოლ მაკარტნი - სიმღერის წერის დროს დემონებს ვდევნიდი

პოლ მაკარტნი - სიმღერის წერის დროს დემონებს ვდევნიდი

"ბითლზების" ყოფილი წევრი პოლ მაკარტნი ახალ ალბომს უშვებს. ალბომის პრომოუშენის ფარგლებში პოლმა ბრიტანულ მუსიკალურ ჟურნალ Mojo-ს ინტერვიუ მისცა.  ლეგენდარულმა მუსიკოსმა განაცხადა, რომ მის შემოქმედებაზე ყველაზე დიდი გავლენა პირადმა და ახლობელი ადამიანების ტრაგედიებმა იქონია.

"ძალიან კარგია, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდ მომენტებში, მე შემეძლო სიმღერის დაწერა. ეს ჩემთვის საუკეთესო  ფსიქოთერაპია იყო. სიმღერის შექმნის დროს ვხვდებოდი, რომ თანდათანობით მდგომარეობა მიმსუბუქდებოდა და ტკივილიც გადიოდა. ამგვარად, შენ საკუთარი თავიდან დემონებს დევნი", - განაცხადა მაკარტნიმ ჟურნალისტ პეტ ჯილბერტთან საუბრისას.

მაკარტნიმ გაიხსენა, რომ სიმღერა Little Willow ალბომიდან Flaming Pie მაშინ დაწერა, როდესაც "ბითლზის" წევრის, რინგო სტარის მეუღლე მორინი გარდაიცვალა. მაკარტნის ეს ყველაზე დამამშვიდებელ, ტანჯვის შემამსუბუქებელ სიმღერად მიაჩნია თავის შემოქმედებაში.

მომღერალმა ასევე აღიარა, რომ სინამდვილეში სიმღერაში Yesterday, ის დედამისზე მღეროდა. "სიტყვები "ის რატომ უნდა წასულიყო? არ ვიცი, და არც ის მეტყვის" - ზუსტად დედაჩემზეა", - აღნიშნა პოლმა. მაკარტნის დედა - მერი მაკარტნი,  14 წლის ასაკში გარდაეცვალა. მერი მაკარტნი მედდად მუშაობდა. ამასთან, ეს სიმღერა, ალბათ, ერთადერთია "ბითლზების" რეპერტუარში, რომელიც პოლმა ჯგუფის წევრების გარეშე, მარტომ ჩაწერა.

"ალბათ, ჩემი მტკიცე პიროვნული თვისებები მეხმარებოდა ყველა ტრაგედიის გადატანაში, რომელიც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა. ის ყოველთვის მაბრუნებდა  საკუთარ ოჯახთან, ლივერპულში, ბავშვობის მოგონებებთან - მეხმარებოდა გამეგო, რომ, რაც არ უნდა ხდებოდეს დღეს, უნდა გადალახო ეს ყველაფერი და ეცადო, რომ კიდევ  დადგეს იღბლიანი დღეები", - განაცხადა მაკარტნიმ ინტერვიუში.

პოლ მაკარტნის ახალი ალბომი New 14 ოქტომბერს გამოვა.

თემატურად, გთავაზობთ ჯგუფ the beatles -ის ბოლო ფოტოსესიას.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია mojo4music-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება